ნეიმარის დამატება “მილანსაც” მოუნდა

ბრაზილიური გამოცემა UOL-ის ინფორმაციით, ნეიმარის დამატების სურვილი “მილანმაც” გამოხატა.

“როსონერის” პრობლემა მოთამაშის ფინანსური მოთხოვნაა. ახლა ნეიმარის ანაზღაურება 50 მილიონ ევროს შეადგენს. იტალიელები მზად არიან, ფეხბურთელი იჯარის წესით აიყვანონ და მას 15-20 მილიონი ევრო გადაუხადონ. “მილანი” იმედოვნებს, რომ თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდას საკუთარ თავზე “პარი სენ-ჟერმენი” აიღებს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს გასული სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. მან 28 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი “პსჟ”-ში 2017 წელს “ბარსელონადან” გადავიდა. ტრანსფერის ღირებულებამ 222 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ამ დრომდე სარეკორდო თანხაა. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულამდე აქვს.

ნეიმარის დამატების სურვილი ტურინის “იუვენტუსმაც” გამოთქვა და ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაც გამართა.

“იუვემ” ნეიმარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა

ესპანური “ასის” ცნობით, ტურინის “იუვენტუსმა” “პარი სენ-ჟერმენიდან” ნეიმარის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო. “ბებერი სინიორას” ხელმძღვანელებმა 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან უკვე გამართეს მოლაპარაკება.

წყაროს თანახმად, ნეიმარის მომავალი პარიზში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რითაც “იუვენტუსი” აპირებს სარგებლობას, თუმცა ტურინელებს ბრაზილიელის ფინანსური მოთხოვნები აშინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენი” სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვას გეგმავს და ამ მიზნით კლუბიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს. ნეიმარს პარიზში წლიურად 50 მილიონი ევრო ეძლევა და ის გუნდიდან გაშვების ერთ-ერთი კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “პსჟ”-ში 2017 წელს “ბარსელონადან” გადავიდა. ტრანსფერის ღირებულებამ 222 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ამ დრომდე სარეკორდო თანხაა. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულამდე აქვს.

პარიზელები მესის იტოვებენ, ნეიმარს უშვებენ

ბრიტანული “სქაი სპორტსის” თანახმად, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ლიონელ მესი პარიზში მინიმუმ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

წყაროს ცნობით, პარიზელები გუნდის მშენებლობას სწორედ არგენტინელი ფეხბურთელის გარშემო აპირებენ.

რაც შეეხება ნეიმარს, მას, სავარაუდოდ, გუნდის დატოვება მოუწევს. პარიზელები მზად არიან, ბრაზილიელ შემტევს შეელიონ. ვარაუდობენ, რომ ზაფხულში “პარი სენ-ჟერმენში” ახალი მწვრთნელი მივა, რომელიც გუნდში მასშტაბურ გარდაქმნას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ მესი “პარი სენ-ჟერმენში” პირველ სეზონს ატარებს, ნეიმარი კი პარიზული კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

რა უთხრა ნეიმარმა მესის კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ

კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში არგენტინის ეროვნულმა გუნდმა ანხელ დი მარიას მიერ გატანილი გოლის წყალობით ბრაზილიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ოპერატორებმა ემოციური კადრი დააფიქსირეს, როდესაც ნეიმარი ლიონელ მესის გადაეხვია. მოგვიანებით ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, თუ რა უთხრა იმ მომენტში მესის:

“მარცხი მტკივნეულია. მარცხი ისაა, რასაც ამ დრომდე ვერ შევეგუე.

გუშინ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდსა და საუკეთესოს გადავეხვიე. ის ჩემი ძმა და მეგობარი მესია.

დამწუხრებული ვიყავი და ვუთხარი: “ჯანდაბა, შენ გაიმარჯვე”. იმედგაცრუებული ვარ მარცხით, მაგრამ ეს ბიჭი საოცრებაა. მე მას დიდ პატივს ვცემ იმისთვის, რაც გააკეთა ფეხბურთში და რაც გამიკეთა პირადად მე.

მარცხი მძულს, მაგრამ გაიხარე ამ ტიტულით, ლეო. ფეხბურთი ამ მომენტს ელოდა. გილოცავ, ძმაო”.

ნეიმარმა “პსჟ”-ის ყველა დროის სიმბოლური გუნდი შეადგინა

“პარი სენ-ჟერმენის” ლიდერმა ნეიმარმა პარიზული გუნდის ყველა დროის სიმბოლური გუნდი შეადგინა. ბრაზილიელი ფეხბურთელის არჩევანი ასეთია:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი;
მცველები: დანიელ ალვესი, ალექსი, დავიდ ლუისი, მაქსველი;
ნახევარმცველები: დევიდ ბექჰემი, ტიაგო მოტა, ნენე, რონალდინიო;
თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჟორჟ ვეა.

“პსჟ”-ის სპორტდირექტორი: “გუნდში დარჩენას არავის შევეხვეწებით”

“პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და გუნდში ნეიმარისა და კილიან მბაპეს დარჩენა-არდარჩენის თაობაზე კომენტარიც გააკეთა. ცნობისთვის, პარიზულ კლუბთან ორივე მათგანს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

“ვფიქრობ, ისინი დარწმუნდნენ, რომ “პარი სენ-ჟერმენი” დიდი ამბიციების მქონე მოთამაშეებისთვის შესანიშნავი გუნდია. ფეხბურთელებთან მოლაპარაკების პროცესში მათი სურვილები და მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა გუნდში დარჩენას არავის შევეხვეწებით. საკითხი გაცილებით რთულად დგას.

“პარი სენ-ჟერმენში” დარჩებიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც ეს მართლა ენდომებათ. მათთან რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს და ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – ლეონარდოს კომენტარი “ფრანს ფუტბოლმა” გამოაქვეყნა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის თავზე “პარი სენ-ჟერმენი” სატურნირო ცხრილს “ლილთან” ერთად ლიდერობს.

ნეიმარი: “მოედანზე რეაქციას ზოგჯერ მართლაც ვაჭარბებდი”

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისას ზოგჯერ ძლიერი ტკივილის სიმულაციას მართლაც მიმართავდა.

“შეიძლება იფიქროთ, რომ ჩემ წინააღმდეგ უხეშობისას რეაქციას ვაჭარბებდი. ზოგჯერ ამას მართლაც ვაკეთებდი, მაგრამ ტკივილს ნამდვილად ვგრძნობდი ხოლმე.

კრიტიკის მისაღებად, საკუთარი თავის გვერდიდან დასანახად და გამოსასწორებლად გარკვეული დრო დამჭირდა.

დავეცი, მაგრამ ვინც არ ეცემა, ის არც დგება. თქვენი ნებაა – ან გააგრძელეთ ჩემი მისამართით ქვების სროლა ან მომეხმარეთ ფეხზე დადგომაში”, – აღნიშნა ნეიმარმა Gillette Brasil-ის ეთერში.

ნეიმარმა ცრემლები ვერ შეიკავა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ბარსელონასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. კატალონიური გუნდი გოლის გატანას ბევრს ეცადა, მაგრამ ტურინელებმა კარი მშრალად დაიცვეს და ორი მატჩის ჯამში მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

“ბარსელონა” ტურნირს გამოეთიშა, “იუვენტუსი” კი ნახევარფინალში ითამაშებს.

მატჩის შემდეგ კატალონიური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ნეიმარმა ცრემლები ვერ შეიკავა.

ნეიმარის მიღწევა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე “გრანადა” ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მატჩში ბოლო ბურთი ნეიმარმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს “ბარსელონას” ფორმით გატანილი მე-100 გოლი გამოდგა.

ნეიმარი გახდა მესამე ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელსაც კატალონიური გუნდის რიგებში ყველა ტურნირზე ერთად ასი გოლი აქვს გატანილი. თავის დროზე 105 გოლი გაიტანა ევარისტო დე მასედომ, რივალდომ კი — 130.

ნეიმარისთვის ეს პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში გატანილი მეცრე გოლი გახლავთ.

ნეიმარი: “1 პროცენტი შანსი, 99 პროცენტი რწმენა” (ფოტო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენთან” ანგარიშით 0:4 განადგურების შემდეგ “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა ნეიმარმა სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.

“ერთპროცენტიანი შანსი გვაქვს, მაგრამ 99-პროცენტიანი რწმენით ვართ”, – დაწერა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის განმეორებითი მატჩი 8 მარტს, “ნოუ კამპზე” ჩატარდება.

Neymarjr

ნეიმარმა კოუტინიო ვერ დაითანხმა

“ლივერპულიდან” ფილიპე კოუტინიოს გადაბირების მცდელობა “ბარსელონას” არ გამოუვიდა.

კატალონიური კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის გასაჩარხად ნეიმარს იყენებდა, რომელსაც მის თანამემამულესთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ნეიმარი რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა კოუტინიოს დარწმუნებას, მაგრამ უშედეგოდ. ამ უკანასკნელმა “ლივერპულში” დარჩენა და მერსისაიდულ კლუბთან გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა.

“ბარსელონა” ფილიპე კოუტინიოს ანდრეს ინიესტას შემცვლელად მოიაზრებდა, თუმცა უშედეგო მცდელობის შემდეგ შუა ხაზის გასაძლიერებლად სხვა ფეხბურთელის მოძიება მოუწევს.

რა მეტსახელი მოუფიქრა ნეიმარმა სუარესს “ოსასუნასთან” მატჩში

ესპანეთის პრიმერადივიზიონი მე-15 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე “ოსასუნა” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. დისკვალიფიცირებული ნეიმარი მატჩს ტელევიზორში ადევნებდა თვალყურს. შეხვედრაში პირველი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა და როდესაც ურუგვაელი ფეხბურთელი ეკრანზე აჩვენეს, ნეიმარმა მას სურათი გადაუღო, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში ატვირთა წარწერით:

“კარგი მსუქანი”.

buena gordo