ჟოზე მოურინიომ “მტირალა მწვრთნელებს” დასცინა

19 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის მიმდინარეობისას, ჟოზე მოურინიომ დარბაზში შეკრებილი ჟურნალისტები გაახალისა. პორტუგალიელმა სპეციალიტმა “მტირალა მწვრთნელების” იმიტაცია გააკეთა.

მოურინიოს ოპერაციას გაუკეთებენ

უცხოური პრესის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინგლისელი ჟურნალისტების თქმით, მოურინიოს იდაყვზე აქვს პრობლემა და ქირურგიული ჩარება აუცილებელი გახდა.

შეგახსენბეთ, რომ გუშინ “ჩელსიმ” პრემიერლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა – 3:1.

მოურინიო იმედოვნებს, რომ ვან პერსი და რუნი “ჩელსისთან” ითამაშებენ

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმედი გამოთქვა, რომ რობინ ვან პერსი და უეინ რონი მისი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებბენ. შეგახსენებთ “ჩელსი” – “მანჩესტერის” დაპირისპირება შაბათს გაიმართება.

“ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშს არაფერი არ ჯობია. ამიტომ, იმედის გამოვთქვამ, რომ ვან პერსი და რუნი გამოჯანმრთელებას მოასწრებენ და ჩვენს წინააღმდეგ გამოვლენ მოედანზე” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო: მატიჩი შესანიშნავი უნივერსალია

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოირინიო თავისი გუნდის ახალწვეულზე ნემანია მატიჩზე ისაბრა, რომელიც “არისტოკრატთა” ბანაკში ლისაბონის “ბენფიკადან” გადაბარგდა.

“ნემანიას ტრანსფერით კმაყოფილი ვარ. პორტუგალიაში ის კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, შემდეგ კი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსალური ნახევარმცველი გახდა. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენი გუნდის მნიშნველოვანი რგოლი იქნება და მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება” – განაცხადა მოურინიომ.

პერესმა რაულს “რეალში” დაბრუნება შესთავაზა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბის ყოფილ კაპიტანს რაულს მშობლიურ კლუბში დაბრუნება შესთავაზა.

პერესს რაულის ხილვა “რეალის” სპორტულ პროექტებში სურს. თუმცა, ფორვარდს კარიერის დასრულება ჯერ არ უნდა და ყატარულ “ალ-სადში” კიდევ ერთი სეზონის ჩატარებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რაულმა მადრიდი 2010 წელს დატოვე, როდესაც “რეალის” სათავეში ჟოზე მოურინიო მივიდა. ესპანელი გელზენკირხენის “შალკეში” გადაბარგდა, რომლის ღირსებასაც 2 წლის განმავლობაში იცავდა.

გუარინი: “მოურინიო საუკეთესოა”

მილანის “ინტერის” ფეხბურთელმა, ფრედი გუარინმა ლონდონის “ჩელსის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო შეაქო და თქვა, რომ ის საუკეთესო მწვრთნელია.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელ ნახევარმცველს იტალიური პრესა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ჩელსიში” გადასვლას უწინასწარმეტყველებს.

“მოურინიო? უდაოა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ის ფეხბურთელებთან მშვენიერ ურთიერთობას ამყარებს, რაც რა თქმა უნდა, დიდი პლუსია”, – ამბობს გუარინი.

გუარინი: “მოურინიო საუკეთესო მწვრთნელია”

მილანის “ინტერის” და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ფრედი გუარინი, რომლის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენს, ქების სიტყვებს არ იშურებს “არისტოკრატების” მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიმართ. ინფორმაცია “ჩელსის” ინტერესის შესახებ თავად გუარინმა გაავრცელა, თუმცა ისიც დაამატა, რომ ამ ეტაპზე “ინტერში” აპირებს დარჩენას. “მოურინიო” ის უბრალოდ საუკეთესო მწვრთნელია” – განაცხადა 27 წლის ფეხბურთელმა.
მიმდინარე სეზონში გუარინმა სერია ა-ს ჩვიდმეტ ტურშიი მიიღო მონაწილეობა და სამი გოლის გატანა მოახერხა.

მოურინიო: “ჩელსის” სამწვრთნელო შტაბს ყოველთვის მოსწონდა როჯერსი

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გაკვირვებულია ბრენდან როჯერსის წარმატებული მოღვაწეობით “ლივერპულში”. შეგახსენებთ, რომ როჯერსი “ჩელსის” ახალგაზრდული, შემდეგ კი სარეზერვო გუნდი მწვრთენლადაც მუშაობდა მოურინიოს პერიოდში.

“ყოვეთვის გახსნილი ადამიანი იყო და სწავლა არ ეთაკილებოდა. ფეხბურთი ძალიან აინტერესებდა და თავისი აზრი ყველა საკითხზე ჰქონდა. მე და ჩემს შტაბს როჯერსი საერთო მუშაობის პირველი დღიდანვე მოგვეწონა.
ახლა ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კლუბის მწვრთნელია და პრემიერლიგის მოსაგებად იბრძვის” – განცახადა მო

მოურინიო: “წელს ოთხეულშიც კი რთულია მოხვედრა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თვლის, რომ მიმდინარე სეზონი განსაკუთრებით რთულია. ამაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა “ლივერპულთან” შეხვედრის წინ ისაუბრა.

“როდესაც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, ინტერესი ყოველთვის დიდია. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, სადაც ჩვენ ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. წელს გათამაშების ცხრილი განსაკუთრებული სიმჭიდროვით აღინიშნება და შესაბამისად ოთხეულისთვის ბრძოლაც მეტად დაძაბულია.” – განაცხადა მოურინიომ.

 

აზარი: “მოურინიოს დაცვითი სტილის ფეხბურთელები მოსწონს”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი შემტევი ედენ აზარი აცხადებს, რომ მისი გუნდის თამაში პირველ რიგში დაცვაზეა ორიენტირებული.

“ჩვენს მთავარ მწვრთნელს დაცვითი სტილის ფეხბურთელები მოსწონს. შემტევები ვალდებულები ვართ ყოველთვის დავეხმაროთ ჩვენს მცველებს. და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ შეტევაზე. “არსენალთან” ეს კარგად არ გამოგვივიდა, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას” – განაცხადა ბელგიის ნაკრების ფეხბურთელმა.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მწვრთნელები

გამოცემა “პლური კონსულტორიამ” მსფლიოს 20 უმდიდრეს მწვრთნელის სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე ახლა უკვე მსოფლიოს საუკეთსო კლუბის სტატუსის მქონე “ბაიერნის” მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა, რომლის ხელფასი წელიწადში 17 მილიონი ევროა. ერთი შენიშნვა – რეიტინგში მხოლოდ ოფიციალური ხელფასებია მოცემული და არ არის შესული პრემიალური თანხები.

1. ხოსეპ გვარდიოლა (“ბარსელონა”) – € 17 მილიონი

2. ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”) – € 10,03 მილიონი

3. მარჩელო ლიპი (“გუანჩჯოუ ევერგრანდი”) – € 10 მილიონი

4. არსენ ვენგერი (“არსენალი”) – € 8,26 მილიონი

5. ფაბიო კაპელო (რუსეთის ნაკრები) – € 7,8 მილიონი

6. კარლო ანჩელოტი (“რეალი”) – € 7,5 მილიონი

7. დევიდ მოიესი (“მანჩესტერი”) – € 5,9 მილიონი

8. ხერარდო მარტინო (“ბარსელონა”) – € 5,4 მილიონი

9. იურგენ კლოპი (“ბორუსია”) – € 4,3 მილიონი

10. მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”) – € 4,1 მილიონი

11. ჟორჟე ჟეზუში (“პორტო”) – € 4 მილიონი

12. ბენდან როჯერსი (“ლივერპული”) – € 3,9 მილიონი

13-14. სემ ელერდაისი (“ვეს ჰემი”) – € 3,6 მილიონი

13-14. როი ხოჯსონი (ინგლისის ნაკრები) – € 3,6 მილიონი

15-16. რობერტო მანჩინი (“გალათასარაი”) – € 3,5 მილიონი

15-16. რაფა ბენიტესი (“ნაპოლი”) –  € 3,5 მილიონი

17. ლუჩიანო სპალეტი (“ზენიტი”) – € 3,3 მილიონი

18-20. კლაუდიო რანიერი (“მონაკო”) – € 3 მილიონი

18-20. ლორან ბლანი (საფრანგეთის ნაკრები) – € 3 მილიონი

18-20. ანტონიო კონტე (“იუვენტუსი”) – € 3 მილიონი

ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიო ფეხბურში

ბრაზილიურმა სპორტული ბიზნესის კომპანია Pluri Consultoria-მ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა სია გამოაქვეყნა.

სიაში პირველ ადგილს მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა იკავებს. ესპანელი სპეციალისტი ბავარიული კლუბისგან, წელიწადში, ხელფასის სახით 17 მილიონ ევროს იღებს.

მეორე პოზიციას იკავებს ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, რომელსაც ინგლისურ კლუბში 10 მილიონ ევროს უხდიან.

გთავაზობთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ათეულს:

1. პეპ გვარდიოლა (მიუნხენის “ბაიერნი”) – 17 მილიონი.
2. ჟოზე მოურინიო (ლონდონის “ჩელსი”) – 10 მილიონი.
3. მარჩელო ლიპი (“გუანჟოუ ევერგრანდი”) – 10 მილიონი.
4. არსენ ვენგერი (ლონდონის “არსენალი”) – 8.2 მილიონი.
5. ფაბიო კაპელო (რუსეთის ნაკრები) – 7.8 მილიონი.
6. კარლო ანჩელოტი (მადრიდის “რეალი”) – 7.5 მილიონი.
7. დევიდ მოიესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 5.9 მილიონი.
8. ხერარდო მარტინო (კატალონიის “ბარსელონა”) – 5.4 მილიონი.
9. იურგენ კლოპი (დორტმუნდის “ბორუსია”) – 4.3 მილიონი.
10. მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”) – 4.1 მილიონი.

დიტო ჭიჭინაძე