კრიშტიანო რონალდუმ რადამელ ფალკაო გაამხნევა

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ ფრანგული “მონაკოს” ფეხბურთელი რადამელ ფალკაო გაამხნევა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელმა მოთამაშემ ტრავმა მიიღო, რის გამოც, დიდი შანსია, მან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს.

“მინდა, რომ რადამელი გავამხნევო და მას მალე გამოგანმრთელება ვუსურვო. მთლიანად ფეხბურთს და განსაკუთრებით კოლუმბიის ნაკრებს ფალკაო ესაჭიროება. ის დიდებული თავდამსხმელია”, – ამბობს რონალდუ.

საფეხბურთო უიკენდის ტოპ-10

“ოქროს ბურთი” მადრიდში, მატა მანჩესტერში, ბუნდესლიგის დაბრუნება და საფეხბურთო უიკენდის სხვა საინტერესო მოვლენები ჩვენს ტოპ-10-ში.

 

მატა მანჩესტერში

კვირას, 26 იანვარს “მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად დაადასტურა ხუან მატას ტრანსფერი ლონდონის “ჩელსიდან”. აღნიშნული ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. ესპნელში მანჩესტერელებმა 37,1 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.
“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს დანიშნვის შემდეგ, მატამ ლიდერის როლი დაკარგა და მეორე პლანზე გადავიდა, რაც ამ დონის მოთამაშისთვის საკმაოდ რთულია.

რონალდუს ექსპოზიცია

რონალდუმ “გრანადასთან” გამართული მატჩის დაწყებამდე “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილ გულშემატკივარს “ოქროს ბურთი” წარუდგინა.

პრესტიჟულ ჯილოსთან ერთად სამსახსოვრო ფოტო “რეალის” სასტარტო შემადგენლობის ყველა ფეხბურთელმა გადაიღო.

პორტუგალიელმა ამ აქციით იმ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომ თანაგუნდელების გარეშე “ოქროს ბურთის” მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა.

ბუფონის ორმაგი სასჯელი

“იუვენტუსის” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ლაციოსთან” გამართულ მატჩი წითელი ბართი 24-ე წუთზე მიიღო, როდესაც მიროსლავ კლოზეს წინააღმდეგ დაარვია თამაშის წესი რაც თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დამთავრდა. 2011 წლის 20 თებერვლის შემდეგ ეს ბუფონის პირველი გაძევებაა. მაშინ მეკარე “ლეჩესთან” სტუმრად გამართულ მატჩი გააგდეს. “იუვემ” ის შეხვედრა 2:0 წააგო, ამჯერად კი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ბუნდესლიგის დაბრუნება

ერთთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა ბუნდესლიგის გათამაშება. მეთვრამეტე ტურის პროგრამა მიუნჰენგლადბახში გაიხსნა, სადაც ადგილობრივ “ბორუსიას” მოინხენის “ბაიერნი” ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის სხვა ლიდერებმა ქულები დაკარგეს და “ბაიერნიც” წინ ათქულიანი ჰანდიკაპით გაიჭრა.

მესის დუმილი

“ბარსელონა” პრიმერას ლიდერობას განაგრძობს. ამჯერად კატალონიელებმა “მალაგას” სძლიეს. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ლეო მესიმ თასზე 4 გოლის გატანა მოახერხა, ჩემპიონატში კი მეტოქეთა კარის აღებას ჯერ ვერ ახერხებს. თუმცა, ამჯერად არგენტინელმა საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, რომელიც პედრომ გამოიყენა.

აკვილანი – “ჯენოას” ჯადო

ალბერტო აკვილანიმ ბოლო დროს “ფიორენტინას” სასტარტოში ადგილი დაკარგა, თუმცა ბორხა ვალეროს ტრავმამ აკვილანის შანსი მისცა, რომლის გამოყენებაც მან მშვენივრად შესძლო. აკვილანი “ჯენოასთან” გამართული მატჩის გმირი გახდა. თუმცა, ზუსტად შესრულებული პენალტი და ორი შესანიშნავი საჯარიმო გამარჯვების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ აკვილანიმ გენუელებს პირველ წრეშიც გაუტანა.

ბლაშიკოვსკიმ სეზონი დაასრულა

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი იაკუბ ბლაშიკოვსკი ტრავმირებულია და შესაძლოა მოედანზე ნახევარი წელი ვერ გამოვიდეს. პოლონელმა ფეხბურთელმა ტრავმა “აუგსბურგთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. “სიგნალ იდუნა პარკზე” გამართულმა დაპირისპირებამ გამარვება ვერ გამოავლინა – 2:2. ბლაშიკოვსკიმ კი მოედანი მეექვსე წუთზე დატოვა.

დე ბრიუინე ისვე გერმანიაშია

“ვერდერში” წარმატებული იჯარის შემდეგ “ჩელსიმ” დე ბრიუინე “ვოლფსბურგში” 17 მილიონ ევროდ გაყიდა. “მგელბის” შემადგენლობაში ბელგიელს დებიუტი “ჰანოვერის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ქონდა. თუმცა, 90 წუთის განმავლობაში ფეხბურთელმა ღირებული ვერაფერი ვერ შექმნა.

“მონაკო” ფალკაოს გარეშე იგებს

მიუხედავად რადამელ ფალკაოს ტრავმისა “მონაკომ” კვლავ მოიგო. მორი ტურში “მონაკომ” “მარსელი” დაამარცხა. თავი ვალერ ჟერმენმა და ემანუელ რივიერმა გაიტანეს. ამ გამარჯვებით მონაკომ 48 ქულას მოუყარა თავი და “პსჟ”-სთან ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა.

“სიტის” თავგადასავალი

“მანჩესტერ სიტიმ” ინგლისის თასზე “ოუტფორდთან” საკმაოდ დაძაბული შეხვედრა მოიგო. “ეტიჰადზე” გამართული დაპირისპირება მანჩესტერელების გამარჯვებით დასრულდა – 4:2.

პირველი ტაიმიშ შემდეგ მასპინძლები 0:2-ს აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში პელეგრინის ფეხბურთელებმა სიტუაციის გამარჯვება შესძლეს, რაც სერხიო აგუერო დამსახურებაა. არგენტინელმა ჰეთ-ტრიკის შესრულება მოახერხა.

“მონაკო” ჰალკის და ვუჩინიჩის ტრანსფერებს განიხილავს

“მონაკოს” ხელმძღვანელობა ფორვარდის დამატებას აპირებს, რაც რადამელ ფალკაოს ტრავმით არის გამოწვეული. მოგეხსენებთ, კოლუმბიელი მძიმედ დაშავედ და სავარაუდოდ ბრაზილიაში გასამართ მუნდიალსაც გამოტოვებს. ფრანგული პრესის ცნობით, “მონაკოს” ბოსები ჰალკის და მირკო ვუჩინიჩს ვარიანტებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა “მონაკომ” “ანჟიდან” შეძენილი ლასინა ტრაორე “ევერტონში” იჯარით აღარ გაუშვას.

სირიგუ: „კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ“

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე, სალვატორე სირიგუ აცხადებს, რომ გუნდმა კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ ადგილს „პარი სენ-ჟერმენი“ იკავებს. პარიზელებს მეორე პოზიციაზე მყოფი „მონაკო“ ხუთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსანი „ლილი“ – შვიდით.

„კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ, რადგან „მონაკო“ და „ლილი“ კარგი გუნდები არიან და მათ ჩვენი შეცდომების გამოყენება ნამდვილად შეუძლიათ“, – ამბობს სირიგუ.

დიდი ალბათობით, „მონაკო“ ზაფხულში ვიდიჩს დაიმატებს

„,მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ნემანია ვიდიჩმა, შესაძლოა, კარიერა „მონაკოში“ გააგრძელოს, რის შესახებაც The Independent-ი იტყობინება.

არსებული კონტრაქტი მხარეებს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე აკავშირებთ, შესაბამისად, სერბი „წითელ ეშმაკებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაცით, აქამდე 32 წლის მოთამაშის შეძენის სურვილი ასევე „ფიორენტინას“, „იუვენტუსისა“ და „გალათასარაის“ ხელმძღვანელებსაც ჰქონდათ.

ალექსანდრე მატევოსოვი

რიკარდო კარვალიოს “მონპელიასთან” მატჩში მაისური უკუღმა ეცვა

10 იანვარს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “მონპელიემ” საკუთარ მოედანზე “მონაკო” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “მონაკოს” პორტუგალიელ მცველ რიკარდო კარვალიოს მაისური უკუღმა ეცვა, რაც კამერებმა დააფიქსირეს კიდეც.

carvalho

კონტემ “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტი გაიცნო

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა დუბაიში “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტი ვადიმ ვასილიევი გაიცნო. იტალიური პრესის ცნობით, ფრანგული კლუბი “იუვენტუსის” მწვრთნელის სამსახურით არის დაინტერესებული.

ამ ეტაპზე “მონაკოს” კლაუდიო რანიერი წვრთნის. “იუვეს” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი კი აცხადებს, რომ კონტეს შენარჩუნება სურს და არსად აპირებს მის გაშვებას.

ფალკაო: “რონალდუ მესიზე უკეთესი ფეხბურთელია”

ფრანგული “მონაკოს” თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო აცხადებს, რომ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდუ ლიონელ მესიზე უკეთესი მოთამაშეა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ოქროს ბურთის მოპოვების ფავორიტად კრიშტიანო რონალდუ ითვლება.

“მესი და რონალდუ – მსოფლიოს ორი უძლიერესი ფეხბურთელი. თუმცა, ჩემი აზრით, მათ შორის საუკეთესო პორტუგალიელია. კრიშტიანო “, – აცხადებს კოლუმბიელი მოთამაშე.

ვალდესისთვის სამი კლუბი იბრძოლებს

ევროპული პრესა „ბარსელონას“ მეკარის ვიქტორ ვალდესის შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერას აგრძელებს.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, „ბლაუგრანასის“ კარის დარაჯისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთდროულად „მონაკოს“, პსჟ-სა და „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელები იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსასთან“ კონტრაქტი ვალდესს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე აკავშირებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

რანიერის დი მარია მოსწონს

ფრანგული “მონაკოს” მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი მადრიდის “რეალის” ფეხბურთელის, ანხელო დი მარიას მიმართ ინტერესს ადასტურებს, თუმცა უარყოფს ხმებს, თითქოს ტრანსფერი უკვე გაჩარხულია.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალმა” გასულ ზაფხულს ლონდონის “ტოტენჰემიდან” 100 მილიონად გარეტ ბეილი შეიძინა. უელსელის მისვლის შემდეგ, დი მარიას “სამეფო კლუბიდან” წასვლას უწინასწარმეტყველებენ.

“დიახ, დი მარია ნამდვილად მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, ის ჩვენს გუნდში არ გადმოვა”, – თქვა რანიერიმ.

აბიდალი: “ფალკაო “მონაკოში” დარჩება”

ფრანგული “მონაკოს” გამოცდილი მცველი, ერიკ აბიდალი აცხადებს, რომ კოლუმბიელი თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო კლუბში დარჩება.

“ერთი რამ, რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ისაა, რომ რადამელი “მონაკოში” დარჩება. ფალკაომ თქვა, რომ მას გუნდის დატოვების სურვილი არ გააჩნია, შესაბამისად ამ თემაზე ბევრი საუბარი არ ღირს. ჩემი აზრით, კოლუმბიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია”, – ამბობს აბიდალი.

“მონაკო” ბონუჩის დააკვირდება

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგულმა “მონაკომ” იტალიაში, ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურ მცველზე, ლეონარდო ბონუჩიზე დასაკვირვებლად სკაუტები გააგზავნა.

Tuttosport-ის ცნობით, “მონაკოს” წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსისა” და “კოპენჰაგენის” დაპირისპირებასაც ესწრებოდნენ.

გასულ ზაფხულს სანქტ-პეტერბურგის “ზენიტმა” “ბიანკონერის” ფეხბურთელში 16 მილიონი ევრო შეთავაზა, თუმცა ტურინელებმა ის ამ ფასად არ დათმეს. შესაბამისად, “მონაკოს” ბონუჩიში უფრო მეტი თანხის შეთავაზება მოუწევს.