“რომას” “ჩელსის” ნახევარმცველი სურს

იტალიური გამოცემა, Il Tempo იტყობინება, რომ “რომას” ზამთრის სატრანფსერო ფანჯარაზე ლონდონის “ჩელსის” შუახაზელის, სესკ ფაბრეგასის ექვსთვიანი იჯარით აყვანა უნდა.

ესპანელი ლეგიონერი სერია ა-ს წინა თვეებშიც დაუკავშირეს. კონკრეტულად, ვრცელდებოდა ხმები, რომ ფაბრეგასი მილანს უნდოდა, თუმცა “როსონერიმ” მიზანს ვერ მიაღწია.

29 წლის სპორტსმენს “არისტოკრატთა” რიგებში სამქეები არც ისე კარგად მისდის. იგი სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის – მიმდინარე სეზონში, მხოლოდ და მხოლდოდ, 193 წუთი პრემიერ ლიგაში.

ნახსენები წყარო იუწყება, რომ “რომას” ხელმძღვანელობამ უკვე თითქმის გაამზადა კონტრაქტის პირობები, რომელთა შორის ფაბრეგასის ყიდვის უფლებაცაა.

 

 

ლაპადულა: “ეს მხოლოდ დასაწყისია”

იტალიური “როსონერის” ფორვარდმა, ჯანლუკა ლაპადულამ, რომელმაც “კროტონესთან” მოგებულ მატჩში (2-1) გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა მატჩის 86-ე წუთზე, აღნიშნა, რომ მილანელებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით.

“სან სირო” ყოველთვის იყო და იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიური სტადიონი. ეს ჩემი პირველი თამაში იყოს (სასტარტოდან) აქ და ძალიან მინდოდა, გოლი გამეტანა. ძალიან მიხარია, გამარჯვება რომ მოვიპოვეთ.

კარგ ფორმაში ვიმყოფები, მაგრამ ჯერ მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია. ეს მხოლოდ დასაწყისია, დასაწყისი უმნიშვნელოვანესი მოგზაურობისა.

მინდოდა ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და გოლი “ჩაპეკეონსესათვის” მიმეძღვნა. “ფორცა ჩაპე”, თქვენ ყოველთვის დარჩებით ჩვენს გულებსა და მოგონებებში.”

კეისუკე ჰონდა შესაძლოა, პრემიერ ლიგის გრანდში ვიხილოთ

იტალიური წყარო, La Repubblica იტყობინება, ლონდონის “ტოოტენჰემი” სერიოზულად არის დაინტერესებული “მილანის” ნახევარმცველით, კეისუკე ჰონდათი.

იაპონელ ფეხბურთელს იტალიური გრანდის შემადგნელობაში საქმე არც ისე კარგად მისდის. მან მიმდინარე სეზონში სერია ა-ს ერთადერთი შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემაგდენლობაში. ეს მიანიშნებს იმას, რომ ჰონდა მთავარი მწვრთნელის, მონტელას გეგმებში აღარ შედის. შესაბამისად, 30 წლის ფეხბურთელის გუნდიდა წასვლა იანვარშივე სრულიად რეალურია.

გეტყვით, რომ “ტოტენჰემის” გარდა, “ვესტ ეჰმი” და “საუტჰემპტონიც” ინტერესდება იაპონელი ფეხბურთელით. ასევე, კეისუკე რამდენიმე ჩინურ კლუბსაც სურს.

“მილანი” ადასტურებს: კარლოს ბაკა ტრავმირებულია

იტალიური “მილანის” თავდამსხმელის, კარლოს ბაკას მიერ დერბი დელა მადონინაში მიღებული ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

მილანელთა კოლუმბიელმა შემტევმა “ინტერთან” ფრედ დასრულებულ მატჩში (2-2) ბარძაყი დაიზიანა, რის გამოც, მასიმილიანო ალეგრიმ 30 წლის ფეხბურთელი მატჩის 71-ე წუთზე შეცვალა.

“მილანი” ადასტურებს, რომ კვირას, “ინტერის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში კარლოს ბაკას მარჯვენა ბარძაყის ფლექსორი დაეჭიმა, რის გამოც მას გარკვეული დროის ლაზარეთში გატარება მოუწევს. მომავალ კვირას, ფეხბურთელი დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს.” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონის სერია ა-ს 13 მატჩში კოლუმბიელმა ექვსჯერ მოახერხა თავის გამოჩენა. ამასთანავე, მას ლიგაში გოლი 2 ოქტომბრის შემდეგ არ აქვს გატანილი.

ჯეკ უილშეარმა, შესაძლოა, თავი იტალიაში ამოყოს

Daily Star-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ ვენდობით, ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველის, ჯეკ უილშეარის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული იტალიური “მილანი”.

როგორც იცით, არსენ ვენგერმა ინგლისელი ფეხბურთელი “ბორნმუთში” გაანათხოვრა, სადაც მან საკმაოდ კარგად მოახერხა თვის გამოჩენა და მთხოვნელებიც გაიჩინა.

პრესის ცნობით, უილშეარმა, რომელმაც ედი ჰაუს გუნდში რვა მატჩის ჩატარება მოასწრო, უკვე გაითავისა ის ფაქტი, რომ მისი მომავალი “არსენალისაგან” შორსაა და ახლა ცდილობს, საუკეთესო ვარიანტი აარჩიოს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელის კარიერის დაღმავლობა ძირითდად ტრავმებმა გამოიწვიეს.

“მილანი” – “ინტერი”: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ახალი სეზონის პირველი მილანური დერბის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გუნდებმა თავიანთი სასტარტო შემადგენლობებიც გაგვაცნეს.

აღსანიშნავია, რომ მილანური “ინტერის” რიგებში დაბრუნდა ჯეფრი კონდოგბია, რომელსაც “ნერაძურის” მაისურით ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. ახალ სეზონში, მან მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ნომინალურ მასპინძელთა მხრიდან კი სასტარტოდან მატჩს მ’ბაიე ნიანგი დაიწყებს, რომელმაც “პალერმოსთან” მოგებული მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ მარიო პასალიჩი და ალესიო რომანიოლი, რომელთა ადგილებიც ნიანგმა და გუსტავო გომესმა დაიკავეს.


“მილანის” სასტარტო შემადგენლობა: დონარუმა; აბატე, პალეტა, გომესი, დე შილიო; კუცკა, ლოკატელი, ბონავენტურა; სუსო, ბაკა, ნიანგი.

“ინტერის” სასტარტო შემადგენლობა: ჰანდანოვიჩი; დ’ამბროსიო, მირანდა, მედელი, ანსალდი; ბროზოვიჩი, ჟოაო მარიო, კონდოგბია; კანდრევა, იკარდი, პერიშიჩი.

ციფრები ამბობენ: წინ დიდებული საფეხბურთო კვირა გველის

დამღლელი და მეტწილად იმედგამაცრუებელი სანაკრებო ბატალიების შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი მართლაც რომ ბრწყინვალე სანახაობას გვპირდება.

ევროპის უმაღლესი დონის ჩემპიონატებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი უნდა ჩატარდეს, რომელთა მცირე მიმოხილვასაც Fanebi.Com გთავაზობთ…


8

  • “არსენალმა” “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება 24-დან მხოლოდ 3 შემთხვევაში მოახერხა – 6 ფრე და 15 მარცხი;
  • “არსენალის” წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან “მანჩესტერმა” მხოლოდ ერთი დათმო;
  • არსენ ვენგერმა ჟოზე მოურინიოს დამარცხება 15-ჯერ სცადა, თუმცა მხოლოდ ერთხელ შეძლო.

    8

  • ზედიზედ 7 მატჩია, რაც “ბაიერნს” “დორტმუნდთან” არ წაუგია – 4 მოგება და სამი ფრე;
  • მხოლოდ “ვერდერს” ჰყავს “ბაიერნი” უფრო მეტჯერ დამარცხებული, ვიდრე “ბორუსიას” – 26-23;
  • ობამეიანგს (11 გოლი მიმდინარე სეზონში) მხოლოდ ერთხელ აქვს ბავარიელთა კარი აღებული;
  • რუნის სწორედ “არსენალის” კარში აქვს ყველაზე მეტი, 11 გოლი გატანილი (პრემიერ ლიგაში).

    8

  • შაბათს, “ვისენტე კალდერონზე” შეკრებილი გულშემატკივარი მადრიდული დერბის 265-ე ვერსიას იხილავს – 136 მოგება “რეალს”, 67 – “ატლეტიკოს”, 61-ჯერ კი მატჩი ფრედ დასრულდა;
  • “ატლეტიკომ” “რეალთან” ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო;
  • სიმეონემ ზიდანი 4-ჯერ დაამარცხა, როგორც მოთამაშემ, ზიდანმა კი – 3-ჯერ;
  • რონალდუს სულ რაღაც 2 გოლი აშორებს დი სტეფანოს რეკორდამდე (17) და დერბის საუკეთესო გოლეადორის სტატუსის მოპოვებამდე.

    8

  • ეს რიგით 217-ე დერბი იქნება ამ გუნდების მონაწილეობით. “ინტერს” 77 მოგება აქვს, “მილანს” – 75, ფრედ კი მატჩი 64 შემთხვევაში დამთავრდა;
  • მაურო იკარდის არცერთხელ არ აუღია “როსონერის” კარი (სერია ა-ში 2012 წლიდან თამაშობს). წლევანდელი სეზონის 12 მატჩში მას 10 გოლი აქვს გატანილი;
  • 3 წელია მილანურ დერბიში არავინ გაუძევებიათ.
  • ბალოტელი: “ნიცას” უკეთესი ფანები ჰყავს, ვინემ “ლივერპულს”

    ფრანგული “ნიცას” იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ საკმაოდ ხმაურიანი განაცხადი გააკეთა, რომლის თანახმადაც “ნიცას” უკეთესი გულშემატკივრები ჰყავს, ვიდრე “ლივერპულს”, “მილანს”, “მანჩესტერ სიტის” ან “ინტერს”.

    “გულწრფელად რომ ვთქვა, ეს გულშემატკივრები უფრო კარგ ატმოსფეროს ქმნიან მოედანზე, ვიდრე სხვა იმ კლუბის ფანები, რომელთა რიგებშიც ოდესმე მითამაშია.

    დიდებული რამაა. ძალიან ბედნიერი ვარ, ხალხს რომ ვუყვარვარ.” – დაამატა მან.

    ცნობისთვის გეტყვით, რომ “ნიცას”, რომელმაც ლიგა 1-ში პირველად “კაენთან”, კვირას გამართულ მატჩში იგემა მარცხი, საშინაო არენაზე გამართულ მატჩებში დასწრება საშუალოდ 22 700-ს შეადგენს.

    გალიანი: “დონარუმა “მილანს” ტოვებს? ალბათ ხუმრობთ”

    იტალიური “მილანის” გენერალურმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია ჯანლუიჯი დონარუმას კლუბიდან წასვლის შესახებ.

    როდესაც ჰკითხეს თუ რამდენად დიდი იყო დონარუმას “იუვეში”, ბუფონის შემცვლელად ხილვის ალბათობა გალიანიმ განაცხადა:” ალბათ ხუმრობთ, დონარუმა “მილანის” ფეხბურთელია.

    იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის “მილანის” ღირსებას კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე დაიცავს.

    ვფიქრობ, ბუფონის მემკვიდრის როლს ის ნამდვილად მოირგებს, ოღონდ მხოლოდ იტალიის ნაკრებში. ბუფონი დიდებული ფეხბურთელია და ის “იუვეში” 2018 წლამდე ითამაშებს.”

    ცნობილია, რამდენ ხანს იუქმებს კიელინი

    15 ოქრომბერს, სერია ა-ს მე-8 ტურში ტურინის “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე “უდინეზეს” დაუხვდა და მეტოქეს, ანგარიშით, 2-1 სძლია.

    შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ტურინელთა დაცვის ბურჯს, ჯორჯო კიელინის, რომელმაც თამაშის დღეს, დილის ვარჯიშზე ბარძაყის ტრავმა მიიღო.

    “იუვენტუსის” ოფიციალური გვერდი წერს, რომ ჯორჯოს დაიზიანება სახიფათო არაა. მან, შესაძლოა, სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე საფრანგეთში “ლიონთან” გასამართი შეხვერდა გამოტოვოს. ხოლო, სერია ა-ს მეცხრე ტურის მატჩისთვის ( “მილანის” წინააღმდეგ, 22 ოქტომბერს) 32 წლის მცველი სრულ მზადყოფნაში იქნება.

    “მილანმა” “ჩელსისთან” ფაბრეგასის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

    “მილანი” დიდი ხანია ინტერესდება ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველით, სესკ ფაბრეგასით.

    როგორც იტალიური გამოცემა, Tuttosport-ი იტყობინება, გუშინ მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ “ჩელსისთან” უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ესპანელის თაობაზე. ფაბრეგასი კონტეს გეგმებში არ შედის და ამას ისიც ადასტურესბს, რომ მას არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა.

    თავის მხრივ, “როსონერი” ჩინელმა მილიარდელებმა იყიდეს და მათ დიდი გეგმები აქვთ. ერთ-ერთი სამიზნე კი სწორედ სესკ ფაბრეგასია, რომლის შესაძენად ისინი ყველაფერს იზამენ.

    ამას ისიც ემატება, რომ “მილანის” ნახევარმცველი, მონტოლივო ტრავმირებულია და მას დასაბრუნებლად და ფორმაში ჩასადგომად არც ისე ცოტა დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, სესკი იტალიელის შემცვლელად განიხილება.

    მოკლედ, ფაბრეგასის “მილანში” გადასვლას ყველა გარემოება უწყობს ხელს. დიდი ალბათობით, იგი იანვარში იტალიური გრანდის ფორმას მოირგებს.

    ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერი თავად “მილანის” თავკაცმა დაბლოკა

    იტალიური “მილანის” თავკაცმა, ვინჩენცო მონტელამ მთავარი როლი ითამაშა იმ საქმეში, რომელიც ლონდონის “ჩელსის” 29 წლის ნახევარმცველის, ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერის დაბლოკვას ითვალისწინებდა.

    შეგახსენებთ, რომ “როსონერის” კაპიტანმა იტალიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ დაპირისპირებაში მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 6 თვით მოუწევს უქმობა. ეს კი მილანელების ნახევარდაცვისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

    “ჩვენ ისეთ ფეხბურთელს ვეძებთ, რომელსაც სწორედ ისეთი თვისებები აქვს, როგორიც მონტოლივოს ჰქონდა, რომელსაც ნახევარდაცვაში თამაშთან ერთად, ოპერატიულად შეეძლება დაცვაში ჩასვლაც.

    ფაბრეგასი? ის ამგვარი თვისებებით არ გამოირჩევა.

    ვფიქრობ, რომ ჩვენი კაპიტნის ჩანაცვლება შეუძლებელია. ის ისევე როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთაც ლიდერია. ეს ჩვენთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.”