ლავესი, შესაძლოა, „ბარსელონას“ ნაცვლად „არსენალში“ გადავიდეს

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი, შესაძლოა, ლონდონის „არსენალის“ შემადგენლობაში გადავიდეს, რის შესახებაც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ იტყობინება. წყაროს ინორმაციით, „მეთოფეები“, მზად არიან, არგენტინელისთვის ბრძოლაში სხვა კლუბებთან ერთად ჩაებან.

აქამდე თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი პარიზელთა შემადგენლობაში მისთვის ბოლო იქნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობით, სამხრეთ ამერიკელი „ბარსელონაში“ გადასვლას დათანხმდა.

რამოსი პსჟ-სთან ფრედ დასრულებული მატჩით კმაყოფილია

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი „პარი სენ-ჟერმენთან“ უგოლოდ დასრულებული შეხვედრით კმაყოფილია.

„შესაძლოა, შეტევების გადამწყვეტ მომენტში ცოტა სიზუსტე გვაკლდა, თუმცა აქედან ბედნიერები მივდივართ, რადგან რთილი გასვლის შემდეგ ერთი ქულა ავიღეთ. ნათელია, ახლა გუნდი საუკეთესო ფორმაში არ არის, რისი მიზეზიც ბევრი ტრავმაა“, – განაცხადა რამოსმა.

აზარენკა რონალდოსთან ერთად პსჟ – „რეალის“ მატჩს დაესწრო

ცნობილი ჩოგბურთელი, ბელორუსი ვიქტორია აზარენკა „პარი სენ-ჟერმენსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს დაესწრო, სადაც ლეგენდარულ ბრაზილიელ თავდამსხმელ რონალდოს შეხვდა.

„მიხარია, რომ ფეხბურთის ლეგენდას შევხვდი. სასიხარულია ისიც, რომ ჩვენი სპორტის სახეობა ბევრ სპორტსმენს უყვარს“, – დაწერა აზარენკამ თავისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

10603300_1162560700425558_8824690063162801480_n

იბრაჰიმოვიჩს ბავშები პსჟ-ს აკადემიაში ჩაირიცხნენ (ფოტოები)

„პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიაშის აუეკთესო თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილები 9 წლის მაქსმილიანი და 7 წლის ვინსენტი პარიზული კლუბის აკადემიაში ჩაირიცხნენ. შეგახსენებთ, რომ საფრანეგთს დედაქალაქში შვედი მეოთხე სეზონს ატარებს, რაც ერთ კლუბში მისი დარჩენის რეკორდის განმეორებაა. ზუსტად ამდენი სეზონი მან აქამდე „აიაქსში“ ითამაშა.

1

დავიდ ლუისმა, შესაძლოა, „რეალთან“ ორივე მატჩი გამოტოვოს

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა დავიდ ლუისმა, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო ბრაზილიის ნაკრების რიგი დატოვა, შესაძლოა, მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩები გამოტოვოს.

ფრანგული პრესის თანახმად, ცენტრალური მცველი ლაზარეთში, დაახლოებით, ერთ თვეს გაატარებს, რაც მის „რეალთან“ მატჩებში მოედანზე გამოსვლას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსს“ პარიზელები 21 ოქტომბერსა და 3 ნოემებვრს შეხვდებიან.

„იბრას მისამართით კრიტიკის მოსმენა სასაცილოა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა მაქსველმა თანაგუნდელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიცვა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ცუდი თამაშის გამო აკრიტიკებენ.

„სასაცილოა იმის მოსმენა, რასაც იბრაჰიმოვიჩზე ამბობენ. ეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან კარიერის განმავლობაში ან თუდნაც ამ სეზონში გააკეთა.

მას ტრავმა ჰქონდა და რითმში შესვლა ვერ მოასწრო, თუმცა უკვე თავდაჯერებულობა დაეუფლა და გოლების გატანაც დაიწყო. იბრას, უბრალოდ, ცოტა მეტი მატჩის ჩატარება სჭირდება. ზლატანის მსგავსი მოთამაშის კრიტიკა არასწორია“, – განაცხადა არგებტინელმა.

„მიხარია, რომ რონალდუ და იბრაჰიმოვიჩი ჩემს რეკორდებს აუმჯობესებენ“

„პარი სენ-ჟერმენისა“ და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი პედრუ პაულეტა არ დარდობს, რომ მის რეკორდებს დღეს სხვა ფეხბურთელები ამყარებენ. ნაკრებში პაულეტეტას მიღწევა კრიშტიანუ რონალდუმ გაიმეორა, ხოლო პსჟ-ში ამასთან ახლოს ზლატან იბრაჰიმოვიჩია.

„რეკორდები იმისთვის გამოიგონეს, რომ ისინი ვინმემ დაამყაროს, მაგრამ მე ბედნიერი ვარ. ჩვენ უბრალო ფეხბურთელზე არ ვსაუბრობთ, ეს ზლატან იბრაჰიმოივიჩია, რომელსაც დიდებული შესაძლებლობები გააჩნია. გასულ წელს ნაკრებში საუკეთესო ბობმარდირის ადგილი რონალდუმ დაიკავა. როდესაც ასეთი ფეხბურთელები გჯობნიან, ამას მშვიდად უყურებ“, – განაცხადა პაულეტამ.

ამჯამად იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე პსჟ-ში 107 გოლია, ხოლო პაულეტამ 109 ბურთი გაიტანა.

იბრაჰიმოვიჩი ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი ტრავმებით დაიწყო, თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„თავს კარგად ვგრძნობ, ბოლო შეხვედრაში ყველაფერმა უკეთესად ჩაიარა, ვიდრე წინა მატჩებში. რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი მცირე ტრავმა მაწუხებდა, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას ვუბრუნდები“, – განაცხადა ზლატანმა.

პსჟ, მზადაა, მოურინიოს კონტრაქტი შესთავაზოს

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“, მზადაა, ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი შესთავაზოს. „Sunday Express“-ის მტკიცებით, პარიზელები პორტუგალიელით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მისი „ჩელსიდან“ წასვლის შესახებ საუბარი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის მოურინიომ წინა თვეში „არისტოკრატებთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ოთხი წლით იმოქმედებს.

დი მარია: „ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია „მალმოსთან“ მოგებული მატჩით კმაყოფილი დარჩა.

„დღეს გოლი გავიტანე, რაც ძალიან გვიხარია. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ტურნირი მოგებით დავიწყეთ.

აქამდე პსჟ მხოლოდ 1/4 ფინალამდე გადიოდა. ახლა ჩვენი მიზანი გაცილებით შორს გასვლაა. ფინალში თამაშის პრეტენზია გვაქვს. უნდა ვიმუშავოთ და ეტაპობრივად უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ“, – აღნიშნა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გათამაშებას პსჟ 1/4 ფინალში „ბარსელონასთან“ ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ გამოეთიშა.

ბლანი: „მეტი გოლი უნდა გაგვეტანა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი „მალმოსთნა“ ანაგრიშით 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ თავისი გუნდის გამოუყენებელი მომენტები უკმაყოფილო დარჩა.

„ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში ადვილი არასდროსაა, რაშიც დღევანდელი სხვა მატჩების შედეგების ნახვისას დავრწმუნდი. ამ ტურნირზე მაქსიმალურად კოცნენტრირებულები უნდა ვიყოთ.

პირველ ტაიმში საკმარისად ყურადღებით არ გვითამაშია. შეტევების უკეთ მომზადება გვმართებდა. ვფიქრობ, ასეთი თამაშით კიდევ 1-2 გოლი უნდა გაგვეტანა“, – თვლის პსჟ-ს დამრიგებელი.

დი მარია: „იბრაჰიმოვიჩი მესისა და რონალდუს დონის მოთამაშეა“

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია თანაგუნდელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაშით აღფთხოვანებულია.

„იბრაჰიმოვიჩის თამაშით გაოგნებული ვარ. მას ხარისხიანი ტექნიკა და მოედანზე მოძმრაობის კარგი უნარი გააჩნია. ვფიქრობ, იბრა ლეო მესისთან და რონალდუსთან ერთ დონეზეა“, – განაცხადა არგენტინელმა.