კაპელო: “ბონუჩის დაცვა არ შეუძლია”

იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო თვლის, რომ ტურინის “იუვენტუსის” უკვე ყოფილ და “მილანის” ამჟამინდლელ ცენტრალურ მცველს, ლეონარდიო ბონუჩის ოთხმცველიანი სისტემით თამაშის დროს, დაცვაში კარგად ასპარეზობა არ ძალუძს.

“როცა ბურთი ფეხში აქვს, ის საუკეთესო იტალიელი მცველია. ამ დროს ბონუჩი მსოფლიოს სამ საუკეთესო უკანახაზელს შორის შედის. თუმცა, ბურთიანი მეტოქის წინააღმდეგ თამაში მას არ შეუძლია. ამ მხრივ იტალიელს დიდი პრობლემები აქვს. “იუვენტუსი” მისთვის იდეალური იყო. იქ ლეონარდო სამმცველიან ტაქტიკაში მოთამაშე ფეხბურთელი იყო. იტალიელს დიდი თავისუფლება ჰქონდა. ახლა კი, მისთვის სიტუაცია გაუარესდა,” – ამბობს კაპელო.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი გასულ ზაფხულში მილანურ გრანდში 42 მილიო ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდის კაპიტანი გახდა. მან სერია ა-ს 16 მატჩში მიიღო მონაწილეონა.

კარიკატურა: კაკამ კარიერა დაასრულა

17 დეკემბერს უკვე ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, საკუთარი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და “მილანში” გამორჩეული წლების მქონე რიკარდო კაკამ მსოფლიოს კარიერის დასრულების შესახებ აცნობა.

ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს იმ ფეხბურთელზე, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიმდე უკანასკნელმა მიიღო ოქროს ბურთი.

 

“ვერონასთან” წაგების შემდეგ გატუზოს “მილანის” დატოვება უნდოდა

Mediaset-ის ჟურნალისტი, მასტროიანი ირწმუნება, რომ “ვერონასთან” განცდილმა მარცხმა “მილანის” მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო იმდენად გააბრაზა, რომ თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა კლუბის დატოვება.

საქმე იმაშია, რომ გასავარდნ ზონაში მყოფმა “ვერონამ” სერია ა-ს მე-17 ტურში “მილანს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა. გამომდინარე იქიდან, რომ “მილანმა” გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა დახარჯა, ეს შედეგი მათთვის კატასტროფულია.

წყაროს ცნობით, ჯენარო გატუზო განსაკუთრებით ფეხბურთელთა დამოკიდებულებამ განარისხა. მისი გადმოსახედიდან, ფეხბურთელები ამ კატასტროფულ შედეგს მშვიდად შეხვდნენ და მოედანიც უნაღვლო სახით, რაც მიუღებელად ჩათვალა.

ყოველივე აქიდან გამომდინარე, დღეს “მილანელები” განსაკუთრებული დატვირთვით ავარჯიშეს.

რიკარდო კაკამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

დღეს ცნობილი ხდება, რომ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ამის შესახებ მან Globo TV-ის ეთერში განაცხადა: “ჩემი აზრით, მოვიდა დრო, რომ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დავასრულო. ზუსტად არ ვიცი, გავხდები მწვრთნელი თუ სპორტული დირექტორი, მაგრამ წასვლას არსად ვაპირებ”, – აცხადებს რიკარდო კაკა. მან დაწვრილებით საკუთარი მომავლის შესახებ არ ისაუბრა, თუმცა პრესაში გავრცელბული ინფორმაციით ბრაზილიელს “მილანში” სპორტული დირექტორის თანამდებობას სთავაზობენ.

კაკამ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა.

“მამა, ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. მადლობა! ახლა ახალი თავგადასვლისთვის მზად ვარ. იესოს სახელით. ამინ!” – წერს რიკარდო.

შეგახსენებთ, რომ კაკა სხვადასხვა დროს “მილანის”, მადრიდის “რეალის”, “სან პაულუსა” და “ორლანდო სიტის” შემადგენლობაში გამოდიოდა. ის ერთხელ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი, ასევე წლების განმავლობაში იყო ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი.

 

კოვაჩიჩი: “იკარდის ჩვენი დახმარება შეუძლია, თუმცა ბენზემა მსოფლიოში საუკეთესოა”

მადრიდის “რეალი” ამ სეზონში ძველებურად შეხვედრებს ვეღარ იგებს. “ბლანკოსი” ბევრ მომენტს ქმნის, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში სათანადოდ ვერ გამოიყურება. სწორედ ამიტომ, ბევრმა საფეხბურთო ექსპერტმა თუ ჟურნალისტმა მადრიდულ გრანდს სხვადასხვა თავდამსხმელი დაუკავშირა. ერთ-ერთი ასეთი მაურო იკარდია, რომელის თანაგუნდელიც მილანის “ინტერში” “რეალის” ამჟამინდელი ნახევარმცველი, მატეო კოვაჩიჩი იყო.

ხორვატმა აღნიშულ თემაზე ისაუბრა.

“იკარდისთან ერთად მითამაშია. ის მშვენიერი თავდამსხმელია, რომელიც ბევრ გოლს იტანს. თუმცა, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსმხელი გვყავს, რომლის სახელიც კარიმ ბენზემაა. მაურო მართლაც სასარგებლოა და ჩვენი დახმარება შეუძლია, თუმცა მის ყიდვაზე ვერაფერს ვიტყვი.”

მატეომ გუნდში საკუთარ როლზეც გაამახვილა ყურადღება.

“ვფიქრობ, შემიძლია, ჩამშლელის პოზიციაზე ვითამაშო. მინდა, მოწინააღმდეგის შეტევების შეჩერებაში მივიღო მონაწილეობა. მე სეზონი კარგად დავიწყე, თუმცა ტრავმამ ხელი შემიშალა. მაგრამ, კიდევ შემიძლია, სარგებლის მოტანა. ნაბიჯ-ნაბიჯ ძალები მემატება – მსურს, ისეთივე მნიშვნელოვანი როლი მქონდეს, როგორც სეზონის დასაწყისში.”

“ვფიქორბ, ჩვენი შემადგენლობა პრობლემა არაა. ევროპაში საუკეთესო კოლექტივი გვყავს. ზოგი კარგი და ზოგიც ცუდი მატჩი ჩავატარეთ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ვნახოთ, როგორ დასრულდება სეზონი,” – აცხადებს მატეო.

ჯენარო გატუზო: “ამას მერჩივნა, ვინმეს დანით დავეჭერი”

ჯენარო გატუზომ თავისი “მილანური” დებიუტის დაძაბული და მისთვის ტრაგიკული დასასრული მხატვრულად აღწერა და განაცხადა, რომ “ბენევენტოსაგან” 95-ე წუთზე გოლის გაშვებას ერჩივნა, ვინმეს დანით დაეჭრა.

“მტკივნეულია, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. ვფიქრობ, ასეთი გოლის გაშვებაზე ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა, ვინმეს დანით რომ დავეჭერი.

ბოლო 15 წუთში ძალიან გვიჭირდა. მაგრამ, უნდა ავღნიშნო, რომ გასაოცარი გოლი გავუშვით. არასოდეს წარმომედგინა, რომ ბოლო წამზე მეტოქეთა გუნდის მეკარე გაგვიტანდა გოლს.

ეს ჩემი პირველი მატჩი იყო “მილანის” სათადარიგოთა სკამზე, იმ გუნდის თავკაცის როლში, რომლისთვისაც წლების მანძილზე ვიბრძოდი. მტკივნეული მარცხი იყო და ახლა ჭრილობები უნდა მოვირჩინოთ,” – აცხადებს გატუზო.

კარიკატურა: ჯენარო გატუზო “მილანის” მწვრთნელია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ იტალიურ გრანდს, “მილანს” სათავეში მისი ყოფილი ფეხბურთელი და ლეგენდა, ჯენარო გატუზო ჩაუდგება.

ომარ მომანი ასე ეხმაურება ამ ფაქტს.

 

გალიანი შესაძლოა, “რეალის” დირექტორთა საბჭოს წევრი გახდეს

“მილანის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ადრიანო გალიანი მადრიდის “რეალის” დირექტორთა საბჭოში გაერთიანებით შესაძლოა, საფეხბურთო სამყაროს დაუბრუნდეს. ამ ინფორმაციას Football Italia ადასტურებს.

როგორც იცით, გალიანი “როსონერის” ყოველდღიურ საქმიანობაში 30 წლის განმავლობაში მონაწილეობდა მანამ, სანამ სილვიო ბერლუსკონი კლუბს ჩინელ ინვესტორს მიჰყიდდა.

ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მადრიდულმა მხარემ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ფეხბურთის 73 წლის სპეციალისტთან, ესპანური წყაროებიც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ გალიანისა და ფლორენტინო პერესს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ, მათ არაერთი მნიშვნელოვანი და ხმაურიანი ტრანსფერი შეუთახნმებიათ.

“მილანმა” მონტელას შემცვლელი იპოვა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “როსონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვინჩენცო მონტელას შეცვლის ერთადერთი რეალური კანდიდატი ჯენარო გატუზოა.

როგორც ცნობილი ხდება, “მილანის” ამჟამინდელი თავკაცის მომავალი კვირას, “სასუოლოსთან” გასამართ მატჩზეა დამოკიდებული. ქულების დაკარგვის შემთხვევაში მონტელას “სან სიროს” დატოვება მოუწევს.

Tuttosport ირწმუნება, რომ “მილანის” ხელმძღვანელები გამოუცდელობის მიუხედავად, 39 წლის იტალიელ გატუზოს დიდ ნდობას უცხადებენ.

გატუზომ სამწვრთნელო კარიერას ხელი 2013 წლის მარტში მოკიდა, როდესაც ის ამავდროულად ფეხბურთელიც იყო “სიონში”, სადაც მან მხოლოდ 3 მატჩი გაძლო. შემდეგ 8 მატჩი გაუძლო “პალერმოს” მწვრთნელობას, ახლა კი “პრიმავერას” ახალგაზრდულ გუნდს უდგას სათავეში.

ალეგრი: “მადლობას ვუხდი გუნდს პრინციპული მეტოქის დამარცხებისთვის”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “სან სიროზე” “როსონერის” დამარცხების შემდეგ (0:2) პრესასთან ისაუბრა და ფეხბურთელებს კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.

“მინდა გუნდს მადლობა გადავუხადო პრინციპული მეტოქის დამარცხებისთვის. “სან სიროზე” მოგება ადვილი არასოდესაა.შესანიშნავი პერფრომანსი იყო, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაშიც. ორთაბრძოლებშიც ძლიერები ვიყავით.

მანძუკიჩმა და ასამოამ ბრწყინვალე სამუშაო გასწიეს სუსოს ჩაკეტვით, რომელიც “მილანის” ერთ-ერტი ლიდერია წმიმდინარე სეზონში. რაც შეეხება იგუაინს, ორი გოლის მიუხედავად, მისგან კიდევ უფრო მეტს ველით. ეს მისი მაქსიმუმი არ არის.

რაც შეეხება “ნაპოლის”, ეს გუნდის ბრწყინვალე ფორმაშია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია არ დავნებდეთ და აპრილის თვემდე ლიდერობა დავიბრუნოთ,” – აცხადებს ალეგრი, რომლის გუნდიც ამ დროისთვის სერია ა-ს სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფება.

“იუვემ” “მილანი” იგუაინის დუბლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს იტალიის სერია ა-ს მეათე ტურის მატჩები გაიმართა.

მილანში, “სან სიროზე” ადგილობრივი “მილანი” ტურინის “იუვენტუსს” დაუხვდა. შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე გონსალო იგუაინმა გახსნა. მას პაულო დიბალამ “უპასა”. მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე კუადვო ასამოას ასისტით არგენტინელმა დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, ტურინელებმა ანგარიშით, 2-0 იმარჯვეს.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი 25 ქულით მესამე ადგილზეა. “მილანს” 16 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა.

 

 

კევინ-პრინს ბოატენგი: “ინტერი” უარით გავისტურმე”

ფრანკფურტის “აინტრახტის” განელი ნახევარმცველი, კევინ-პრინს ბოატენგი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზაფხულში მისი გადაბირების სურვილს მილანის “ინტერი” გამოთქვამდა.

“მართალია, “ინტერი” ჩემს გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ მე ისინი უარით გავისტუმრე. ჩემთვის მილანში მხოლოდ ერთი კლუბი არსებობს.

ემოციური თვალსაზრისით “მილანში” სამი წლის ნაცვლად ათი გავატარე. სხვა იტალიური კლუბებიდანაც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ არჩევანი “როსონერის” სასარგებლოდ გავაკეთე,” – აცხადებს ბოატენგი, რომელიც აქამდე ესპანური “ლას-პალმასის” ღირსებას იცავდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ განელმა ფეხბურთელმა “როსონერის” მაისურით 114 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამ დროის მანძილზე 18 გოლით შეძლო, ჩვენთვის თავი დაემახსოვრებინა.