„ლივერპული“ – „ტოტენჰემი“ 3:2

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მე-15 წუთზე ანგარიში ლაზარ მარკოვიჩმა გახსნა. პირველი ნახევრის შუა ნაწილში ანგარიში გარი კეინმა გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტივენ ჯერარდმა პენალტი გამოიყენა, რითაც თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა. ლონდონელებმა წონასწორობის აღდგენა ამჯერად შეძლეს – 61-ე წუთზე ანგარიში მუსა დემბელემ გაათანაბრა. 89-ე წუთზე კი მარიო ბალოტელიმ მერსესაიდელთა მაისურით პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ამით „ლივერპულის“ წაუგებელმა სერიამ ცხრა მატჩს მიაღწია.

მარიო ბალოტელიმ პრემიერ ლიგაში “ლივერპულის” მაისურით პირველად გაიტანა (ვიდეო)

10 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა მარიო ბალოტელიმ ლონდონელთა კარი დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ იტალიელმა თავდამსხმელმა “ლივერპულის” მაისურით ინგლისის პრემიერ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

ბალოტელი – ფეხბურთელი, რომელიც „ლივერპულისთვის“ ბევრს მუშაობს

ზაფხულში „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ მარიო ბალოტელი ახალ კლუბში გახსნას ვერაფრით ახერხებს. პრემიერლიგაში სუპერმარიოს გოლი დღემდე ვერ გაუტანია. შესაბამისად, როგორც პრესის, ასევე გულშემატკივართა მხრიდან, ბალოტელი სერიოზული კრიტიკის ქვეშ მოექცა. ამის მიხუედავად, მერსესაიდელთა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სპეციალური ვიდეო მომზადა, რომლის დახმარებთაც აღნიშნა, რომ ბალოტელი „ლივერპულისთვის“ მაქსიმალურად ირჯება.

აგენტი: “ბალოტელი იმედგაცრუებულია”

“ლივერპულის” თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის აგენტი მინო რაიოლა აცხადებს, რომ იტალიელი ფეხბურთელი მერსისაიდულ გუნდში ასპარეზობით იმედგაცრუებულია.

“მისი გეგმა “ლივერპულში” თამაშის გაგრძელებაა. მარიო ამ ორშაბათს ვნახე და ვუთხარი: “მოქმედი კონტრაქტით გუნდთან ოთხი წელი გაკავშირებს, ამიტომ სხვა კლუბში შენს გადაყვანაზე არ ვიმუშავებ. ან “ლივერპულს” 60-70 მილიონ ევროდ დატოვებ და მე სანაძლეოს მოვიგებ, ან აქ მოკვდები”.

ფეხბურთელზე ასეთ რამეს პირველად ვამბობ. ის ძალიან შეიცვალა: წყნარი გახდა. ისეთი აღარ არის, როგორიც “მილანში” იყო.

მარიო ძალიან იმედგაცრუებულია, ცუდი დროება უდგას. ის რიტმიდან ამოვარდნილია”, – ციტირებს მინო რაიოლას სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი “ლივერპულში” გასულ ზაფხულს “მილანიდან” გადავიდა. მერსისაიდულმა გუნდმა იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღო.

ბალოტელიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია.

 

როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან ბალოტელისა და მანჩინის (ამონარიდი აგუეროს წიგნიდან)

2014 წლის დამლევს “მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც მრავალ საინტერესო თემაზე საუბრობს. არგენტინელი ფეხბურთელის მიერ გამოცემული წიგნის ერთ-ერთი მონაკვეთი რობერტო მანჩინისა და მარიო ბალოტელის შორის არსებულ ურთიერთობა ეხება. როგორც მოგეხსენებათ, მათ “მანჩესტერ სიტიში” სამი წლის განმავლობაში უწევდათ თანამშრომლობა.

Born to Rise

აგუერო წერს:

“ბალოტელისა და მანჩინის ურთიერთობა ხშირად ღიმილის მომგვრელი იყო. ისინი ერთმანეთს ისე ეჩხუბებოდნენ, როგორც კატა და ძაღლი. ერთმანეთს აგინებდნენ, უყვიროდნენ, თუმცა შემდეგ ისევ მამაშვილურად იქცეოდნენ.

საწვრთნელ მოედანზე ხშირად ვთამაშობდით ფეხბურთს ხუთი ხუთის წინააღმდეგ. მანჩინიც გვიერთდებოდა და მარიოს მოწინააღმდეგე გუნდში თამაშს ამჯობინებდა. რობერტო გვეუბნებოდა, რომ თამაშის დროს ისიც ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო და არა – მწვრთნელი.

მანჩინი გვეუბნებოდა, რომ მისთვის ყველაფრის თქმა შეგვეძლო, რაც მოგვესურვებოდა. თამაშის დაწყებისთანავე ის და მარიო ერთმანეთს ურტყამდნენ, უყვიროდნენ. ასე გრძელდებოდა საფინალო სასტვენამდე. თამაშის დასრულებისას მანჩინი გვახსენებდა, რომ ის ჩვენი მწვრთნელი იყო.

მარიო მას ხანდახან ასეთ რამეს ეუბნებოდა: “უვარგისი ფეხბურთელი იყავი, თან მაშინ გაცილებით ადვილი იყო ფეხბურთის თამაში”. მანჩინი კი პასუხობდა: “შენ ვერც იმ პერიოდში ითამაშებდი და ვერც ახლა თამაშობ”. ძალიან სასაცილოები იყვნენ. მარიო რამდენიმე დღით იბუტებოდა, პატარა ბავშვივით იქცეოდა. მენატრება. მიუხედავად იმისა, რომ გიჟი იყო, დიდებული თვისებები ჰქონდა”.

 

ბრენდან როჯერსი: „იანვარში ბალოტელი „ლივერპულიდან“ არ წავა“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ იანვარში მარიო ბალოტელი კლუბს არ დატოვებს.

„მარიო კარგია. მან იმდენი გოლი ვერ გაიტანა, რამდენის გატანასაც ისურვებდა, თუმცა ჩვენ, მზად ვართ, მას დავეხმაროთ და სიტუაციიდან გამოსვლის მეთოდები ვიპოვოთ. იანვარში ბალოტელი არსად წავა“, – განაცხადა როჯერსმა.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ფორვარდმა 18 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (პრემიერლიგაში მას არც ერთ გოლი არ გაუტანია) და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბალოტელიმ რონალდუ გააჯავრა

კომპიუტერული ვიდეოთამაშის – FIFA 15-ის თამაშის დროს “ლივერპულის” იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კრიშტიანუ რონალდუ გააჯავრა და ისე დაიყვირა, როგორც – პორტუგალიელმა “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე.

ბალოტელი სანდერლენდში გაიყინა

„სანდერლენდთან“ ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში მარიო ბალოტელი ჰაერის დაბალი ტემპერატურით უკმაყოფილო დარჩა. შეხვედრის შემდეგ სუპერმარიომ სანდერლენდი ყველაზე ცივ ქალაქადაც მოიხსენია.

„ბალოტელი არ გამიფრთხილებია, რომ აქ სიცივე იქნება, თორემ, იგი თამაშემდეც უკმაყოფილო იქნებოდა. დიახ, დღეს ნამდვილად ძლიერი ქარი იყო. თუმცა, მატჩის შემდეგ ბალოტელის სხვებთან ერთად სამი ქულის მოპოვების აღნიშვნა შეეძლო“, – განაცხადა მერსესაიდელთა მეკარემ სიმონ მინოლემ.

Tuttosport: ბალოტელი ცხადაძესთან მიდის

“ლივერპულის” ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ კარიერა, შესაძლოა, აზერბაიჯანში გააგრძელოს. Tuttosport-ის ცნობით, 24 წლის ფორვარდისადმი ინტერესს ბაქოს “ინტერი” იჩენს, რომლის მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე კახა ცხადაძეა. საქართველოს ნაკრების დამრიგებლის გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატში 16 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და ლიდერ “ყარაბახს” 5 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი “ლივერპულში” “მილანიდან” გასულ ზაფხულს გადავიდა. მიმდინარე სეზონში კი პრემიერლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლის გატანა ვერ შეძლო.

2007-2010 წლებში ბალოტელი მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა და იტალიის სამ ჩემპიონობასთან ერთად ქვეყნის თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

ბურთით დახატული მარიო ბალოტელის პორტრეტი (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ხატავენ მარიო ბალოტელის პორტრეტს.

როჯერსმა ბალოტელის გაყიდვაზე ისაუბრა

მარიო ბალოტელიმ “ლივერპულში” ათამაშება ჯერჯერობით ვერ შეძლო, თუცა მერსისაიდელთა მწვრთნელის განცხადებით იტალიელის გაყიდვაზე კლუბში ჯერ არ ფიქრობენ.

“ბალოტელის გაყიდვაზე არც მიფიქრია. წინ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს. ამტომ, ფეხბურთელების შემადგენლობაში შენარჩუნება მნიშვნელოვანია” – თვლის როჯერსი.

ბალოტელიმ “ლივერპულის” შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო.

ბალოტელის პერსპექტივები: სათადარიგოთა სკამი ან წასვლა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა თავისი გუნდის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გააფრთხილა, რომ მას, დიდი ალბათობით, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს, რადგან მისი თამაში მას არ აკმაყოფილებს და იგი მის სათამაშო სქემაში არ ჯდება.

ცოტა ხნის წინ მერსესაიდელები 3-4-2-1 სქემაზე გადავიდნენ, რომლის შედეგადაც, თავდამსხმელის პოციციაზე რაჰიმ სტერლინგი აღმოჩნდა. ბალოტელის სათადარიგოთა სკამზე დარჩენის ალბათობას იანვრის შუა რიცხვებში მოედანზე დანიელ სტარიჯის დაბრუნებაც ზრდის.

„The Guardian“-ის ინფორმაციით, აღნიშნული სიტუაციის გამო ბალოტელი წასვლაზეც კი ფიქრობს. სუპერმარიოს შეძენის მსურველთა შორის გენუის „სამპდორია“ სახელდება. ამ შესაძლო ტრანსფერის შემთხვევაში, გენუელები „წითლებს“ მეკარე სერხიო რომეროს შესთავაზებენ, რომლის ხილვის სურვილი „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას სიმონ მინოლეს არც თუ ისე დამაჯერებელი თამაშის გამო უკვე საკმარისი ხნის განმავლობაში აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელის დამატების სხვა კანდიდატთა შორის აქამდე ასევე „ინტერი“ და „ნაპოლიც“ სახელდებოდნენ.