ბაკა სამედიცინო შემოწმებას კოლუმბიაში გაივლის

როგორც მოგეხსენებათ, „სევილიას“ თავდამსხმელი კარლოს ბაკა უახლოეს დღეებში „მილანში“ ტრანსფერის წინ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას კოლუმბიაში გაივლის.

„მილანში“ ბაკას პირველი ვარჯიში 17 ან 19 ივლისს შეადგება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალ კლუბში მოთამაშის ხელფასი 3,5 მილიონ ევროს შეადგენს, ტრანსფერი კი „მილანს“ 30 მილიონი დაუჯდება.

 

“მილანი” ბაკას შეუთანხმდა

“როსონერი” ძალიან ახლოსაა კოლუმბიელი შემტევის გაფორმებასთან.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, “მილანის” წარმომადგენლები ჩაფრინდნენ კოპა ამერიკის გათამაშებაზე, სადაც კარლოს ბაკასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. პრესა დაწვრილებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

“მილანმა” “სევილიას” შემტევისთვის ბრძოლა “რომასა” და “ლივერპულს” მოუგო.

იტალიურმა გრანდმა წააგო ბრძოლა ჯექსონ მარტინესისა და ჯეფრეი კონგდობიას ტრანსფერისთვის, ამიტომ დიდი ალბათობით, ისინი ამ ტრანსფერს სასარგებლოდ დაასრულებენ.

აგენტი: „ბაკა „მილანს“ შეუთანხმდა“

„სევილიას“ თავდამსხმელის კარლოს ბაკას აგენტმა სერხიო ბარილიმ დაადასტურა, რომ მისმა კლიენტმა „მილანთან“ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

„დიახ, „მილანს“ შევუთანხმდით. კარლოს კლუბის ამბიციები და სამომავლო გეგმები მოეწონა“, – გგანუცხადა აგენტმა „სქაი სპორტსს“.

შეგახსენებთ, რომ ბაკა „სევილიაში“ 2013 წლიდან თამაშობს. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის განვლილ სეზონში მან 37 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 20 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.

“რომა” და “მილანი” – ფავორიტები ლუის ადრიანოს ტრანსფერში

“შახტარის” ბრაზილიელი თავდამსხმელი უახლოეს მომავალში სამუშაო ადგილს შეიცვლის.

მას შემდეგ, რაც ლუის ადრიანომ “ალ-აჰლის” უარი უთხრა, იტალიურმა პრესამ იგი “მილანსა” და “რომას” დაუკავშირა.

თუმცა, ამ ეტაპზე არცერთ გუნდს არ სურს 12 მილიონის გადახდა იმ ფეხბურთელში, რომელსაც უკრაინის ჩემპიონებთან კონტრაქტი 31 დეკემბერს ეწურება.

ოფიციალურად: „მილანმა“ დე იონგთან გაახანგრძლივა

„მილანის“ ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ ნაიჯელ დე იონგთან კოტნრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა. ახალი ხელშეკრულება მხარეებმა 2018 წლამდე გააფორმეს.

ცნობისთვის, წინა შეთანხმება კლუბსა და ფეხბურთელს განვლილი სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურათ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი „მილანში“ 2012 წლიდან თამაშობს. ბოლო დროს მისი „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ იწერებოდა.

„მილანი“ კიდევ ერთი მოთამაშის გადაბირებაზე ფიქრობს

ბილბაოს „ატლეტიკის“ მცველი ემერი ლიაპორტი „მილანის“ ხელმძღვანელობის ინტერესთა სფეროში მოხვდა. ამის შესახებ ცნობილი და ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ წერს.

წყაროს ინფორმაციით, „შავ-წითლების“ ახალ მთავარ მწვრთნელს სინიშა მიჰაილოვიჩს კლუბში 22 წლის ცენტრალური მცველის ხილვა სურს.

განვლილ სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე „ატლეტიის“ მაისურით 49 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ვიტსელმა “მილანს” უარი უთხრა

“მილანი” ვერც ბელგიელი ნახევარმცველის დამატებას ახერხებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ აქსელ ვიტსელმა “როსონერისთან” კონტრაქტის პირობები შეათანხმა, თუმცა იტალიელთა სიხარული ნაადრევი იყო.

Tuttosport-ის ცნობით, 26 წლის შუახაზელს პრემიერ ლიგაში თამაში სურს. არაა გამორიცხული, ფეხბურთელი იტალიაში გადაბარგდეს, ოღონდ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ “იუვენტუსში”.

გარდა ამისა, “მილანი” კიდევ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას. იტალიურ გრანდს “შახტარიდან” ლუის ადრიანო სურს.

„ზენიტის“ პრესატაშემ ვიტსელის „მილანში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ პრესატაშემ დიმიტრი ცინერმანმა „სპორტ ექსპრესთან“ ინტერვიუში ნახევარმცველ აქსელ ვიტსელის „მილანში“ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ფეხბურთელი „ზენიტის“ ეკუთვნის, ამიტომაც კლუბის გარეშე მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. მედია უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მის „იუვენტუსში“ ან „მილანში“ ტრანსფერის შესახებ აწერს. არ ვიცი, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია, მაგრამ ამ მომენტისთვის „ზენიტს“ ვიტსელთან დაკავშირებით წინადადება არ მიუღია. შესაბამისად, კლუბს მოლაპარაკება არავისთან აქვს.

აქსელი ძალიან ნიჭიერი და ძვირადღირებული ფეხბურთელია, რომელიც ფორმის პიკში იმყოფება. მისი სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით, „ზენიტი“ მოლაპარაკებას, ალბათ, არ დაიწყებს“, – განაცხადა „ზენიტის“ პრესატაშემ.

გარკვეული ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით, ვიტსელის სატრანსფერი ფასი ას მილიონ ევროს შეადგენს.

აგენტი: თურანი “მილანში” არ გადავა

უახლოეს მომავალში, არდა თურანი იტალიაში გადასვლას არ აპირებს.

“მას სურს დატოვოს ესპანეთი და ითამაშოს პრემიერ ლიგაში. “მილანი” და “პსჟ” არის ორი გუნდი იმ ექვსიდან, რომელიც მისით ინტერესდება. “როსონერში” ტრანსფერი არ იქნება, რადგან ისინი არ გამოდიან ჩემპიონთა ლიგაზე,”-განაცხადა ფეხბურთელის წარმომადგენელმა აჰმედ ბულუთმა.

“მილანის” ახალ მწვრთნელს, სინიშა მიჰაილოვიჩს თურქის დამატება ძალიან სურს, რადგან სწორედ მას მიიჩნევს მისი ბიჭების მომავალ ლიდერად. “ლეიბები” არდა თურანის სანაცვლოდ 41 მილიონ ევროს ითხოვენ.

“გალათასარაის” აღზრდილი მადრიდში 2011 წლიდან ასპარზობს. ყველა ტურნირზე არდამ 178 მატჩი ჩაატარა და 22-ჯერ გაიტანა.

ვიტსელი “მილანში” გადასვლასთან ახლოსაა

შესაძლოა, აქსელ ვიტსელმა “მილანთან” ხელშეკრულება დღეს გააფორმოს.

Calciomercato-თქმით, “მილანი” ბელგიელ ნახვარმცველს იმატებს. წყაროს ცნობით, ყველანაირი გადაწყვეტილება დღეს მიიღება.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ “როსონერის” “ზენიტის” 26 წლის შუახაზელი 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

გასულ სეზონში, ვიტსელმა რუსეთის ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და ოთხჯერ გაიტანა.

კავანის აგენტმა „მილანში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ედინსონ კავანის აგენტმა კლაუდიო ანელუჩიმ მისი კლიენტის „მილანში“ ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც იტალურმა პრესამ დაწერა, მილანელები ურუგვაელის სანაცვლოდ 50 მილიონის გადასახდელად მზად არიან, მაგრამ აგენტმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მის კლიენტს საფრანგეთში ყველაფერი აწყობს.

„ვერ ვხედავ იტალიურ კლუბს, რომელიც კავანის სანაცვლოდ სათანადო თანხას გადაიხდიდა. გარდა ამისა, თავად ედინსონმაც ყველას გააგებინა, რომ პარიზში ყველაფერი აწყობს და პსჟ-ში დარჩენის სურვილი აქვს“, – განაცხადა ფეხბურთელის წარმომადგენელმა.

კევინ-პრინს ბოატენგი შეიძლება “მილანში” დაბრუნდეს

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი შეიძლება “მილანში” დაბრუნდეს.

28 წლის ფეხბურთელის აგენტი, რომელმაც გერმანულ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, “მილანთან” აწარმოებს მოლაპარაკებას.

“მილანის” სატელევიზიო არხი ამ ინფორმაციას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ბოატენგი “როსონერიში” 2010-დან 2013 წლამდე თამაშობდა.