უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტი” გასვლაზე მადრიდის “რეალთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მატჩის შემდეგ “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ შეხვედრაში გუნდებს შორის სხვაობა შესამჩნევი არ იყო.
“იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ეს იყო მჭიდრო მატჩში და გუნდებს ბევრი მომენტი არ შეუქმნიათ. ამ შეხვედრაში არცერთი გუნდი არ იყო მეტოქეზე უკეთესი.
ვფიქრობ, რომ “რეალს” გოლის ეპიზოდში გაუმართლა, ვინაიდან ბურთი კარში ჩვენი ფეხბურთელისგან რიკოშეტის შემდეგ გავიდა.
დღევანდელი შეხვედრა პირველი მატჩისგან დიდად არ განსხვავდებოდა. მოედანზე ორივე გუნდი ირჯებოდა, თუმცა თამაში ვერცერთმა ვერ წაიყვანა.
არასასიამოვნო იყო ის, რომ მატჩის დებიუტშივე მოგვიწია მცველის შეცვლა, თუმცა ვფიქრობ, დაცვაში პრობლემები არ გვქონია. პრობლემები ჩვენც და “რეალსაც” გვქონდა მომენტების შექმნის მხრივ. არც მათ შეუქმნიათ ბევრი სახიფათო ეპიზოდი”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.