რას აკეთებდა ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენისა” და “მონაკოს” მატჩის მიმდინარეობისას? (ფოტო)

გამოჯანმრთელბის გზაზე მყოფმა ნეიმარმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა “პარი სენ-ჟერმენსა” და “მონაკოს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას.

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი გუნდი ტრიბუნებიდან გაემხნევებინა, შინ, კომფორტულად მოკალათებული ბრაზილიელი პოკერს თამაშობდა – ასეთ განმარტებას იძლევა ფრანგული პრესა ამ ფოტოს შესახებ.

ტიაგო სილვა: “დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარი ჩვენთან დარჩება”

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა კაპიტანმა, ტიაგო სილვამ ყველასათვის აქტუალურ საკითხზე ისაუბრა, რაც ნეიმარის მომავალს ეხება. სილვა იმედოვნებს, რომ “ბარსელონას” ექს-ლიდერი კიდევ დიდი ხნით დარჩება პარიზში.

“ნეიმარს “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი აკავშივრებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ჩვენთან დარჩება. საქმე ძალიან ძლიერ პროექტთან გვაქვს, თუმცა ფაქტია, რომ დრო ამასაც სჭირდება – ეს ნორმალურია.

ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ და ყველანაირად ვცდილობთ, რომ სასურველ მიზანს მივაღწიოთ. ნეიმარი ამ პროექტში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და დღითიდღე ვხედავთ, თუ როგორ ძლიერდება ის.

ვიმედოვნებ, რომ ის “პარი სენ-ჟერმენში” დიდი ხნით დარჩება. ვიმედოვნებ თუ დარწმუნებული ვარ? ამაში დარწმუნებული ვარ,”- აცხადებს ტიაგო სილვა.

კაზემირო: “ნეიმარი რონალდუს შესანიშნავად შეეწყობა”

არ წყდება ხმების იმასთან დაკავშრებით, რომ შესაძლოა, ნეიმარმა მადრიდის “რეალის” ფორმა მოირგოს. ამასთან დაკავშირებით “ბლანკოსის” ნახევარმცველმა, კაზემირომ ისაუბრა.

“ნეიმარი 11 წლიდან საოცარ თვისებებს ავლდენდა. ის სიგიჟეებს აკეთებდა და ახლაც იმავეს აგრძელებს. არ ვიცი, თუ არსებობს რამე შანსი, რომ ის “რეალში” გადმოვიდეს. ეს ფლორენტინო პერესს უნდა ჰკითხოთ. ჩემმა თანამემამულემ იცის, რომ მისთვის კარი ყოველთვის ღიაა. მაგრამ, ახლა ნეიმარი პარიზში ბედნიერია. ამიტომ, რამის ვარაუდი რთულია. ვიმედოვნებ, ის ამ სეზონის ბოლოს ჩვენთან მოვა.”

“ჩემი აზრით, ნეიმარი კრიშტიანუ რონალდუს შეეწყობა. ეს ორი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედიან,” – ამბობს კაზემირო.

ნეიმარი პარიზულმა ცხოვრებამ დაღალა და მუნდიალამდე კლუბის გამოცვლას აპირებს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, As-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, მადრიდის “რეალი” ნეიმარ ჟუნიორის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. დიდი ალბათობით, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მადრიდულ გრანდში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადავა.

ნეიმარი პარიზული ცხოვრებისგან სიამოვნებას ვეღარ იღებს და მის ამჟამინდელ ვითარებას ასე აღწერს “ეს ხუთი თვე ხუთ წელს უფრო გავს”. როგორც იცით, სიტუაციას ტრავმასთან ერთად “პსჟ”-ს მიერ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხიც ამწვავებს.

ესპანური წყაროს ცნობით, გასულ თვეში ნეიმარის მამამ სპეციალური შეხვედრა გამართა “რეალის” წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა ნეიმარის ტრანსფერზე ისაუბრეს. ნეიმარის მამამ მადრიდელთათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ “პსჟ” ბრაზილიელ სუპერვარსკვლავთან გამომშვიდობებას ადვილად არ აპირებს.

როგორც მოსალოდნელია, ფლორენტინო პერესი უკან დახევას არ გეგმავს. “რეალის” ფეხბურთელები კი მზად არიან, ნეიმარი დიდი სიამოვნებით მიიღონ გუნდში.

ნეიმარი სტივენ ჰოკინგის გარდაცვალებას გამოეხმაურა (ფოტო)

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი, სტივენ ჰოკინგის გარდაცვალებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ფიზიკოს-თეორიტიკოსი 76 წლის ასაკში, 2018 წლის 14 მარტს გარდაიცვალა.

ნეიმარმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის სპეციალურ ეტლში იმყოფება, მსგავსად ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ჰოკინგისა.

ფოტოს თან ახლავს წარწერა: “ყველაფერს პოზიტიურად უნდა შეხედო და არსებული სიტუაციიდან მაქსიმუმი მიიღო – სტივენ ჰოკინგი.”

რაკიტიჩი: “ნეიმარს უკან, “ბარსელონაში” დიდი სიხარულით მივიღებდი”

კატალონიის “ბარსელონას” ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა აღნიშნა, რომ ის დიდი სიამოვნებით ითამაშებდა ისეთი ფეხბურთელის გვერდით, როგორიც ნეიმარია. ეს განცხადება მან “მალაგასთან” მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა (0-2).

“მას ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მე ნეიმარს ყოველთვის დიდი სიხარულით მივიღებ, “ბარსელონაში” მისი კარი ღიაა. ამას არა მარტო ჩვენს შორის არსებული კარგი ურთიერთობის გამო ვამბობ, არამედ ამის თქმის საშუალებას მისი დონე მაძლევს. ნეიმარს ჩემს გუნდში ყოველთვის მოვუძებნიდი ადგილს.

30 წლის გავხდი, თუმცა ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვნახოთ, როგორი იქნება ეს წელი ჩემთვის. ახლახან მაჩვენეს “ატლეტიკოსთან” მატჩში ჩემი სტატისტიკური მონაცემები და სეზონის საუკეთესო აღმოჩნდა. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო,” – აცხადებს ივან რაკიტიჩი.

კავანი “პარი სენ-ჟერმენის” დატოვებას სეზონის დასრულებისთანავე გეგმავს

ფრანგული გამოცემის, Le Parisien-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “პსჟ”-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან გამოვარდნა უკანასკნელი წვეთი იყო კავანის მოთმინების ფიალაში და ახლა ედინსონ კავანს კლუბიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი.

წყაროს ცნობით, ურუგვაელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა კლუბში არსებოული სიტუაციით, რასაც პირველ რიგში გუნდში ნეიმარისა და მისი ბრაზილიელი თანამემამულეების ყოფნა განაპირობებს.

კავანის მსურველები ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატიდან მრავლად ჰყავს. სავარაუდოდ, ეს კლუბები მის შეძენას 60 მილიონ ევროდ შეძლებენ. “პარი სენ-ჟერმენს” კი ერთადერთი ლიდერი ეყოლება ნეიმარის სახით.

კარიკატურა: ნეიმარმა ფულით ჩემპიონთა ლიგის ტიტული ვერ იყიდა

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “რეალმა” პსჟ კიდევ ერთხელ დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.

BleacherReport-ი გვთავაზობს კარიკატურას, რომელიც ხსნის, რომ ნეიმარს ფულით რამდენიმე ტიტულის ყოდვა შეუძლია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ვერ შეიძენს.

 

ზიდანი: “ნეიმარის არყოფნა არაფერს ნიშნავს – მათ დი მარია ჰყავთ!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრებია. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” საფრანგეთს ესტუმრება და “პარი სენ-ჟერმენს” შეხვდება.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ კარგი შეხვედრა ჩავატაროთ. კონცენტრაცია არ გვაკლია და ყველანაირად ფოკუზირებულნი ვართ იმაზე, რომ მეტოქე შევაწუხოთ და სასურველ შედეგს ასე მივღწიოთ. გასული მატჩის რეზულტატზე ბევრს არ ვფიქრობთ, რადგან ეს ახალი გამოწვევაა და წინ შეიძლება მოულოდნელობა შეგვხვდეს. შესაძლოა, მოგვიწიოს 90 წუთი ან უფრო მეტი თამაში. წინ ცეცხლოვანი ატმოსფერო გველის. თუმცა, ეს ყოველთვის ასეა, როცა “რეალის” მსგავს გუნდს ხვდები.”

“ნეიმარის არყოფნა არაფერს ცვლის. მათ ჰყავთ სხვა ფეხბურთელი, რომელიც დამატებითი მოტივაციით გამოვა მოედანზე. მაგალითად, ასეთია დი მარია, რომელსაც ბევრ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა. მას აქვს კარგი დრიბლინგი და დარტყმა მარცხენათი. ამიტომ, ნეიმარის ტრავმამ არ უნდა მოგვადუნოს,” – ამბობს “ზიზუ”.

ზიდანმა ნეიმართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგაზე, “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი განმეორებითი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნეიმარის არყოფნა არსებულ ვითარებას დიდად არ ცვლის.

“პარი სენ-ჟერმენი” ძალიან ძლიერი გუნდია და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის ფეხბურთელი, რომელიც ნეიმარს შეცვლის, არანაკლებ საშიში იქნება. ასე რომ, არ ვთვლი, რომ მის გარეშე რამე გაადვილდება ჩვენთვის.

ძალიან ვწუხვართ მის გამო, მაგრამ ახლა ჩვენ მხოლოდ შაბათის მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მართალია, ფეხბურთელები ოცნებობენ ისეთ მატჩებზე, როგორიც “პსჟ”-სთან გველის, მაგრამ იქამდე, “ხეტაფე” უნდა დავამარცხოთ,” – აცხადებს ზიდანი.

ბრაზილიაში მაქსველი ნეიმარის თანმხლები პირი სამი თვის მანძილზე იქნება

“პარის სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი, ნეიმარი, ტრავმის მიღების შემდეგ, ბრაზილიაში გაემგზავრა. 26 წლის მოთამაშე სწორედ იქ გაიკეთებს ოპერაციას.

გეტყვით, რომ სარეაბილიტაციო პროცესი სამი თვის მანძილზე გასტანს. როგორც ცნობილი გახდა, ბრაზილიაში “ნეის” თანმხლები პირი მაქსველი იქნება. “პსჟ”-ს ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კლუბის სპორტულ სტაფში მუშაობს. სწორედ ის ითავებს იმას, რომ მშობლიურ ქვეყანაში 26 წლის ფეხბურთელის ოპერაციასთან და სხვა პროცედურებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები მოაგვაროს.

ნეიმარმა ტრავმა მარსელის “ოლიმპიკტან” შეხვედრაში მიიღო. მას მარჯვენა ფეხის ტერფის მეხუთე ძვალი აქვს გაბზარული.

კარიკატურა: ნეიმარს ოთხი წლის შემდეგ კვლავ იგივე შეემთხვა

“პსჟ”-ს შემტევმა, ნეიმარმა სერიოზული დაზიანება ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის წინ მიიღო: მოგეხსენებათ, ფრანგები ექვს მარტს მადრიდის “რეალს” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. დაახლოებით იგივე, ბრაზილიელს ოთხი წლის წინ, მუნდიალზე, გერმანიასთან გასამართი ნახევარფინალური თამაშის წინ დაემართა.

ომარ მომანი ამასთან დაკავშირებით კარიკატურას გვთავაზობს.