ზიდანი: “ვფიქრობ, ნეაპოლელები პირველივე წუთებიდან შეგვიტევენ, მათ გოლი აქვთ გასატანი”

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ (“ნაპოლი” – “რეალი” (1:3), ზინედინ ზიდანმა პრესასთან ისაუბრა.

“ჩემპიონთა ლიგის მატჩების მოგება ყოველთვის რთულია. თანაც, ამჯერად ისეთი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, რომელიც საშინაო არენაზე არც ისე ხშირად მარცხდება.

ამ არენაზე გამოსვლის გამოცდილება უკვე მაქვს და ვიცი, რომ ადვილი ნამდვილად არ არის. ფანები უდიდეს როლს ითამაშებენ, ისინი ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევენ.

ვფიქრობ, “ნაპოლი” მატჩს აქტიურად დაიწყებს, გოლი აქვთ გასატანი. შაბათს, “რომასთან” მოპოვებული გამარჯვება მათ არ დაღლიდათ. როდესაც წინ ასეთი დიდი თამაშია, დაღლაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია.

დარწმუნებული ვარ, რომ წინ მძიმე მატჩი გველის, თუმცა ამისთვის მზად ვართ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ზინედინ ზიდანმა ვარანი განაცხადს მიღმა დატოვა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა რაფაელ ვარანი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩისთვის შედგენილ განაცხადს მიღმა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ვარჯიშს კრიშტიანუ რონალდუ დაუბრუნდა, რომელიც დიდი ალბათობით, მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.


გთავაზობთ განაცხადს

მეკარეები: კეილორ ნავასი, კასილია, იანესი.

მცველები: კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, ნაჩო, მარსელო, დანილო.

ნახევარმცველები: კროოსი, ხამესი, კაზემირო, კოვაჩიჩი, ლუკა მოდრიჩი, ასენსიო, ისკო.

თავდამსხმელები: რონალდუ, ბენზემა, ბეილი, ლუკას ვასკესი, მარიანო, მორატა.


აღნიშნული დაპირისპირება სტარტს 7 მარტს, თბილისის დროით 23:45-ზე აიღებს.

კაზემირო: “ჩვენს წყვილში გადაწყვეტილი ჯერ არაფერია”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, კაზემირომ “ნაპოლისთან” მოგებული (3-1) მატჩის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“ვიცოდით, რომ მათ წინააღმდეგ თამაში რთული იქნებოდა. ჩვენმა მეტოქემ საკმაოდ კარგი ფეხბურთი ითამაშა,” – განაცხადა მან მატჩის დასრულების შემდეგ.

“ჩემი გოლი? მსგავსი გოლის გატანა არაერთხელ მიცდია, განსაკუთრებით ასეთ მომენტებში.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ასეთი დონის მეტოქის დამარცხება მოვახერხეთ. მაგრამ მჯერა, რომ ჩვენს წყვილში გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.”

კავანი: “ნაპოლის” არ ვჭირდები”

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ურუგვაელმა ფორვარდმა, ედინსონ კავანიმ თავის ყოფილ კლუბზე, “ნაპოლიზე” ისაუბრა.

“თავისუფალ დროს “ნაპოლის” თამაშებს ვუყურებ და ძალიან მომწონს თამაშის მათი სტილი, ძლიერი გუნდი ჰყავთ,” – აცხადებს ურუგვაელი Corriere Del Mezzogiorno-სთან საუბრისას.

“აქ, “პარის სენ-ჟერმენში” ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. დღეს, “ნაპოლის” ნამდვილად არ ვჭირდები.”

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სჭირდება “ნაპოლის” კავანი, დრის მერტენსია, რომელიც წლევანდელ სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება – მის ანგარიშზე 28 მატჩში გატანილი 20 გოლია.

“ის დიდებული ფეხბურთელია, ძალიან ძლიერი და ჭკვიანი. თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, ის ცენტრ-ფორვარდი ნამდვილად არ არის. განსხვავება მხოლოდ სანტიმეტრებშია.”

რატომ აუკრძალა სარიმ “ნაპოლის” ფეხბურთელებს პიცის ჭამა?

ნეაპოლის “ნაპოლის” მთავარმა მწვრნელმა, მაურიციო სარიმ საკუთარ ფეხბურთელებს მკაცრი დიეტა დაუნიშნა.

ყველაფერი იმ შეხვედრას უკავშირდება, რომელსაც 15 თებერვალს, ოთხშაბათს, იტალიური კლუბი მადრიდში “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს. “ნაპოლის” 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და, როგორც ჩანს, ნეაპოლიტანელები არც ესპანურ გრანდთან აპირებენ დანებებას. სარიმ ფეხბურთელებს კონკრეტული რაღაცების ჭამა აუკრაძალა, რათა ისინი ჩემპიონთა ლიგის ნახსენებ მატჩს საუკეთესო ფიზიკურ კონდინციებში შეხვდენენ.

დიეტა ითვალისწინებს იმას, რომ ფეხბურთელებმა არ უნდა ჭამონ პიცა და ხორცის პროდუქტი. იტალიური კლუბის სპორტსმენებმა ძირითადი აქცენტი ბრინჯზე, ხილზე და რძის პროდუქტზე უნდა გააკეთონ.

რომელია ევროპის ყველაზე შედეგიანი გუნდი?

გთავაზობთ ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის (ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი) იმ გუნდების ჩამონათვალს, რომლებთაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი.


7. “ნაპოლი” – 70 გოლი (55 – სერია ა + 11 ჩ. ლიგა + 4 იტალიის თასი) 31 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

რომ არა “ბოლონიასთან” მოგებული მატჩი, ანგარიშით 7:1, არავინ იცის, მოხვდებოდა თუ არა მაურისიო სარის გუნდი ჩვენ შვიდეულში. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელტა ბელგიელ ვინგერს, დრის მერტენს უკვე დაუგროვდა 20 გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში.


6. “მანჩესტერ სიტი” – 77 გოლი (49 – პრ. ლიგა + 18 – ჩ. ლიგა + 8 – ინგლისის თასი + 2 – ლიგის თასი) 35 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

გაახალგაზრდავებულ “სიტის” 77 გოლი აქვს გატანილი. “ქალაქელები” ახლა ჩვენი სიის მე-6 პოზიციას კი იკავებენ, მაგრამ არავინ იცის, რომელ ადგილზე იქნებოდნენ ისინი, გაბრიელ ჟეზუსი დასაწყისიდანვე რომ ჰყოლოდათ.


5. “პსჟ” – 82 გოლი (45 – ლიგა 1 + 13 – ჩ. ლიგა + 11- საფრ. თასი + 9- ლიგის თასი + 4- სუპერთასი) 35 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

ზლატანის წასვლის შემდეგ, “პარის სენ-ჟერმენის” სადავეები ხელში ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ ჩაიგდო. მართალია კავანი ნამდვილად დაფრინავს, მაგრამ გატანილი 82 გოლი საკმარისი ჯერ არ არის.


4. “არსენალი” – 83 გოლი (52 – პრ. ლიგა +18 – ჩ. ლიგა + 7 ინგლისის თასი + 6 – ლიგის თასი) 35 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

“არსენალი” მეოთხეზეა, სიტყვები – ზედმეტი.


3. “რეალი” – 98 გოლი (51 – ლა ლიგა; 16- ჩ. ლიგა; 22 თასი; 6- საკლუბო ჩემპ.; 3- ევრ. სუპერთასი) 34 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

მადრიდული “რეალი” ამ ცხრილის არა, მაგრამ ლა ლიგის სატურნირო დაფის მწვერვალზე ნამდვილად არის. “თეთრებს” ზუსტად იმდენი გააქვთ, რამდენიც სჭირდებათ. ეს რიცხვი ამ დროისთვის 98-ს შეადგენს.


2. “მონაკო” – 100 გოლი (68 – ლიგა 1; 16 – ჩ. ლიგა; 7 – საფრანგეთის თასი; 9- ლიგის თასი) 38 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

წლევანდელ სეზონში განსაკუთრებულად აქტიურობს ფრანგული “მონაკო”, მსგავსად მათი “ჩამოწერილი” ფორვარდის, რადამელ ფალკაოსა. ამ დროისთვის, მათ ანგარიშზე 100 გატანილი გოლია.


1. “ბარსელონა” – 100 გოლი (55 – ლა ლიგა; 20 – ჩ. ლიგა; 20 – სამეფო თასი; 5 – ესპანეთის სუპერთასი) 36 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

მართალია, ეს მათი საუკეთესო სეზონი არ არის, მაგრამ ამ სიას მაინც ლუის ენრიკეს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” გუნდი ლიდერობს 100 გატანილი გოლით.


“ნაპოლის” თავკაცი: “რეალს” ვეთამაშებით, რაც ნამდვილად სასიხარულო რამ არის”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ ჩემპიონთა ლიგაზე საუბრისას აღნიშნა, რომ წილისყრის შედეგებით, რომლის გამოც, ნეაპოლელებს “რეალთან” მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა, კმაყოფილია.

“რეალს” ისეთი გუნდი ჰყავს, რომელსაც რამდენიმე წუთში შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა.

ბედნიერები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მსოფლიოს უდიდეს კლუბს ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე დავუპირისპირდებით, რაც ნამდვილად სასიხარულო რამ არის.

რა თქმა უნდა, ისინი რაღაცაში ყოველთვის დაგვჯაბნიან, მაგრამ არც სუპერმენები არიან. მაქსიმალურად უნდა ვიბრძოლოთ. შემდეგ კი, ერთ დღეს, უკან მოვიხედებით და ვიტყვით, რომ “ბერნაბეუზე” ღირსეულად ვითამაშეთ.”

იგუაინმა “რეალის” ფანებს უკბინა: “იუვეს” ფანები საკუთარ ფეხბურთელებს არ უსტვენენ”

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელმა ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა თავის ყოფილ კლუბებზე საუბრისას მადრიდის “რეალის” ფანებს კბილი გაჰკრა, რომლებიც ძალიან ხშირად უსტვენენ საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს.

“იუვე” ძალიან გავს მადრიდის “რეალს”, ამ კლუბებისთვის მთავარი გამარჯვების მოპოვებაა. მაგრამ, აქაური ფანები არც ისე მომთხოვნები არიან, “რეალის” ფანებისგან განსხვავებით. “იუვეს” ფანები საკუთარ ფეხბურთელებს არ უსტვენენ, ეს მათ ხასიათში არ ჯდება.

ის ფაქტი, რომ “იუვენტუსი” მნიშვნელოვან ფეხბურთლად მიმიჩნევს და ჩემში ამ რაოდენობის თანხა გადაიხადა, ჩემთვის მხოლოდ საამაყო რამ არის.”

იგუაინმა “რეალსა” და “ნაპოლის” შორის გასამართ მატჩზეც გააკეთა კომენტარი: “რა თქმა უნდა, ორივე გუნდთან ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს და ორივე გუნდში მყავს მეგობრები. დაე უძლიერესმა მოიგოს!”

რაიოლა: “იბრაჰიმოვიჩს, “მანჩეტსერიდან” წასვლის შემდეგ, “ნაპოლიში” თამაშიც შეუძლია”

ზლატან იბრაჰიმოვიჩს “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონში ეწურება. დიდი ალბათობით, შვედი ფეხბურთელი ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებას დადებს.

აგენტის, მინო რაიოლას თქმით, შვედი ფეხბურთელი მუდამ შედიოდა “ნაპოლის” პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტიის ინტერესებში. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ 2018 წლის ზაფხულზე უკვე 37 წლის ზლატანი კიდევ ერთ ევროპულ გუნდში გადავიდეს.

“ნეაპოლიტანელებს ზლატანი ყოველთვის უყვარდათ. ის დაახლოებით ისეთივე ტრადიციების მქონე ოჯახში აღიზარდა, როგორიც ამ ხალხს გააჩნია. მან იცის, რას ნიშნავს, უყვარდე ნეაპოლიტანელებს. ეს სიყვარული ყოველთვის იზიდავდა და მიიზიდავს “იბრას”.”

“დე ლაურენტიის ზლატანი მუდამ სურდა. არაფერია გამორიცხული. თუ შვედს ფიზიკური შესაძლებლობები ხელს შეუწყობს, შესაძლოა, იგი 2018 წელს სწორედ იტალიურ გუნდს შეურერთდეს,” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ.

 

 

 

“ნაპოლისა” და “რეალს” შორის გასამართი შევხედრის ბილეთების პირველი პარტია რეკორდულ დროში გაიყიდა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში “ნაპოლი” მადრიდის “რეალს” საკუთარ მოედანზე 7 მარტს დაუპირისპირდება.

29 დეკემბერს “სან პაოლოზე” გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების პირველი პარტია ჩაეშვა გაყიდვაში. ეს ბილეთები პირველი კატეგორისაა და, შესაბამისად, ყველაზე ძვირი – 190 ევრო – ღირს. ზუსტად 20 წუთში არცერთი მათგანი დარჩენილი აღარ იყო. როგორც ჩანს, იტალიელი გულშემატკივრებს დიდი მოლოდინი აქვთ ამ შეხვედრის მიმართ.

150- და 80-ევროიანი ბილეთები უახლოეს მოამავალში გაიყიდება. დიდი ალბათობით, 60 000-კაციანი “სან პაოლო” მთლიანად გაივსება.

მარადონა “ნაპოლის” დირექტორზე : “დე ლაურენტისი თავის ცოლსაც გაყიდის”

დიეგო მარადონამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აურელიო დე ლაურენტისი გონსალო იგუაინის გაყიდვისთვის, რომელიც ამჟამად “იუვეს” ღირსებას იცავს.

“ადრეც ვთქვი, რომ გასულ სეზონში იგუაინის მიერ ნაჩვენები შედეგი, 36 გოლი სასწაული იყო. დე ლაურენტისმა ის გაყიდა, თუმცა ის თავის ცოლსაც გაყიდის.

ლაურენტისმა ნახა, რომ “იუვეს” ფორვარდი სჭირდებოდა და მიყიდა კიდეც მათ. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებაში მთავარი როლი გულსა და გრძნობებს უნდა ეთამაშა.

მე “ნაპოლი” ავირჩიე, იგუაინმა – “იუვენტუსი”. დრო შეიცვალა: ადრე, გრძნობებს უფრო მეტად ვაფასებდით, ახლა კი ფულია მთავარი.”

ბუტრაგენიო: “ნაპოლის” ნამდვილად ძალუძს “რეალისთვის” პრობლემების შექმნა”

მადრიდის “რეალის” დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “ნაპოლის” “რეალისთვის” პრობლემების შექმნა ნამდვილად შეუძლია.

“ნაპოლის” ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს და ზოგადად, ეს გუნდი ბოლო წლებში დიდ პროგრესს განიცდის. მათი დამარცხება ძალიან რთული იქნება.

ძალიან კარგად ვიცით, თუ რაოდენ საშიშები არიან იტალიური კლუბები. მათი პრესინგის ქვეშ თამაში რთულია, ისინი ახლო თამაშებს ანიჭებენ უპირატესობას. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც მათ ჩვენთვის პრობლემების შექმნა ნამდვილად შეუძლიათ.”