ბალოტელიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებს შუა თითი უჩვენა

„ლივერპულის“ თავდსმსხმელმა მარიო ბალოტელიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გუშინდელი მატჩის წინ „წითელი ეშმაკების“ ფანებს, რომლების „ენფილდის“ ერთ-ერთი სექტორის ტრიბუნებზე იმყოფებოდნენ, შუა თითი უჩვენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასე სუპერმარიომ მათი მხრიდან უსიამოვნო შეძახილებს უპასუხა. მანჩესტერელებმა ის „სიტიდან“ გაგდებულად მოიხსენიეს და ისიც დაამატეს, რომ მასზე საკმაოდ მაღალი თანხა იხარჯება.

“ლივერპულის” ფანებმა მარიო ბალოტელი გაძევებისგან იხსნეს (ვიდეო)

22 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის 79-ე წუთზე კამერებმა საკმაოდ საინტერესო კადრი დააფიქსირეს, რომელშიც კაგად ჩანს, თუ როგორ დაამშვიდეს ლივერპულელმა გულშემატკივრებმა მარიო ბალოტელი.

მარიო ბალოტელი: “მიცნობ?… მოკეტე!”

მას შემდეგ, რაც მარიო ბალოტელი “ლივერპულში” გადავიდა, ის კარგი თამაშით ვერ გამოირჩევა. ცხადია, ამის გამო, იტალიელ ფეხბურთელს ხშირად აკრიტიკებენ.

სწორედ ამიტომ, ბალოტელიმ სოციალურ ქსელ Instagram-ში ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომლითაც მან კრიტიკოსებს უპასუხა.

“მიცნობ? პირადად ჩემთან როდესმე გისაუბრია? შენ მხოლოდ უყურებ იმას, თუ როგორ ვთამაშობ ფეხბურთს მოედანზე – ამიტომ, მოკეტე!” – ამბობს ბალოტელი.

ბალოტელი “მილანის” ვარჯიშს დაესწრო

“ლივერპულის” იტალიელი შემტევი, მარიო ბალოტელი დღეს თავის ყოფილი თანაგუნდელებს ესტუმრა და “მილანის” ვარჯიშს დაესწრო. ინფორმაციას, მილანური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელიმ “მილანი” ზაფხულში დატოვება და “ლივერპულში” გადავიდა, სადაც პრემიერლიგის 13 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.

ბალოტელი აშშ-ში გადავა?

„ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ 24 წლის მარიო ბალოტელიმ „წითლების“ მაისურით პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

ასეთი სიტუაცია ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს. მას ვარსკვლავად დარჩენა და მუდმივი სათამაშო დროის მიღება სურს.

„The Metro“-ს ინფორმაციით, ამის შესაძლებლობა მარიოს უკვე ზაფხულში გაუჩნდება. გამოცემის ინფორმაციით, სუპერმარიოთი MLS-ის კლუბ „ორლანდოს“ ხელმძღვანელობა დაინტერესდა. გამორიცხული არ არის, ამერიკელებმა უახლოეს მომავალში მოთამაშის აგენტთან მოლაპარაკება დაიწყონ.

თავად ბალოტელი მოვლენების ასეთი განვითარებით, დიდი ალბათობით, დაინტერესებული იქნება.

ცნობისთვის, იტალიის ნაკრების თავდამსხმელის ხელფასი „ლივერპულშ“ კვირაში 110 ათას ფუნტს შეადგენს.

ბალოტელიმ ჰენდერსონს მადლობა გადაუხადა

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ბეშიქთაში” მარიო ბალოტელის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმას თავდაპირველად ჯორდან ჰენდერსონი აპირებდა, რომელსაც სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური ჰქონდა მორგებული, თუმცა იტალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელ ნახევარმცველს ბურთი გამოართვა და თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. ბალოტელის ქმედებამ თანაგუნდელების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დანიელ სტარიჯი და ჰენდერსონი მარიოს საქციელით უკმაყოფილონი დარჩნენ, ჯერარდმა კი იტალიელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

თავად ბალოტელიმ შეხვედრის შემდეგ ჰენდერსონს მადლობა გადაუხადა.

“მადლობა ჰენდოს, პენალტის დარტყმის საშუალება რომ მომცა. კმარა ეპიზოდის დრამატიზება. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ გუნდი და რაც მთავარია, ჩვენ ვართ “ლივერპული”. წინ, ბიჭებო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბალოტელიმ.

მატჩის დასრულების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ჰენდერსონმაც სცადა სიტუაციის განმუხტვა და ბალოტელი პენალტების გამოცდილ დამრტყმელად მოიხსენია.

“ბეშიქთაშსა” და “ლივერპულს” შორის განმეორებითი მატჩი სტამბულში, 26 თებერვალს გაიმართება.

 

ჯერარდი: “ბალოტელიმ ჰენდერსონის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა”

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ბეშიქთაში” მარიო ბალოტელის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმას თავდაპირველად ჯორდან ჰენდერსონი აპირებდა, რომელსაც სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური ჰქონდა მორგებული, თუმცა იტალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელ ნახევარმცველს ბურთი გამოართვა და თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. ბალოტელის ქმედებამ თანაგუნდელების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დანიელ სტარიჯი და ჰენდერსონი მარიოს საქციელით უკმაყოფილონი დარჩნენ, ჯერარდმა კი იტალიელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

Sturridge - Balotelli  - Henderson

“პენალტი ჯორდანს უნდა დაერტყა. წესი წესია. მარიომ ცოტა იცელქა. კარგია, რომ გაიტანა, მაგრამ ლამაზი არ არის, როდესაც ფეხბურთელების კამათს უყურებ. ვფიქრობ, ჯორდანმა სიტუაცია სწორად შეაფასა. მან შეამჩნია, რომ მარიოს ძალიან უნდოდა გატანა. ჯორდანი იმ მომენტში განზე გადგა და მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუშიც კარგად ისაუბრა.
ჯორდანი კაპიტანია, მარიომ კი მის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა. ისიც სათქმელია, რომ ბალოტელიმ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ამ პენალტის დარტყმა ექვს ან შვიდ ფეხბურთელს სურდა და ყველა რომ მისულიყო ბურთთან, რა მოხდებოდა?” – ჯერარდის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

“ბეშიქთაშსა” და “ლივერპულს” შორის განმეორებითი მატჩი სტამბულში, 26 თებერვალს გაიმართება.

 

ბალოტელიმ ჰენდერსონს პენალტი არ დაარტყმევინა (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ბეშიქთაში” მარიო ბალოტელის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმას თავდაპირველად ჯორდან ჰენდერსონი აპირებდა, რომელსაც სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური ჰქონდა მორგებული, თუმცა იტალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელ ნახევარმცველს ბურთი გამოართვა და თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. ბალოტელის ქმედებამ თანაგუნდელების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დანიელ სტარიჯი და ჰენდერსონი მარიოს საქციელით უკმაყოფილონი დარჩნენ, ჯერარდმა კი იტალიელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

ბალოტელი: “ლივერპული ყველაფერს გააკეთებს, რათა ჯერარდმა თასის ფინალში ითამაშოს”

“ლივერპულის ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ, ინგლისის თასის 1/8 ფინალში “კრისტალ პელასის” ძლევის შემდეგ განაცხადა, რომ თანაგუნდელებთან ერთად ფინალში გასვლას ეცდება.

“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჯერარდმა ინგლისის თასისი ფინალში შეძლოს თამაში. ჩვენი გულშემატკივრები კვლავ საუკეთესოები იყვნენ” – წერს ბალოტელი ერთ-ერთი სოციალურ ქსელში.

პრემიერ ლიგის ნაკლებად სექსუალურ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები

ჩვენი საიტი წარმოგიდგენთ ფეხბურთელებს, რომლებიც პრემიერ ლიგაში სიმპათიურობით არ გამოირჩევიან.

გერჰარდ ტრემელი – “სუონსის” 36 წლის მეკარე

Swansea City v Everton - Capital One Cup Third Round

რიჩი დე ლატი – “ლესტერის” 26 წლის მცველი

rue0621e027d4

ჯეიმს კოლინსი – “ვესტ ჰემის” 31 წლის მცველი

rueecf724afdf

ჯოლეონ ლესკოტი – “ვესტ ბრომვიჩის” 32 წლის მცველი

Tottenham Hotspur v West Bromwich Albion - Premier League

ალი სისოკო – “ასტონ ვილას” 27 წლის მცველი

Stoke City v Aston Villa - Premier League

ანხელ დი მარია – “მანჩესტერ იუნაიტედის” 26 წლის ნახევარმცველი

Manchester United's Di Maria reacts during their FA Cup fourth round soccer match against Cambridge United at Old Trafford in Manchester

შეიკ ტიოტე – “ნიუკასლის” 28 წლის ნახევარმცველი

rue78626410da

სტივენ კუინი – “ჰალ სიტის” 28 წლის ნახევარმცველი

ruef4f51d8c23

სადიო მანე – “საუთჰემპტონის” 22 წლის ნახევარმცველი

Southampton v Stoke City - Premier League

მარიო ბალოტელი – “ლივერპულის” 24 წლის თავდამსხმელი

Liverpool's Balotelli is challenged byTottenham Hotspur's Dembele during their English Premier League soccer match in Liverpool

მარუან შამახი – “კრისტალ პალასის” 31 წლის თავდამსხმელი

rued5ffc35ae3

აი, ამ “სიმპატიური” ფეხბურთელების დაკომპლექტებით, შემდეგნაირ გუნდს მივიღებთ:

ruee9c7131e2a

მარიო ბალოტელის გოლთან დაკავშირებული ყველაზე სასაცილო პოსტები

მოგეხსენებათ, ლივერპულის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ „ტოტნჰემთან“ გუშინდელ მატჩში ინგლისის პრემიერლიგაში მერსესაიდული კლუბის მაისურით პირველი გოლი გაიტანა, რითაც თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. წარმოგიდგენთ სოციალურ ქსელებში ამასთან დაკავშირებული ყველაზე სასაცილო პოსტების კრებულს.

ბალოტელი: “ეს ღიმილი მხოლოდ მათ ეკუთვნის, ვისაც ჩემი მუდამ სჯეროდა”

“ლივერპულის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობა გადაუხადა კლუბის ქომაგთა იმ ნაწილს, რომელსაც მისი მუდამ სჯეროდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ წუხელ გამართულ მატჩში (3:2) იტალიელმა თავდამსხმელმა მერსისაიდული გუნდის ფორმით ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.

“დიდებული თამაში გამოვიდა, ბიჭებო!!! ეს ღიმილი მხოლოდ მათ ეკუთვნის, ვისაც ჩემი მუდამ სჯეროდა და ვინც მუდამ მხარს მიჭერდა. მადლობა. წინ, “ლივერპულო”. თუმცა, ახლა მუყაითად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. დღევანდელი საღამო უკვე წარსულია”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბალოტელიმ.

Balotelli