“მილანი”: ახალი წინადადება რომანიოლის ტრანსფერზე

“როსონერი” ცდილობს, რომ “რომას” ნიჭიერი მცველი ხელში ჩაიგდოს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, “მილანი” ალესიო რომანიოლის ტრანსფერზე ახალ, 28 მილიონიან შეთავაზებას აკეთებს.

ამავე დროს, “მგლები” 20 წლის იტალიელის შენარჩუნებას ცდილობენ, მაგრამ ამხელა თანხაზე უარს ნამდვილად ვერ იტყვიან.

ცოტა ხნის წინ, დედაქალაქელებმა “მილანისგან” 25 მილიონიანი შეთავაზება უარყვეს.

აღსანიშნავია, რომ რომანიოლი “სამპდორიაში” სინიშა მიჰაილოვიჩთან ერთად მუშაობდა.

გალიანი: „პირლოს გაშვება ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო“

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ კლუბში მუშაობის პერიოდში თავისი ყველაზე დიდი შეცდომა აღიარა.

„ჩემი მთავარი შეცდომა იმაში გამოიხატება, რომ ანდრეა პირლოს წასვლის საშუალება მივეცი. ეს შეცდომა სხვა ადამიანებთან ერთად დავუშვი, რომელთა ვინაობას ვერ გაგიმხელთ“, – აღნიშნა გალიანიმ.

შეგახსენებთ, რომ პირლო „მილანის“ ფერებს ათი წლის განმავლობაში იცავდა, რის შემდეგ, 2011 წელს, „იუვენტუსში“ გადავიდა. ტურინელთა შემადგენლობაში ის ოთხჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა.

ბაკა: “ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ “მილანს” დავეხმარო”

იტალიური “მილანის” ახალწვეული კარლოს ბაკა აცხადებს, რომ ის “როსონერისათვის” ბოლომდე დაიხარჯება.

“როცა ვთამაშობ, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. “მილანს” ამბიციური პროექტი აქვს, რომელიც მომწონს. კლუბს სკუდეტოს დაბრუნება და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა სურს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ “როსონერის” დავეხმარო”, – უთხრა ბაკამ ჟურნალისტებს.

„მილანმა“ „ინტერი“ დაამარცხა

ჩინურ შეკრებაზე პირველი მატჩი მილანურმა კლუბებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ჩაატარეს. შეხვედრა „როსონერის“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

პირველ ნახევარში მცირე უპირატესობას მიხაილოვიჩის გუნდი ფლობდა. მომენტებიდან აღსანიშნავი ალექსანდრო მატრის ეპიზოდი იყო, რომელსაც მარჯვენა ფლანგზე არავინ უშლიდა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასვლის ნაცვლად მან ნიანგისთვის პასის გაკეთბა ამჯობინა, ამ უკანასკნელს კი გოლის გატანაში ხელი მცველებმა შეუშალეს. ნიანგს გოლის გატანა მანამდეც შეეძლო, მაგრამ „მილანის“ 78-მა ნომერმა მეკარეს ვერ აჯობა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდის მწვრთნელმა ცვლილებები გამოიყენა. „მილანის“ ცვლილებებმა შედეგი გამოიღეს – 62-ე წუთზე ბონავენტურას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ფილიპ მექსესმა შორიდან ერთი შეხებით უძლიერესა და, რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა – 1:0 (იხილეთ ვიდეო). დარჩენილ დროში გოლების გატანის შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა. ცოტა ხანში ანგარიშის გაზრდა ბაკას შეეძლო, თუმცა მეკარე კარიცო ზუსტი აღმოჩნდა. „ინტერის“ მხრიდან აღსანიშნავია ერნანეშის ორი ეპიზოდი.

მატჩის ბოლოს ანტონიო ნოჩერინო ჯოფრი კონდოგბიას ორი ფეხით ჩაუვარდა, რის გამოც მსაჯმა მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

საბოლოოდ, 1:0 და „მილანმა“ ჩინური ტური პრინციპული მეტოქის დამარცხებით დაიწყო. შემდეგ შეხვედრას ორივე გუნდი მადრიდის „რეალთან“ გამართავს. „ნერაძური“ „ბლანკოსს“ 27 ივლისს შეხვდა, „როსონერი“ კი – 30 ივლისს.

ფილიპ მექსემ რამდენიმე წუთის წინ “ინტერს” საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

25 ივლისს, ჩინეთში მიმდინარე ჩემპიონთა თასზე, “მილანსა” და “ინტერს” შორის გამართულ შეხვედრაში ანგარიში 62-ე წუთზე, ფილიპ მექსემ გახსნა.

იბრაჰიმოვიჩი აშშ-ში გადასვლაზე დაფიქრდა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიოვიჩმა აღიარა, რომ მომავალში MLS-ში ითამაშებდა.

„რა თქმა უნდა, აშშ-ში ვითამაშებდი. არამგონია იმის თქმა შემეძლოს, თუ კონკრეტულად რომელი გუნდის მაისურს მოვირგებდი.

ვფიქრობ, დიდ გამოცდილებას მივიღებდი. აშშ-ში ფეხბურთი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს ქვეყანა 10 წლის წინ მოვინახულე და მაშინ ამ სპორტის სახეობის დონე გაცილებით დაბალი იყო. ვფიქრობ, აქ ბევრი ფეხბურთელი ითამაშებდა“, – განაცხადა ზლატანმა.

ცნობისთვის, ბოლო დროს იბრაჰიმოვიჩს „მილანში“ დაბრუნების შესახებ ხშირად საუბრობენ.

იბრაჰიმოვიჩი “მილანის” გამო პრემიერ ლიგაზე უარს ამბობს

ზლატანს თავის კარიერაში პირველად პრემიერ ლიგაში თამაშის შანსი ჰქონდა.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩის “სან-სიროზე” დაბრუნება გადაწყვეტილია. შვედმა იტალიური გრანდის გამო უარი “მანჩესტერს” და “გალათასარაის” უთხრა, რომლებიც 33 წლის წინახაზელს წელიწადში 10 მილიონს სთავაზობდნენ.

მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი აგვისტოს დასაწყისში განხორციელდება. მას შემდეგ, რაც “პსჟ” ოფიციალურად ალექსანდრ ლაკაზეტისა და ანხელ დი მარიას გაფორმებას დაადასტურებს.

ტრანსფერის ღირებულება 5.5 მილიონი ევროა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანთან” სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

მონტოლივომ სკუდეტოს შესახებ ისაუბრა

„მილანის“ ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ „როსონერის“ პერეპქტივების შესახებ ისაუბრა.

„რთულია იმის თქმა, რომ „მილანი“ სკუდეტოსთვის საბრძოლველად მზადაა. არამგონია, ახლა მსგავსი რამის თქმა ღირდეს. სჯობს, თავისი სიტყვა შედეგებმა თქვან. ნაკლები საუბარი და მეტი მუშაობა გვმართებს.

იმედია, ახალ სეზონში უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით. ვარჯიშებზე კარგად ვმუშაობთ. მიხაილოვიჩი პირდაპირი ადამიანია. ვფიქრობ, მოთამაშეთა და მწვრთნელის ურთიერთობისას ეს ყველაზე მთავარია. ერთმანეთი უკეთ უნდა გავიცნოთ, მაგრამ აშკარაა, რომ ის მაღალი დონის სპეციალისტია“, – განაცხადა რიკარდომ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მონტოლივომ ტრავმის გამო ბევრი მატჩი გამოტოვა.

 

„მილანმა“ და „ინტერმა“, შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ წერს, „მილანმა“ და „ინტერმა“, შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ. საუბარი „ნერაძურის“ ნახევარმცველ ფრედი გუარინზე და „როსონერიში“ მოთამაშე ალესიო ჩერიზეა.

წყაროს ცნობით, საუბარი მოთამაშეთა იჯარით გაცვლაზეა.

მხარეები მოლაპარაკებას უახლოეს დროში დაიწყებენ. თავის გუნდში ჩერჩის ხილვა რობერტო მანჩნის სურს, ამავდროულად, მას გუარინის გაშვება უნდა.

„მილანმა“ თავისი მეკარე „ნაპოლიში“ გაუშვა

„მილანმა“ ერთი წლით ბრაზილიელი მეკარე გაბრიელი იჯარით „ნაპოლიში“ გაუშვა.

გასულ სეზონში გაბრიელმა ასევე იჯარით „კარპის“ შემადგენლობაში ითამაშა, რომელთან ერთადაც სერია ა-ში გავიდა.

„ამჟამად ჩემს აკრიერაში ახალი ეტაპი იწყება. მსურს, „მილანს“ მადლობა გადავუხადო, ამ კლუბმა ჩემთვის ბევრი გააკეთა“, – დაწერა ფეხბურთელმა თავისი „ინსტაგრამის“ გევრდზე.

22 წლის გოლკიპერი ახალ კლუბს სამწვრთნელო ბაზაზე უკვე შეუერთდა.

„როსონერისთან“ სამხრეთ ამერიკელს კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

კონდოგბიამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რომლის გამოც „მილანს“ „ინტერი“ ამჯობინა

„ინტერის“ ახალწვეული, ნახევარმცველი ჯოფრი კონდოგბია „მილანში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში „ნერაძური“ აირჩია. ბოლო ინტერვიუში „მონაკოს“ ექს-ფეხბურთელმა თავისი არჩევანის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა.

„მილანთან“ მოალაპრაკება მქონდა, მაგრამ ადრიანო გალიანისთვის თანხმობა არ მიმიცია. „მილანი“ უკეთეს ხელფასს მთავაზობდა, მაგრამ ყველაფერი მანჩინის ფაქტორმა გადაწყვიტა. კლუბებმა სიტუაციის შესახებ კარგად იციან. ფინანსური თვალსაზრისით, „მილანის“ წინადადება უკეთესი იყო.

მანჩინისგან ის გავიგონე, რისი გაგონებაც მსურდა. ბევრი მოთამაშე ახალ კლუბში თავს ცუდად სწორედ იმის გამო გრძნობს, რომ მწვრთნელს არ ესაუბრება. მე კი მანჩინისთან დიალოგი მქონდა, რამაც გადაწყვეტილებაზე იმოქმედა“, – განაცადა ფრანგმა.

ჰაჩიმ მასტურმა “ლეგანოს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

14 ივლისს, “მილანმა” ქვედალიგელ “ლეგანოსთან” ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

“როსონერის” მხრიდან ერთ-ერთი გოლი 17 წლის ჰაჩიმ მასტურმა გაიტანა.