იტალიური “მილანის” მფლობელის, სილვიო ბერლუსკონის თქმით, გუნდის იტალიელი ფორვარდი, მარიო ბალოტელი მზადაა “ლივერპულში” დაბრუნებისათვის.
“გუნდი ამ ზაფხულში ბევრმა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს და მარიო მათ შორის ერთ-ერთია. მისი კონტრაქტი ამოიწურა.” – განაცხადა 79 ბერლუსკონიმ Telelombardi-სთან საუბრისას.
“კლუბს მასთან ერთად დატოვებენ: ალექსი, კევინ-პრინც ბოატენგი,მექსესი და სხვები. ყოველი მათგანის კონტრაქტი იწურება, ჩვენ კი მათ სატრანსფერო ფანჯარაზე გავიყვანთ.”