იგორ კოკოშკოვი “ორლანდო მეჯიქში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა

იგორ კოკოშკოვი „ორლანდო მეჯიქში“ ასისტენტ მწვრთნელად დაინიშნა. ამის თაბაზე ინფორმაცია თავად ფლორიდულმა კლუბმა გაავრცელა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯეიმს ბორეგოს ასისტენტი იქნება. თავად ბორეგო „ორლანდოს“ დროებით მთავარ მწვრთნელად 5 თებერვალს, გუნდიდან ჯაკ ვონის გაშვების შემდეგ დაინიშნა.

ჯეიმს ბორეგომ „ორლანდოს“ 4 მატჩში უთავკაცა და 2 მოგების წილ 2 მარცხი განიცადა. ფლორიდული კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა მისი მუშაობით და ჯეიმს ბორეგო გუნდის დროებით მთავარ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე დატოვა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბორეგოს ასისტენტად იგორ კოკოშკოვი დაინიშნა.

კოკოშკოვს ნბა-ს კლუბებში ასისტენტ მწვრთნელად მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს. 43 წლის სერბ სპეციალისტს ნბა-ს კლუბებში 14 სეზონი გაუტარებია. 2000 წელს, როცა კოკოშკოვი „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ დაინიშნა, ის გახდა ნბა-ს ისტორიაში პირველი არაამერიკელი სრულუფლებიანი ასისტენტი მწვრთნელი.

2000-03 წლებში კოკოშკოვმა „კლიპერსში“ იმუშავა, რის შემდეგაც „დეტროიტ პისტონსში“ გადავიდა და მისი ტიტულებიც ამ კლუბს უკავშირდება. 2003-დან 2008 წლამდე სერბი სპეციალისტი ყოველ სეზონში გადიოდა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, ხოლო 2004-ში ლარი ბრაუნის ასისტენტად ყოფნისას „დეტროიტთან“ ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა. 2008-13 წლებში კოკოშკოვი „ფინიქს სანსში“ მუშაობდა, ხოლო 20013-14 წლების წესონი „კლივლენდ კავალიერსში“ გაატარა.

კოკოშკოვს ეროვნულ ნაკრებებში მუშაობის არანაკლები გამოცდილება აქვს. ის სერბეთის ეროვნულ გუნდში ცნობილი ჟელკო ობრადოვიჩის თანაშემწე გახლდათ, ხოლო მთავარი მწვრთნელის რანგში საქართველოს ნაკრები ზედიზედ 3-ჯერ გაიყვან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2008 წლიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა ჯერ „ბ“ დივიზიონიდან „ა“-ში აინაცვლა, შემდეგ კი, პირველად ისტორიაში, 2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ლიტვაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და საბოლოოდ ტურნირზე მე-11 ადგილი დაიკავა.

კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ქართველებმა 2013 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპირველობაზეც იასპარეზეს და გასულ ზაფხულს ამ ტურნირის საგზური ზედიზედ მესამედ მოიპოვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თბილისში მიმდინარე თვის დასაწყისში იმყოფებოდა, სადაც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ეროვნული გუნდის ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ გეგმაზე იმუშავა. კოკოშკოვი ასევე შეხვდა ნაკრების წევრებსა და კანდიდატებს.

იგორ კოკოშკოვის ხელმღვანელობით საქართველოს ეროვნული გუნდი მიმდინარე წლის 24 ივლისს, სლოვენიის კურორტ პოდჩეტრტეკში შეიკრიბება და ევროპის 2015 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს. მანამდე კი იგორ კოკოშკოვი „ორლანდო მეჯიქში“, ჯეიმს ბორეგოს ასისტენტად იმუშავებს.

GBF.GE

ოლადიპო ერთ თვეს იუქმებს

„ორლანდოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოლადიპო რეგულარული ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს. როგორც ცნობილია, მოთამაშემ ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე სახის ძვალი დაიზიანა.

აშშ-ს პრესის მიხედვით, 22 წლის უკანახაზელს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. სავარაუდოდ, ვიქტორი ერთ თვეს გამოტოვებს.

გასულ სეზონში ოლადიპომ 80 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი, 13,8 ქულა, 4,1 მოხსნა და 4,1 გადაცემა შეადგინა.

ვუჩევიჩმა „ორლანდოსთან“ გაახანგრძლივა

„ორლანდო მეჯიკის“ ოფიციალურმა საიტმა 23 წლის ნიკოლა ვუჩევიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა. ჯერჯერობით შეთანხმების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, პრესაში აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლას ხელფასი, სავარაუდოდ, 53 მილიონ დოლარს შეადგენდა.
გასულ სეზონში „ორლანდოს“ შემადგენლობაში ვუჩევიჩმა 57 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 14,2 ქულა, 11 მოხსნა და 1,8 გადაცემა შეადგინა.

ახალი სათამაშო ფორმა „ორლანდომაც“ წარადგინა

ახალ სეზონის რამდენიმე შეხვედრაში „ორლანდო მეჯიკის“ მოთამაშეები მკლავიანი მაისურებით ითამაშებენ.

ფაჩულიას “მილუოკის” გამარჯვება ორლანდოში

ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება მოიპოვა. მილუოკელებმა წარმატებას ფლორიდაში – “ორლანდოსთან” დაძაბულ ბრძოლაში მიაღწიეს –104:100.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 15,41 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულასთან ერთად ზაზამ 2 მოხსნა დააგროვა.

მილუოკელებს 21 ქულით კერონ ბატლერმა ულიდერა, ბრენდონ ნაითმა 18 დააგროვა, ნეით ვოლტერსის ანგარიშზე კი 15 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი დაგროვდა. სწორედ  ვოლტერსის 3-ქულიანმა გადაწვიტა მატჩის ბედი, რომელიც მილუოკელთა უკანახაზელმა თამაშის დასრულებამდე 29 წამით ადრე ჩააგდო და თავისიანები 104:100 დააწინაურა.

10 მოგებითა და 43 მარცხით “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 20 თებერვალს, საკუთარ მოედანზე “დენვერთან” გამართავს.

GBF.GE

ჩემპიონმა მოგებით დაიწყო, „ლეიკერსმა“ თანაქალაქელებს აჯობა

მოგეხსენებათ, სტარტი აიღო ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის 2013/2014 წლების სეზონის გათამაშებამ.

ახალი სეზონი „ინდიანა პეისერსისა“ და „მეჯიკის“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 10-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. საუკეთესო მათ რიგებში პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც თავის ანგარიშზე 24 ქულა, 6 მოხსნა, 5 გადაცემა და 3 ბლოკშოთი ჩაიწერა. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ რიგებში საუკეთესო ნიკოლსონი აღმოჩნდა, რომლის მონაგარმაც 18 ქულა შეადგინა.

„ინდიანა პეისერსი“ – „ორლანდო მეჯიკი“ 97:87 (23:18, 17:26, 29:20, 28:23)

„პეისერსი“: ჯორჯი (24 ქ. 6 მ. 5 გ. 3 ბ.), სტივენსონი (19 ქ. 7 მ. 5 გ.), უესტი (13 ქ. 5 მ. 5 ბ. 5 დ.), ჰიბერტი (8 ქ. 16 მ. 7 ბ.)
„მეჯიკი“: ნიკოლსონი (18 ქ.), ჰარკლესი (14 ქ.), ნელსონი (12 ქ. 7 გ. 5 მ.), ოლადიპო (12 ქ.), ვუჩევიჩი (8 ქ. 10 მ. 5 დ.)

უდიდეს ინტერესს, რა თქმა უნდა, „მაიამი ჰიტისა“ და „ჩიკაგო ბულსის“ დაპირისპირება იწვევდა, რომელიც ფლორიდელებმა 12 ქულით მოიგეს. საუკეთესი „ჰიტის“ რიგებში ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 17 ქულა დააგროვა. მასზე ერთი ქულით ნაკრები თავის ანგარიშზე კრის ბოშმა ჩაიწერა. ყველაზე მეტი ქულა კი ამ შეხვედრაში „ხარების“ ფორვარდმა კარლოს ბუზერმა დააგროვა – მისმა მაჩვენებელმა 31 ქულა შეადგინა.

„მაიამი ჰიტი“ – „ჩიკაგო ბულსი“ 107:95 (17:15, 37:18, 24:25, 29:37)

„ჰიტი“: ჯეიმსი (17 ქ. 8 გ. 6 მ.), ბოში (16 ქ. 6 მ. 3 ბ.), ბატიე (14 ქ.), ჩალმერსი (13 ქ. 5 ჩ.), უეიდი (13 ქ.), კოული (11 ქ. 7 მ.), ალენი (11 ქ. 7 მ.)
„ბულსი“: ბუზერი (31 ქ. 7 მ.), ბატლერი (20 ქ. 5 ჩ.), როუზი (12 ქ. 5 დ.), გიბსონი (10 ქ. 8 მ.), დანლივი (10 ქ.), ნოა (2 ქ. 11 მ.)

უინტერესო არც თანაქალაქელების – „ლეიკერსისა“ და „კლიპერსის“ მატჩი გამოდგა, რომელშიც მოგება მაიკ დ’ენტონის კალათბურთელებმა იზეიმეს. მათ რიგებში საუკეთესო შედეგით ხავიერ ჰენრი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა დააგროვა და 6 მოხსნის გაკეთებაც შეძლო. „კლიპერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო ბლეიკ გრიფინი აღმოჩნდა – მისმა მონაგარმა 19 ქულა და 7 მოხსნა შეადგინა.

„ლეიკერსი“ – „კლიპერსი“ 116:103 (28:30, 27:27, 20:22, 41:24)

„ლეიკერსი“: ჰენრი (22 ქ. 6 მ.), ფარმარი (16 ქ. 6 პ.), გასოლი (15 ქ. 13 მ. 5 დ.), იანგი (13 ქ.), მიქსი (13 ქ.), ჰილი (12 ქ. 8 მ.), კამანი (10 ქ. 8 მ.)
„კლიპერსი“: გრიფინი (19 ქ. 7 მ.), ჯორდანი (17 ქ. 11 მ. 3 ჩ. 3 ბ.), პოლი (15 ქ. 11 გ. 6 . 5 ჩ.), კროუფორდი (15 ქ.), რედიკი (13 ქ.)