გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის პირველი დღის სამი მატჩი შედგა.
მოქმედმა გამარჯვებულმა „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ სეზონი „ნიუ-ორლეანთან“ მოგებით დაიწყო. „მეომართა“ რიგებში პირველივე შეხვედრაში შთამებჭდავი შედეგი სტეფ კარიმ აჩვენა, რომელმაც 40 ქულა დააგროვა და 7 ასისტი მიითვალა. „ნიუ-ორლეანიდან“ 18 ქულით საუკეთესო ენტონი დევისი აღმოჩნდა.
„გოლდენ სტეიტი“ – „ნიუ-ორლეანი“ 111:95 (39:35, 20:14, 35:26, 17:20)
„გოლდენ სტეიტი“: კარი (40 ქ. 7 პ.), ბოგუტი (12 ქ.), გრინი (10 ქ. 8 მ.), ტომპსონი (9 ქ. 7 დ.), ბარნსი (8 ქ. 9 მ.) – სტარტი; იზელი (13 ქ.), სნეიტსი (9 ქ.), ლივინგსტონი (6 ქ.), იგუდალა (2 ქ.), მაკადუ (2 ქ.), რაში (0 ქ.), ბარბოზა (0 ქ.)
„ნიუ ორლეანი“: დევისი (ქ8 ქ. 5 დ.), გორდონი (14 ქ.), კანინგემი (13 ქ.), პერკინსი (10 ქ.), რობინსონი (0 ქ.) – სტარტი; სმიტი (17 ქ. 9 პ.), ანდერსონი (9 ქ.), ჯი (8 ქ.) , აჟენსა (6 ქ.)
დიდ ინტერესს იწვევდა გასული ჩემიონატის ფინალისტის „კლივლენდ კავალიერსის“ ვიზიტი „ჩიკაგო ბულზთან“, რომელიც „ხარების“ ორქულიანი გამარჯვებით დასრულდა. ჩიკაგოელებმა მეტოქე 97:95 დაამარცხეს. მათი რიგებიდან საუკეთესი 19 ქულითა და 9 მოხსნით ნიკოლა მიროტიჩი იყო, მასზე ერთი ქულით ნაკლები დერიკ როუზმა დააგროვა. „კლივლენდიდან“ 25 ქულითა და 10 მოხსნით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.
„ჩიკაგო ბულზი“ – „კლივლენდ კავალიერსი“ 97:95 (26:17, 20:23, 25:28, 26:27)
„ჩიკაგო“: მიროტიჩი (19 ქ. 9 მ.), როუზი (18 ქ.), ბატლერი (17 ქ.), სნელი (11 ქ.), პაუ გასოლი (2 ქ. 6 ბ.) – სტარტი; მური (11 ქ.), მაკდერმოტი (8 ქ.), ბრუკსი (6 ქ.), გიბსონი (5 ქ. 10 მ.), ნოა (0 ქ. 9 მ.)
„კლივლენდი“: ჯეიმსი (25 ქ. 10 მ.), მო უილიამსი (19 ქ. 7 პ.), ლავი (18 ქ. 8 მ.), ჯეი არ სმიტი (8 ქ.), მოზგოვი (5 ქ.) – სტარტი; ელ ჯეფერსონი (10 ქ.), დელავედოვა (6 ქ.), ტომპსონი (2 ქ. 12 მ.), ვარეჟაო (2 ქ.), კანინგენი (0 ქ.), ჯონსი (0 ქ.)
წარმატებული აღმოჩნდა „დეტროიტ პისტონსის“ ვიზიტი „ატლანტა ჰოქუსთან“ – სტუმრებმა 106:94 გაიმარჯვეს.
„ატლანტა“ – „დეტროიტი“ 94:106 (25:25, 18:23, 23:34, 28:24)
„ატლანტა“: მილსეპი (19 ქ. 8 მ.), ტიგი (18 ქ. 5 დ.), ჰორფორდი (15 ქ.), კორვერი (7 ქ.), ბეიზმორი (0 ქ. 7 მ.) – სტარტი; შრედერი (20 ქ.), პატერსონი (5 ქ.), სკოტი (4 ქ.), სპლიტერი (4 ქ.), სეფოლოშა (2 ქ. 7 მ.), მუსკალა (0 ქ.)
„დეტროიტი“: კოლდუელ-პოუპი (21 ქ.), მორისი (18 ქ. 10 მ.), დრამონდი (18 ქ. 19 მ.), ილიასოვა (16 ქ. 7 მ.), ჯექსონი (15 ქ. 8 მ.) – სტარტი; ჯონსონი (7 ქ.), ბეინსი (6 ქ.), ლეიკი (3 ქ.), მიკსი (2 ქ.)