ძამპარინი: “იმედი მაქვს, “ნაპოლი” დიბალას შეიძენს”

“პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურისიო ძამპარინიმ იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდის ლიდერი “ნაპოლიში” გადავა.

გუშინ “ნაპოლიში” დაადასტურეს ის ინფორმაცია, რომ დიბალას ტრანსფერის საკითხზე მათ მოლაპარაკება “პალერმოს” ვიცე-პრეზიდენტ, გულიელმო მიჩიკესთან გამართეს.

“ნაპოლი დაინტერესებულია დიბალათი? – მართალია. ნეაპოლელთა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა პირადად მითხრა, რომ ის აპირებს გუნდი გააძლიეროს მაშინაც, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებიან. ჩვენ ამ ტრანსფერის საკითხზე მალე შევხვდებით ერთმანეთს”.

“რა თქმა უნდა, აურელიოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. იმედი მაქვს, დიბალას სწორედ ის შეიძენს, რადგან პაულო “ახალი მესია”,-განაცხადა ძამპარინიმ Radio Crc-თან.

შეგახსენებთ, რომ დიბალათი ასევე ინტერესდებიან “რომა” და “იუვენტუსიც”. ახალგაზრდა ინგლისურ კლუბებსაც დაუკავშირეს, მაგრამ როგორც თავად თქვა, სერია ა-ში დარჩენა სურს.

ბენიტესმა ჯაბა კანკავას გუნდი შეაფასა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ევროპის ლგიის კენჭისყრის შედეგი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეის“ მეტოქე ტურნირის 1/2 ფინალში დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ იქნება.

„თუ ევროთასების ნახევარფინალამდე მიხვედით, ტოპ დონის კლუბი გყავთ. „დნიპრომ“ „ოლიმპიაკოსი“, „აიაქსი“ და „ბრიუგე“ დაამარცხა, რაც ყველაფერზე მეტყველებს.

იმას, რომ პირველ მატჩს სახლში ვატარებთ, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამაში „დინამოსთან“ 1/8 ფინალშიც დარწმუნდებოდით“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.

მარადონა „ნაპოლი“ – „ვოლფსბურგის“ მატჩზე დასწრებას აპირებს

„ნაპოლის“ ლეგენდა დიეგო მარადონა, შესაძლოა, ნეაპოლიტანელთა „ვოლფსბურგთან“ უეფას ევროპის ლიგის განმეორებით 1/4-ფინალური მატჩს დაესწროს.

არგენტინელი ახლა სწორედ იტალიაში იმყოფება და ოთხშაბათს რომის პაპთან შეხვედრას აპირებს. „რადიო მარტეს“ ინფორმაციით, ხუთშაბათს ის ნეაპოლში ჩავა და ხსენებულ შეხვედრასაც დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში „ნაპოლიმ“ „ვოლფსბურგს“ ანგარიშით 4:1 მოუგო.

ჰამშიკი: “არ ვფიქრობ, რომ უკეთესი შეიძლება მომხდარიყო”

“ნაპოლის” ერთ-ერთმა, მარეკ ჰამშიკმა შეაფასა ევროპა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრა, სადაც “ნაპოლიმ” “ვოლფბურგი” გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.

“ეს იყო დიდი თამაში. არ ველოდით ასეთ შედეგს, არ ვფიქრობ, რომ უკეთესი შეიძლება მომხდარიყო,”-განაცხადა ორი გოლის ავტორმა Mediaset-თან ინტერვიუში.

“დასანანია, რომ გოლი ბოლოსკენ გავუშვით, მაგრამ მთავარია, რომ მეტოქის კარში ოთხი გოლი გავიტანეთ”.

“ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მომდევნო რაუნდისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით”.

ბენიტესი: “ნაპოლიმ” შესანიშნავად ითამაშა”

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი აცხადებს, რომ მისმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ვოფლსბურგმა” “ნაპოლი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქესთან 1:4 დამარცხდა.

“ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს. მე ადრეც მითქვამს, “ნაპოლის” ფეხბურთელებს ხასიათის გამოვლენა ყოველთვის შეუძლიათ. გამარჯვება დავიმსახურეთ”, – ამბობს ბენიტესი.

კალეხონი “ატლეტიკოს” უახლოვდება

“ნაპოლის” თავდამსხმელმა, ხოსე მარია კალეხონმა შესაძლოა, მომავალი სეზონი ესპანეთის ჩემპიონატში დაიწყოს.

უცხოური მედიის ცნობით, “მაჭანკალი” დიდი ხანია ცდილობს კალეხონის “ლეიბებში” გადაბარგებას. მათი თქმით, დიეგო სიმეონე მადრიდის “რეალის” აღზრდილი 28 წლის ფეხბურთელის დიდი ქომაგია.

Cadena Cope-ის ინფორმაციით, კალეხონმა დიდი ხანია მისცა თანხმობა მადრიდში დაბრუნებას, მაგრამ გუნდებმა კომპენსაციის საკითხი უნდა მოაგვარონ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ესპანეტის ჩემპიონებს ესპანელში 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

შურლე: “ვოლფსბურგი-ნაპოლი ნაადრევი ფინალია”

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველმა, ანდრე შურლემ ევროპა ლიგის 1/4 ფინალური მატჩი შეაფასა, სადაც “მგლები” “ნაპოლის” დაუპირისპირდებიან.

“ვფიქრობ, ვოლფსბურგი-ნაპოლი ნაადრევი ფინალია, რადგან ტურნირზე დარჩენილი ორი ყველაზე ძლიერი გუნდი ერთმანეთს ამ სტადიაზე დაუპირისპირდება,”-განაცხადა შურლემ Gazzetta dello Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“სან-პაოლოზე თამაში რთული იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ სტადიონზე საოცარი ატმოსფეროა. იგუაინს უნდა ვუფრთხეთ, რადგან მეტოქის თავდასხმის ხაზში, იგი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია”.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ამ ორ გუნდს შორის გერმანიაში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:05-ზე დაიწყება.

ბენიტესი – მთავარი კანდიდატი “მან.სიტის” მწვრთნელობის

დიდი შანსია, რაფა ბენიტესი მომავალ სეზონში “მან.სიტის” მთავარი მწვრთნელი გახდეს.

უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ სეზონის ბოლოს მანუელ პელეგრინის გუნდიდან გაანთავისუფლებენ. გადაყწდა, რომ ჩილელი სპეციალისტი “ქალაქელებნს” პრემიერ ლიგას ვერ მოაგებინებს, მეტიც საქმე ოთხეულში დარჩენაზე მიდგა.

დარჩენის ბოლო შანსი პელეგრინის მაშინ გადაეწურა, როდესაც გასულ კვირას მანჩესტერულ დერბიში 4-2 დამარცხდა.

ახლა რადარზე “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი გამოჩნდა, რომელიც დიდი ალბათობით, ზაფხულში ნეაპოლიტანურ გუნდს დატოვებს.

ბენიტესის მოწვევის დასაკმაყოფილებლად, ესპანელ სპეციალისტს მოთხოვნილები უნდა დაუკმაყოფილონ. არაბები თავიდან რაფაელს საწყის, ერთწლიან კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ. ფაქტობრივად, ეს იქნება საცდელი კონტრაქტი. შეიხები ამ დროში უკეთესის პოვნას ეცდებიან, ხოლო შედეგის შემთხვევაში გამოცდილ სპეციალისტსაც დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას და კარლო ანჩელოტისაც თავიანთ გუნდებთან ერთ წელში ეწურებათ კონტრაქტის ვადა, ხოლო მათ მიმართ “მანჩესტერ სიტი” ინტერესდება.

გონსალო იგუაინის სუპერგოლი დღევანდელ მატჩში, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა (ვიდეო)

12 აპრილს, იტალიის ჩემპიონატში, “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის 35-ე წუთზე გონსალო იგუაინმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა.

„ნაპოლიმ“ ბენიტესთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრა

ბოლო დროს „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელთან რაფაელ ბენიტესთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ არ უსაბრია. გარდა ამისა, აღნიშნულ თემას არც თავად ესპანელი სპეციალისტი შეხებია. ნეაპოლიტანური გაზეთის „Il Mattino“-ს ვერსიით, აურელიო დე ლაურენტისმა ბენიტესთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრა.

„ნაპოლის“ პრეზიდენტი სერია ა-ში გუნდის ბოლო შედეგებით ძალიან უკმაყოფილოა (ცნობისთვის, „პარტენოპეის“ ბოლო ხუთი მატჩი არ მოუგია). „რომასთან“ მატჩის შემდეგ გუნდმა მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ცნობით, კლუბმა ბენიტესს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც თავად სპეციალისტმა უარი თქვა.

ერთადერთი, რაც ბენიტესს „ნაპოლიში“ დატოვებს, შესაძლოა, ევროპის ლიგაზე წარმატება იყოს.

“რომამ” “ნაპოლის” აჯობა

იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “რომამ” “ნაპოლი” მიიღო. შეხვვედრა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

დაძაბულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა. მატჩის ბედი პიანიჩის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა.

ამრიგად, “რომა” 56 ქულით მეორე საფეხურზე გამყარდა, “ნაპოლი” კი მეხუთეზე დარცა, თუმცა შესაძლოა დღის ბოლომდე ეს პოზიციაც დაკარგოს.

რომა 1-0 ნაპოლი

გოლი: პიანიჩი 25′

ბენიტესი: „ყოველი მატჩის მოგებაა საჭირო“

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტეის კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას სულ მალე განიხილავს, რის შესახებაც მან ბოლო ინტერვიუში განაცხადა.

„მალე კლუბის პრეზიდენტს შევხვდები და ყველაფერსაც გავარკვევთ. იმას გავაკეთებთ, რაც „ნაპოლისთვის“ სასურველი იქნება. ახლა ყოველი მატჩის მოგება უმნიშვნელოვანესია. გუნდი მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.