“ფორბსმა” 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენების ასეული გამოაქვეყნა

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” 2019 წლის 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ “ფორბსის” სიას პირველად ლიდერობს ლიონელ მესი, რომელმაც წელს 127 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მართალია ასეულის ლიდერები ფეხბურთელები არიან, მაგრამ სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი (35) კალათბურთს ჰყავს. ასეულში ამერიკული ფეხბურთის 19, ბეიზბოლის 15 და ფეხბურთის 12 მოთამაშე მოხვდა.

“ფორბსმა” სია 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე მიღებული ხელფასის, საპრიზო თანხებისა და ბონუსების მაჩვენებლით შეადგინა. ასევე, სპორტსმენების გამომუშავებულ თანხებში სპონსორებისაგან მიღებული შემოსავლებიც იგულისხმება.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეული:

1. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 127 მილიონი დოლარი
2. კრიშტიანო რონალდუ (ფეხბურთი) – 109 მილიონი დოლარი
3. ნეიმარი (ფეხბურთი) – 105 მილიონი დოლარი
4. კანელო ალვარესი (კრივი) – 94 მილიონი დოლარი
5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 93.4 მილიონი დოლარი
6. რუსელ უილსონი (ამერიკული ფეხბურთი) – 89.5 მილიონი დოლარი
7. აარონ როჯერი (ამერიკული ფეხბურთი) – 89.3 მილიონი დოლარი
8. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 89 მილიონი დოლარი
9. სტეფ კარი (კალათბურთი) – 79.8 მილიონი დოლარი
10. კევინ დურანტი (კალათბურთი) – 65.4 მილიონი დოლარი

ასეულის სანახავად ეწვიეთ “ფორბსის” ოფიციალურ ვებ-გვერდს

რივალდო: “ადრე თუ გვიან, ნეიმარი “რეალში” ითამაშებს”

“ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა რივალდომ თანამემამულე ნეიმარზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა და მისი გზა მადრიდის “რეალს” დაუკავშირა.

“ამ დროისთვის ნეიმარი სიტყვებს უნდა დავუჯერო, ის “პარი სენ-ჟერმენში” დარჩება. თუმცა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ვფლობ და კომენტარების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ის მადრიდის “რეალში” აღმოჩნდება.

მოსალოდნელია, რომ ნეიმარი კიდევ ერთი წლით მაინც დარჩეს საფრანგეთში, მაგრამ ასეთი გიჟური სატრანსფერო ბაზრის ფონზე არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია,” – აცხადებს რივალდო.

ნეიმარმა პოკერის ტურნირში მეექვსე ადგილი დაიკავა

ნეიმარმა, რომელსაც მთელი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სიმულანტობაში დებდნენ ბრალს, თავისი ნიჭი სხვაგვარად გამოიყენა. ამ უკანასკნელმა ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოკერის ტურნირში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შედეგიც დააფიქსირა.

ტურნირში მონაწილეობას პოკერის 288 პროფესიონალი მოთამაშე იღებდა. მონაწილეობის მისაღებად გადახდილი 1,877 ამერიკული დოლარი ნეიმარმა 21 308 დოლარად აქცია. ბრაზილიური ფეხბურთის იმედი ტურნირს ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, მსგავს ტურნირში მონაწილეობის შანსი რომ მომეცა. ამ ტურნირზე პირველად გამოვედი და ფინალში ძალიან კარგ მოთამაშეებთან ერთად მოვხვდი. ეს ჩემთვის დიდებული გაკვეთილი იყო,”- აცხადებს “პარი სენ-ჟერმენის” ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ ნეიმართან ერთად ტურნირში მონაწილეობას მისი ხუთი მეგობარი იღებდა, თუმცა მეორე სათამაშო დღემდე მხოლოდ ნეიმარმა გასტანა.

ფინალური თამაში სამშაბათს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ნეიმარის გამო ღონისძიებამ ერთი დღით გადაიწია – ბრაზილიელი ფეხბურთელი მეგობრის ქორწილს ესწრებოდა.

ნეიმარმა სიმულაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა ნეიმარის სიმულიანტობა იყო. “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი ამ საკითხზე გულახდილად საუბარს არ მოერიდა.

“თქვენ გგონიათ მინდა, რომ სულ მირტყამდნენ? არა, ეს ძალიან მტკივნეულია. მატჩის შემდეგ ოთხი-ხუთი საათის განმავლობაში ვიდებ ფეხზე ყინულს. რთულია ამ ტკივილის წარმოდგენა, სანამ თავად არ განიცდით.

ხუმრობებს, რა თქმა უნდა, იუმორით ვუყურებ. თუმცა ფაქტია, რომ ჩემი საქმე დრიბლინგია. ვერ დავდგები და მეტოქეს ვერ ვეტყვი, ბოდიში, გოლი უნდა გაგიტანო მეთქი.
მეტოქე უნდა მოვატყუო, უნდა გავცდე ის კი, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას არ მომცემს. ხშირ შემთხვევაში მე უფრო სწრაფი ვარ და ამიტომაც, ის იძულებულია დაჯარიმდეს. მსაჯიც სწორედ იმისთვის არის, რომ ეს შეამჩნიოს,” – აცხადებს ნეიმარი.

ვიდეო კარიკატურა: ნეიმარი მესის ჩრდილიდან გამოვიდა და მბაპეს ჩრდილში შევიდა

შარშან ნეიმარი კატალონიის “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა. ბევრი ჟურნალისტისა თუ ექსპერტის მოსაზრების თანახმად, ბრაზილიელმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ლიონელ მესის ჩრდილიდან გამოსულიყო. თუმცა, სამხრეთამერიკელ შემტევს ახლა კილიან მბაპეს სახით ჰყავს გუნდელი, რომელმაც, მისგან განსხვავებით, მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

ომარ მომანის აზრით, “ნეი” 19 წლის ფეხბურთელის ჩრდილის ქვეშ მოექცა.

 

“პსჟ”-ს სპორტული დირეტქორი: “ნეიმარმა დარჩენა გადაწყვიტა”

მსოფლიოს ჩემპიონატიდან ბრაზილიის ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, უფრო ხშირად იწერებოდა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე მადრიდის “რეალში”. თუმცა, ყველა ხმა მას შემდეგ ჩაწყნარდა, რაც “ბლანკოსის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისინი არ ცდილობენ სამხრეთამერიკელი სუპერვარსკვლავის შეძენას.

ნეიმარის ტრანსფერის ალბათობა კიდევ უფრო შეამცირა “პსჟ”-ს სპორტული დირექტორის, ლუის ფერნანდესის განცხადებამ.

“ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენში დარჩენა გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მიაღწია მიზანს, აქ სურს წარმატება. მას უნდა, მოიგოს ტიტულები “პსჟ”-ში,” – ამბობს ფერნანდესი.

რივალდო: “ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენში” ოქროს ბურთს ვერ მოიგებს”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რივალდო მიიჩნევს, რომ ნეიმარი ვერასოდეს შეძლებს ოქროს ბურთის მოგებას, თუ “პარი სენ-ჟერმენის” რიგებს არ დატოვებს.

“ჩემი გადმოსახედიდან, ნეიმარი ოქროს ბურთს “პარი სენ-ჟერმენში” ვერასოდეს მოიგებს. თუ მას წარმატებების მიღწევა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში უნდა გადავიდეს.

“პარი სენ-ჟერმენში” ახალი მწვრთნელი ჰყავთ ტომას ტუჰელის სახით, მისი ხელმძღვანელობით კი ის ოქროს ბურთის მოგებას უბრალოდ ვერ შეძლებს. ფეხბურთს, რომელიც მას სჭირდება, ესპანეთში თამაშობენ. ამიტომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი მისთვის “რეალში” გადასვლა.

მჯერა, რომ ყველაფერი გამოვა. “პსჟ” არ არის ისეთი ტრადიციული კლუბი, როგორიც “რეალი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბაიერნია”,” – აცხადებს რივალდო.

ბრაზილიამ სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა (ვიდეო)

დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის E ჯგუფში სერბეთი ბრაზილიას დაუპირისპირდა.

ლათინოამერიკელებისთვის ამ თამაშში არწაგება ჯგუფიდან გასვლის გარანტი იყო. “სელესაომ” აქტიურად დაიწყო და პირველივე ტაიმში გახსნა ანგარიში. გოლის გატანა 36-ე წუთზე პაულინიომ მოახერხა. მან მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. ტიტეს შეგირდებმა მეორე ნახევარშიც შეაგდეს: 68-ე წუთზე ნეიმარის მოწოდებული ბურთი ტიაგო სილვამ თავით კარში გაგზავნა. საბოლოოდ, “სელესაომ” სწორედ ამ ანგარიშით მოიგო.

გამარჯვების შემდეგ ბრაზილიამ შვიდი ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. ის მერვედფინალში მექსიკას დაუპირისპირდება.

 

რონალდო მუნდიალის ყოველი მატჩის წინ ინდივიდუალურად ამზადებს ნეიმარს

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, რონალდო, კვლავაც განაგრძობს “სელესაოსთვის” მუშაობას. Marca-ს ცნობით, რონალდო მუნდიალის ყოველი მატჩის წინ ხვდება ნეიმარს და ინდივიდუალურად ამზადებს მას.

“კიჭა” რეგულარულად ხვდება ნეიმარს და ცდილობს როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ამზადებს მატჩის წინ. მსგავსი რამ მოხდა შვეცარიასა და კოსტა-რიკასთან გამართული მატჩის წინაც.

გარდა ამისა, რონალდუ ნეიმარს საჯაროდაც ამხნევებს. სწორედ ის გახლავთ ერთ-ერთი ბრაზილიური ტელეკომპანიის კომენტატორი გახლავთ.

როგორც იცით, ნეიმარმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ტრავმის გამო მოედნის ფარგლებს მიღმა გაატარა და ახლახან დაასრულა რეაბილიტაციის პროცესი. ასეთივე მდგომარეობაში იმყოფებოდა რონალდოც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ბრაზილიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, E ჯგუფში ბრაზილია კოსტა-რიკას დაუპირისპირდა.

მატჩში “სელესაო” მთელი სათამაშო დროის მანძილზე დომინირებდა, თუმცა მან პირველ ტაიმში გოლი ვერ გაიტანა. საბოლოოდ, ყველაფერი შეხვედრის მიწურულს გადაწყდა: ჯერ პირველ დამატებით წუთზე ფელიპე კოუტინიომ შეძლო კეილორ ნავასის კარის აღება. ხოლო, შემდეგ, მეშვიდე დამატებულ წუთზე ნეიმარმაც შეაგდო თავისი გოლი. საბოლოოდ, 2-0. ტიტეს შეგირდებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

ამ მოგების შემდეგ ბრაზილიას ოთხი ქულა დაუგროვდა და ახლა პირველ ადგილზეა. ხოლო, კოსტა-რიკამ ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა – ის ნული ქულით ბოლოზეა.

ამ ჯგუფში დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება შედგება, 22:00 საათზე ერთმანეთს სერბეთი (3 ქულა) და შვეიცარია (1 ქულა) შეხვდებიან.

 

 

ტიტე: “არა, ეს ნეიმარისთვის არ მითქვამს”

დღეს ბრაზილიის ნაკრები მსოლფიოს ჩემპიონატის ჯგურუი ეტაპის მეორე ტურში კოსტა-რიკას დაუპირისპირდება. სამხრეთ ამერიკელთა მწვრთნელმა, ტიტემ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ნეიმარზე ისაუბრა.

“ყველა სპორტსმენს აქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ გამოვიდეს და გუნდისთვის ითამაშოს. თუმცა, ისნი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურებიც უნდა იყვნენ. სულაც არ მინდა, ეს ინიციატივა ნეიმარს ჩამოვართვა. ეს მისგან არც მომითხოვია. ამ ფეხბურთელის ასეთ თვისებებს პატივი უნდა ვცეთ. მოგება გვსურს, ეს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატია. თუმცა, მწვრთნელი არ აპირებს, რომ გუნდის წვრთა ჯანმრთელობით ითამაშოს.

ნეიმარზე იმას გეტყვით, რომ მას დაახლოებით ხუთი თამაში სჭირდება, რათა კარგ ფორმაში იყოს. მან პირველ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და ძალებიც აღიდგინა,” –ამბობს ტიტე.

ნეიმარმა ვარცხნილობის ცვლილებასთან დაკავშრებულ კრიტიკას უპასუხა

ბრაზილიის ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი თამაში ჩაატარა და მისმა ლიდერმა, ნეიმარმა უკვე მეორეჯერ შეიცვალა ვარცხნილობა. ამას გუშემატკივართა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ნეიმარმა უკმაყოფილო ფანებს უპასუხა.

“აქ იმიტომ არ ვარ, რომ ჩემი სახელი ნეიმარია. არც ჩემი ვარცხნილობის დამსახურებით ჩამოვედი რუსეთში. აქ ჩემი თამაშის გამო ვარ. თუ ამ დონემდე საკუთარმა ასპარეზობამ მომიყვანა, თუ სწორედ მისი წყალობით მივაღწიე წარმატებებს, მაშინ არანაირი ცვლილება არ მჭირდება,” – ამბობს ბრაზილიელი.