ხუან კარლოს ოსორიომ ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ უარი განაცხადა მექსიკის ნაკრებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და დაკავებული თანამდებობა დატოვა.
როგორც ცნობილი ხდება, კოლუმბიელ სპეციალისტს მალევე გამოუჩდნენ მსურველები. მექსიკური წყაროს ცნობით, მათ შორის ორი ქვეყანა სამხრეთ ამერიკიდან და აზიიდან.
ფეხბურთის ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ოსორიოს არჩევანის გაკეთება ორ ნაკრებს შორის მოუწევს – საუბარია კოლუმბიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებებზე.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოსორიოს თავკაცობით მექსიკამ ჯგუფში გერმანია ჩატოვა (1:0) და მერვედფინალში ბრაზილიასთან დამარცხდა (0:2).