ნემანია ვიდიჩი სამწვრთნელო კარიერის წამოწყებას ინგლისში აპირებს

ნემანია ვიდიჩს უნდა, რომ ინგლისურ კლუბს ჩაუდგეს სათავეში და იმასაც აღნიშნავს, რომ ერთ-ერთია იმ ყოფილ ფეხბურთელთა შორის, რომელთაც “მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბში უნდათ მუშაობა.

“ამ საქმიანობისთვის მზადება წლების წინ დავიწყე. “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნისას მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტთან, სერ ალექს ფერგიუსონთან მიწევდა მუშაობა, რაც დიდად დამეხმარა.

ფერგი ფეხბურთელებისგან ძალიან ბევრს ითხოვდა, თუმცა რაც მთავარია, მას სწამდა თავისი ფეხბურთელების. ამას მის თვალებში ვკითხულობდი. იმ მომენტშიც კი, როცა საკუთარი თავისადმი რწმენა მეკარგებოდა, მას მაინც სჯეროდა ჩემი. ეს უდიდესი ძალაა.

ვფიქრობ, რომ გუნდის თავკაცობა საკმაოდ კარგად შემიძლია. მინდა სამწვრთნელო კარიერა ინგლისში წამოიწყო. “მანჩესტერში” მუშაობა? ეს ჩემი ოცნებაა.” – განაცხადა ყოფილმა “წითელმა ეშმაკმა”.

ნემანია ვიდიჩმა კარიერა დაასრულა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა, მცველმა ნემანია ვიდიჩმა მოთამამაშის კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

„ბუტსების ლურსმანზე დაკიდების დრო მოვიდა. მუდმივმა ტრავმებმა, რომლებიც ბოლო წლებში მაწუხებდნენ, თავისი როლი ითამაშეს. მინდა ყველა გუნდის თანაგუნდელს მადლობა გადავუხადო. ასევე იმ გულშემატკივრების მადლიერი ვარ, რომლებიც მხარს მიჭერდნენ“, – ციტირებს ვიდიჩს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალური ვებსაიტი.

34 წლის სერბის ბოლო კლუბი მილანის „ინტერი“ იყო, „ნერაძურისთან“ კონტრაქტი მან იანვარში გაწყვიტა. „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლამდე ის ჯერ „ცრვენა ზვეზრდას“, ხოლო შემდეგ მოსკოვის „სპარტაკის“ ფერებს იცავდა. მანჩესტერულ კლუბს ვბიდიჩი 2006 წლის იანვარში შეუერთდა და მასთან ერთად ხუთჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა, 2008 წელს კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

სებეთის ნაკების ღირსებას ნემანია 2006 წლიდან 2011 წლამდე იცავდა და 56 შეხვედრაში 2 გოლიც გაიტანა.

ვიდიჩმა “ინტერი” შესაძლოა, “მილანზე” გაცვალოს

მილანის “ინტერის” მცველმა ნემანია ვიდიჩმა კარიერა შესაძლოა, ლომბარდიის დედაქალაქის მეორე კლუბში, “მილანში” გააგრძელოს.

34 წლის სერბ ფეხბურთელს “ნერიაძურიში” სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ბუნებრივია, შექმნილი მდგომარეობით კმაყოფილი ვერ იქნება.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ იანვარში კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდება, რის შემდეგაც საქმეში “მილანი” ჩაერთვება, რომელსაც ვიდიჩთან უკვე აქვს კონტაქტი.

 

ვიდიჩი მალე უნდა დაბრუნდეს

როგორც Football-Italia წერს, „ინტერის“ მცველი ნემანია ვიდიჩი ტრავმის შემდეგ სულ მალე გამოჯანმრთელდება. წყაროს ინფორმაციით, 34 წლის სერბი ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

საქმელია, რომ ვიდიჩს მიმდიანრე სეზონში ჯერ არ უთამაშია. გამოციდლ ფეხბურთელს დიდი ხნის განმავლობაში ზურგის ტკივილი აწუხებდა, აგვისტოს დასაწყისში მან ოპერაცია გაიკეთა.

ვიდიჩი, შესაძლოა, MLS-ში გადაბარგდეს

მილანის „ინტერის“ მცველმა ნემანია ვიდიჩმა, შესაძლოა, კარიერა MLS-ის ერთ-ერთ კლუბში გააგრძელოს.

გავრცელებული ცნობით, სერბი ვეტერანის დამატებას ვაშინგტონის „დი სი იუნაიტედი“ გეგმავს, რომლის აქციების ერთი ნაწილი „ინტერის“ მფლობელს ერიკ ტოხირს ეკუთვნის.

ამავდროულად ნემანიას „ინტერთან“ კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძივების სახით, კარიერის დასრულების კიდევ ერთი ვარიანტი აქვს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სერია ა-ს მიმდინარე სეზონის გათამაშებაში ამ ფეხბურთელს ჯერ საერთოდ არ უთამაშია.

„ინტერი“ ვიდიჩს დიდი ხნით კარგავს

მილანის „ინტერის“ მცველმა ნემანია ვიდიჩმა ხერხემლის ოპერაცია გაიკეთა.

როგორც ცნობილია, სერბი მცველი გამოჯანმრთელებას სამიდან ექვს თვემდე მოახერხებს. ყველაფერი მისი მკურნალობის პროცესზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ვიდიჩ „ინტერში“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

აგენტი: “ვიდიჩი ინტერში ბედნიერია”

ნემანია ვიდიჩის აგენტმა, სილვანო მარტინამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი დიდი ალბათობით, მომავალ სეზონშიც “ჯუზეპე მეაცაზე” ითამაშებს.

“ბოლო დროს, მარტინი ძალიან კმაყოფილია,”-განაცხადა მარტინამ fcinternews.it-თან ინტერვიუში.

“რა გველის მომავალში? ამჟამად მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობთ და მაგის დროც მოვა, რათა გადაწყვეტილება მივიღოთ”.

“ვიდიჩი “ინტერში” ბედნიერია. იგი სიამოვნებას იღებს ფეხბურთით და გუნდში თავისი პოზიციით კმაყოფილია,”-შეაჯამა მოთამაშის აგენტმა.

მიმდინარე სეზონში, სერბმა სერია ა-ში 21 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ვიდიჩს “ნერაძურისთან” კონტრაქტის ვადა 2017 წელს ეწურება.

ვიდიჩი იუვენტუსში?

“ინტერის” მცველი, ნემანია ვიდიჩმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს.

La Stampa-ს ცნობით 33 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “იუვენტუსი” ჩენს. ამავდროულად, მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, განაცხადა, რომ ვიდიჩთან მუშაობა მომავალშიც სურს.

სერიას მიმიდინარე სეზონში ვიდიჩმა 9 მატჩი ჩაატარა და ერთი წითელი ბარათიც მიიღო.

ვიდიჩს „გალათასარაიში“ ელიან

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მცველს ნემანია ვიდიჩს მილანის „ინტერში“ თამაში ჯერჯერობით არც ისე წარმატებულად გამოსდის, რის გამოც „ნერაძურის“ ხელმძღვანელები, რომლებიც სერბს, კონტრაქტის მიხედვით, ექვს მილიონ ევროს გადაუხდიან, მის გაშვებაზე დაფიქრდნენ.

ნემანიას იტალიაში პრობლემის გამოყენება „გალათასარაის“ სურს, რომლის რიგებშიც გადასვლის შემთხვევაში, გამოცდილი ფეხბურთელი არანაკლებად კარგ კონტრაქტს მიიღებს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსიც ექნება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე პრესამ ვიდიჩის „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო დაბრუნებაც ივარაუდა.

„ინტერი“ ვიდიჩს გაყიდის?

გავრცელებული ინფორმაციით, „ინტერის“ მცველმა ნემანია ვიდიჩმა, შესაძლოა, შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის დროს სამუშაო ადგილი შეცვალოს.

კლუბის ხელმძღვანელობა 33 წლის სერბის თამაშით უკმაყოფია, რომელიც განვლილ ზაფხულში მილანელებს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. დიდი აოლბათობით, ნემანია „ნერაძურის“ იანვარში დატოვებს.

უკვე ახლა ვიდიჩის შესაძლო შემცვლელებად „პორტუს“ მცველი როლანდუ ან „ტოტენჰემის“ მოთამაშე ვლად კირიკეში სახელდებიან.

რა ვიხილეთ სექტემბერში სერია A-ში?

სექტემბერი მიილია… იტალიის სერია A-ში, ნამდვილად იყო რამდენიმე საინტერესო მომენტი, რომელიც შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს. შეძლებისდაგვარად, ვეცდებით ეს მომენტები და ფაქტები შემოგთავაზოთ.

საუკეთესო მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი (უდინეზე).

”ინტერიდან” წასვლის შემდეგ, ანდრეა სტრამაჩონიმ დაამტკიცა, რომ მწვრთნელობა მაღალ დონეზე კვლავ შეუძლია.

Udinese Calcio v SSC Napoli - Serie A

”უდინეზეს” სერია A-ში ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა. სექტემბერში, სტრამაჩონის გუნდს ადვილი კალენდარი არ ჰქონდა, 5 თამაშიდან, ”ზებრებს” 3 თამაში, ”ლაციოსთან”, ”ნაპოლისთან” და ”იუვენტუსთან უწევდათ. ”უდინეზე”, მხოლოდ ”იუვენტუსთან” დამარცხდა, დანარჩენ შეხვედრებში კი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა სტრამაჩონიმ და მისმა ასისტენტმა, დეიან სტანკოვიჩმა, ”უდინეზეს” სათამაშო სტილში კორექტირება შეიტანეს. მათ ასევე გარკვეული საკარდრო ცვლილებებიც განახორციელეს (ძირითადი მეკარე გახდა ორესტის კარნეზისი, მარჯვენა მცველად მუდამ გვევლინება – სილვან ვიდმერი, ნახევარდაცვის ცენტრში კი – პანაიოტის კონე). შედეგად, ”უდინეზე” შედეგების მხრივ უფრო პროდუქტიული გახდა.
არ შეიძლება, რომ დი ნატალეს თამაში არ აღინიშნოს. 36 წლის ფეხბურთელი, ახალი  სეზონის დასაწყისში, ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. აღარავინ ფიქრობდა, რომ ის 36 წლის ასაკში, კვლავ შესძლებდა გუნდისთვის ნაყოფიერი სარგებლის მოტანას. 2013 წლის მაისში, სტრამაჩონი ”ინტერიდან” გაანთავისუფლეს, ამის შემდეგ იგი აღარავის ახსოვდა, მაგრამ მან, სერია A-ში დაბრუნება, ტრიუმფალურად აღნიშნა. დღეისთვის, ”უდინეზე” სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ”იუვენტუსს” და ”რომას” 3 ქულით ჩამორჩება.

საუკეთესო ფეხბურთელი: კარლოს ტევესი (იუვენტუსი).

rueed00d7e342

სექტემბერში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კარლოს ტევესი, სერია A-საუკეთესო თავდამსხმელია. არგენტინელი ფეხბურთელი, ”იუვენტუსის” მიერ დაფიქსირებული წარმატებული შედეგის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. გასულ თვეში, მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასი დაფიქსირდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 გოლი გაიტანა. კარლიტო თითქმის ყველა თამაშში იტანს, ასეთი ფეხბურთელის ხელში, ”იუვენტუსს” სადარდებელი ნამდვილად არ ექნება (მინიმუმ იტალიაში).

საუკეთესო მატჩი: ”პარმა” 4-5 ”მილანი”

ჩვენ ვიხილეთ ისეთი თამაში, რომელიც სერია A-ს დამახასიათებელ მოსაწყენ თამაშებს არ განეკუთვნება. ეს იყო გრანდიოზული შედეგი, რომელიც ჰოკეის სტილში მიმდინარეობდა. ესეთი თამაშები, ჩემპიონატს მართლაც რომ შესანიშნავ ხიბლს მატებს.

ყველაზე წარუმატებელი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი).

E9834F741A8BBBFACA34DAA2A52BAB_h416_w622_m2_q80_ceAMZqwLG

”ნაპოლის” მიმდინარე სეზონში საშინელი სტარტი ჰქონდა. ამ კლუბში, მფლობელებმა წარმოუდგენელი შრომა ჩადეს და რაფაელ ბენიტესმა აშკარად გაუცრუა იმედები. გუნდი უაზროდ კარგავს ქულებს. ”ნაპოლიში” აშკარად შეინიშნება დაცვის სუსტი თამაში და გუნდს უფრო მაღალკვალიფიციური მცველები ესაჭიროება. თურქეთსი გაყიდული გორან პანდევის აგენტი, კარლო პალავიჩინო ამბობს: ”ნაპოლის” გუნდური სულისკვეთება არ გააჩნია, დიდი გამარჯვების მისაღწევად, კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, რაფა ბენიტესი, გუნდის დატოვების ერთ-ერთ მთავარ კანიდატად მოიაზრება.

ყველაზე წარუმატებელი ფეხბურთელი: ნემანია ვიდიჩი (ინტერი).

FC Internazionale Milano v Cagliari Calcio - Serie A

ყველამ კარგად ვიცით, რომ ვიდიჩი, დაბალი დონის მცველთა სიას არ განეკუთვნება, მაგრამ სერბი ფეხბურთელი, სექტემბრის თვეში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მცველი იყო სერია A-ში. ვიდიჩი იღებს წითელ ბარათებს, ”იკიდებს” პენალტებს და უშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც გუნდის საბოლოო შედეგზე უარყოფითად მოქმედებს. შესაძლოა ვიდიჩი, ”ინტერის” ტაქტიკურ სქემას ვერ შეეჩვია, რომელიც 3 მცველით თამაშს გულისხმობს. ვიდიჩი წლიურად 3 მილიონ ევროს იღებს, რის გამოც გუნდის მფლობელი კი მისგან გაცილებით მეტს ელის.

თვის შოკი: ”ინტერი” 1-4 ”კალიარი”.

ალბათ, ყველას გაუკვირდა ამ მატჩის საბოლოო შედეგი. გასულ თვეში, ”კალიარი” სერია A-ს გუნდებს შორის, ყველაზე ნაკლებად ჩანდა და საპატიო ბოლო ადგილიც ეკავა, მაგრამ მოვიდა ”ინტერთან” თამაშის დრო და ამ გუნდმა სასწაული ჩაიდინა, ”ინტერი”, ანგარიშით 1-4 გაანადგურა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ეს იყო ნამდვილი შოკი.

ფაქტი: ”იუვენტუსი” არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც სექტემბერში გოლი არ გაუშვია.

ციტატა: ”ყველა მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობს. აწონ-დაწონის, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება მისთვის საუკეთესო და მომგებიანი. 3 წლის განმავლობაში, ანტონიო კონტემ ”იუვენტუსში” ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. მე მისგან ბრწყინვალედ ორგანიზებული გუნდი ჩავიბარე, მაგრამ აქ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.” – მასიმილიანო ალეგრი, ”იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი.

საუკეთეთესო 3 გოლი

სტეფანო ოკაკა (სამპტოდია) – გოლი ”ტორინოსთან”.

ჟერემი მენეზი (მილანი) – გოლი ”პარმასთან”. ჟერემი მენეზის მიერ ”პარმასთან” გატანილი გოლი, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლად აღიარეს.

მატია დესტრო (რომა) – ცენტრიდან გატანილი გოლი ”ვერონასთან”.


რა გველის ოქტომბერში?

5 ოქტომბერი: ”იუვენტუსი” – ”რომა”, ”ფიორენტინა” – ”ინტერი”.

19 ოქტომბერი: ”ფიორენტინა” – ”ლაციო”, ”ინტერი” – ”ნაპოლი”.

26 ოქტომბერი: ”მილანი” – ”ფიორენტინა”.

ვალტერ მაცარი: ”ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ”

”კალიარისთან” განამადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, ”ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

”შესაძლოა, შემადგენლობის არჩევაში რაღაც შეცდომები დავუშვი. ვფიქრობდი, რომ გუნდი, ამ კვირაში შესანიშნავ ფორმაში იყო და ფიზიკურ მომზადებას, სათანადო ყურადღება აღარ მივაქციე, ამიტომ შემადგენლობაში მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ზედიზედ მე-3 ან მე-4 შეხვედრაში მოუწიათ თამაში.”

”კალიარი” შეუჩერებელი აღმოჩნდა, ჩვენ კი ფიზიკურად ვერ გავუძელით.”

”ვიდიჩი? ის ძლიერია და შესანიშნავი ლიდერის ფუნქციები გააჩნია, ამიტომ არ მივეცი მას დასვენების საშუალება, მაგრამ იგი გადაღლილი აღმოჩნდა და აქედან გამომდინარე ვერ ვიხილეთ მისი ჩვეული თამაში.”

”ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ. რაღაც ცვლილებებს განვახორციელებ, დავაკვირები ფეხბურთელებს და გავიგებ, თუ ვის შეუძლია ზედიზედ 4 მატჩის თამაში და ვის არა.” – განაცხადა მაცარიმ.