კიბოსგან გამოჯანმრთელების შემდეგ „ნიუკასლის“ ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნდა

როგორც მოგეხსენებათ, „ნიუკასლის“ ნახევარმცველმა ხონას გუტიერესმა ჯირკვლების კიბოს დამარცხება მოახერხა.

გუშინ კი, 32 წლის არგენტინელი მოედანზე დაბრუნდა – სამხრეთამერიკელმა „ვესტ ჰემთან“ ანგარიშით 4:1 მოგებულ მატჩში „ნიუკასლის“ 21-წლამდელთა გუნდს უკაპიტნა.

ტრიბუნებიდან თანაგუნდელის დაბრუნებას ფაბრისიო კოლოჩინი, სემი ამეობი, გაბრიელ ობერტანი, პოლ დამეტი და ადამ არმსტრონგი აკვირდებოდნენ.

„ნიუკასლის“ ძირითადი გუნდის რიგებში ხონასს ერთ წელიწადზე მეტია, რაც არ უთამაშია. გასული სეზონის მეორე ნახევარში გუტიერესი იჯარით „ნოვრვიჩში“ ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გურიერესს ოპერაცია სექტემბერში ჩაუტარდა.

“ნიუკასლის” ფეხბურთელის ძელს შეეჯახა

21 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნიუკასლსა” და “სანდერლენდს” შორის გამართულ მატჩში (0:1), “ნიუკასლის” მცველი სტივენ ტეილორი ძელს შეეჯახა.

Newcastle United v Sunderland - Premier League Newcastle United v Sunderland - Premier League

რომა იანგა-მბივას გამოსყიდვას აპირებს

“რომას” ხელმძღვანელებმა კლუბში იჯარის წესით მოთამაშემ იანგა-მბივას გამოსყიდვა გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს ინგლისური “ნიუკასლი” ფლობს. რომაულ კლუბში კი იანგა-მბივა მიმდინარე სეზონში გადავიდა და სამწვრთნელო შტაბზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენაც შეძლო.

მოთამაშის გამოსყიდვა “რომას” დაახლოებით 7 მილიონი ევრო დაუჯდება.

სანტი კასორლამ “ნიუკასლს” “პანენკას სტილში” გაუტანა (ვიდეო)

13 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალსა” და “ნიუკასლს” შორის გამართულ მატჩში (4:1) სანტი კასორლამ მეტოქის კარი “პანენკას სტილში” დალაშქრა.



„ნიუკასლის“ ფეხბურთელებმა საშობაოდ საავადმყოფოში ბავშვები მოინახულეს (ვიდეო)

„ნიუკასლ იუნაიტედის“ რამდენიმე მოთამაშე ერთ-ერთ საავადმყოფოს ეწვია, რომლის პაციენტ ბავშვებს საშობაო საჩუქრები გაუკეთა.

მოურინიო: “ასეთი წაგება მაკმაყოფილებს”

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში ლონდონის “ჩელსიმ” სეზონის პირველი მარცხი განიცადა. “პენსიონერები” “სენტ ჯეიმს პარკზე” “ნიუკასლ იუნაიტედთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოედნის მიღმა მყოფი პირები დროის გაყვანის მიზნით ბურთს დროულად არ აბრუნებდნენ მინდორზე.

“ჩემი გუნდი დამარცხდა, თუმცა ასეთი წაგება მაკმაყოფილებს. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა.

მეორე გოლის შემდეგ ემოციური წონასწორობა დავკარგეთ. მინიმუმ ერთ ქულას ვიმსახურებდით. შესაძლოა, მსაჯს 20 წუთიც დაემატებინა, თუმცა ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან მოედნის მიღმა მიმდინარე მოვლენებს არბიტრი ვერ აკონტროლებს. ის ვერ დასჯის ბურთის მომწოდებელ ბიჭს, რომელიც სადღაც უჩინარდება, ის ვერ დასჯის ტრიბუნაზე მყოფ ხალხს, რომელიც ბურთს დროულად არ აბრუნებს მოედანზე, ის ვერ დასჯის ადამიანს, რომელიც მინდორზე მეორე ბურთს აგდებს. მსაჯმა საკუთარ მოვალეობას თავი ფანტასტიურად გაართვა. ნორმალურად რომ გასრულებულიყო დამატებული ექვსი წუთი, უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ასეთი ფაქტები ხდება. არბიტრს არ ვადანაშაულებ, მას კარგად იმსაჯა. არც ფეხბურთელებს ვაბრალებ რაიმეს, რადგან მათ ყველაფერი დადეს მოედანზე. უბრალოდ არ გაგვიმართლა, უიღბლობა კი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.

ჩვენ ლიდერები ვართ. დანარჩენ 19-ივე კლუბს სურს “ჩელსის” ადგილზე ყოფნა, თუმცა მხოლოდ ერთი ლიდერის არსებობაა შესაძლებელი და ეს ჩვენ ვართ”, – მოურინიოს სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.

 

“ჩელსი” “ნიუკასლთან” დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურის გახსნითი მატჩი “სენტ ჯეიმს პარკზე” შედგა, სადაც “ნიუკასლ იუნაიტედმა” გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი” მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად, მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, მთავარი მოვლენები კი მეორე ტაიმში წარიმართა. 53-ე წუთზე მოედანზე “კაჭკაჭთა” სენეგალელი თავდამსხმელი პაპის დემბა სისე გამოვიდა, რომელმაც ზუსტად ოთხ წუთში ანგარიში გახსნა. იმავე სისემ 78-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 81-ე წუთზე “ნიუკასლის” მცველმა სტივენ ტეილორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამავე ეპიზოდს მოყვა ჯარიმა, რომლის მეშვეობითაც “პენსიონერებმა” ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს: სესკ ფაბრეგასმა საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა და იქ დიდიე დროგბამ თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მატჩის დარჩენილ დროში “ჩელსის” ფეხბურთელები ქულის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა მასპინძლებმა თავი საიმედოდ დაიცვეს და სამი ქულა მოიპოვეს.

ამ გამარჯვებით “ნიუკასლმა” 23 ქულას მოუყარა თავი და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება “ჩელსის”, “პენსიონერები” მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდნენ. ჟოზე მოურინიოს გუნდი 36 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერი დარჩა, თუმცა მადევარ “მანჩესტერ სიტის” მეტოქესთან ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირების შესაძლებლობა მიეცა.

ინგლისის პრემიერლიგა
XV ტური
“ნიუკასლი” — “ჩელსი” 2:1 (0:0)

გოლები: პაპის სისე 57′, 78′ — დროგბა 83′.
გაფრთხილებები: სისოკო 48′, ტეილორი 56′, ტიოტე 74′ — შიურლე 64′, ფაბრეგასი 79′, დიეგო კოსტა 80′.
გაძევება: ტეილორი 81′.

გუტიერესი ვარჯიშს დეკემბერში დაიწყებს

შემდეგ თვეს “ნიუკასსლის” გარემარბი ხონას გუტიერესი არგენტინიდან ჩამოვა, რის შემდეგადაც “ნიუკასლთან” ერთად ვარჯიშს დაიწყებს.

ცოტა ხნის წინ 31 წლის მოთამაშემ განაცხადა, რომ სათესლე ჯირკვლების კიბო საბოლოოდ დაამარცხა. ექიმებმა კი მას საფეხბურთო კარიერის გაგრძელების ნებართვა მისცეს. გუტიერესი მალე დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ მას ჯერ კიდევვ აქვს “ნიუკასლთან” კონტრაქტი.

“ჩვენ მისი ქირურგისგან დადებითი პასუხი მივიღეთ. ექიმები აცხადებენ, რომ ერთ თვეში მას ვარჯიში შეეძლება. ჩვენ მას საკმარის დროს მივცემთ და ფორმის აღდგენაში ყველანაირად ხელს შევუწყობთ.”

“იგი თავს კარგად გრძნობს. კოლოჩინიმ მითხრა, რომ იგი შესანიშნავ ფორმაშია. ხონასის ნახვას მოუთმენლად ველით. ეს ყველასთვის კარგი ამბავი იყო. გუნდს იგი ძალიან უყვარს.”–განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ

„ნიუკასლის“ მოთამაშემ სიმსივნე დაამარცხა

„ნიუკასლის“ 31 წლის ნახევარმცველმა ხონას გუტიერესმა თავისი ტვიტერის გვერდზე სათესლე ჯირკვლების სიმსივნისგან განკურნება დაადასტურა.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა, განსაკუთრებით, ჩემს ოჯახს, მშობლებს, ძმებს, ნათლიასა და მეგობარ ალეხანდრას“, – დაწერა არგენტინელმა.

ცნობისთვის, გუტიერესმა სექტემბერში აღიარა, რომ ერთი წლის წინ მას სიმსივნე აღმოუჩინეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ დიაგნოზის გამო ფეხბურთელს მარცხენა სათესლე მოაჭრეს.

ბრენდან როჯერსი: „ეს მარცხი ბალოტელის ბრალი არაა“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა „ნიუკასლთან“ ანგარიშით 0:1 წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

„მეტოქემ შეცდომის გამო დაგვსაჯა, „ნიუკასლთან“ სწორედ ამის გამო დავმარცხდით. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, თუმცა გადამწყვეტი პასის გაკეთება ვერ გამოგვდიოდა. გუნდმა ცოტა სახიფათო მომენტი შექმნა.

ეს მარცხი ბალოტელის ბრალი არაა, დღეს მთელმა გუნდმა წააგო, ეს კოლექტიური შეცდომაა. შედეგით იმედგაცრუებულები ვართ“, – განაცხადა როჯერსმა.

პერესმა „ბარსელონაში“ ან „რეალში“ თამაშს „ნიუკასლში“ გადასვლა ამჯობინა

„ნიუკასლის“ ფორვარდმა აიოსე პერესმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთ ტოპ კლუბში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

„დიახ, ჩემით „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ ნამდვილად ინტერესდებოდნენ.

მე სხვადასხვა ვარიანტი მქონდა, თუმცა „ნიუკასლში“ გადასვლა ვამჯობინე. სხვა კლუბების მხრიდან ინტერესი იყო, თუმცა „ნიუკასლი“ ჩემთან კონტრაქტის გაფორმებას აქტიურად ცდილობდა.

ინგლისის პრემიერლიგა ყოველთვის მომწონდა, თუმცა ჩემი აქ გადასვლის მიზეზი, პირველ რიგში, მოთამაშეების დაფასება და მათ მიმართ კარგი დამოკიდებულებაა“, – განაცხადა პერესმა.

2014/14 წლების სეზონში პერესმა „ტენერიფეს“ რიგებში 15 გოლი გაიტანა.

ბენ არფა ჰალ სიტიში გადავიდა

“ნიუკასლის” შემტევი ჰატემ ბენ არფა “ჰალ სიტის” ფეხბურტელი გახდა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი ახალ კლუბში იჯარი წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ტრანსფერის ფინანსური მხარე უცნობია. ბენ არფამ ინგლისურ პრემიერლიგაში სამი სეზონი გაატარა. “ნიუკასლში” ფეხბურთელი 2011 წელს აღმოჩნდა და მას შემდეგ ასზე მეტი მატჩის ჩატარება მოასწროა.

“ბენ არფა ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგი შენაძენია. შეტევაში უფრო მრავალფეროვნები გავხდებით” – განაცხადა “ჰალ სიტი” მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა.