“ტორპედო” – “მერანი” 5:1

18 აპრილს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სამდღიანი ტურის ერთი მატჩი გაიმართა. მეორე ექვსეულში ქუთაისის „ტორპედომ“ აიუტსაიდერ მარტვილის „მერანს“ „მიხეილ მესხზე“ გაუწია მასპინძლობა.

თამაშს პირველივე წუთიდან ბოლომდე „ტორპედო“ აკონტროლებდა და ამგვარი სცენარიდან გამომდინარე ეჭვიც არავის ეპარებოდა ქუთაისელთა გამარჯვებაში. ბოლოადგილოსანმა „მერანმა“, რომელიც მის უკანასკნელ თამაშებში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მოწინააღმდეგეს, ფაქტობრივად, ვერანაირი „იარაღი“ ვერ დაუპირისპირა. მარტვილელები განსაკუთრებით ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებულ სწრაფ კონტრშეტევევს ვერ უმკლავდებოდნენ. გოლებიც უმეტესად ასეთი სახის იერიშებით გავიდა: მე-15 წუთზე, ჩიკვილაძის გონივრული გადაცემით ოთარ კვერნაძემ მარჯვედ აუარა გვერდი იობაშვილსა და მამალაძეს, შემდეგ კი ცარიელ კარში შეაგორა ბურთი – 1:0. 33-ე წუთზე, ლექვთაძის პასით თეიმურაზ მარკოზაშვილიწააქციეს საჯარიმოში და მსაჯმაც დაუყუნებლივ გაიშვირა ხელი ნიშნულისკენ, პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და „ტორპედოში“ თავისი პირველი გოლი მიითვალა(2:0), თუმცა „მარკიზიო“ დღეს ამაზე არ გაჩერებულა. მე-40 წუთზე, ინტრიგა მატჩს ლევან გეგეჭკორმა დაუბრუნა, რომელმაც მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა საგოლედ – 2:1. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში კიდევ უფრო ნათელი გახდა „ტორპედოს“ უპირატესობა და პრაგმატული თამაშის ხარჯზე ანგარიშიც მხოლოდ რევაზ ძოძუაშვილის გუნდის სასარგებლოდ იცვლებოდა. 51-ე წუთზე, ირაკლი ლექვთაძემ გამოიყენა საჯარიმოს შიგნიდან გატანის შანსი – 3:1. 78-ე წუთზე, ელიავას პასით ოთარ კვერნაძემ „უმაღლესში“ პირველი დუბლი შეასრულა მეკარესთან პირისპირ გასვლის მერე – 4:1. 83-ე წუთზე კი თანაგუნდელს თეიმურაზ მარკოზაშვილმა„მიჰბაძა“ და უმაღლეს ლიგაში თავის პირველ გოლს, ამჯერად ელიავას პასით მეორეც მიუმატა – 5:1. ასე და ამგვარად, „ტორპედომ“ მიმდინარე ჩემპიონატში ერთ მატჩში მისთვის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და მე-10 გამარჯვება მოიპოვა, თანაც, ძალიან დამსახურებული და საჭიროც.

fctorpedo.ge

“ტორპედოს” ჭაბუკებმა მარტვილელებს სძლიეს, ჯერი პირველ გუნდზეა…

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი კლუბის სახელით გილოცავთ ათორმეტთაგან ერთ-ერთს – ბზობის დღესასწაულს. მრავალს დაესწარით!

სიმბოლურია დღევანდელ დღეს მიღწეული გამარჯვებები და სასიამოვნოა, რომ ეს ქუთაისელებმა შეძლეს – ჭაბუკთა ლიგის ორივე ასაკობრივი ტურნირის მორიგ ტურში. ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე სტუმარი გუნდი მარტვილის „მერანი“ გახლდათ.

წესისამებრ, ჯერ უმცროსებმა 35-წუთიანი ტაიმები ითამაშეს. შეხვედრა რევაზ კვერნაძის გუნდმა მე-5 წუთზე გიორგი გურეშიძის მიერ გამოყენებული პენალტის წყალობით მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო.

შემადგენლობა: გიორგი სულაბერიძე, შოთა წიქარიშვილი, ბექა შეყრილაძე, გოჩა ჭანია(მურადი ქუთათელაძე 55), ლაშა სალუქვაძე, შალვა ბურჯანაძე, გურამ ჯავახაძე(დავით იონანიძე 35), გიორგი გურეშიძე(ბექა ანთიძე 65), ჯემიკო ზარნაძე(ნიკა თევზაძე 50), დავით მანჯგალაძე(გიგა თავაძე 60), რუბენ შველიძე(გიორგი გორდაძე 40).

ჭაბუკთა სატურნირო ცხრილი და კალენდარი

პრაქტიკულად, „მერანის“ დუბლშემადგენლობა შეხვდა „ტორპედოს“ U-18-ს, მიუხედავად ამისა, აკაკი კვერნაძის შეგირდებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ანალოგიური ანგარიშით 1:0 იმარჯვეს. გოლიდავით ხეცურიანმა მე-60 წუთზე ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე გაიტანა.

შემადგენლობა: თორნიკე გეგუჩაძე, გიორგი ბერძენაძე(გიორგი მუშკუდიანი 75), ილია ჯოხაძე, მიხეილ კუჭუხიძე, ზურაბ ფანცხავა, მიხაილ ქველიძე, დავით ხვიჩია(ალექსანდრე შამათავა 85), ანრი ზაქარაშვილი(აშვეთია 87), დავით ხეცურიანი(გივი ჯიხვაძე 82), დავით ქუთათელაძე(ლაშა ბერაძე 75).

ჭაბუკთა სატურნირო ცხრილი და კალენდარი

მოგეხსენებათ, უმაღლესი ლიგის უახლოეს ტურში „ტორპედოს“ მეტოქე აუტსაიდერი მარტვილის „მერანი“ გახლავთ. ასე რომ, „მერანთან“ გამარჯვებას ჭაბუკებმა უკვე დაუდეს სათავე…

FCTorpedo.GE

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეოთხე ტური

2014 წლის 31 მარტს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე მარტვილის ”მერანის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გელაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე, ენდელაძე, აჯურუ (ბარბაქაძე, 65), მარგველაშვილი (იელიჩი, 71), მაკარიძე (კალაჯიშვილი, 60), კაკუშაძე, ეგუტიძე (გოგია, 65), კაპანაძე (კვარაცხელია, 60).

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე 12-ე წუთზე ზუსტი თავურით ბურთი მარტვილელთა კარის ბადეშითორნიკე კაპანაძემ გადაგზავნა. საერთოდ, დღევანდელი მატჩი თორნიკე კაპანაძის ერთგვარ “ბენეფისად” იქცა – 15-ე და 23-ე წუთებზე გატანილი კიდევ ორი გოლის წყალობით ზესტაფონელთა ფორვარდმა “ჰეთ-თრიკი” პირველსავე ტაიმში შეასრულა…

მასპინძლები ამის შემდეგაც განაგრძობდნენ სტუმართა შევიწროვებას და 25-ე წუთზე იმერლებმა მეოთხე გოლი გაიტანეს – “ზესტაფონის” კარგი შეტევა ბექა კაკუშაძის ზუსტი დარტყმით დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს (39-ე წუთი) კი მარტვილელთა კარი მეხუთედ ავთანდილ ეგუტიძემ აიღო.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში ანგარიში ისევ შეიცვალა – თავი ისევ თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა. 52-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიშის “დასველება” მოახერხეს – მიზანს თორნიკე ბარბაქაძის შორეულმა გასროლამ მიაღწია. სათამაშო დროის 1 საათის გასვლის შემდეგ მოედანი დღევანდელი მატჩის გმირმა, თორნიკე კაპანაძემ კი დატოვა, თუმცა მანამ, სანამ შეიცვლებოდა, კერძოდ 55-ე წუთზე, მან თავის დღევანდელ მონაგარს კიდევ ერთი გოლი შემატა და ძალიან იშვიათი ინდივიდუალური მიღწევის – “პენტა-თრიკის”ავტორი გახდა!

იმერელთა გულშემატკივართათვის ძალიან სასიამოვნო ამბავი მოხდა შეხვედრის 71-ე წუთზე – მძიმე ტრავმით გამოწვეული თითქმის 8-თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ, მოედანს ზესტაფონელთა სერბი ნახევარმცველი იგორ იელიჩი დაუბრუნდა. რაც შეეხება დღევანდელი უხვგოლიანი მატჩის დასკვნით ნაწილს, 81-ე წუთზე ბექა კაკუშაძემ დუბლი შეასრულა და იმერულ-მეგრული დაპირისპირების საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 8-1.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დილა – მერანი 1:2

გორში გამართული ქვედა ექვსეულის მატჩი სენსაციური შედეგით დასრულდა. “დილა” და “მერანი” ერმანეთს რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის უკანასკნელ ტურში დაუპირისპირდნენ. ის შეხვედრა გორელებმა მოიგეს, მაგრამ საუკეთესო ექვსეულში შესვლა მაინც ვერ მოახერხეს.

მწვრთნელის გარეშე დარჩენილი “დილა” დღევანდელ შეხვედრას ფავორიტის რანგში შეხვდა და აღნიშნული სტატუსს თავიდან ამართლებდა კიდეც. გორელები ბევს უტევდნენ. ძირითადად მარცხენა ფლანგიდან, სადაც შალამბერიძე აქტიურობდა. “მერანი” კი, ძირითადად კონტრშეტევებიც ცდილობდა ფონს გასვლას.

თენგიზ ბურჯანაძეზე შეკრებილმა გულშემატკივარმა გოლები მეორე ტაიმში იხილა. ანგარიში მასპინძლებმა 51-ე წუთზე გახსნეს. ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩენილმა შალამბერიძემ მამალაძეს შანსი არ დაუტოვა – 1:0. გატანილი გოლის მერე, გორელები თითქოს გაჩერდნენ და აქვენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთეს, რაც არ გამოუვიდათ. სტუმრებმა ჯერ დაცვის შეცდომით ისარგებლეს და 68-ე წუთზე ციცხვაიას ძალისხმევით გაათანაბრეს ანგარიში. სულ რაღაც 4 წუთში კი, მელიავას ულამაზესი გოლით “მერანი” წინ გავიდა.

დარჩენილ წუთებში გორელების შტურმმა შედეგი ვერ გამოიღო. ზურაბ იონანიძემ “მერანის” მთავარი მწვრთნელი პოსტზე პირველი შეხვედრა მოიგო.

დილა: ლეგაშვილი, ქარქუზაშვილი, კობახიძე, ჯიშკარიანი, ხიზანეიშვილი, რაზმაძე, გურეშიძე, შალამბერიძე, ბოლქვაძე, კოშკაძე, კვარაცხელია.

შეცვლაზე შევიდნენ: ბერიაშვილი, გაფრინდაშვილი, წიქარიძე.

მწვრთნელი: ვახტანგ აკოფიანი.

მერანი: მამალაძე, მელიავა, იობაშვილი, გაბუნია, ხუბუა, ჯღამია, ფონიავა, ბენაშვილი, ბაბუნაშვილი, კუჭუხიძე, ციცხვაია.

შეცვლაზე შევიდნენ: გეგეჩკორი, დეკანოსიძე, ჩხეტიანი.

მწვრთნელი: ზურაბ იონანიძე.

ჩაშლილი მერანი – შუქურა (ვიდეო)

საქართველოს თასის გათამაშების 1/4 ფინალური შეხვედრა მერანსა და შუქურას შორის  94-ე წუთზე ჩაიშალა. ანგარიში 2-2 იყო, მარტვილელებმა გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლიც არ ჩაითვალა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, მოედანზე დაახლოებით 200 გულშემატკივარი შემოიჭრა და მსაჯებს როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცყოფაც მიაყენა.

მარტვილელებთან მატჩის წინ

კვირას, 9 მარტს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს. ეროვნული პირველობის ოცდამეერთე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები მარტვილის საფეხბურთო კლუბ “მერანს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

ამ ორი კლუბის პირველი გუნდების ოფიციალურ შეხვედრათა ისტორია 2011 წლის 10 სექტემბერს იწყება – “ზესტაფონისა” და მარტვილის “მერანის” პირველ მატჩს დავით აბაშიძის სახელობის არენამ უმასპინძლა და ის შეხვედრა მასპინძლებმა 3-1 მოიგეს. მასპინძელთაგან გოლები შოთა გრიგალაშვილმა, ჯაბა დვალმა და რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან პრესტიჟის გოლი გიგა ამბროლაძემ გაიტანა.

შემდეგი მატჩი 2011 წლის 22 დეკემბერს მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა – გოგი ფიფიასა და შოთა ბაბუნაშვილის გოლების წყალობით გამარჯვება (2-0) მეორე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად მებრძოლმა იმერლებმა მოიპოვეს.

“მერანისა” და “ზესტაფონის” რიგით მესამე დაპირისპირება 2012 წლის 14 აპრილს ისევ მარტვილში გაიმართა. შეხვედრა ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და სტუმრები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა მატჩის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად (მატჩის მიწურულს მატჩის არბიტრმა სტუმართა კარში ზედიზედ 2 პენალტი დანიშნა), საბოლოოდ ის ფრედ 4-4 დასრულდა. გოლები: ჯაბა დვალი – 2 (0-1; 0-2), დავით მუჯირი (1-3), თორნიკე გორგიაშვილი (3-4); პაპუნა ფონიავა (1-2), გიგა ჟვანია – 3 (2-3, 3-3, 4-4).

აღსანიშნავია ამ მეტოქეების მეოთხე ოფიციალური მატჩიც – ის 2012 წლის 20 მაისს გაიმართა და სწორედ ამ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” ზედიზედ მეორე ჩემპიონობა იზეიმა. ის შეხვედრა 3-0 დასრულდა და მასში შოთა გრიგალაშვილმა თავი “ჰეთ-თრიქით” (1-0, 2-0, 3-0) გამოიჩინა.

2012 წლის 11 აგვისტოს “ზესტაფონმა” “მერანს” “დავით აბაშიძეზე” 3-1 მოუგო. ანგარიში ზესტაფონელთა მიერ იმ პერიოდში “მერანში” განათხოვრებულმა საბა ლომიამ გახსნა, თუმცა მასპინძლებმა თორნიკე გორგიაშვილის, თორნიკე აფციაურისა და პატრიკ მილხრაუმის გოლებით უპასუხეს. მორიგი მატჩი 2012 წლის 31 ოქტომბერს შედგა. ზესტაფონელებმა ლევან შარიქაძის, თორნიკე გრიგალაშვილისა და თორნიკე გორგიაშვილის გოლებით მეტოქე დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხეს.

მარტვილელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა გასული წლის 26 ოქტომბერს შედგა. ეს მატჩი სამტრედიაში გაიმართა და ზესტაფონელებმა ვახტანგ ჭანტურიშვილისა და საბა ლომიას გოლების წყალობით ანგარიშით 2-0 გაიმარჯვეს.

ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებს თუ ვიანგარიშებთ, სულ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და მარტვილის “მერანს” ერთმანეთში 7-ჯერ უასპარეზიათ – 6 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 1 კი დასრულდა ფრედ. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში დიდ უპირატესობას ზემოიმერლები ფლობენ – 20:6.

მარტვილელებს დღესდღეობით ახლო წარსულში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და ზოგადად ეროვნული ჩეპიონატის ერთ-ერთი წარმატებული ფორვარდი ზურაბ იონანიძე წვრთნის. საინტერესოა, რომ ახლახან დასრულებული ზამთრის პაუზის შემდეგ ჩატარებული სამივე შეხვედრა “მერანმა” ფრედ დაასრულა.

მარტვილელებთან შაბათს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

უმაღლესი ლიგა – პრევიუ

თასის მატჩების შემდეგ ქართულ სტადიონებს უმაღლესი ლიგაც უბრუნდება. 2014 წლის პირველ ტურში გულშემატკივარს რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება ელის.


„სპარტაკი“ – „ჩიხურა“

 პირველი წრე: 2-1

26 თებერალი, თბილისი, „მიხეილ“ მესხი, 14:00

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, ი.უკლება, ი.კაკაბაძე, თ.გვანცელაძე (სათადარიგო)

“მიხეილ მესხზე” გასამართი აუტსაიდერის და ლიდერის დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს. მეორე ეტაპზე ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს, შესაბამისად გუნდებმა პირველივე ტურიდან უნდა იზრუნონ თავიანთ საბოლოო შედეგებზე.

“სპარტაკმა” თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ჩემპიონატს წესით და რიგით კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს. რასაც ვერ ვიტყვით “ჩიხურაზე”. საჩხერელბმა მზადება გვიან დაიწყეს და პრობლემების გამო ვერც შეკრებაზე მოახერხეს გამგზავრება.

 

„დილა“ – „გურია“

პირველი წრე: 2-0

26 თებერვალი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 14:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ზ.ბერულავა, ზვ.ერქვანია, ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)

გორის “დილა” საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს. ორივე გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა და ფაქტია, რომ “დილასაც” და “გურიასაც” პირველ ტურებში შეთამაშების პრობლემა ექნებათ.
გორელებმა 2014-ში ოფიციალური მატჩის გამართვა უკვე მოასწრეს და წარმატებითაც დაასრულეს. შაბათს, საქართველოს თასის ფარგლებში “დილამ” ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოს” მოგუო 2:1.

 

„ზესტაფონი“ – „ზუგდიდი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“, 18:00

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზ.ფიფია, დ.სანოძე (სათადარიგო)

ზამთრის შესვენება ორივე გუნდმა ნაყოფიერად გაატარა და თურქეთში მოწყობილი შეკრება გუნდის გასაძლიერებლად გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის ირძვიან, გულშემატკივარი დაძაბულ ბრძოლას უნდა ელოდოს. გეგუჩაძე-დარასელიას დუელი ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება.

ზესტაფონმა წელს ოფიციალური მატჩის გამართვაც მოასწროა. პირველი წრის გადადებულ შეხვედრაში იმერლებმა ცხინვალის “სპარტაკს” 3-0 მოუგეს.

 

„მეტალურგი“ – „ვიტ-ჯორჯია“

პირველი წრე: 5-2

26 თებერალი, რუსთავი, „ფოლადი“, 14:00

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, გ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, გ.ვადაჭკორია (სათადარიგო)

სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები ერთმანეთს რუსთავის “ფოლადზე” დაუპირისპრიდებიან. პირველი წრის შეხვედრა “ვეტერინარებისთვის” ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში და ეს რუსთავალებსაც კარგად ახსოვთ, რომლებიც მოედანზე რევანშის ასაღებად გავლენ.

“მეტალურგში” სეზონის მეორე ნახევარს განახლებული შემადგენლობითა და სამწვრთნელო შტაბით ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთაველებმა სათასო მატჩი გამართეს თბილისის “დინამოსთან” და 2-0 დამარცხდნენ.

 

„ტორპედო“ – „მერანი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ქუთაისი, „გივი კილაძე“, 14:00

მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ს.სპიცინი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

გორის “დილასთან” თასზე განცდილი მარცხის შემდეგ, რევაზ ძოძუაშვილის გუნდი საკუთარ მეოდანზე მარტვილის “მერანს” მიიღებს. მარტვლილებმა “ტორპედოს” მსგავსად სეზონი გასულ შაბათს, თასის მატჩით განაახლეს, რომლის ფარგლებშიც იონანიძის ბიჭებმა ქობულეთის “შუქურასთან” გასვლითი მატჩი უგოლო ფრით დაასრულეს.

“ტორპედოში” შესვენების დროს ფაქტობრივად ყველაფერი შეიცვალა და ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპს ქუთათურები განახლებული გუნდით ხვდებიან. “მერანმა” კი, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა და ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად თურქული შეკრებაც მოიწყო.

 

„დინამო“ – „სიონი“

პირველი წრე: 1-4

26 თებერვალი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 17:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, ლ.ვარამიშვილი, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი), დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას დინამო არენა უმასპინძლებს, სადაც ურთიერთბას თბილისის “დინამო” ბოლნისის “სიონს” გაარლვევენ.

ბოლნისელებმა ჩემპიონატის პირველი ეტაპის უკანასკნელი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარეს და საბოლოოდ ცხრილის ზედა ნაწილში დამკვირდრნენ. ბურდულის გუნდმა თურქულ შეკრებაზეც კარგი შედეგები აჩვენა. 2014 წელი კი, “ჩიხურასთან” სათაშო მატჩით გახსნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.

“სიონის” მსგავსად, გასულ შაბათს სათასო მატჩში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოსაც” ჰქონდა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჟვანიას გუნდმა რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგის” დამარცხება მოახერხა და ეროვნული ჩემპიონატის განახლებას შესანიშნავ ხასიათზე ხვდება.

 

 

ფეხბურთი ბრუნდება

ზამთრის პაუზის შემდეგ ქართული ფეხბურთის თასის გათამაშებით გვიბრუნდება. 1/4 ფინალურ შეხვედრებს დღეს საქართველოს ოთში ქალაქი უმასპინძლებს. 

 

ტორპედო – დილა 

ქუთაისი, “ცენტრალური” 14:00

საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებას უმასპინძლებს ქუთაისი. ორივე გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა და მეორე ეტპანს ისინი ფაქტობრივად სხვა შემადგენლობით ხვდებიან. განსაკუთრებით ეს ქუთაისურ კლუბზე ითქმის. “ტორპედოდან” ვისოლის წასვლის შემდეგ ფეხბურთელების დიდი უმრავლესობაც წავიდა. თუმცა, ქუთაისელებმა საკმაოდ კარგი შევსებაც მიიღეს და რაც მთავარია “ტორპედოს” სათავეში გამოცდილი რევაზ ძოძაშვილი ჩაუდგა.

წამყვანმა მოთამაშეებმა “დილაც” დატოვეს, თუმცა გორელებმა გამოცდილი ქართველი ფეხბურთელებით მიიღეს შევსება. ბუნებრივია, რომ 12 ახალწვეულს შეთამაშებისთვის დრო დასჭირდებათ.

 

სიონი – ჩიხურა

თბილისი, “მიხეილ მესხი” 14:00

ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს. “სიონმა” თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ტესტ-მატჩებში კარგი შედეგი აჩვენა. სეზონის დასაწყისს ბურდულის გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ხვდება.

“ჩიხურამ” ბიუჯეტის დაგვიანებით დამტკიცების გამო, უცხურ შეკრებაზე წასვლა ვერ მოახერხა და ადგილობრივ პირობებში ემზადებოდა. შესაძოა, ამან გარკვეული დაღი დაასვას საჩხერელთა ასპარეზობას. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ იმერული კლუბმა საკადრო თვალსაზრისით საკმაოდ ნორმალური შევსება მიიღო. ხმალაძის და კვარაცხელიას გამოცდილა “ჩიხურას” ნამდვილად წაადგება.

 

შუქურა – მერანი

ქობულეთ, “ჩელე არენა” 14:00

თასის გათამაშებაში შემორჩენილი ერთადერთი პირველლიგელი საკუთარ მოედანზე უმაღლესის აუტსაიდერს მიიღებს.
აღსანიშანვია, რომ “მერანს”, პირველად ამ სეზონში, მოედანზე ახალი მთავარი მწვრთნელი ზურაბ იონანიძე გაიყვანს. წარსულში წარამტებული ფეხბურთელის მთავარი მიზანი მარტივლური კლუბის გადარჩენა იქნება.

პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი “შუქურა” საკმაოდ მოტივირებული ხვდება ამ მატჩს. ქობულეთელებს ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყვათ. თანაც საქარველოში ერთხელ უკვე დაფიქსირდა პირველი ლიგის ბინადარი კლუბის სათასო წარმატება, რაც “შუქურას” გულშემატკივარსა და მოთამშეებს სტიმულს მატებს.

 

მეტალურგი – დინამო თბილისი

რუსთავი, “ფოლადი” 14:00

სათასო ბატალიების ცენტრალური მატჩი რუსთავში გაიმართება, სადაც ერთმანეთს განახლებული “მეტალურგი” და “დინამო” დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაახალგაზრდავდა. თუმცა, თ რუსთაველთა შემთხვევაში ეს ფინანსური პრობლემებით იყო გამოწვეული, “დინამში” გადახალისება კლუბის ახალი ინიციატივა და მომავალზე გათვლილი გეგმა იყო.

ორივე გუნდმა საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა თურქეთში და სავარაუდოდ ფეხბურთელები კარგად უნდა იყვნენ მომზადებულები სეზონის მეორე ნაწილისთვის.

მერანმა ტერეკს მოუგო

თურქულ შეკრებაზე მყოფმა მარტვილის “მერანმა” თავისი მეორე სპარინგ-მატჩი რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელ, გროზნოს “ტერეკის” მეორე გუნდთან გამართა და დათა ციცხვაიას ჰეთ-თრიკის წყალობით 3:1 დაამარცხა მოწინააღმდეგე.

ციცხვაიამ სამივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანა. შესვენების შემდეგ, რუსებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ბულგარულ “ბეროესთან” გამართული პირველი ტესტ-მატჩი მარტვილელებმა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დაასრულეს.

“მერანი” თურქულ შეკრებაზე მეორე შეხვედრას გამართავს

მარტვილის “მერანი” თურქულ შეკრებაზე რიგით მეორე საკონტროლო შეხვედრას რუსეთის უმაღლესი ლიგის გუნდის გროზნოს “ტერეკის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ “მერანის” პირველი ამხანაგური მატჩი ბულგარეთის სტარა ზაგორას “ბეროესთან” ფრედ, 0:0 დასრულდა.

პრესსამსახური

მერანი (მარტვილი)-ბაროე (ბულგარეთი) 0:0

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა მარტვილის “მერანმა” პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა ბულგარეთის სტარა ზაგორას “ბეროეს” წინააღმდეგ.

“მერანის” სასტარტო შემადგენლობა: მამალაძე, გაბუნია, იობაშვილი, მელიავა, ხუბუა, ფონიავა, ჯოჯუა, ბენაშვილი, ბაბუნაშვილი, კუჭუხიძე, ჩხეტიანი.

შეცვლაზე შემოვიდნენ: ბეგაშვილი, ჯღამაია, გეგეჭკორი, გეგია, ციცხვაია, აშორტია, შულაია, დეკანოიძე, ბარბაქაძე.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი, თუმცა ხან თავდამსხმელები სცოდავდნენ, ხან კი მეკარეები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.

ვთქვათ ისიც, რომ “მერანს” 63-ე პაპუნა ფონიავა გაუძევეს, მეტოქე ფეხბურთელთან უხეში თამაშის გამო.

მიუხედავად ამისა “მერანმა” კარის მშრალად შენახვა შეძლო და ბოლო წუთებზე “ბეროეს” მეკარეს რომ არ ეყოჩაღა, მარტვილელები გამარჯვებასაც მიაღწევდნენ.

საბოლოოდ მატჩი გატანილი გოლების გარეშე, 0-0 დამთავრდა. მომდევნო შეხვედრას “მერანი” გროზნოს “ტერეკის” წინააღმდეგ გამართავს.

პრესსამსახური

LIVE: „ბეროე“ (ბულგარეთი) — „მერანი“

მარტვილის “მერანი„ თურქულ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას ბულგარეთის უმაღლესი ლიგის გუნდის „ბეროეს“ (სტარა ზაგორა) წინააღმდეგ მართავს.

„მერანი“ (სასტარტო შემადგენლობა): მამალაძე, გაბუნია, იობაშვილი, მელიავა, ხუბუა, ფონიავა, ჯოჯუა, ბენაშვილი, ბაბუნაშვილი, კუჭუხიძე, ჩხეტიანი

სათადარიგო: ბეგაშვილი, ჯღამაია, გეგეჭკორი, გეგია, ციცხვაია, აშორტია, შულაია, დეკანოიძე, ბარბაქაძე.

გთავაზობთ მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას.