პროგნოზისტთა კონკურსი (“არსენალი” — “მონაკო”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 21-ე საკონკურსო კვირის მეორე მატჩის კითხვები, რომელიც “არსენალსა” და “მონაკოს” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “არსენალი” – “მონაკო”

უელბეკი: “”მონაკოს” მომზადებული ვხვდებით”

“არსენალის” ახალგაზრდა თავდამსხმელმა, დანი უელბეკმა ჩემპიონთა ლიგის მოახლებულ მატჩზე ისაუბრა, სადაც “მეთოფეები” “მონაკოს” დაუპირისპირდებიან.

“ვიცით, რომ სერიოზული დაპირისპირება გველის. ორმატჩიანი დაპირისპირებაა, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერს პირველივე მატჩში, ჩვენს სასარგებლოდ დავამთავრებთ. ბრძოლა პირველი შეხვედრიდან იწყება. ყველა დაპირისპირება მნიშვნელოვანია, ამიტომაც, ჩვენ მათ მოგებას ვეცდებით,”-განაცხადა ინგლისის ნაკრების შემტევმა.

“ჩვენი მწვრთნელი სხვებისგან რადიკალურად განხვავდება. მას ბევრი ტაქტიკა აქვს შემუშავებული, რომელსაც 90 წუთის მანძილზე სხვადასხვა დროს ანხორციელებს. ეს ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. “მონაკოს” “არსენალი” მომზადებული ხვდება”.

ოკამპოსი იანვარში შეიძლება “ფიორენტინაში” გადასულიყო

“მონაკოს” ნახევარმცველის, ლუკას ოკამპოსის ტრანსფერი “ფიორენტინაში” ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ამ ინფორმაციასთან დაკავშრებით მონაკოელთა ვიცე-პრეზიდენტმა, ვადიმ ვასილიევმა ისაუბრა.

ვასილიევის თქმით, ტრანსფერის ყველა დეტალი მოგვარებული იყო, მაგრამ ხუან კუადრადოსა და მოჰამედ სალაჰის ბარტერმა გარიგება ჩაშალა.

ამის შემდეგ, ლუკასი არენდის წესით “მარსელში” გაუშვეს, რადგან ის არ შედის “მონაკოს” მთავარი მწვრთნელის, ლეონარდო ჟარდიმის გეგმებში.

“მონაკო” — “მონპელიე” გადაიდო (ფოტოები)

საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “მონაკოსა” და “მონპელიეს” შორის გასამართი მატჩი მეტეოროლოგიური პირობების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მონტე კარლოში ძლიერად წვიმს. მატჩის ჩატარების თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “მონაკოს” მე-5, “მონპელიეს” კი მე-7 ადგილი აქვს დაკავებული.

weather

Monaco weather

ჟოაუ მოუტინიომ ვარჯიშზე ეფექტური გოლი გაიტანა (ვიდეო)

“მონაკოს” ერთ-ერთ ვარჯიშზე პორტუგალიელმა ჟოაუ მოუტინიომ ეფექტური გოლი გაიტანა.

ბერბატოვმა “ლიონის” ფეხბურთელს მუშტი ჩაარტყა (ვიდეო)

1 თებერვალს, საფრანგეთის ჩემპიონატში “მონაკოსა” და “ლიონს” შორის გამართულ მატჩში დიმიტარ ბერბატოვმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს სახეში მუშტი ჩაარტყა.

“მონაკოს” ფეხბურთელმა “ლიონის” ფეხბურთელს ლამის ფეხი მოტეხა (ვიდეო)

1 თებერვალს, საფრანგეთის ჩემპიონატში “მონაკომ” საკუთარ მოედანზე “ლიონი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა. აღნიშნულ შეხვედრაში “მონაკოს” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა უოლესმა სამუელ უმტიტის წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა.

ფალკაომ, შესაძლოა, „იუვენტუსში“ ტევესი შეცვალოს

იტალიური გაზეთები საინტერესო ტრანსფერებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას არ წყვეტენ. დღეს აპენინურმა პრესამ ტურინის „იუვენტუსში“ „მონაკოდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ იჯარით მყოფი რადამელ ფალკაოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით დაწერა.

წყაროების ვერსიით, კოლუმბიელი „შავ-თეთრების“ რიგებში კარლოს ტევესს შეცვლის, რომელიც კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ფალკაო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს იჯარით გადავიდა და „წითელ ეშმაკებში“ გატარებულ პერიოდში ჯერჯერობით სამი გოლი გაიტანა.

,,გამორჩეული” – ერიკ აბიდალი

ერიკ აბიდალი დაიბადა 1979 წელს ლიონში. ფრანგი ფეხბურთელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანს ცხოვრებაში შეუძლია ყველანაირი წინაღობის დაძლება. ახლა კი შევეხოთ საფეხბურთო კარიერის დასაწყის.  აბიდალმა ვარჯიში ქალაქ ლიონის გარეუბნის საფეხბურთო კლუბ „ლიონ დუჩერეში“ დაიწყო.

ერიკ აბიდალმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო 2000 წლის 16 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ „მონაკოში“, სადაც მან ძირითად შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა. 2002 წელს იგი გადავიდა თავის ყოფილ მწვრთნელ კლოდ პიუელის გუნდში, აქ მან 62 მატჩის ძირითად შემადგენლობაში დაიმსახურა ადგილი.
2004 წლის ბოლოს იგი თავის მშობლიულ მხარეს დაუბრუნდა: გადავიდა საფეხბურთო კლუბ „ლიონში“, რომელმაც იმ დროისთვის უკვე ზედიზედ მეორედ მოიგო საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი.

პირველი გოლი კარიერაში
2007 წლის 17 იანვარს ერიკ აბიდალმა გაიტანა კარიერაში პირველი გოლი, რომელმაც „ლიონს“ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში „ლე მანის“ წინააღმდეგ 1-0 მოაგებინა.

,,გალურჯ-ბროწეულისფერება’’
2007 წლის, 30 ივნისს აბიდალი 9 მილიონ ევროდ „ბარსელონაში“ გადავიდა და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აბიიდალმა 22 ნომრიანი მაისური მოირგო. 2011 წლის 5 იანვარს ერიკ აბიდალმა ,,ბარსელონას” შემადგენლობაში გაიტანა პირველი გოლი. ეს მოხდა ბილბაოში, სტადიონ სან მამესზე, ადგილობრივ ატლეტიკთან. ამ გოლის წყალობით ,,ბარსელონა” სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში გავიდა.

,,კატალონიის დატოვება’’
ერიკ აბიდალმა კატალონიური გრანდი 2013 წელს დატოვა. ფეხბურთელი ,,მონაკოს’’ რიგებს დაუბრუნდა, სადაც 26 შეხვედრა ჩაატარა.
ამის შემდეგ იყო ,,ოლიმპიაკოსში’’ გადასვლა. სწორედ ამ კლუბში განიზრახა ერიკ აბიდალმა კარიერის დასრულება. რამდემინე დღის კი გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ. მთლიანი საფეხბურთო სამყარო ამ ამბავმა ფეხზე დააყენა. კატალონიის ,,ბარსელონას’’ ოფიციალურმა ვებგვერდმა ფრანგს დიდი მადლობა გადაუხადა ყველაფრისათვის.როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კარიერის შემდეგ ერიკ აბიდალი უბრუნდება კატალონიას. ,,ბარსას’’ ხელმძღვანელობის გადაწვეტილებით ის საფეხბურთო სკოლების მთავარ დირექტორად ინიშნება. სწორედ ამ საქციელით გამოხატეს ბლაუგრანელებმა უდიდესი პატივისცემა და ნდობა ერიკ აბიდალის მიმართ.

სანაკრებო კარიერა
ერიკ აბიდალი აფრანგეთის ნაკრებში 2004 წლის 18 აგვისტოდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე 55 მატჩი ჩაატარა. მიუხედავად ხშირი ტრავმიანობისა და ფიფასთან უთანხმოებებისა, აბიდალმა იასპარეზა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამის შემდეგ იყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იტაალიის წინააღმდეგ. სამწუხაროდ,  თერთმეთმეტრიანების სერიაში ფრანგები დამარცხდნენ. ერიკ აბიდალმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ირიცხებოდა ეროვნული ნაკრების შემადგელობაში.

ჯანმრთელობის პრობლემა
ყველას კარგად მოგვეხსენება აბიდალის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. 2011 წლის 15 მარტს „ბარსელონამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბიდალს ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ახალმა ამბავმა ყველა გააკვირვა. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ფრანგ ფეხბურთელს დიდ მხარდაჭერას უცხადებდნენ.





მიღწევები

გუნდური

საფრანგეთის ჩემპიონი: 2004-05; 2005-06; 2006-07
საფრანგეთის თასის მფლობელი: 2005, 2006, 2007
ესპანეთის ჩემპიონი: 2008-09; 2009-10; 2010-11
ესპანეთის თასის მფლობელი: 2009, 2010, 2011
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 2008-09; 2010-11
უეფას სუპერთასის მფლობელი: 2009; 2011
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი: 2009

ინდივიდუალური 
უეფას წლის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2007

სანაკრებო
მეორე ადგილი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

 

როგორ ეწეოდა არსენ ვენგერი მატჩის მიმდინარეობის დროს სიგარეტს

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრამ ლონდონის “არსენალს” მეტოქედ არსენ ვენგერის ყოფილი კლუბი “მონაკო” არგუნა. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა რამდენიმე წლის წინათ გადაღებული ვიდეო, რომელიც გვიჩვენებს, რომ “მონაკოს” იმდროინდელი თავკაცი არსენ ვენგერი მატჩის მიმდინარეობის დროს სიგარეტს ეწეოდა.

“მონაკო” – “ზენიტი” 2:0

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში “მონაკომ” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. “მონეგასკებმა” ამ გამარჯვებით პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს, პეტერბურგელები კი ტურნირს გამოთიშეს.

მონაკო 2-0 ზენიტი

გოლები: აბდენური 63′ ; ფაბინიო 89′ 

ბერბატოვმა “ტულუზას” ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)

5 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “ტულუზასა” და “მონაკოს” შორის გამართულ მატჩში (0:2) დიმიტარ ბერბატოვმა ლამაზი გოლი გაიტანა.