რობერტო კარლოსი: “მე შემიძლია, რომ ნეიმარი “რეალში” გადმოვიყვანო”

მადრიდის “რეალის” ყოფილ მცველ რობერტო კარლოსს “სამეფო კლუბში” ნეიმარის ხილვა სურს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობერტო კარლოსი შესაძლოა, ზინედინ ზიდანის თანაშემწედ დაინიშნოს.

“ნეიმარი ძალზედ ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, რომ “ოქროს ბურთის” მომდევნო გამოკითხვაში იგი უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებს. მე შემიძლია, რომ ნეიმარი “რეალში” გადმოვიყვანო”, – ციტირებს რობერტო კარლოსის სიტყვებს Goal.com-ი.

 

დღეს “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია შედგება

დღეს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში “ოქროს ბურთის” 2015 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

გამოკითხვაში ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“ოქროს ბურთისთვის” “ბარსელონას” თავდამსხმელები ლიონელ მესი და ნეიმარი და მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ მესის ეს ჯილდო ოთხჯერ აქვს მოგებული, რონალდუს კი – სამჯერ.

გარდა ამისა, გამოვლინდება წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა, წლის სიმბოლური გუნდი, 2015 წლის საუკეთესო გოლი და წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი.

სპორტულ პორტალ Goal.com-ისთვის ცნობილი გახდა, რომ წლის სიმბოლურ გუნდში პოლ პოგბა იქნება.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

ნეიმარმა ახალი ტატუ გამოისახა (ფოტო)

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ნეიმარმა ფეხზე ახალი ტატუ გამოისახა — ბიჭი ფეხბურთის ბურთით ფაველას ფონზე. ეს ტატუ სიმბოლურად გამოხატავს ბრაზილიის ქალაქების უღარიბეს რაიონებში დაბადებულ ბავშვთა სწრაფვას თავიანთი ოცნების ასრულებისკენ.

Neymar tatto

პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ესპანური პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის უნდა გადაეცეს “ოქროს ბურთი”. შეგახსენებთ, რომ ჯილდოზე წარდგენილნი არიან ლიონელ მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ.

“ჩემი აზრით, “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს. თავად რონალდუც აღიარებს, რომ დღესდღეობით მას მესი სჯობია”, – აღნიშნა ტებასმა.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს ჩატარდება.

 

დავიდსი: “მესი ანომალიაა, რონალდუ – უბრალოდ სპორტსმენი”

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ედგარ დავიდსმა “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა შესახებ ისაუბრა.

“მესი ანომალიაა. მას შეუძლია დრიბლინგი, გოლების გატანა, გადაცემის გაკეთება. მას თავისებური ხედვა აქვს, ესმის ფეხბურთი.

კრიშტიანუ რონალდუ უბრალოდ სპორტსმენია. იგი ძალიან ბევრს შრომობს, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ბევრი მუშაობით მესის დამარცხება? არა, ეს შეუძლებელია. შესაძლებელია თუ არა, გახდე ისეთი, როგორიც არის რონალდუ? დიახ, გარკვეულწილად ეს შესაძლებელია.

ნეიმარი ჯერ მზად არ არის იმისთვის, რომ მესი და რონალდუ შეცვალოს, თუმცა თითქმის იმავე დონეზეა”, – განაცხადა დავიდსმა FIFA TV-ს ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს ჩატარდება.

 

ნეიმარს “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ნეიმარმა კატალონიურ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა.

“საუბარი გვქონდა. მოქმედი კონტრაქტით კიდევ რამდენიმე წელი დამრჩა, თუმცა, რა თქმა უნდა, შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლიება მინდა”, – აღნიშნა ნეიმარმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების შემთხვევაში, ნეიმარს წლიურად ჯამაგირის სახით 15 მილიონი ევრო დაენიშნება, კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა კი 250 მილიონიდან 1 მილიარდ ევრომდე იქნება.

ცნობისთვის, ნეიმარს “ბარსელონასთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

ნეიმარი: “ბარსელონასთან” კონტრაქტს გავახანგრძლივებ”

“ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი კატალონიური გუნდის ფანებს ამშვიდებს და ამბობს, რომ კლუბთან შრომით ხელშეკრულებას აუცილებლად გაახანგრძლივებს.

“კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მოქმედ შრომით ხელშეკრულებას კიდევ რამდენიმე წელი აქვს ვადა, თუმცა ახლავე მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ახალ კონტრაქტს ხელს აუცილებლად მოვაწერ. ქომაგებს ამ საკითხთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერი აქვთ”, – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ბრაზილიელი ფეხბურთელის თავისთან გადაბირებას “მანჩესტერ იუნაიტედი” ცდილობდა.

 

ნეიმარის მამა: “ბარსელონამ ჩემი შვილი “მანჩესტერში” არ გაუშვა”

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონადან” ნეიმარის გადმობირებას ცდილობდა. ამის შესახებ ბრაზილიელი ფეხბურთელის მამამ, ნეიმარ და სილვა სანტოსმა განაცხადა, რომელიც ამავე დროს ნეიმარის მენეჯერიც გახლავთ.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბარსელონას” წინადადებით მიმართა, თუმცა კატალონიურ გუნდში მაშინვე გვითხრეს, რომ ტრანსფერი არ შედგებოდა. “ბარსელონა” ნეიმარის გაყიდვას არ აპირებს, რადგან მოქმედ კონტრაქტს ვადა სამ წელიწადში გასდის”, – ციტირებს ნეიმარის მამის სიტყვებს Globo Esporte.

 

სუარესი: “ჩემი საქმე ოთხი მცველის მოტყუება არ არის”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თანაკლუბელებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ ლიონელ მესი საუკეთესოა და მას ამ სტატუსში არ ეცილება.

“მესისთან და ნეიმართან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ვიცით, რომ ლეო საუკეთესოა. არ ვცდილობთ, რომ მას შევეჯიბროთ. მის მიმართ არანაირი ეჭვიანობა არ არის.

როდესაც გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი ეცილება ერთმანეთს საუკეთესო მოთამაშის სტატუსისთვის, სიტუაცია რთულდება. მე ჩემი ფუნქცია მაქვს. მთავარია, რომ სპონტანურად ვიმოქმედო.

ჩემი საქმე არ არის ოთხი მცველი მოტყუება. ამის გაკეთება ლეოს, ნეისა და ანდრეს ინიესტას შეუძლიათ. როდესაც დასარტყმელია, ვურტყამ. როდესაც პასია გასაკეთებელი, პასს ვაკეთებ. მე აქ გუნდის დასახმარებლად ვარ. თანაგუნდელების არ მშურს”, – განაცხადა სუარესმა La Vanguardia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

ნეიმარი დუნგას აფრთხილებს

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი მთავარ მწვრთნელ კარლოს დუნგას აფრთხილებს, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:0) 23 წლის ფეხბურთელი სასტარტო განაცხადში არ დააყენეს. იგი მოედანზე მატჩის 82-ე წუთზე შეუშვეს.

“სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ ვარ მიჩვეული და არც ვაპირებ, რომ მივეჩვიო. თამაში მინდა და მუდამ იმაზე ვმუშაობ, რომ სასტარტო განაცხადში ვიყო”, – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს ESPN Brasil-ი.

 

კაფუ: “ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი ნეიმარი აღარ უნდა იყოს”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კაფუმ განაცხადა, რომ “სელესაოს” კაპიტნის სამკლავურს ნეიმარი არ უნდა ატარებდეს, რადგან იგი არ არის ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული.

“ნეიმარი არ არის ბუნებრივი ლიდერი. ის ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი აღარ უნდა იყოს.
ნეიმარი ფეხბურთის სათამაშოდ და ბურთთან ურთიერთობით სიამოვნების მისაღებად არის მოვლენილი. მისი მოვალეობა მხოლოდ ფეხბურთის თამაში უნდა იყოს.
ეს არ გახლავთ კრიტიკა. ბევრი ვარსკვლავი არ ყოფილა კაპიტანი. ნეიმარი კერპია. მას უსაზღვრო ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია, მაგრამ კაპიტანი მაინც არ უნდა იყოს.
კაპიტანი უნდა იყოს ყველა თანაგუნდელისთვის ლიდერის ეტალონი”, – ციტირებს კაფუს სიტყვებს BrazilStats-ი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი მანამდე ტიაგო სილვა იყო, თუმცა “სელესაოს” თავკაცმა კარლოს დუნგამ სამკლავური ნეიმარს გადასცა.

 

“ნეიმარი ფეხზე ძლივს იდგა” — მთვრალ ფეხბურთელს ვიდეო გადაუღეს (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბრაზილიის ნაკრებისა და “ბარსელონას” ლიდერი ნეიმარი ნასვამ მდგომარეობაშია ასახული. როგორც ირკვევა, ვიდეო სან პაულუში, ფეხბურთელის სახლშია გადაღებული. ის ერთ-ერთმა სტუმარმა გადაიღო, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ ნეიმარი ფეხზე ძლივს იდგა.