21 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, “როსონერის” ახალგაზრდა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ საკუთარი კარი გაშვებული გოლისგან იხსნა.
21 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, “როსონერის” ახალგაზრდა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ საკუთარი კარი გაშვებული გოლისგან იხსნა.
21 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში, ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, “როსონერის” 16 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ბუფონთან მივიდა და მაისური გაცვალა.
შეგახსენებთ, რომ “შავ-წითლების” ახალგაზრდა კარის დარაჯი შეხვედრის დაწყებამდეც აცხადებდა, რომ ბუფონი მისი კუმირი იყო და მასთან მაისურის გაცვლა სურდა.
ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა 16 წლის მეკარისთვის ჯანლუჯი დონარუმასთვის ჩინებული კონტრაქტის მისაღებადახლოსაა.
ამჟამად დონარუმას ხელფასი წელიწადში 160 ათას ევროს შეადგენს, თუმცა უახლოეს დროში მასთან ახალი შეთანხმება გაფორმდება. როგორც „La Gazzetta dello Sport“-ი წერს, „შავ-წითების“ ხელმძღვანელობა პერპექტიული მეკარის ყოველწლიურ ხელფასს ერთ მილიონ ევრომდე გაზრდის, შეთანხმება კი 2019 წლამდე გახანგრძივდება. წესების მიხედვით, ეს 18 წლამდე ფეხბურთელისთვის მაქსიმალური ხელფასის ოდენობაა.
გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციით, „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი რაიოლას წინასწარ ხუთწლიანი კონტრაქტის თაობაზეც შეუთანხმდა, რომელიც 2017 წლის 25 თებერვალს ამოქმედდება, როდესაც დონარუმა სრულწლოვანი გახდება.
გუშინწინ ცნობილი გახდა, რომ „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ოთხ კვირაში გამოჯანმრთელდება. თავად ფეხბურთელის თქმით, ის მოტივირებულია და მოედანზე დაბრუნებას დროზე ადრე აპირებს.
„ოთხი კვირა? დაივიწყეთ. დაბრუნება უკვე ორ კვირაში მსურს“, – განაცხადა სუპერმარიომ.
„მილანში“ იჯარით დაბრუნების შემდეგ ბალოტელიმ სერია ა-ში ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
„მილანის“ მეკარემ ჯანლუჯი დონარუმამ ჟურნალისტებს „იუვენტუსთან“ უახლოეს მატჩთან დაკავშრებით თავისი მოლოდინები გაუზიარა.
„არანაირი ზეწოლა არაა. სტადიონზე ჩინებული ატმოსფერი იქნება, ამის არ მეშინია. ბუფონთან შედარება სასიამოვნოა, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. უბრალოდ, მიშაობა და ჩემი სათამაშო დონის გამოსწორება მსურს.
ბუფონს ასეთ კარიერას მივულოცავდი. იმედია, მატჩის შემდეგ მასთან მაისურის გაცვლას მოვახერხებ. ჯიჯის წინააღმდეგ თამაში დამატებით სტიუმულს მაძლევს. ჩემი მიზანი „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშია“, – განაცხადა დონარუმამ.
შეგახსენებთ, რომ „როსონერის“ მეკარე სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა.
“მილანის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ტრავმირებულ საზარდულზე ოპერაცია გაიკეთა. პროცედურამ გართულებების გარეშე ჩაიარა. 25 წლის იტალიელ ფეხბურთელს კიდევ ერთი თვის გამოტოვება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელიმ ტრავმა 4 ოქტომბერს “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:4) მიიღო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ფეხბურთელი მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებდა, მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესი გაჭიანურდა და საქმე ქირურგიულ ჩარევამდე მივიდა.
იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მარიო ბალოტელიმ ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აზრით, იტალიის სერია ა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა. აქამდე ფორვარდი „იუვენტუსის“, „ინტერისა“ და „მილანის“ შემადგენლბოაში გამოდიოდა, რის შემდეგ საფრანგეთში გადაბარგდა.
„სერია ა ის ადგილია, სადაც „იუვენტუსის“ დახმარებით ცნობილი გავხდი. „აიაქსში“ მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ ვყოფილვარ, თუმცა „იუვეში“ ყველაფერი შეიცვალა – ტურინში გადასვლის შემდემ მთელმა მსოფლიო გამიცნო. ბარსელონაში ერთ წელს თუ არ ჩავთვლით, იტალიაში 2004 წლიდან 2012 წლამდე ვცხოვრობდი. სამ დიდ კლუბთან ერთად ტიტულები მოვიგე და საუკეთესო მოთამაშე გავხდი. ჩემთვის სერია ა მსოფლიოს უძლიერეს ლიგად რჩება“, – ციტირებს შვედეთის ნაკრების ლიდერს „Gazzetta Dello Sport“-ი.
„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ჟურნალისტებთან საუბრისას ნახევარმცველ კეისუკე ჰონდას სხვა კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ჰონდას სხვა კლუბში გაშვება არ უთხოვია“, – განაცხადა გალიანიმ.
აქამდე რამდენიმე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, იაპონელს „როსონერის“ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა.
იტალიის სერია A-ს XI ტურში რომის “ლაციომ” “მილანი” მიიღო. რომაულ-მილანური დაპირისპირება ამჯერადაც ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა. როგორც მოგეხსენებათ, ერთი დღით ადრე “ინტერმა” “რომა” ანგარიშით 1:0 დაამარცხა, დღეს კი “მილანმა” რომაულ “ლაციოს” 3:1 სძლია.
ანგარიში პირველი ტაიმის შუაწელს ანდრეა ბერტოლაჩიმ გახსნა. 53-ე წუთზე ფილიპ მექსესმა “როსონერის” უპირატესობა გაზარდა. 79-ე წუთზე კარლოს ბაკამ გამოიჩინა თავი. პრესტიჟის გოლი კი რიკარდო კიშნამ გაიტანა.
ამრიგად, “მილანმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე გადავიდა. “ლაციოს” 18 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიცია უკავია.
იტალიის სერია A
XI ტური
“ლაციო” — “მილანი” 1:3 (0:1)
გოლები: კიშნა 84′ — ბერტოლაჩი 25′, მექსესი 53′, ბაკა 79′.
გაფრთხილებები: ბასტა 59′, ჯენტილეტი 90+2′ — რომანიოლი 66′, ბონავენტურა 87′.
28 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში, “მილანმა” საკუთარ მოედანზე “კიევო” მიიღო და მეტოქე ლუკა ანტონელის გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
“როსონერის” ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა 16 წლის კარის დარაჯი ჯანლუიჯი დონარუმა, რომელმაც გუშინ რეკორდის დამყარებაც შეძლო.
დონარუმა იტალიის სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ მიმდინარე სეზონში კლუბის მიზნების შესახებ ისაუბრა.
“სეზონის დაწყებიდანვე ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. უნდა გვეყოს ძალა და გამბედაობა, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. ეს არის ამოცანა, რისთვისაც შევკრიბეთ ეს გუნდი”, – ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Italia.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინათ “მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ განაცხადა, რომ “როსონერის” დიდი მიზნების მისაღწევად საკმარისად ძლიერი გუნდი არ ჰყავს.
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიჰაილოვიჩა ჟურნალსიტებს თავდამსხმელ მარიო ბალოტელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამბო.
„ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა პორობლემა მოაგვარონ. მარიო ასევე შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა მას ახლა სირბილიც კი არ შეუძლია. ვერ გეტყვით, მოედანზე ის როდის დაბრუნდება“, – განაცხადა მიჰაილოვიჩმა.
ცნობისთვის, ბოლოს მარიომ სექტემბერის ბოლოს ითამაშა.