მსაჯმა ფეხბურთელს ცხვირი გაუტეხა (ვიდეო)

ჰოლანდიაში ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში გამართულ შეხვედრაში მსაჯმა ფეხბურთელს ცხვრი გაუტეხა.

IFFHS: 2014 წლის საუკეთესო არბიტრები

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2014 წლის საუკეთესო მსაჯთა სია გამოაქვეყნა.

წლის საუკეთესო არბიტრად იტალიელი ნიკოლა რიცოლი დასახელდა, რომელმაც 2014 წელს ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში იმსაჯა.

1. ნიკოლა რიცოლი (იტალია) – 131 ქულა
2. ჰოვარდ უები (ინგლისი) – 78 ქულა
3. ფელიქს ბრიხი (გერმანია) – 61 ქულა
4. ბიორნ კეიპერსი (ჰოლანდია) – 45 ქულა
5. რავშან ირმატოვი (უზბეკეთი) – 37 ქულა
6. პედრო პროენსა (პორტუგალია) – 34 ქულა
7. კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი) – 16 ქულა
8-9. ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი) – 13 ქულა
8-9. მარკო როდრიგეს მორენო (მექსიკა) – 13 ქულა
10. ნესტორ პიტანა (არგენტინა) – 7 ქულ

წინა წელთან შედარებით საუკეთესო არბიტრთა ათეული დატოვეს ვიქტორ კაშაიმ (უნგრეთი) და ჯანლუკა როკიმ (იტალია).

 

ბელგიელი მსაჯის უცნაური გადაწყვეტილება (ვიდეო)

13 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატში, “გენკსა” და “კორტრეიკს” შორის გამართულ შეხვედრაში, მსაჯმა “კორტრეიკს” წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა.

როგორ ცდილობს მსაჯის შეშინებას როი კინი (ვიდეო)

14 ნოემბერს, შოტლანდიისა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში როი კინი მსაჯზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ასე ცდილობდა:

ფეხბურთელმა მსაჯს სახეში მუშტი გაარტყა (ვიდეო)

უკრაინაში ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში გამართული მატჩი ჩხუბში გადაიზარდა, საბოლოოდ კი ყველაზე მეტად მთავარი არბიტრი დაზიანდა.

“შენი ადგილი სამზარეულოშია და არა მოედანზე” — ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დასაჯეს

ნორთამბერლენდის საგრაფოში ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტ ჯონ კამინგსს ქალი არბიტრის, ლუსი მეის მისამართით თქმული სექსისტური კომენტარის გამო ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

24 წლის მდედრობითი სქესის მსაჯმა კამინგსს ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთის საკვირაო ლიგის ერთ-ერთ მატჩში არბიტრად დანიშვნა სთხოვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:

“ქალის ადგილი სამზარეულოშია და არა საფეხბურთო მოედანზე. ამ საქმეს თავს ვერ გაართმევ. პირადად შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს ლიგაში ქალი ვერასდროს იმსაჯებს”.

70 წლის კამინგსმა თავდაპირველად უარყო, რომ ასეთი საუბარი შედგა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

კამინგსმა ერთი ისტორია გაიხსენა, რომელიც მის სექსისტურ შეხედულებებს კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს:

“პროფესიით მსაჯი ჩემი ერთ-ერთ მეგობრის მეუღლეს ერთხელ ვუთხარი, რომ სახლში წასულიყო და მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ქმრისთვის ჩაი მოემზადებინა. ვინც მიცნობს, ჩემგან ასეთი რამის მოსმენა არ გაუკვირდება. ეს ხუმრობაა. ქალის ადგილი სახლშია”.

კამინგსი კიდევ უფრო შორს წავიდა და მასსა და მის მეუღლეს შორის არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა.

“ჩემი მეუღლე გარეთ არასდროს გამოდის, მისი ადგილი სახლშია. ჩვენ 56 წლის ცოლ-ქმარი ვართ და სურვილი რომ ჰქონოდა, აქამდე დამტოვებდა. 56 წლის განმავლობაში ის ჩემთან ერთად არის და მეც მუდამ ვეუბნები, რომ მისი ადგილი სახლშია. ვეხუმრები და ეს მან კარგად იცის”, – აღნიშნა კამინგსმა.

ჯონ კამინგსი დისკვალიფიკაციის გარდა 250 ფუნტით დააჯარიმეს. მას სპეციალური საგანმანათლებლო კურსის გავლაც მოუწევს.

 

რა გაუკეთა გაბრაზებულმა ფეხბურთელმა მსაჯს

ეგვიპტის ჩემპიონატში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში უცნაური რამ მოხდა. წითელი ბარათის მიღების გამო გაბრაზებულმა ფეხბურთელმა მსაჯს მაისური აუწია.

კვირის ყველაზე სასაცილო ეპიზოდი: რა დაემართა მსაჯს?

“დი სი იუნაიტედსა” და “ტაუროს” შორის გამართულ მატჩში ძალიან სასაცილო რამ მოხდა.

ჰოვარდ უებმა პროფესიული კარიერა დაასრულა

43 წლის ინგლისელმა არბიტრმა ჰოვარდ უებმა, რომელიც ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით, 2013 წლის საუკეთესო მსაჯად დასახელდა, პროფესიული კარიერა დაასრულა.

25-წლიანი მუშაობის განმავლობაში მან ინგლისის ჩემპიონატისა და ევროთასების 500-ზე მეტ მატჩში იმსაჯა.

2010 წელს ჰოვარდ უები გახდა პირველი არბიტრი, რომელსაც ერთ წელს მიანდეს როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის განსჯა.

უები ამიერიდან ინგლისის სამსაჯო სისტემაში გააგრძელებს მუშაობას და კომიტეტის ტექნიკური დირექტორის პოზიციას დაიკავებს. მისი მოვალეობა ახალგაზრდა მსაჯების მომზადება და კონტროლი იქნება.

 

რუმინელმა ფეხბურთელმა მსაჯი ერთი დარყმით მინდორზე დააგდო

რუმინეთის ერთ-ერთი ქვედა დივიზიონის მატჩში, ფეხბურთელმა მსაჯს სახეში თავი იმის გამო ჩაარტყა, რომ მას წითელი ბარათი უჩვენა.

ვინ არის და რას ამბობს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი მსაჯი?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს, რომელიც მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის გაიმართება, 41 წლის ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კეიპერსი განსჯის. კეიპერსი 2006 წლიდან ფიფას მსაჯია. ნაიმეგენის რადბუდის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, პარალელურად ოლდენზალში სუპერმარკეტების ქსელისა და თმის სალონის თანამფლობელი იყო.

2013 წელს ლონდონის „ჩელსისა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის გამართულ უეფას ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში იმსაჯა. იმავე წელს ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ჩატარებული ფიფას კონფედერაციის თასის ფინალური შეხვედრა განსაჯა.

2013 წელს კეიპერსი ევროპელ მსაჯთა სპეციალიზირებული ვებ-გვერდის football refereeing-ის გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო არბიტრად დაასახელეს.

ბიორნ კეიპერსმა დამდეგი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. ფინალში მონაწილე გუნდების მატჩები ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ვიხილე. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის ესპანეთის თასზე და პრიმერადივიზიონში გამართულ შეხვედრებს. ასე რომ, მზად ვართ. ჩვენ ვიდეოანალიტიკოსი გვყავს, რომელიც დიდ დახმარებას გვიწევს. გვირჩევს სასურველ მატჩებს, ცალკე გამოყოფს საჭირო კადრებს, მისი რჩევით ყურადღებას ვაქცევთ ამა თუ იმ მოთამაშეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის განსჯა დიდი პატივია. ამაყი და მოხარული ვარ, რომ ამ ფანტასტიური მატჩის გაძღოლა მე დამევალა. ჩემი ბრიგადით ვამაყობ და მოუთმენლად ველოდები ფინალურ შეხვედრას“, – 41 წლის ჰოლანდიელი არბიტრის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

ფინალური მატჩი „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

მსაჯი და ფეხბურთელი ერთმანეთს დაეჯახნენ

30 მარტს, ისრაელის ჩემპიონატში, “ბეიტარ იერუსალემს” და “მაკაბის” შორის გამართულ მატჩში (3:0) კურიოზული რამ მოხდა.