წარმატებულ სვლას განაგრძობს დანიის პირველ ლიგაში მოთამაშე “ორჰუსი”, რომლის ღირსებას სამი ქართველი, დავით დაევდარიანი, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე იცავენ.
მე-10 ტურის შეხვედრაში “ორჰუსი” “ჰორსენს” ესტუმრა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:2 დაამარცხა. 52-ე წუთზე პირველი გოლის ავტორი კი, მათე ვაწაძე გახდა. 25 წლის ფორვადითვის ეს რვა ჩატარებულ შეხვედრაში მერვე გატანილი გოლია.
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ “ორჰუსი” სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა და ლიდერ “ვიბორგს” 5 ქულით ჩამორჩება. თუმცა, დანიის ყველაზე “ქართულ” გუნდს კონკურენტზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.