“მონაკო” – “ბორუსია”: შეხვედრის დაწყების ახალი დრო ცნობილია

უკვე გავრცელებული იფნორმაციის თანახმად, დღეს დორტმუნდში, "ბორუსიას" ავტობუსთან ბომბი აფეთქდა. დაშავებულია ერთი ფეხბურთელი  - მარკ ბარტრა. ასევე, სხვა ერთი ადამიანი დაზიანდა. გარდაცვლილი არ არის.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი მატჩი "მონაკოსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის 12 აპრილს ანუ ხვალ, თბილისის დროით 20:40 წუთზე დაიწყება.

Fanebi.Com-ი უახლეს ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვდით.

პერესი: “ბენზემასა და მბაპეს დუეტი? სავსებით შესაძლებელია”

ფლორენტინო პერესმა აღიარა, რომ არის შანსი, “მონაკოს” 18 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ “რეალში” ითამაშოს.

“ბენზემასა და მბაპეს დუეტი? ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ სეზონის ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ მინდა.

კარიმი ზიდანისა და რონალდოს ნარევია. ის მსოფლიოს საუკეთესო 9 ნომერია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩება. მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მას კარიერის დარჩენილ ნაწილს სწორედ აქ გავატარებინებდი.

მე ძალიან ბედნიერი ვარ ისეთი ფეხბურთელის ყოლით, როგორიც ბენზემაა და მისი სანიმუშო ყოფაქცევით,” – აცხადებს “რეალის” პრეზიდენტი.

“პარი სენ-ჟერმენმა” შესაძლოა, მბაპე 60-90 მილიონად იყიდოს

ფრანგულ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი კილიან მბაპეს ტრანსფერით.

როგორც ცნობილი ხდება, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ამ ტრანასფერის თაობაზე.

მართალია, მბაპე 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ “მონაკო” და “პსჟ” ერთ ჩემპიონატში თამაშობენ, პარიზელებს შესაძლოა, 20-30 მილიონით მეტის გადახდა დასჭირდეთ.

შეგახსენებთ, რომ მბაპე მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. ლიგა 1-ის 22 მატჩში მან 12 გოლის გატანა შეძლო, ჩემპიონთა ლიგაზე კი ორჯერ შეძლო თავის გამოჩენა (5 მატჩში).

საფრანგეთის ნაკრებში პოგბას ნაცვლად ბაკაიოკო გამოიძახეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ნაკრებში თამაშის შანსი ფრანგული “მონაკოს” ჰავბეკს, ტიემუე ბაკაიოკოს მისცა.

ბაკაიოკო, რომლის გუნდიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე იმყოფება, ნაკრებში პოლ პოგბას ჩაანაცვლებს, რომელმაც საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამის ბიჭებს წინ ორი ტესტი ელით – ლუქსემბურგის წინააღმდეგ გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი და ესპანეთთან გასამართი ამხანაგური თამაში.

კარიკატურა: ჟარდიმმა გვარდიოლა წყალში მოისროლა (ფოტო)

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში “მონაკომ” “მანჩესტერ სიტის” სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის შემდეგ მონაკოელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა განაცხადა, რომ მის გუნდს ინგლისურ კლუბებთან თამაში ძალიან უადვილდება.

ომარ მომანიმ უმალვე კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

 

გლიკი: “მბაპეს შეუძლია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”

კამილ გლიკმა თავის თანაგუნდელზე, კილიან მბაპეზე საუბრისას აღნიშნა, რომ 18 წლის შემტევი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელსაც უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მბაპე 2016/17 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. ახალი სეზონის 29 მატჩში მან 15 გოლის გატანა მოახერხა, რითიც მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

“მბაპე ყველაფერს იმსახურებს, რაც მის თავს ხდება. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მას შეუძლია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, თუ ამას მართლა მოინდომებს.

ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ექსტრაორდინარულ რაღაცებს აკეთებს.

ის ძალიან ძლიერი, სწრაფი და ნიჭიერი ფეხბურთელია. პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ, სულაც არ შეცვლილა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიწას არ უნდა მოსწყდეს და ვარჯიში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს,” – აცხადებს პოლონელი მცველი.

ჩემპიონთა ლიგა: რადამელ ფალკაოს გოლი ტურის საუკეთესოდ დაასახელეს (ვიდეო)

რადამელ ფალკაოს მიერ შუა კვირაში, “მანჩესტერ სიტის” კარში გატანილი გოლი უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა.

როგორც იცით, ზემოთ აღნიშნული მატჩი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა (5-3), თუმცა კოლუმბიელი ფორვარდის მიერ გატანილმა ულამაზესმა გოლმა ყველაფერი გადაფარა.

“რეალმა” “მონაკოს” ვარსკვლავებს დაადგა თვალი

ფრანგული “მონაკოს” ვარსკვლავთა აქტიურობა მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებს შეუმჩნევლად არ დარჩენიათ.

ესპანური Marca-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, მადრიდელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ბერნარდო სილვასა და კილიან მბაპეს ტრანსფერებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, იმასაც, რომ 22 წლის ბერნარდო სილვას გადაბირებით “რეალი” აქამდეც იყო დაინტერესებული, თუმცა არაფერი გამოვიდა. თუმცა, “თეთრები” ყურების ჩამოყრას არ აპირებენ და კიდევ ერთხელ სცდიან ბედს.

დიდია შანსი იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა საფრანგეთის ლიგა 1 სეზონის დასრულებისთანავე დატოვონ.

ფაბინიო “არსენალთან” და “ბარსელონასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს

ფრანგული “მონაკოს” მცველის, ფაბინიოს მამის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი შვილის გადაბირებას რამდენიმე ევროპული გრანდი ცდილობს.

“მოლაპარაკებებს “მანჩესტერ იუნაიტედთან”, “მანჩესტერ სიტისთან” და “არსენალთან” ვაწარმოებთ, ისევე როგორც “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან.

მართალია, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და მოურინიოს მუშაობა ძალიან მოგვწონს, თუმც “მანჩესტერ სიტის” ვარიანტსაც განვიხილავთ,” – აცხადებს ფაბინიოს მამა.

როგორც იცით, 23 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს ადრეც საკმაოდ აქტიურად აკავშირებდნენ “მანჩესტერ იუნაიტედთან”, თუმცა როგორც ჩანს, “წითელი ეშმაკებს” მასში გადასახდელი 40 მილიონი აფიქრებთ.

რომელია ევროპის ყველაზე შედეგიანი გუნდი?

გთავაზობთ ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის (ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი) იმ გუნდების ჩამონათვალს, რომლებთაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი.


7. “ნაპოლი” – 70 გოლი (55 – სერია ა + 11 ჩ. ლიგა + 4 იტალიის თასი) 31 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

რომ არა “ბოლონიასთან” მოგებული მატჩი, ანგარიშით 7:1, არავინ იცის, მოხვდებოდა თუ არა მაურისიო სარის გუნდი ჩვენ შვიდეულში. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელტა ბელგიელ ვინგერს, დრის მერტენს უკვე დაუგროვდა 20 გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში.


6. “მანჩესტერ სიტი” – 77 გოლი (49 – პრ. ლიგა + 18 – ჩ. ლიგა + 8 – ინგლისის თასი + 2 – ლიგის თასი) 35 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

გაახალგაზრდავებულ “სიტის” 77 გოლი აქვს გატანილი. “ქალაქელები” ახლა ჩვენი სიის მე-6 პოზიციას კი იკავებენ, მაგრამ არავინ იცის, რომელ ადგილზე იქნებოდნენ ისინი, გაბრიელ ჟეზუსი დასაწყისიდანვე რომ ჰყოლოდათ.


5. “პსჟ” – 82 გოლი (45 – ლიგა 1 + 13 – ჩ. ლიგა + 11- საფრ. თასი + 9- ლიგის თასი + 4- სუპერთასი) 35 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

ზლატანის წასვლის შემდეგ, “პარის სენ-ჟერმენის” სადავეები ხელში ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ ჩაიგდო. მართალია კავანი ნამდვილად დაფრინავს, მაგრამ გატანილი 82 გოლი საკმარისი ჯერ არ არის.


4. “არსენალი” – 83 გოლი (52 – პრ. ლიგა +18 – ჩ. ლიგა + 7 ინგლისის თასი + 6 – ლიგის თასი) 35 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

“არსენალი” მეოთხეზეა, სიტყვები – ზედმეტი.


3. “რეალი” – 98 გოლი (51 – ლა ლიგა; 16- ჩ. ლიგა; 22 თასი; 6- საკლუბო ჩემპ.; 3- ევრ. სუპერთასი) 34 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

მადრიდული “რეალი” ამ ცხრილის არა, მაგრამ ლა ლიგის სატურნირო დაფის მწვერვალზე ნამდვილად არის. “თეთრებს” ზუსტად იმდენი გააქვთ, რამდენიც სჭირდებათ. ეს რიცხვი ამ დროისთვის 98-ს შეადგენს.


2. “მონაკო” – 100 გოლი (68 – ლიგა 1; 16 – ჩ. ლიგა; 7 – საფრანგეთის თასი; 9- ლიგის თასი) 38 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

წლევანდელ სეზონში განსაკუთრებულად აქტიურობს ფრანგული “მონაკო”, მსგავსად მათი “ჩამოწერილი” ფორვარდის, რადამელ ფალკაოსა. ამ დროისთვის, მათ ანგარიშზე 100 გატანილი გოლია.


1. “ბარსელონა” – 100 გოლი (55 – ლა ლიგა; 20 – ჩ. ლიგა; 20 – სამეფო თასი; 5 – ესპანეთის სუპერთასი) 36 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

მართალია, ეს მათი საუკეთესო სეზონი არ არის, მაგრამ ამ სიას მაინც ლუის ენრიკეს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” გუნდი ლიდერობს 100 გატანილი გოლით.


რომელ ჩემპიონატში გადის ყველაზე მეტი გოლი

მართალია, ჩვენს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები ბოლოს ვერ მოუღებს დავას იმაზე, თუ რომელია მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი, მაგრამ იმაში მაინც დაგარწმუნებთ, რომ მიმდინარე სეზონში (ამ დროისთვის) ყველაზე მეტი გოლი ესპანურ ლა ლიგაში გადის.

როგორც ესპანური გამოცემა, Marca გვატყობინებს, საშუალოდ, პრიმერას თითო მატჩში 2.9 გოლი გადის. ამ შედეგით ლა ლიგა პრემიერ ლიგასაც უსწრებს (სულ რაღაც 0.04 გოლით), ისევე როგორც სერია ა-ს (2.75), ერედივიზიონს (2.7), ბუნდესლიგასა (2.66) და ლიგა 1-ს (2.5).

აღსანიშნავია, რომ გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი მიმდინარე სეზონში, “მონაკო”, ლიგა 1-ში ასპარეზობს. მის ანგარიშზე 64 გოლია. “მონაკოს” 51-51 გოლით “ბარსელონა” და “ლივერპული” მოსდევს. “იუვეს” ანგარიშზე კი 20 მატჩში გატანილი მხოლოდ 42 გოლია.

რაც შეეხება ლა ლიგის საუკეთესო მაჩვენებელს, ის 1950/51 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც თითო მატჩში საშუალოდ 4.59 გოლი გადიოდა.


1. ლა ლიგა – საშუალოდ 2.9 გოლი

2. პრემიერ ლიგა – საშუალოდ 2.86 გოლი

3. სერია ა – საშუალოდ 2.75 გოლი

4. ერედივიზიონი – საშუალოდ 2.7 გოლი

5. ბუნდესლიგა – საშუალოდ 2.66 გოლი

6. ლიგა 1 – საშუალოდ 2.5 გოლი

7. თურქული სუპერ ლიგა – საშუალოდ 2.46 გოლი

8. პორტუგალიური პრიმერა ლიგა – საშუალოდ 2.37 გოლი


Daily Telegraph: ვინ ჩაანაცვლებს ოსკარს?

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები გუნდში ორი ახალი ფეხბურთელის დამატებას აპირებენ, რაც ოკარის ჩინეთში გადაბარგებითაა გამოწვეული. ამ ინფორმაციას Daily Telegraph-ის რედაქცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩინურ “შანხაიში” აპირებს კარიერის გაგრძელებას, რომელიც მზადაა, მის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაუხადოს “სტემფორდ ბრიჯის” ბინადრებს.

“ჩელსის” ინტერესთა სფეროში კი “მონაკოელთა” წყვილი, ჯიბრილ სიდიბე და ტიმუ ბაკაიოკოა მოქცეული, რომლებმაც თავი მიმდინარე სეზონში კარგი ასპარეზობით გამოიჩინეს.

ანტონიო რუდიგერი, სიმონ კიაერი, მაიკლ კინი და ნიკლას სულე – ფრანგული კლუბის ფეხბურთელების გარდა, ანტონიო კონტეს სამიზნეთა სიაში სწორედ ეს ფეხბურთელები იმყოფებიან.