სერბეთმა მოგებით დაიწყო: კოსტა რიკა დამარცხებულია (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის E ჯგუფის შეხვედრაში, “სამარა არენაზე” ერთმანეთს კოსტა რიკა და სერბეთი დაუპირისპირდნენ.

მატჩი ევროპელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ პირველ ნახევარში გოლი ვერ გაიტანეს. მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე დავიდ გუზმანმა ალეკსანდარ მიტროვიჩი საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს წააქცია. დაინიშნა ჯარიმა, რომელიც ალეკსანდარ კოლაროვმა ზუსტად შეასრულა. საბოლოოდ, ეს ერთადერთი გოლი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში – სერბებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.

გამარჯვებული გუნდი E ჯგუფში სამი ქულით, ჯერჯერობით, ლიდერია. ხოლო, კოსტა რიკა ნული ქულით ბოლო ადგილზეა. ამ ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, 22:00 საათზე ბრაზილიასა და შვეიცარიას შორის “როსტოვ არენაზე” შედგება.

ფერნანდო იეროს პირველი განცხადება ესპანეთის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ

ხულენ ლოპეტეგის განთავისუფლების შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფერნანდო იერო დაინიშნა. ორ დღეში “ფურია როხა” მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიასთან პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

იერომ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“შესანიშნავი გამოწვევა მივიღე. ყველა ხვდება, რა გარემოებაში იმყოფება ესპანეთის ნაკრები. ხოლო, მე მამაცურად დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. შესაბამისად, სხვა გზა აღარ არსებობს და ამ ვითარებაში უნდა ვიბრძოლოთ წარმატებისთვის. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ორი წლის მანძილზე ემზადებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ხოლო, მე სპორტული დირექტორი ვიყავი. შესაბამისად, კარგად ვაცნობიერებ იმ მოტივაციას, რაც ამ ბიჭებს გააჩნიათ. ჩვენ არ შეგვიძლია ორ დღეში შევცვალოთ ის სამუშაო სტილი, რომელიც გასული ორი წლის მანძილზე გვქონდა. არაფრის შეცვალ არ შეგვიძლია ორ დღეში.”

 “ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ მათ ყველას კარგად ვიცნობ. ძალიან მშვიდად ვარ და არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ მიზანი შევცვალოთ. აქ ერთადერთი რამისთვის ვართ და ეს ყველამ კარგად იცის. შემადგენლობა მოტივირებულია. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, შესაბამისად, ფოკუზირებულნი ვართ მხოლოდ ტიტულის მოგებაზე. ლოპეტეგისა და იმ სამუშაოს მიმართ, რაც მან გააკეთა, დიდი პატივისცემა გამაჩნია. თავის თავგადასავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ,” – ამბობს იერო.

ოფიციალურად: გაირკვა, ვინ უმასპინძლებს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს! (ვიდეო)

მოსკოვში ფიფას 68-ე კონგრესი ტარდება. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელები, წევრ ორგანიზაციებთან ერთად ფიფას დებულებაში განსახორციელებელ ცვლილებებს და 2019-2022 წლების საბიუჯეტო ციკლს განიხილავენ. დღესვე მოსკოვის საგამოფენო ცენტრში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანები აირჩიეს. იყო ორი კანდიდატურა: კანადა, აშშ და მექსიკა ერთად, ხოლო მეორე კანდიდატურა – მოროკო.

გადაწყდა, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გაიმართება და, შესაბამისად, მას კანადა, აშშ და მექსიკა უასპინძლებენ. მათ 200 ხმიდან 134 მიიღეს. ხოლო, 35 ხმა ხვდა წილად მოროკოს. რაც შეეხება დარჩენილ ერთ ხმას, ამ წარმომადგენელმა იმას მისცა ხმა, რომ არცერთს არ უნდა ემასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

 

ლოპეტეგი: “განსაკუთრებულ განწყობაზე ვართ და მშვიდად ვხვდებით მსოფლიოს ჩემპიონატს”

ხვალ ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ესპანელები როგორც აღნიშნულ მატჩში, ასევე, მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევიან. ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი კიდევ უფრო გაიმყარეს, რაც მარტში არგენტინას ანგარიშით, 5-1 სძლიეს.

თუმცა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა, ხულიენ ლოპეტეგიმ განაცხადა, რომ წარსულზე სულაც არ ფიქრობს და მის ნაკრებს ახალი მისიები აქვს შესასრულებელი.

“არ ვფიქრობთ მარტში გამართულ მატჩებზე. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთში რისი გაკეთებაც გვსურს, არაფერი აქვს საერთო წარსულთან. ახლა კი ხვალინდელ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი. ვეთამაშებიტ გუნდს, რომელიც FIFA-ს რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს. ისინი საქმეს გაგვირთულებენ. რეალურად, ხვალ ის შემადგენლობა უნდ აგვყავდეს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. თუმცა, ისევ არ მყავს რამდენიმე ფეხბურთელი. იმ ტურნირზე ვითამაშებთ, რომელიც უკვე მოვიგეთ. ახლა განსაკუთრებულ განწყობაზე ვართ და მშვიდად ველით მოახლოვებულ ჩემპიონატს,” – ამბობს ლოპეტეგი.

ეგვიპტის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა 37 კილო დაიკლო და მწვრთნელს გუნდში გამოძახება სთხოვა

ეგვიპტის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მიდომ, რომელიც თამაშობდა “მარსელში”, “რომაში”, “ტოტენჰემში”, “აიქსში” და სხვა კლუბებში, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მან რვა წლიანი სანაკრებო კარიერა 2009 წელს დაასრულა, თუმცა, 37 კილოს დაკლების შემდეგ, მთავარ მწვრთნელს, ჰექტორ რაულ კუპერს, ხუმრობით, ნაკრებში გამოძახებას სთხოვს.

“მისტერ კუპერ, ვიცი, რომ თქვენ ეძებთ თავდამსხმელს, რომელსაც ბურთის ატანა შეუძლია კონტრშეტევების დროს. მე ეგვიპტის ნაკრებში ყოველ ორ თამაშში გამქონდა გოლი. შესაბამისად, თქვენ ჩემგან გარანტირებული გაქვთ გოლი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში,” – წერს მიდო.

 

სექსი და გოლების გატანა – რომარიოს რჩევა ჟესუსს (კარიკატურა)

ბრაზილიელმა ლეგენდამ, რომარიომ თანამემამულეს, გაბრიელ ჟესუსს ურჩია, რომ მხოლოდ გოლების გატანითა და სექსით დაკავდეს.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…

 

თბილისს მსოფლიო ჩემპიონატის თასი ესტუმრა

8 თებერვალს, კოკა-კოლას ორგანიზებით, თბილისს მსოფლიო თასი ეწვია. საფეხბურთო სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა, ფეხბურთელმა და 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, კრისტიან კარამბემ ჩამოიტანა. თასის დახვედრის საზეიმო ღონისძიებას ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა ალექსანდრა აკიმანმა, კოკა-კოლას საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის მენეჯერმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში: „FIFA-ს მსოფლიო თასის ტური, რომლის ორგანიზატორი კოკა-კოლაა, მილიონობით ადამიანს უნიკალურ შანსს აძლევს მსოფლიოს უდიდესი სპორტული ღონისძიების მონაწილე გახდეს. კოკა-კოლა და FIFA გულშემატკივარებს იწვევს რათა საკუთარი თვალით იხილონ მსოფლიო ჩემპიოტანის თასი. ეს გახლავთ შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიეცეს ადამიანს. ჩვენ კოკა-კოლაში მხარს ვუჭერთ მსოფლიოს მილიონობით ადამიანის გატაცებას ყველაზე პოპულარული სპორტით. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მხარდაჭერის გარდა, კოკა-კოლას პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს ფეხბურთის ფედერაციასთან, რითაც ეხმარება ათასობით მოზარდს.”

საზოგადოებას სიტყვით მიმართა დავით მუჯირმა. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს საქართველოში სტუმრობისთვის და ფიფას და კოკა-კოლას თასის ტურის ორგანიზებისათვის, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს საფეხბურთო სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო იხილონ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიო თასის ტურის ფარგლებში, ჯილდო „თბილისი მოლში“ გადაინაცვლებს და 13:00 საათიდან 18:00 საათამდე ქართველ გულშემატკივარს მისი ხილვა შეეძლება. მსოფლიო თასის ტური 9 თებერვალს თბილისიდან ბაქოში გაგრძელდება. საბოლოოდ კი, თასის მოგზაურობა 30 აპრილს იაპონიის ქალაქ ოსაკაში დასრულდება.

Gff.Ge

დინი: “საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია”

საფრანგეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი, ლიუკა დინი აცხადებს, რომ “დეზებს” თავისუფლად შეუძლიათ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორები გახდნენ.

“ამ გუნდით მუნდიალის მოგება შეგვიძლია. ყველა მოთამაშე ამას ფიქრობს. თავდაჯერებულები და მონდომებულები ვართ. გაგვაჩნია დიდი ამბიცია და საკმაო პოტენციალი იმისთვის, რომ სასურელ მიზანს მივაღწიოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება კონკურენტები. ჩვენს ნაკრებს მთავარ ფავორიტად არ მივიჩნევ.”

“რა თქმა უდნა, შეგვიძლია განვითარება და რუსეთში თასის აღმართვა. სასიამოვნოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დავძლიეთ და პირდაპირ გავედით ამ ტურნირზე. ახლა შეგვიძლია, თავს ოცნების უფლება მივცეთ, თუმცა მთავარი მუდმივი მუშაობაა,” – ამბობს 24 წლის ფრანგი.

ისლანდიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: “ნაკრების წარმატება გუნდის ერთიანი სულიდან მოდის!”

გუშინ ისლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა კოსოვო ანგარიშით, 2:0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

ისლანდიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, გუდნი ბერგსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“სასიხარულოა, როცა ასეთი პატარა ქვეყნის ნაკრები წარმატებას აღწევს. გუნდი ძალიან ორგანიზებული და შეკრულია – მისი გატეხვა ურთულესია. სწორედ ამიტომ, მან ერთ დიდ მიზანს უკვე მიაღწია. ჩვენთვის დაუჯერებელია, რომ მუნდიალზე მივდივართ. ყველა ძალიან აღელვებული და გაოცებულია. ეს ჩვენთვის ფასადაუდებელი გამოცდილება იქნება.”

“ფეხბურთელებმა დიდებული სამუშაო შეასრულეს. ეს თაობა დიდი ხანია ერთად თამაშობს, რის გამოც ისინი ერთმანეთს მშვენივრად უგებენ. ერთიანმა სულმა განაპირობა ის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება! ევროპის ჩემპიონატზე ფანები შესანიშნავად გვგულშემატკივრობდნენ. გუნდის სულისკვეთება მათზეც გადადის. იმედი მაქვს, მხარდაჭერა რუსეთშიც ასეთივე იქნება,” – განაცხადა ბერგსონმა.

კარიკატურა: არგენტინის ნაკრების სიტუაცია საშინელ კოშმარს ჰგავს (ფოტო)

გუშინ FIFA-მ არგენტინის ნაკრების კაპიტანსა და უდავო ლიდერს, ლიონელ მესის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. მიზეზი ისაა, რომ ლეომ ჩილესთან მატჩში მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამას მოჰყვა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლივიასთან წაგებული (0:2) შეხვედრა. განგებამ ესეც არ იკმარა… გუშინ არგენტინის ნაკრების მოსისხლე მტერმა, ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა პარაგვაი დაამარცხა და მუნდიალზე ასპარეზობა გაინაღდა.

არგენტინელთა მდგომარეობის გამოსახატად, ომარ მომანიმ კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

კარიკატურა: 48-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი (ფოტო)

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ FIFA გეგმავს, მსოფლიოს ჩემპიონატი 2026 წლიდან 48-გუნდიანი გახადოს. ეს კიდევ უფრო მეტი ეროვნების ნაკრებს მისცემს საშუალებას, რომ ამ ყველაზე მასშტაბურ ტურნირზე ითამაშოს.

ომარ მომანიმ ამ თემასთან დაკავშირებით სახალისო კარიკატურა შემოგვთავაზა

 

ენერ ვალენსიამ, პოლიციისგან გასაქცევად, თავი მოიკატუნა, რომ ტრავმა მიიღო (ვიდეო)

გუშინ რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ეკვადორის ნაკრები ჩილეს დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.

მატჩის გამორჩეული მომენტი იყო, როცა მეორე ტაიმში ეკვადორელმა ფეხბურთელმა, ენერ ვალენსიამ თავი მოიკატუნა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა; მოედანზე დაწვა და საკაცით გაყვანა მოითხოვა.

რეალურად, საქმე იმაში იყო, რომ ვალენსიას გაქცევა უნდოდა პოლიცილებისგან, რომლებიც მის დასაკავებლად იყვნენ სტადიონზე. ვალენსიას ბრალად ედება მისი ხუთი წლის გოოგნას ალიმენტის გადაუხდელობა (17 000 დოლარის ოდენობით).

საბოოლოდ, ენერს ნება დართეს, გასახდელში მოწესრიგებულიყო და ისე ჩაბარებოდა პოლიციას.