ხორვატია და მექსიკა 1/8 ფინალის საზგურის მფლობელს გამოავლენენ.
არის იმის თეორიული შანსი, რომ ფრის შემთხვევაში ორივე გუნდმა მოიპოვოს საგზური, თუმცა ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ბრაზილია მოიგებს და მეორე საგზურს სწორედ ამ წყვილის გამარჯვებული მოიპოვებს.
ხორვატებმა კამერუნთან კარგად ითამაშეს და ბურთების ბალანსიც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ კოვაჩი შემადგენლობაში ცვლილებებს ალბათ არ შეიტანს.
მექსიკამ ორი მატჩი სტაბილურად, ცვლილებების გარეშე ჩაატარა, რაც იმის ალბათობას ზრდის, რომ ერერა ხორვატებთანაც არ მიმართავს როტაციას.
სავარაუდო შემადგენლობები:
ხორვატია: პლეტიკოშა – სრნა, ჩორკლუკა, ლოვრენი, პრანიჩი – მოდრიჩი, რაკიტიჩი – პერიშიჩი, სამირი, ოლიჩი – მანჯუკიჩი.
მექსიკა: ოჩოა – აგილარი, როდრიგესი, მარკესი, მორენო, ლაიუნი – ვასკესი, ერერა, გუარდადო – დოს სანტოსი, პერალტა.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: