მოურინიო: “მოუთმენლად ველი “პრემიერ ლიგის” დაწყებას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან უნდა, “პრემიერ ლიგამ” სტარტი მალე აიღოს.

“ცუდია, რომ ეს დღე ხვალ არაა. მე უკვე გამოცდილი მწვრთნელი ვარ. დიდი ფეხბურთში ხანგრძლივი დროის მანძილზე ვმოღვაწეობ და წინასასეზონოდ ოდნავადაც არ ვნერვიულობ. ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გახვიდე “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერის” მწვრთნელის რანგში… ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება!”

“ამ მოედანზე მთელი 50 მეტრია გვირაბიდან გაზონამდე. წინა კლუბების სტადიონებზე ასე არ იყო. იქ პირდაპირ უერთდებოდა გვირაბი მოედანს. აქ კი არის ადგილი, სადაც შემიძლია მატჩიდან გამოყოლილი კარგი ან ცუდი რამეები ვიგრძნო. ეს მართლაც შესანიშნავი სტადიონია,” – განაცხადა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.

მოურინიომ “მანჩესტერში” სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა

ცნობილი გახდა იმ პიროვნებების ვინაობა, რომლებიც ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელების გაწვრთნაში დაეხმარებიან.

პირველ რიგში, გეტყვით სილვინიო ლოუროსა და რუი ფარიაზე. ორივე მათგანი მთელი კარიერის მანძილზე მოურინიოს იქ მიჰყავდა, სადაც მიდიოდა ხოლმე. “პორტო,” “ინტერი,” “ჩელსი,” მადრიდის “რეალი” – ეს ის გუნდებია, რომლებშიც პორტუგალიელ სპეციალისტს და, შესაბამისად, ამ მწვრთნელებს ერთად უმუშავიათ. ლოურო მეკარეების მთავარი მწვრთნელი იქნება. სწორედ იგი მოამზადებს დე ხეას. რუი ფარია კი ჟოზეს მთავარი ასისტენტის როლში მოგვევლინება.

არის კიდევ ოთხი ახალი სახე “მანჩესტერის” სამწვრთნელო შტაბში. პირველი მათგანი კარლოს ლალინია, რომელიც ინგლისური გრანდის მოთამაშეებს ფიზიკურად მოამზადებს. ემილიო ალვარეზი ზემოთ ნახსენები ლოუროს დამხმარე იქნება. ჯოვანი ჩერა გუნდის თამაშის ანალიტიკოსად, ხოლო რიკარდო ფორმოსინიო მთავარ სკაუტად იმუშავებენ გუნდში.

ვისთან ჩაატარებს მოურინიოს “მანჩესტერი” პირველ ამხანაგურს?

ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედში” ოფიციალურად მუშაობა ორშაბათიდან დაიწყო. მან გუშინ ჟურნალისტებთან მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, დასახელდა ის გუნდი, რომელთანაც მოურინიოს “მანჩესტერი” სეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. “განსაკუთრებულის” შეგირდები 16 ივლისს “ჩემპიონშიფის” ბინადარ “უიგან ატლეტიკს” გაეჯიბრებიან.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით მოურინიომ შემდეგი კომენტარი გააკეთა:”უიგანთან” თამაში ძალიან პროდუქტიული უნდა გამოდგეს პირადად ჩემთვის. გუნდში ბევრი ფეხბურთელია. ზოგიერთი მათგანის შესაძლებლობების შესახებ ძალიან ცოტა ვიცი და ამის გარკევაში სწორედ ეს ამხანაგური დამეხმარება.”

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “წითელ ეშმაკებს” ჩინეთის ტურნეში 22 ივლისს დორტმუნდის “ბორუსიასთან”, ხოლო 25-ში პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტისთან” აქვს მატჩები დაგეგმილი. ხოლო, 30 ივლისს კი “მანჩესტერი” “გალათასარაის” გოტენბერგში შეხვდება.

 

მოურინიო:”ფერგიუსონის რეკორდის დამხობა მინდა!”

წარუმატებელი სეზონის შემდეგ, “მანჩესტერ-იუნატედს” სათავეში პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჩაუდგა. “ჩელსის” ყოფილმა დამრიგებელმა “მანჩესტერის” ლეგენდარულ მწვრთნელზე, სერ ალექს ფერგიუსონზე ისაუბრა და თქვა, ყველაფერს გააკეთებს მისი რეკორდის (ტიტულების მხრივ) დასამხობად.

“ვერ დავმალავ და პირდაპირ გეტყვით, მინდა, სერ ალექს ფერგიუსონის შედეგი გავაუმჯობესო ტიტულების მხრივ. ეს სულაც არაა სიზმარი, ეს რეალობაა. ესაა პოსტი, რომელიც ყველა მწვრთნელს სურს, მაგრამ ყველას არ ეძლევა აქ ყოფნის შანსი. მე მომეცა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.”

“ვიცი ამ კლუბის ისტორია და ისიც კარგად მესმის, თუ რას მოელიან ფანები ჩემიდან. მაგრამ ზეწოლას სულაც არ განვიცდი და დიდად არ ვნერვიულობ, ჩემს თავში დარწმუნებული ვარ! ვიცი, რომ იქ ვარ, სადაც კარიერის ამ მონეტში უნდა ვიყო. მინდა, ამ ქვეყანასა და ამ კლუბში!”

“მე ძალიან განვიცდი იმას, რომ არ ვართ “ჩემპიონთა ლიგაზე.” “მანჩესტერი” სწორედ ამ ტურნირის გუნდია. ყველა გულშემატკივარს ვპირდები, რომ 2017 წლის ივლისში ჩვენ პლეი-ოფს კი არ დაველოდებით, უკვე გარანტირებული გვექნება ამ ტურნირზე თამაში,” – განაცხადა პორტუგალიელმა დამრიგებელმა.

პრემიერ ლიგის 10 მატჩი, რომელიც უბრალოდ არ უნდა გამოტოვოთ

როგორც იცით, უკვე ცნობილია განრიგი, რომლის მიხედვითაც პრემიერ ლიგის 2016/17 წლების მატჩები ჩატარდება. მომავალი სეზონში მრავლად არის ისეთი მატჩი, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ბოლო დროს ინგლისში ბევრი სასიხარულო რამ მოხდა ინგლისური ფეხბურთისათვის – ჟოზე დაბრუნდა, მოვიდა პეპ გვარდიოლა, “ვესტ ჰემი” ახალ მოედანზე გადავიდა და ა.შ.

გთავაზობთ პრემიერ ლიგის 10 მატჩს, რომელიც წიგნაკში აუცილებლად უნდა მოინიშნოთ…


“ლესტერ სიტი” – “არსენალი”, 20 აგვისტო

20 აგვისტოს დიდხნიანი პაუზის შემდეგ “ლესტერ სიტი” კვლავ გამართავს პრემიერ ლიგის მატჩს “კინგ პაუერ სატიონზე”, ოღონდ ამჯერად ჩემპიონის სტატუსით. საინტერესოა, იმ დიდებული “ლესტერიდან” რამდენი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას ამ მატჩში? რომელი კლუბის ღირსებას დაიცავს ჯეიმი ვარდი ამ მატჩში? მიუხედავად იმისა, რამდენი ფეხბურთელი წავა, ან დარჩება, “მელიები” მაინც ეცდებიან “მეთოფეების” დამარცხებას.

41


“ვესტ ჰემი” – “ბორნმუთი”, 20 აგვისტო

112-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ “ვესტ ჰემი” “ბოლეინ გრაუნდს” გამოემშვიდობა, თანაც ძალზედ ემოციურად. ამავდროულად საფუძველი ჩაეყარა ახალ ერას, “ოლიმპიკ სტადიონის” ერას. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე 50, 000-ზე მეტი სეზონური აბონიმენტი არის გაყიდული – რაც ამ მოვლენის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ახალ სტადიონზე “ჩაქუჩები” პირველად “ბორნმუთს” დაუპირისპირდებიან. ბილიჩის გუნდი მაქსიმალურად ეცდება, რომ პირველი მატჩი ყველას დაამახსოვრდეს.

41


“მანჩესტერ იუნაიტედი” – “მანჩესტერ სიტი”, 10 სექტემბერი

მანჩესტერულ დერბის მარილი არასდროს არ აკლდა, თუმცა 2016/17 წლების სეზონში ეს დერბი განსაკუთრებულად დაძაბული იქნება, რამეთუ საქმეში ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა ერთვება, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთის “მოსისხლე მტრებადაც” მივიჩნიოთ. ყველას უნდა გაიგოს … გაიგოს, თუ რა მოხდება ამ მატჩში.

41


“ლივერპული” – “მანჩესტერ იუნაიტედი”, 15 ოქტომბერი

ინგლისის ორი ყველაზე წარმატებული კლუბი ჩემპიონთა ლიგის გარეშეა დარჩენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მთელი ძალებით იქნებიან პრემიერ ლიგაზე გადართულნი. ესეც რომ არ იყოს, როგორ შეიძლება “ლივერპულისა” და “მანჩესტერის” თამაშის გამოტოვება, თანაც მაშინ, როცა მათ ორი დიდებული სპეციალისტი უდგათ სათავეში.

41


“ჩელსი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”, 22 ოქტომბერი

მოურინიოს წასვლის შემდეგ “სტემფორდზე” გამართულ პირველ მატჩში ფანები რამოდენიმე ფეხბურთელს სტვენით მიესალმენ, თამაშის მიმდინარეობისას კი აქტიურად გაყვიროდნენ პორტუგალიელის სახელს. როგორი იქნება მათი რეაქცია, როდესაც დაინახავენ მოუს მტერის რანგში? ამას 22 ოქტომბერს ვნახავთ.

41


“არსენალი” – “ტოტენჰემი”, 5 ნოემბერი

გასული სეზონიდან მოყოლებული ახლაც ბევრი თვლის, რომ 2016/17 წლების სეზონი “ტოტენჰემის” გაბრწყინების შანსია. იმ დამცირებისთვის, რაც “სპურსმა” “მეთოფეებისაგან” მიიღო, როცა ბოლო ტურში მეორე ადგილი აწაპნეს, პოჩეტინოს გუნდი შურს აუცილებლად იძიებს, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება.

41


“მანჩესტერ იუნაიტედი” – “არსენალი”, 19 ნოემბერი

ბევრი წელია, რაც ეს დაპირისპირება საკმაოდ პრინციპულად მიიჩნევა, თუმცა 2016/17 წლების სეზონში ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირება გამორჩეულად სანახაობრივი იქნება, რამეთუ ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდება ორი განსხვავებული ტიპის მწვრთნელი – არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო.

41


“ჩელსი” – “ტოტენჰემი”, 26 ნოემბერი

ამ გუნდებს შორის შუღლი ყოველთვის იყო, თუმცა მაისში მომხდარმა მოვლენებმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. შეგახსენებთ, რომ სწორედ “ლურჯებმა” დააკარგვინეს “სპურს” ქულები, რამაც პოჩეტინოს ყველანაირი შანსი მოუსპო. იქნებ 26 ნოემბრისთვის ჭრილობებმა ბოლომდე შეხორცება ვერ მოახერხონ…

41


“საუთჰემპტონი” – “ევერტონი”, 26 ნოემბერი

რონალდ კუმანის გადაწყვეტილება “საუთჰემპტონის” “ევერტონში” გაცვლისა ბევრ “წმინდანს” არ მოეწონა. აქვე გეტყვით, რომ “საუთჰემპტონმა” გასულ სეზონში 5 ადგილით უფრო მაღლა დაასრულა ასპარეზობა, ვიდრე კუმანის ახალმა კლუბმა. ამ მატჩში “წმინდანებს” შანსი ექნებათ დაუმტკიცონ რონალდს, რომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.

41


“მიდლსბრო” – “სანდერლენდი”, 11 მარტი

“ნიუკასლის” გავარდნამ ინგლისელ გულშემატკივარს ერთ-ერთი საუკეთესო დერბის ყურების საშუალება ხელიდან წაართვა, თუმცა არანაკლებ დაძაბული და სასიამოვნო საყურებელი იქნება ახლადგადმოსული “მიდლსბროსა” და გადარჩენილი “სანდერლენდის” დაპირისპირება.

41

აზარი:”მოუთმენლად ველი მოურინიოს “მანჩესტერის” წინააღმდეგ თამაშს”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა Sky Sports-თან ინტერვიუში ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მოუთმენლად ელის ჟოზესთან შეხვედრას.

“მოურინიო ფანტასტიკური მწვრთნელია. მე მას წარმატებებს ვუსურვებ მომდევნო სეზონში.

მოუთმენლად ველი და უბრალოდ ძალიან მინდა “მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაში. მოურინიო ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობს. ის დიდ კლუბში მივიდა, ამიტომაც მისი მიზანი მხოლოდ მოგება იქნება.”

აზარმა კონტეზეც ისაუბრა, რომელიც “ჩელსის” ევრო 2016-ის შემდეგ ჩაიბარებს: “ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი. მე უკვე ვესაუბრე კონტეს. მან მე წარმატებები მისურვა ევროპის ჩემპიონატზე.”

კლაუდიო რანიერი და ჟოზე მოურინიო “ოლდ ტრაფორდზე” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

ივნისში, მანჩესტერში, “ოლდ ტრაფორდზე” საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ფეხბურთის ვარსკვლავები მიიღებენ. ჯერ-ჯერობით ფეხბურთელების სახელები არ კონკრეტდება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ერთ გუნდს ჟოზე მოურინიო, მეორეს კი კლაუდიო რანიერი უხელმძღვანელებს.

“მინდა, რომ ეს მატჩი მოვიგო. მე და კლაუდიო ერთმანეთს ვიცნობთ, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, კლაუდიოსთვის წაგება კარგი გრძნობა იქნება”, – იხუმრა მოურინიომ.

საქველმოქმედო მატჩთან დაკავშირებით, კომენტარი კლაუდიო რანიერიმაც გააკეთა.

“ძალიან კარგია, როცა ვეხმარებით იმ ბავშვებს, რომლებსაც ეს ჭირდებათ. მიხარია, რომ ერთ-ერთ გუნდს მე გავწვრთნი”, – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

მარკო მატერაცი: “ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია”

მილანის “ინტერისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.

“ჟოზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, ამაზე დავა არ ღირს. რატომ? ის ბრწყინვალე ტაქტიკოსია, შესწავლილი ჰყავს ყველა მეტოქე. მოურინიო პირდაპირი ადამიანია და არასოდეს იტყუება. რაც მთავარია, მას შეუძლია, რომ გუნდში კარგი ატმოსფერო შექმნას, რისი გაკეთებაც 25-30 ფეხბურთელში რთულია.

როდესაც ის მადრიდის “რეალის” წვრთნიდა და მილანში, “მილანთან” სათამაშოდ ჩამოვიდა, ტრიბუნებიდან უსტვენდნენ, თუმცა მან მათ სამი თითი დაანახა, რათა ეჩვენებინა, რომ ერთ სეზონში სამი ტიტული ერთად მოიგო”, – ამბობს მატერაცი.

როგორ დატოვა ჟოზე მოურინიომ “ჩელსის” ბაზა (ვიდეო)

როგორც იცით, 17 დეკემბერს ჟოზე მოურინიო “ჩელსიდან” ოფიციალურად გაათავისუფლეს.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი “ჩელსის” ბაზას ტოვებს.

მოურინიო: “ლესტერის” ბურთის მომტანი ბიჭები პრემიერ ლიგის სირცხვილია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ლესტერთან” გამართული შეხვედრის შემდეგ ბურთის მომტან ბიჭებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლესტერმა” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

“ლესტერმა” ბოლომდე იბრძოლა, ეს გუნდი თავს ყველაფრით იცავდა, ბურთის მომტანმა ბიჭებმა კი გამაოცეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ისინი ამით პრემიერ ლიგას არცხვენენ”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებ-გვერდი.

მოურინიო: “ახლა, კასილასს შეუძლია ევროპის ლიგა მოიგოს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ იკერ კასილასს ახლა ევროპის ლიგის მოგება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს, ლონდონელებმა საკუთარ მოედანზე “პორტუ” ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

“მე და იკერს ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მე ჩემი საქმე გავაკეთე, მან კი თავისი. ახლა, კასილასს შეუძლია ის ტიტული მოიპოვოს, რომელიც აქამდე არ მოუგია. თუ “პორტუ” ევროპის ლიგას მოიგებს, ძალიან გამიხარდება”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ESPNFC.

ჟოზე მოურინიომ დიეგო კოშტას საქციელზე კომენტარი გააკეთა

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ტოტენჰემთან” გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაში დიეგო კოშტა სათადარიგოთა რიგებში იყო და მას მოედანზე შესვლა არ მოუწია. მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა დააფიქსირეს კადრი, სადაც ჩანს, რომ თავდამსხმელი მოურინიოს მიმართულებით სავარჯიშო მაისურს ისვრის.

“მასთან კარგი ურთირთობა მაქვვს. მას რომ ჩემთვის ზიანის მოყენება უნდოდეს, ამას ბავშვური ხერხებით არ გააკეთებდა. სათარიგოთა სკამზე ტერი, ივანოვიჩი, კეჰილი, ფაბრეგასი, პედრო და აზარიც იჯდნენ, ამიტომ ამაში განსაკუთრებული არაფერია. დიეგო, ფიზიკურად, კარგ მდგომარეობაშია და არანაირი პრობლემა არ აქვს. ის კარგი ადამიანია”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC.