პრემიერ ლიგის 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი

დღეს ლონდონის “ჩელსისა” და “უოტფორდის” შეხვედრით სრულდება პრემიერ ლიგის 26-ე ტური.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

უეინ ჰენესი (“კრისტალ პალასი”), ანტონიო ვალენსია (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლორან კოსჩელნი (“არსენალი”), მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დანილო (“მანჩესტერ სიტი”), მარიო ლემინა (“საუთჰემპტონი”), აარონ რემზი (“არსენალი”), მუჰამედ სალაჰი (“ლივერპული”), ჰენრიხ მხითარიანი (“არსენალი”), ალექსის სანჩესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), პიერ ემერიკ-ობამეიანგი (“არსენალი”).

მხითარიანი: “ზლატანს ვუთხარი, რომ ღმერთი ის კი არა, მე ვიყავი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, ჰენრიხ მხითარიანმა საკუთარ გუნდელზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.

“ყველამ იცის, რომ “იბრა” თავის თავს ღმერთს უძახის. თუმცა, როცა როსტოვში დავეშვით, ვუთხარი: “აი, ვინაა ნამდვილი ღმერთი.” რა თქმა უნდა, ვიხურმე. იქ ძალიან ბევრი სომეხი დაგვხვდა, რომელიც ჩემს სახელს სკანდირებდნენ. ის გაგებით მოეკიდა იმ ამბავს, რომ სხვა ღმერთიც არსებობს.”

“ზლატანი ძალიან ტემპერამენტიანია. ბევრი მას ვერ უგებს, არ ესმის მისი ხუმრობები. მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ეს დამოკიდებულება მაშინაც შევინარჩუნეთ, როცა აღდგენით პროცესებს გადიოდა. ის, რა თქმა უნდა, ახლაც ჩემი მეგობარია და კლუბისთვის დიდი ძალაა,” – აცხადებს ჰერიხი.

მხითარიანი: “მადლობა კლოპს იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად გამაძლიერა”

ჰენრიხ მხითარიანი მის ყოფილ მწვრთნელზე, იურგენ კლოპზე საუბრობს და გერმანელის მადლობელია. სომეხი ფეხბურთელის თქმით, გერმანელმა სპეციალისტმა მის, როგორც უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა.

“მადლობა იურგენს! იგი ჩემს პროვნულ თვისებებსა და მენტალურ სიძლიერეზე ძალინ ბევრს მუშაობდა. საბოლოოდ, ამ მხრივ ძალიან გამაძლიერა.”

“მახსოვს, დორტმუნდში ყოფნისას, იყო პერიოდი, როცა დიდი ჩავარდნა გვქონდა. თამაშებს ვერ ვიგებდით. ამ ყველაფერმა ჩეზე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან ცუდად იმოქმედა. ამ დროს კლოპი ჩემთან მოვიდა და მითხრა, თავი ამეწია და მუშაობა გამეგრძელებინა. მან დამაჯერა, რომ სწორ გზაზე ვიდექი და აუცილებლად გავხდებოდი გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელი.”

“ის ყოველთვის მამხნევებდა და დიდ მუხტს მაძლევდა. კლოპს ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის,” – აცხადებს სომეხი ფეხბურთელი, რომელიც “ბორუსიაში”

მხითარიანის წერილი – ზიდანი, კაკა და ჰამლეტი

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევ ნახევარმცველზე, ჰენრიხ მხითარიანზე ბევრი დაწერილა. მან კარიერა სომხურ “პიუნიკში” დაიწყო, საიდანაც უკრაინაში გადაბარგდა, უკრაინიდან გერმანიას მიაშურა, ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში თამაშობს.

რამდენიმე თვის წინ მხითარიანის წერილი გამოქვეყნდა, სადაც ის თავის განვლილ ცხოვრებაზე დეტალურად საუბრობს. მხითარიანი წერილში თავის ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით, მამას, ჰამლეტ მხითარიანს ხშირად ახსენებს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ მხითარიანის წერილის ქართულ თარგმანს.


ზიდანი, კაკა და ჰამლეტი


ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოგონება მამაჩემს, ჰამლეტს უკავშირდება, რომელმაც სავარჯიშოდ საფრანგეთში, თავის კლუბში მიმიყვანა. მაშინ ხუთი წლის ვიყავი. მამაჩემი 80-იან წლებში, სანამ დავიბადებოდი, ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. ის დაბალი, მაგრამ ძალიან სწრაფი თავდამსხმელი იყო.

1989 წელს, როცა ახალი დაბადებული ვიყავი, სომხეთში არეულობა იყო, ამიტომ საფრანგეთში გადავბარგდით. მამაჩემი ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთის მეორე დივიზიონის კლუბის, “ვალენსის” ღირსებას იცავდა. ყოველ დილით, როცა ის ვარჯიშზე მიდიოდა, მე ვტიროდი: “მამა, შენთან ერთად წამიყვანე. გთხოვ, შენთან ერთად წამოვალ!”

მაშინ ფეხბურთით დაინტერესებული ნაკლებად ვიყავი, უბრალოდ, მამაჩემთან ერთად ყოფნა მინდოდა. მამას ჩემი ბაზაზე წაყვანა არ სურდა, რადგან ვარჯიშის დროს ჩემზე ფიქრი მოუწევდა, ამიტომ მან ჩემს მოსატყუებლად ჭკვიანური რამ მოიფიქრა.

ერთ დილას, ვთქვი: “მამა, ვარჯიშზე წამიყვანე.”
მან მიპასუხა: “არა, არა. ჰენრიხ, დღეს ვარჯიში არ გვაქვს. მე სუპერმარკეტში მივდივარ და მალე დავბრუნდები.”

ის სავარჯიშოდ გაიპარა, მე კი ველოდებოდი… რამდენიმე საათის შემდეგ, იგი სახლში სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტით არ დაბრუნებულა. ტირილი დავიწყე: “შენ მე მომატყუე! სუპერმარკეტში არ წასულხარ! ფეხბურთის სათამაშოდ იყავი!”

hamlet-mkhit

მამაჩემთან ერთად გატარებული დრო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ხანმოკლე გამოდგა. ექვსი წლის ვიყავი, როცა მშობლებმა მითხრეს, რომ სომხეთში ვბრუნდებოდით. ნამდვილად ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა. მამაჩემმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, ის მთელი დღეები სახლში იყო.

მართალია, არ ვიცოდი, მაგრამ მამაჩემს ტვინის სიმსივნე ჰქონდა. ყველაფერი სწრაფად მოხდა. ერთ წელში, მან დაგვტოვა. მე ძალიან პატარა ვიყავი და მისი გარდაცვალება მთლიანად ვერ გავიაზრე.

მახსოვს, როგორ ტიროდნენ დედაჩემი და ჩემი და. მათ ვეკითხებოდი: “სად არის მამა?” თუმცა, ვერავინ მიხსნიდა, რა ხდებოდა.

გარკვეული დროის გასვლით შემდეგ, მათ მითხრეს, რაც მოხდა. მახსოვს დედაჩემის სიტყვები: “ჰენრიხ, ის ჩვენთან აღარასოდეს დაბრუნდება.”

ვფიქრობდი, “აღარასოდეს?” ეს ძალიან დიდი დროა, მე კი მხოლოდ შვიდი წლის ვიყავი.

ბევრი ვიდეოფირი გვქონდა, რომლებშიც საფრანგეთში მამაჩემის თამაში იყო აღბეჭდილი. ამ ვიდეოებს ხშირად ვუყურებდი – კვირაში ორჯერ ან სამჯერ. როდესაც კამერა მამას აფიქსირებდა, ძალიან მიხაროდა. ის გოლს ყოველთვის თანაგუნდელებთან ჩახუტებით აღნიშნავდა.

mkhitaryan mother

მამაჩემის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ფეხბურთზე სიარული დავიწყე. მამა ჩემი კერპი იყო. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ მის მსგავსად უნდა მერბინა და დამერტყა.

ათი წლის ასაკში, ფეხბურთი უკვე ჩემი ცხოვრება იყო. ვვარჯიშობდი, ვკითხულობდი, ვუყურებდი და ფლეისთეიშენზეც ფეხბურთს ვთამაშობდი. მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. შემქმნელი ფეხბურთელები განსაკუთრებით მომწონდა. ყოველთვის მინდოდა ზიდანის, კაკასა და ჰამლეტის მსგავსად მეთამაშა.

დედაჩემი დედაც უნდა ყოფილიყო და მამაც, რაც ცხადია, ძალიან რთულია. ის ყოველთვის ჩემთან უნდა ყოფილიყო. ყოფილა ისეთი დღეებიც, როცა ვარჯიშიდან მოვსულვარ და მითქვამს: “ძალიან მიჭირს, ფეხბურთი უნდა მივატოვო.”

დედაჩემი მეუბნებოდა: “არ უნდა მიატოვო. ვარჯიში გააგრძელე და ხვალ უკეთესად გამოგივა.”

მამის გარდაცვალების შემდეგ, დედას ოჯახი უნდა ერჩინა – მან სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში დაიწყო მუშაობა.

მალე სომხეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამომიძახეს. თუ მოედანზე უარყოფით ემოციას გამოვხატავდი, დედა მეტყოდა: “ჰენრიხ! რას აკეთებ? უფრო მშვიდი უნდა იყო, თორემ სამსახურში პრობლემები შემექმნება!”

მე ვპასუხობდი: “მაგრამ, დედა, ისინი ფეხში მირტყამენ!”
დედა: “არა, არა, არა. უფრო მშვიდი უნდა იყო!”

რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედაჩემი და ჩემი და ყოველთვის ჩემთან ერთად იყვნენ. თუმცა, მათ ბრაზილიაში მარტო მაინც გამიშვეს, მაშინ 13 წლის ვიყავი და “სან პაულუში” ოთხი თვით უნდა მევარჯიშა. ეს, ალბათ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო. მე პატარა სომეხი ბავშვი ვიყავი, რომელმაც პორტუგალიური ენა არ იცოდა. თუმცა, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან საფეხბურთო სამოთხეში მივდიოდი.

ვოცნებობდი, კაკას მსგავსი ფეხბურთელი გამოვსულიყავი. სანამ ბრაზილიაში წავიდოდი, ორი თვის განმავლობაში პორტუგალიურ ენას ვსწავლობდი, მაგრამ როცა იქ ჩავედი, მივხვდი, რომ სწავლა სხვა რამ იყო და ადამიანებთან საუბარი – სხვა.

childhood

ბრაზილიაში ორ სომეხ ფეხბურთელთან ერთად გავემგზავრე. როცა ჩვენს ოთახში პირველად შევედით, აღმოვაჩინეთ, რომ იქ ჩვენთან ერთად ერთ ბრაზილიელსაც უნდა ეცხოვრა. ისიც ჩემსავით სუსტი იყო და მუქი თმა ჰქონდა.

მოგვესალმა და გვითხრა: “Bom dia! Meu nome é Hernanes.” (“დილა მშვიდობისა! ჩემი სახელია ერნანეში)

თავიდან, ეს ბავშვი ძალიან უცნაური ჩანდა. ის ის ერნანეში იყო, რომელიც ახლა “იუვენტუსში” თამაშობს.

ჩვენ ბაზაზე ვცხოვრობდით. ერთად ვჭამდით, ერთად ვვარჯიშობდით და ერთად ვერთობოდით. ფლეისთეიშენი არ გვქონდა, ოთახში მხოლოდ ტელევიზორი გვედგა, სადაც ყველაფერი პორტუგალიურ ენაზე იყო. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან მიჭირდა, რადგან სხვა ბრაზილიელ ფეხბურთელებთან ვერ ვსაუბრობდი. ისინი რაღაცას მეუბნებოდნენ და მიღიმოდნენ. ბრაზილიელებს მართლაც შესანიშნავი ხასიათი აქვთ. ამის აღწერა რთულია, რადგან მათი სითბო პირადად უნდა იგრძნო.

საბედნიეროდ, ყველას ერთი საერთო – ფეხბურთის ენა გვქონდა. ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაციას მოედანზე შემოქმედებით ვამყარებდით. მახსოვს, ერთ დღეს, ვარჯიშზე რამდენიმე გოლი გავიტანე და გავიფიქრე: “მე სომეხი ბავშვი ვარ, რომელსაც ბრაზილიაში გოლები გააქვს.” თავი ვარსკვლავი მეგონა.

მათი კულუტურით დაინტერესებული ვიყავი. ისინი განსხვავებულები არიან. მაგალითად, 45 წუთს ვივარჯიშებდით, შემდეგ 15 წუთის მანძილზე ხილი უნდა გვეჭამა და წვენი დაგველია, ამის შემდეგ ისევ 45 წუთის განმავლობაში ვვარჯიშობდით. სომხეთში ფიზიკურ ვარჯიშებს ანიჭებდნენ უპირატესობას, ბრაზილიაში კი ყოველთვის ბურთთან ერთად გვავარჯიშებდნენ.

თუ ბავშვებს ბურთი არ ჰქონდათ, ისინი ბურთს წინდებით აკეთებდნენ და ისე თამაშობდნენ.

დედა ხშირად, ყოველდღე მირეკავდა. ბაზაზე მხოლოდ ერთი ტელეფონი გვქონდა, რომელიც საერთაშორისო ზარებს ემსახურებოდა და ისიც დირექტორის ოფისში იდგა. ყოველ დილით, დირექტორის ასისტენტი მოედანთან მორბოდა და მეუბნებოდა: “დედაშენი გირეკავს.”

ამის გამო, მოედნიდან უნდა გავქცეულიყავი და დედასთვის მეთქვა, რომ მოგვიანებით დაერეკა.

– როგორ ხარ? რას მიირთმევ? კარგად იკვებები?
– დედა, უნდა ვივარჯიშო, ორშაბათს დამირეკე!

რამდენიმე თვის შემდეგ, პორტუგალიურად კარგად საუბარი შემეძლო. ერნანეშს სომხური ანბანიც ვასწავლე. ფლეისთეიშენის გარეშეც კარგად ვერთობოდით.

ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბრაზილიამ ჩემი სტილის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. როცა სომხეთში დავბრუნდი, ისევ სუსტი ვიყავი, მაგრამ ტექნიკა დახვეწილი მქონდა და ბევრ ფინტს ვაკეთებდი. მოედანზე თავს თავისუფლად ვგრძნობდი. თავი სომეხი რონალდინიო მეგონა. (ვხუმრობ.) ამ დროს უკვე სამი ენა ვიცოდი – სომხური, ფრანგული და პორტუგალიური. ეს პრობლემაც იყო, რადგან ხშირად სიტყვები ერთმანეთში მერეოდა.

წინადადების ნახევარს სომხურად ვამბობდი, ნახევარს – პორტუგალიურად. (ახლაც ასეა, ნახევარს სომხურად ვამბობ, ნახევარს ინგლისურად, ამიტომ თუ რამე შემეშლება, მომიტევეთ.)

GettyImages-104897260

20 წლის ასაკში დონეცკის “მეტალურგში” გადავედი და უკრაინული და რუსულიც ვისწავლე. ორი წლის შემდეგ “შახტარის” წევრი გავხდი. ბევრი ამბობდა, რომ იქ გამიჭირდებოდა, რადგან გუნდში 12 ბრაზილიელი ფეხბურთელი თამაშობდა.

მე არაფერს ვამბობდი, ჩემთვის ვიცინოდი. ვფიქრობდი, რომ ნახევრად ბრაზილიელი ვიყავი. რა თმა უნდა, “შახტარში” ჩემს თანაგუნდელებთან დიდებული ურთიერთობა მქონდა, ამ კლუბში სამი ბრწყინვალე წელი გავატარე. 2013 წელს, უკრაინის პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რეკორდი დავამყარე და ის ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ გუნდში თავის დამკვიდრება გამიჭირდებოდა, გაჩუმდნენ.

სეზონის დასრულების შემდეგ, დორტმუნდის “ბორუსიამ” წინადადებით მომმართა. ამავე დროს, დონეცკში ომი დაიწყო, “შახტარის” სტადიონს კი ვეღარ ვიყენებდით.

გერმანიაში გადავბარგდი, სადაც კიდევ ერთი ახალი ენა ვისწავლე, ასევე, ახალ, განსხვავებულ კულტურასთან და ატმოსფეროსთან შეგუება მომიწია.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. პირველი სეზონი კარგად ჩავატარე, მაგრამ მეორე სეზონი კატასტროფა იყო. ბევრი შეხვედრა წავაგეთ, მე კი არ მიმართლებდა. გარდა იმისა, რომ გოლები ვერ გამქონდა, საგოლე პასებსაც ვერ ვაკეთებდი, რაც წარმოუდგენელი იყო. ჩემში დიდი თანხა გადაიხადეს, რაც წნეხი იყო.

ჩემს ოთახში მარტო ვიჯექი – ვფიქრობდი და ვფიქრობდი. გარეთ გასვლა არ მინდოდა, საუზმეც კი არ მსურდა. თუმცა, მესამე სეზონის დაწყებამდე, გუნდში ახალი მწვრთნელი, ტომას ტუხელი მოვიდა, მან ყველაფერი შეცვალა.

მოვიდა და მითხრა: “მინდა, ყველაფერი შენს გარშემო მოვაწყო.”

ცოტათი გამეღიმა, რადგან ვფიქრობდი, რომ ის მხოლოდ ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მის სიტყვებში ეჭვი მეპარებოდა. თუმცა, მან სერიოზული სახით შემომხედა: “მიკი, დიდებული სეზონი გექნება.”

ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ისეთი სეზონის მერე, როგორიც მე ჩავატარე, ვარსკვლავობაზე ვერ ვიფიქრებდი. თუმცა, მან ეს შეძლო. მე კიდევ ერთხელ გავიხარე. ბრაზილიელებისგან ვისწავლე, რომ როცა მოწყენილი ხარ, იღბალიც არ მოდის, ხოლო როცა მხირულად ხარ, მოედანზე ბევრი კარგი რამ ხდება. ის სეზონი ძალიან მოტივირებულებმა ჩავატარეთ. ბრწყინვალედ ვთამაშობდით, სუპერ-შემტევი სტილი გვქონდა და მოედანზე გატარებული თითოეული წუთით დიდ სიამოვნებას ვიღებდით.

ძირითადად, ორი მცველით, სამი ნახევარმცველითა და ხუთი თავდამსხმელით ვთამაშობდით – წარმატებას მივაღწიეთ. მაშინაც კი, როცა ვმარცხდებოდით, ვიღიმოდით.

mxitarishe

 

გასულ ზაფხულს, აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი შეძენა “მანჩესტერ იუანიტედს სურდა. ამან გამაკვირვა.

– მართლა? ჭორი ხომ არ არის?

როცა ოცნების ასრულება ძალიან ახლოსაა, ამას კარგად მაინც ვერ გრძნობ. რამდენიმე დღის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” დირექტორმა, ედ ვუდვარდმა დამირეკა. წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული ვიყავი.

იმ დროს, როცა აგენტი და კლუბი ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავდნენ, მე ყველაფერი კარგად გავაანალიზე. ვიცოდი, რომ “ბორუსიას” მაშინ ვტოვებდი, როცა საქმე კარგად მიმდიოდა, “იუნაიტედში” გადასვლით კი, წინ კიდევ ბევრი გამოწვევა მელოდა. თუმცა, სიბერეში სავარძელში მოთავსება და რაიმეს სინანული არ მსურდა, ამიტომ ინგლისში გადასაბარგებლად მოვემზადე.

როცა შეთანხმება შედგა და კონტრაქტს ხელს ვაწერდი, მივხვდი, რომ პრემიერ ლიგაში მართლა უნდა მეთამაშა და ეს რეალობა იყო. არასოდეს დამავიწყდება ის მომენტი, როცა ვარჯიშზე “მანჩესტერ იუანიტედის” მაისური პირველად მოვირგე.

“იუნაიტედში” ჩატარებულ ვარჯიშზე ტრავმა მივიღე, რის გამოც სათამაშო პრაქტიკა მაკლდა. სიმართლე უნდა ვთქვა – ჩემი მანჩესტერული კარიერის დასაწყისი ისეთი არ იყო, როგორიც მსურდა. თუმცა, არასოდეს ვნებდები.

თუ დედაჩემს და ჩემს დას ჩემს შესახებ ჰკითხავთ, ისინი გეტყვიან, რომ მე ძალიან სერიოზული ბიჭი ვარ და რთული ხასიათი მაქვს. თუმცა, მოხარული ვარ იმით, რომ შრომა დამიფასდა. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში მოხვედრა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო.

“ოლდ ტრაფორდის” მოედანი მხოლოდ მოედანი არ არის. ეს გარკვეული დონეა. მამაჩემს, რომ ამ დონეზე მოთამაშე ვენახე, ვფიქრობ, ის ჩემით ძალიან იამაყებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა ცოცხალი არ არის, მაინც მიმაჩნია, რომ მაინც ძალიან დამეხმარა.

მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, არ არის გამორიცხული ადვოკატი ან ექიმი ვყოფილიყავი.

შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ ტელევიზორში ჩემს თავს არასოდეს ვუყურებ, რადგან მატჩების გამეორების დროს მხოლოდ შეცდომებს ვამჩნევ. მამაჩემისაგან განსხვავებული სათამაშო სტილი მაქვს. ის სწრაფი თავდამსხმელი იყო, რომელიც ძლიერად ურტყამდა. თუმცა, როცა სომხეთში ჩავდივარ, მეუბნებიან, რომ ზუსტად მამაჩემის მსგავსად დავრბივარ.

– ჰენრიხ, შენ მას გავხარ, მის მსგავსად დარბიხარ. როცა შენ გიყურებ, ჰამლეტი მახსენდება.

სირბილის შესახებ ჩემი მოსაზრება არ მაქვს, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს მატჩებს არასოდეს ვუყურებ.

ჰენრიხ მხითარიანი
ნოემბერი, 2016 წელი

იბრაჰიმოვიჩი: “მხითარიანს მე ვასწავლე, თუ როგორ უნდა გაეტანა ქუსლით ნახტომში გოლი”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისმა თანაგუნდელმა, ჰერკიხ მხითარიანმა კი “სანდერლნედის” წინააღმდეგ დეკემბრის საუკეთესო გოლი გაიტანა.

შვედმა თავდამსხმელმა ჯილდოს მიღების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და გაანაცხადა, რომ სომეხ თანაგუნდელს მან ასწავლა, როგორ უნდა გაეტანა ქუსლით ნახტომში გოლი.

“ვფიქრობ, ჰერნიხმა გაიტანა გოლი, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ და მასზე ვერც იოცნებებ.”

“მიხარია, რომ ესაა გოლი, რომელიც ხალხს მარად ემახსოვრება. ასევე, ბედნიერი ვარ, რომ იმ მომენტში მეც მივიღე მონაწილეობა. მხითარიანმა ამ გოლით ძალიან ბევრი გულშემატკივარი გააოცა. ფანები ხშირად ვერ უყურებენ ასეთ მომენტებს.”

“მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კვირა ვავარჯიშებდი მხითარიანს ასეთი გოლის გატანაზე. მას ზუსტად ისეთი პასი გავუკეთე, როგორიც სჭირდებოდა ქუსლით ნახტომში დასარტყმელად,” – განაცხადა “იბრამ”.

მოურინიო მხითარიანის ტრავმაზე: “სერიოზული არაფერია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ დღევანდელი მატჩის (“მანჩესტერ იუნაიტედი” 1-0 “ტოტენჰემი”) მთავარი გმირის, ჰენრიკ მხითარიანის ტრავმაზე ისაუბრა.

როგორც იცით, სომეხმა ფეხბურთელმა აღნიშნულ მატჩში 29-ე წუთზე გახსნა ანგარიში, რითიც ის პირველი სომეხი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბრიტანეთის უმაღლეს ჩემპიონატში მოახერხა გოლის გატანა. 85-ე წუთზე, როუზთან შეჯახების შემდეგ კი მისი საკაცით გაყვანა გახდა საჭირო.

“რეალის”, “ჩელსისა” და “ინტერის” ექს-თავკაცმა მატჩის შემდეგ განაცხადა:”სავარაუდოდ, მომავალ მატჩში ის არ იქნება, მაგრამ ერთი შეხედვით, სერიოზული არაფერია.

იმედი მაქვს, რომ მიკი “ბოქსინ დეიმდე” დაგვიბრუნდება.”

კარიკატურა: მაგიური მხითარიანი (ფოტო)

გასულ ზაფხულზე ჰერიხ მხითარიანი “მანჩესტერ იუნაიტედში” გდავაიდა. თავიდან სომეხმა ჟოზე მოურინიოს ნდობა ვერ მოიპოვა, თუმცა ბოლო თამაშებში თავისი შანსები შესანიშნავად გამოიყენა და 4-დან სამ შემთხვევაში შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

27 წლის სპორტსმენის გარდასახვა ომარ მომანიმ ასე დაინახა

 

 

 

მხითარიანი: “აუცილებლად ვიბრძოლებ “მანჩესტერული” ოცნების ასასრულებლად!”

ჰენრიხ მხითარიანი გასულ ზაფხულზე დორტმუნდის “ბორუსიადან” გადავიდა “მანჩესტერ იუანიტედში”, თუმცა ჯერაც ვერ მოახერხა გუნდში ადგილის დამკვიდრება.

სომეხმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და გაანცხადა, რომ მას ფარ-ხმალი არ დაუყრია და აუცილებლად იბრძოლებს სასურველი მიზნის მისაღწევად.

“ახლა ნამდვილად არ ვარ სახარბიელო მდგომარეობაში. სათამაშოდ სათანადო დროს არ მაქვს, თუმცა დანებებას არ ვაპირებ!”

“მთელი ჩემი კარიერის მანძილზე ძალიან ბევრს ვშრომობდი და აქამდე მოსვლა ურთულესი იყო. აუცილებლად ვიბრძოლებ “მანჩესტერული” ოცნების ასასრულებლად! “

“ვთვლი, რომ “მანჩესტერის” დონის ფეხბურთელი ვარ. შესაბამისად, ყველაფერს ვიზამ, რომ მიზანს მივაღწიო!” – განაცხადა სომეხმა ფეხბურთელმა.

 

მოურინიო: “რატომ არ თამაშობს მხითარიანი?”

ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულზე, ჰენრიკ მხითარიანზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ ვერ ახერხებს ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას.

“არა, მხითარიანი ტრავმირებული არ არის. თუმცა, შესაძლოა, ტრავმირებული არ იყო, მაგრამ ამავდროულად არც მზადყოფნაში იყო.მხითარიანი მზად არ არის მიუხედავად იმისა, რომ ის სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ზოგ ფეხბურთელს ადაპტაციისთვის უფრო მეტი დრო ესაჭიროება. მათ დრო სჭირდებათ ახალ ტემპთან, აგრესიისა და კონკურენტუნარიანობასთან შეგუებისათვის.

მნიშვნელობა არ აქვს ვის ეთამაშები, მაქსიმუმი უნდა აჩვენო. ამიტომაც ვთვლი, რომ სინამდვილეში კონკურენტუნარიან ჩემპიონატია თუ არა ხშირ შემთხვევაში უმნიშვნელოა.”

ცნობილი გახდა, თუ რამდენს გადაუხდის “მანჩესტერი” მხითარიანს

გერმანული ტაბლოიდი, Bild ავრცელებს ინფორმაციას “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულის, ჰენრიკ მხითარიანის სამომავლო ხელფასთან დაკავშირებით.

სომეხი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” თამაშისათვის წელიწადში 12.5 მილიონ ევროს (10.5 მილიონი ფუნტი) მიიღებს, რაც კვირაში 201,000 ფუნტს უდრის.

დამატებით, მხითარიანი 8 მილიონ ევროს მიიღებს დათანხმებისათვის.

Bild-მა ისიც გაარკვია, თუ რამდენის გადახდა დასჭირდა ინგლისურ გრანდს სომეხი ფეხბურთელის გადასაბირებლად – დორტმუნდის “ბორუსია” 42 მილიონ ევროს მიიღებს.

მხითარიანმა “გაბალას” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

5 ნოემბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და “გაბალას” შორის გამართულ მატჩში ჰენრიხ მხითარიანმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

მხითარიანის ბრწყინვალე გოლი, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა (ვიდეო)

12 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, დორტმუნდის “ჰანოვერსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში (2:4), მხითარიანმა ეფექტური გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო ის არ ჩაითვალა.