ბალოტელიმ თვალებში ლინზები ჩაისვა

იტალიური “მილანის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ თვალებში ლურჯი ფერის ლინზები ჩაისვა.

ბატისტუტა: „ბალოტელის იმის გაკეთება შეუძლია, რისი გაკეთებაც მე არ შემეძლო“

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ გაბრიელ ბატისტუტამ „მილანის“ თავდამსხმელის მარიო ბაოტელის შესახებ ისაუბრა.

„რას ვფიქრობ ბალოტელიზე? პირადად მე ფეხბურთელად არ დავიბადე. იმისთვის, რომ თამაში მესწავლა, ბევრი მუშაობა დამჭირდა. მარიოს, ისევე, როგორც ბევრ სხვა ფეხბურთელს, ის თვისებები გააჩნია, რომელიც მე არ მქონდა. სამწუხაროდ, ამით იგი არ სარგებლობს, რაც ძალიან მაღიზიანებს“, – განაცხადა ექს-ფეხბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს?

ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ თავის მიკრობლოგზე დაწერა, რომ იტალიის სერია A-ს XIV ტურში გამართულ შეხვედრაში „კატანიას“ მცველმა ნიკოლას სპოლიმ „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

პალმერის თქმით, იტალიის ნაკრების ფორვარდმა განაცხადა, რომ არგენტინელმა მცველმა მას „ბინძური ნეგრი“ უწოდა.

თუ სპოლის დანაშაული დაუმტკიცდება, მას ჯარიმა და ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის.

შეგახსენებთ, რომ „კატანიასა“ და „მილანს“ შორის გამართული მატჩი „როსონერის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. მე-13 წუთიდან „კატანია“ კასტროს მიერ გატანილი გოლით იგებდა. ექვს წუთში რიკარდო მონტოლივომ გაათანაბრა. 63-ე წუთზე ლომბარდიული კლუბი ბალოტელიმ დააწინაურა. საბოლოო შედეგი კი, კაკამ 81-ე წუთზე დააფიქსირა.

ბექა დოგრაშვილი

ბალოტელიმ ბერლუსკონის მედიაჰოლდინგის კამერის დაზიანება სცადა

იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სომხეთის ნაკრებთან გამართავს. „სკუადრა აძურა“ ფლორენციიდან ნეაპოლში მატარებლით ჩავიდა.

ნეაპოლის სადგურში ჩეზარე პრანდელის გუნდს ასობით ქომაგი და რამდენიმე სატელევიზიო ჯგუფი დახვდა. აღსანიშნავია, რომ ამ თბილ სიტუაციაში იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სიხისტე. მედიაჰოლდინგ „მედიასეტის“ წარმომადგენელთა ცნობით, ბალოტელიმ ერთ-ერთ ოპერატორს დაარტყა და კამერის დაზიანებაც სცადა. ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული კომპანია მილანური კლუბის პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის საკუთრებაა.

აქვე დავამატებთ, რომ გუშინ ბალოტელიმ სოციალური ქსელის მეშვეობით „ლა გაძეტა დელო სპორტის“ ერთ-ერთი პუბლიკაციის შესავალი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია:

„ბალოტელი ავად არის, თუმცა ნეაპოლში მაინც ჩავა, როგორც სიმბოლო კამორას (მსხვილი დანაშაულებრივი სინდიკატი) მოწინააღმდეგისა“.

ბალოტელიმ გაზეთში გამოქვეყნებულ ამ სიტყვებს ასეთი კომენტარი გაუკეთა:

„მე ჩავდივარ იმიტომ, რომ ფეხბურთი შესანიშნავი რამაა და თითოეულმა ადამიანმა იქ უნდა ითამაშოს, სადაც მას სურს. აი, ეს არის თამაში!“

სხვათა შორის, პრანდელის გუნდი ვარჯიშს იმ მოედანზე გამართავს, რომელიც თავის დროზე ნეაპოლიტანურ მაფიას ჩამოართვეს.

რაც შეეხება თავად მატჩს, იტალიისა და სომხეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა ხვალ, ჩვენი დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი

იტალიაში მოთამაშე ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელები

იტალიურმა გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტმა“ იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის საფეხბურთო თემატიკაზე ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა. კერძოდ, მოთამაშეებს სთხოვეს, რომ იტალიის ჩემპიონატის ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელების სამეული შეედგინათ.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელების სამეულში მოხვდნენ „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, „ინტერის“ ფორვარდი მაურო იკარდი და „ინტერის“ ნახევარმცველი ესეკიელ სკელოტო, რომელიც იჯარის წესით „სასუოლოში“ თამაშობს.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, „პესკარას“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ყველაზე გადამეტფასებულ მოთამაშედ საკუთარი თავი დაასახელა.

ბექა დოგრაშვილი

პრანდელი: „ბალოტელი რომ არ გამოვიძახო, ეს მისთვის ახალი სასჯელი იქნება“

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის გუნდში გამოიძახებს, მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა სერია А-ში დისკვალიფიკაცია მიიღო. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) მსაჯთან კამათისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

„ბალოტელიმ თავისი ქმედების გამო უკვე გადაიხადა. მარიო ნაკრებში რომ არ გამომეძახა, ეს მისთვის ახალი სასჯელი იქნებოდა. ფაქტია, რომ „მილანმა“ ბალოტელის დისკვალიფიკაცია არ გაასაჩივრა. ვარ თუ არა გაბრაზებული მარიოზე? დიახ, ვარ, როგორც ყველა, ვინც მასზე ზრუნავს“, – განაცხადა პრანდელიმ.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ნაკრებს ორი მატჩი დარჩა გასამართი: „სკუადრა აძურა“ 11 ოქტომბერს დანიაში ითამაშებს, 15 ოქტომბერს კი, ნაპოლიში სომხეთის ნაკრებს დაუხვდება.

ბექა დოგრაშვილი

გალიანი: „ბალოტელიმ თავის შეკავება უნდა ისწავლოს“

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ მოედანზე თავისი ემოციები უნდა აკონტროლოს.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, „ნაპოლისთან“ წაგებული შეხვედრის შემდეგ, მარიომ მსაჯთან კამათის შედეგად მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რასაც სამმატჩიანი დისკვალიფკაციო მოჰყვა.

„ჩვენ ბალოტელისთან ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია. მარიო ასე არ უნდა იქცეოდეს, მან კონცენტრაცია მხოლოდ თამაშზე უნდა მოახდინოს. დროა, ბალოტელიმ თავის შეკავება ისწავლოს. თუმცა ხშირად მარიო უკმაყოფილო მას შემდეგ არის, რაც მსაჯები არც ისე სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – განაცხადა გალიანიმ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის შვიდ ოფიციალურ შეხვედრაში „როსონერის“ მაისურით სუპერმარიომ მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ელ შაარავი: “ბალოტელიმ შეცდომა დაუშვა”

იტალიური “მილანის” ახალგაზრდა შემტევი, სტეფან ელ შაარავი აცხადებს, რომ მარიო ბალოტელიმ შეცდომა დაუშვა.

შეგახსენეთ, რომ ბალოტელი, “ნაპოლისთან” წაგებული მატჩის შემდეგ, მსაჯს მოკვლით დაემუქრა, რის გამოც, ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

“ბალოტელიმ შეცდომა დაუშვა და ეს მან კარგად იცის. იმედი მაქვს, მარიო მომავალში იგივეს არ გაიმეორებს, რადგან ეს “მილანზე” ცუდად მოქმედებს”, – ამბობს ელ შაარავი.

ბალოტელიმ ბოდიში მოიხადა

„მილანის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს „ნაპოლისთან“ წინა ტურის შეხვედრის დასრულებისთანავე წითელი ბარათის მიღების გამო ბოდიში მოუხადა.

„მსურს, მოვუბოდიშო თანაგუნდელებს, რომლებიც ყოველდღე თავდაუზოგავად ვარჯიშობენ. გარდა ამისა, ბოდიშს არბიტრსაც ვუხდი. ვაცნობიერებ, რომ არასწორად მოვიქეცი, როდესაც თავი ვერ შევიკავე. მომავალში, შევეცდები, გავაკეთო ყველაფერი, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს“, – განაცხადა სუპერმარიომ.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელის მიღებული წითელი ბარათისთვის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

ალექსანდრე მატევოსოვი