ჰამშიკი მომავალზე საუბრისას: “ანჩელოტის ფაქტორი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს”

“ნაპოლიდან” მაურისიო სარის წასვლის შემდეგ, მარეკ ჰამშიკი საკმაოდ აქტიურად ფიქრობდა კლუბის დატოვებაზე. კარლო ანჩელოტის მოსვლამ კი, ჰამშიკი დარჩენაში დაარწმუნა.

“ჩემი ოცნება კვლავაც იგივეა – მინდა “ნაპოლისთან” ერთად იტალიის ჩემპიონი გავხდე. ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, მინდა “ნეაპოლიტანელებს” ოცნება რეალურად ვუქციო.

გასულ სეზონში “იუვენტუსის” შეჩერება ვერ შევძელით. ანჩელოტისთან ერთად, ახლა, უფრო ძლიერები ვართ. ის დიდებული სპეციალისტია და მისი დანიშვნა ბრწყინვალე გადაწყვეტილება იყო კლუბის მხრიდან. ეს ფაქტორი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩემი მომავლისთვის.

მე რომ “ნაპოლი” მიყვარს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ კლუბის დატოვება რომ მომიხდეს, სხვა იტალიურ კლუბში არავითარ შემთხვევაში არ გადავალ. სავარაუდოდ, ევროპულ კლუბში არც გადავიდოდი, რადგანაც არ შემიძლია, ჩემს ხალხს ვუღალატო,” – აცხადებს ჰამშიკი.

“ჩელსისა” და მაურისიო სარის შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ბოლო მომენტში ჩაიშალა

“ნაპოლის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო სარის, ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა გამორირიცხა. ამ ინფორმაციას იტალიური CalcioNapoli24 ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 25 მაისს სარიმ 4-წლიანი კონტრაქტი შეთანხმა “ჩელსისთან”, მისი ხელფასად კი 6 მილიონი ევრო იყო გათვლილი წელიწადში. თუმცა, ბოლო მომენტში “ჩელსიმ” უარი განაცხადა “ნაპოლისთვის” სარის კონტრაქტის გასაწყვეტად 8 მილიონი ევროს გადახდაზე.

“ნაპოლის” იურისტის, მატია გრასანის, ცნობით. ნებისმიერმა კლუბმა, რომელსაც სარის კონტრაქტის შესყიდვა უნდა, “ნეაპოლიტანელებს” უნდა მიმართოს. სარის კონტრაქტში, რომელსაც ვადა 2019 წელს ეწურება, არ არის პუნქტი, რომელიც მას ინდივიდუალურად მოქმედების უფლებას აძლევს.

სარის აგენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრისას იხუმრა კიდეც: “ჩელსი”? ეს რა არის? მსგავსი არაფერი გამიგია, საფეხბურთო კლუბია? ჩვენ მხოლოდ “ნაპოლი” ვიცით.”

ლაურენტისი: “როცა კარლოს ფეხბურთელების ყიდვაზე უარი ვუთხარი, კონტესგან განსხვავებით, გამიგო”

“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, კლუბის შიდა სამზარეულოზე ღიად ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ არჩია ანტონიო კონტეს კარლო ანჩელოტი.

“იმედი მაქვს, ანჩელოტი ჩვენთან კიდევ ათი წლის განმავლობაში დარჩება, მაგრამ მე ყოველთვის იმაზე უნდა ვიფიქრო, თუ რა არის კლუბისთვის უკეთესი.

ყოველთვის ვცდილობ, ობიექტური გადაწყვეტილებები მივიღო და გრძნობებს არ დავეყრდნო. ნუ ღელავთ, კარლოსთან ერთად ყველაფერი კარგად იქნება.

როდესაც მან კონკრეტული ფეხბურთელების შეძენა მთხოვა და უარი ვუთხარი, გამიგო და ისე არ დაუჟინებია, როგორც კონტეს. ანჩელოტი აქ იმიტომ მოვიდა, რომ კლუბი, გუნდი მოსწონს. ის “ნაპოლის” გამოყენებას არ ცდილობს, ამაში დარწმუნებული ვარ,” – აცხადებს ლაურენტისი.

რაიოლამ ბალოტელის “ნაპოლიში” გადასვლის შანსები შეაფასა

მინო რაიოლამ მარიო ბალოტელის “ნაპოლიში” გადასვლის შანსები შეაფასა. როგორც იცით, იტალიელი თავდამსხმელი “ნიცას” მაისურით ლიგა 1-ში გატანილი 43 გოლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსს ფლობს.

“ბალოტელი “ნაპოლიში”? ეს კითხვა ანჩელოტის უნდა დაუსვათ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იმ კლუბში მასზე ძლიერი მხოლოდ ლორენცო ინსინიეაა.

შემდეგ კი ჯერი დე ლაურენტისზე იქნება, მან უნდა გადაწყვიტოს, რამდენად სურს გუნდის გაძლიერება. მასთან სპეციფიკური ურთიერთობა მაქვს, ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს უპირისპირდება.

ჩვენი ურთიერთობა ტრანსფერზე გავლენას არ იქონიებს. ლაურენტისის წყალობით “ნაპოლი” დიდ ფეხბურთს უბრუნდება და თუ დავჭირდები, მე მათ გვერდით ვიქნები,” – აცხადებს რაიოლა.

დიეგო კოშტა ანჩელოტის შეხვდა და “ნაპოლის” მაისურთან ფოტოც გადაიღო (ვიდეო)

“ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ხუთშაბათს მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელს, დიეგო კოშტას შეხვდა.

როგორც იტალიური პრესა იუწყება, კოშტა და ანჩელოტი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ ლონდონურ რესტორან Babbo-ში, სადაც იტალიელი სპეციალისტი აგენტ კია ჯურაბჩიანთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

სარი გაბრაზებულია: “ნაპოლისგან” ამას არ ვიმსახურებდი”

იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, მაურისიო სარი უკმაყოფილოა “ნეაპოლიტანელთა” ქმედებებით. როგორც იცით, მაურისიო სარის კლუბიდან მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე გაუშვეს, მისი ადგილი კი კარლო ანჩელოტიმ დაიკავა.

“კლუბისგან ასე გაშვებას ნამდვილად არ ვიმსახურებდი, ეს ამბავი ტელევიზორის მეშვეობით გავიგე. ამ სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რამეზე მომიწია თვალის დახუჭვა” – ციტირებს სარის სიტყვებს Il Mattino.

მართალია, “პარტენოპეიში” გატარებული სამი წლის მანძილზე სარიმ ტიტული ვერ მოიგო, მაგრამ მისი თაოსნობით “ნაპოლი” სკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობდა და ორჯერ სერია ა-ში მოპოვებულ ქულათა რეკორდიც დაამხო (ბოლო სეზონში 91 დააგროვა).

ანჩელოტი “ნაპოლიში” “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელის მიყვანას აპირებს

“ნაპოლი” მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის აპირებს ბრძოლას. ნეაპოლიტანელებმა კლუბში უკვე მოიწვიეს ახალი თავკაცი, კარლო ანჩელოტი, რომელმაც პირველ რიგში თვალი არტურო ვიდალს დაადგა.

როგორც ცნობილი ხდება, “რეალის”, “მილანის,” პსჟ-ს”, “ჩელსისა” და “ბაიერნის” ყოფილი თავკაცი აქცენტს მებრძოლ ფეხბურთელებზე აკეთებს. საბრძოლო სულისკვეთება ჩილელ ფეხბურთელს ნამდვილად არ აკლია.

დღეს არტურო ვიდალს 31 წელი უსრულდება. მასსა და “რეკორდმაისტერს” შორის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2019 წლის ივნისის თვეში ეწურება. ვიდალი “ბავარიას” 2015 წელს შეუერთდა 37.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასც, რომ მარეკ ჰამშიკი საკმაოდ სერიოზულად ფიქრობს იტალიის დატოვებასა და კარიერის ჩინურ კლუბში გაგრძელებაზე.

იტალიური პრესა: “ნაპოლი” ანჩელოტის შეუთანხმდა

იტალიური პრესის, კერძოდ Corriere dello Sport-ის, მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, “ნაპოლის” მომავალი სეზონიდან კარლო ანჩელოტი გაწვრთნის.

როგორც იცით, 58 წლის იტალიელ სპეციალისტს მაურისიო სარის შეცვლა დაევალება, რომლის მიმართაც ინტერესს “ჩელსისა” და “ზენიტის” მესვეურები იჩენენ.

საიდუმლო არავისთვის არაა, რომ “ნაპოლის” ჩაბარების შემთხვევაში კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, მას ერთ ნათელ მიზანს დაუსახავს – სერია ა-ს მოგება.

კარლო ანჩელოტის ბოლო კლუბი მიუნხენის “ბაიერნი” იყო, საიდანაც ზამთარში დაითხოვეს. “პაპა კარლოს” “არსენალშიც” შესთავაზეს სამუშაო, მაგრამ ლონდონში გადაბარგება იუარა.

სარი: “სამწუხაროა, რომ ნაპოლიმ “სკუდეტო” სასტუმროში წააგო და არა მოედანზე”

მაურისიო სარის “ნაპოლიმ” მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უფრო ძლიერი მაინც ტურინის “იუვენტუსი” აღმოჩნდა. მაურისიომ ეს ყოველივე პრესასთან შეაფასა.

“ყველა იმას ამბობს, რომ “იუვენტუსი” უფრო ძლიერია. მათი ყველა თამაში არ მინახავს, რომ განვსაზღვრო, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება,” – აცხადებს სარი.

მას ჰკითხეს, თუ რას შეცვლიდა იმ ღამეს, როდესაც “იუვემ” “ინტერს” ქამბექი შეუსრულა (3-2), რის შემდეგაც “პარტენოპეი” “ფიორენტინასთან” განადგურდა (3-0).

“ფლორენციაში, სასტუმროში ყოფნისას თამაშის ყურების ნაცვლად, ადრე უნდა დაგვეძინა. იმ ღამეს დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღეთ. ერთადერთი რასაც ვნანობ არის ის, რომ “სკუდეტო” სასტუმროში წავაგეთ და არა მოედანზე,” – დაამატა 59 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

დიეგო სიმეონეს ვაჟმა “ნაპოლის” სამი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იტალიის სერია ა-ს 35-ე ტური განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა დიეგო სიმეონეს ვაჟისათვის, რომელიც ამჟამად “ფიორენტინას” ღირსებას იცავს. ჯოვანი სიმეონემ “ნაპოლის” კარში სამი გოლის გატანა შეძლო.

“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის ვაჟმა პირველ ტაიმში ერთხელ გამოიჩინა თავის, თამაშის მეორე ნახევარში კი კიდევ ორჯერ აიღო პეპე რეინას კარი. 22 წლის არგენტინელისთვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი მე-13 გოლი იყო. ეს ყველაზე შედეგიანი სეზონია მის კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ის “ჯენოას” ღირსებას იცავდა, სადაც ამ უკანასკნელმა ბოლო სეზონში 12 გოლით დაგვამახსოვრა თავი.

“მანჩესტერ სიტი” და “ლივერპული” ჟორჟინიოს ტრანსფერზე იწყებენ მუშაობას

“მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები ერთმანეთს ამჯერად “ნაპოლის” ვარსკვლავის, ჟორჟინიოს ტრანსფერისთვის ეცილებიან, რომელსაც იტალიაში 50 მილიონ ფუნტად აფასებენ.

როგორც ცნობილი ხდება, დაწინაურებულ პოზიციაში “ქალაქელები” იმყოფებიან. “სიტის” წარმომადგენლებმა უკვე მოასწრეს ორი შეხვედრის გამართვა ფეხბურთელის აგენტთან და ყველაფერს აკეთებენ მისი გულის მოსაგებად.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრწყინვალე სეზონის ჩატარების ფონზე, “ნაპოლი” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს 26 წლის ჟორჟინიოსთან, რომელიც იტალიაში 17 წლის ასაკში გამოჩნდა.

კულიბალი: “ნაპოლის” ყოველთვის სჯეროდა”

“იუვენტუსის” კარში ბოლო წუთებზე გატანილი გადამწყვეტი გოლის ავტორი, კალიდუ კულიბალი, მატჩის შემდეგ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ გამარჯვებაში დიდი როლი რწმენამ ითამაშა.

“თავიდანვე ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველოდა წინ. ყველაფერი გავაკეთეთ სასურველი შედეგის მისაღწევად და შევძელით კიდეც.

ამ დღეებში ფანები ჩვენს გვერდით იდგნენ, ქალაქი მხარს გვიჭერდა, როდესაც ვხედავდით, როგორ მოგვყვებოდნენ ფანები აეროპორტამდე, ძალიან ბედნიერები ვიყავით. მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის.

“იუვე” ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ მათთვის წინააღმდეგობის გაწელა შეგვიძლია. “ნაპოლის” ყოველთვის სჯეროდა, რაც უმნიშვნელოვანესია “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში,” – აცხადებს კულიბალი.