დორტმუდნის “ბორუსიას” გერმანელი ვარსკვლავის, მარკო როისის გარშემო არსებულ სიტუაციას ახლოდან აკვირდებიან “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” ხელმძღვანელები. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი, Bild ადასტურებს.
წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბების წარმომადგენლები როისის რეაბილიტაციის პროცესის შესწავლას ცდილობენ და იმ შემთხვევაში, თუ როისი ახალ ტრავმას არ მიიღებს, “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” მას საკმაოდ სარფიან კონტრაქტებს შესთავაზებენ.
მეორეს მხრივ, “ბორუსიელები” აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა კლუბისთვის მარკო როისი და მის შესანარჩუნებლად ბოლომდე აპირებენ ბრძოლას. როისს ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2019 წელს ეწურება.