პელეგრინი სისტემის წინააღმდეგ

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი თვლის, რომ პრემიერლიგის კალენდარი ცუდად არის შედგენილი და გუნდებს აუცილებლად სჭირდებათ ზამთრის პაუზი.

“ორი მატჩის ჩატარება 72 საათიანი შუალედის ფარგლებში არასწორია. ეს დრო არ არის საკმარისი ნორმალური აღდგენით პროცესისათვის.

წინ ბევრი მატჩი გვაქვს და ასეთ ვითარებაში კალენდარი იდეალურად ნამდვილად არ არის შედგენილი. ჩემი აზრით შესვენება აუცილებელია, ეს ყველა ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. თუმცა, პრემიერლიგას თავისი წესები აქვს და ჩვენ მათი შესრულება გვიწევს” – განაცხადა პელეგრინიმ.

ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიო ფეხბურში

ბრაზილიურმა სპორტული ბიზნესის კომპანია Pluri Consultoria-მ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა სია გამოაქვეყნა.

სიაში პირველ ადგილს მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა იკავებს. ესპანელი სპეციალისტი ბავარიული კლუბისგან, წელიწადში, ხელფასის სახით 17 მილიონ ევროს იღებს.

მეორე პოზიციას იკავებს ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, რომელსაც ინგლისურ კლუბში 10 მილიონ ევროს უხდიან.

გთავაზობთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ათეულს:

1. პეპ გვარდიოლა (მიუნხენის “ბაიერნი”) – 17 მილიონი.
2. ჟოზე მოურინიო (ლონდონის “ჩელსი”) – 10 მილიონი.
3. მარჩელო ლიპი (“გუანჟოუ ევერგრანდი”) – 10 მილიონი.
4. არსენ ვენგერი (ლონდონის “არსენალი”) – 8.2 მილიონი.
5. ფაბიო კაპელო (რუსეთის ნაკრები) – 7.8 მილიონი.
6. კარლო ანჩელოტი (მადრიდის “რეალი”) – 7.5 მილიონი.
7. დევიდ მოიესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 5.9 მილიონი.
8. ხერარდო მარტინო (კატალონიის “ბარსელონა”) – 5.4 მილიონი.
9. იურგენ კლოპი (დორტმუნდის “ბორუსია”) – 4.3 მილიონი.
10. მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”) – 4.1 მილიონი.

დიტო ჭიჭინაძე

კოლაროვი: “იტალიაში სიამოვნებით დავბრუნდებოდი”

“მანჩესტერ სიტის” მცველი ალექსანდ კოლაროვი აღიარებს, რომ იტალიაში სათამაშოდ სიამოვნებით დაბრუნდებოდა. შეგახსენებთ, რომ სერბი ფეხბურთელი “სიტიში” “ლაციოდან” 2010 წელს გადავიდა.

“სიამოვნებით დავრბუნდებოდი იტალიურ ლიგაში. ვნახოთ როდის დადგება შესაფერისი მომენტი. მანჩინის დროს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განვიცდიდი, თუმცა პელეგრინის მოსვლას ყველაფერი შეცვალა და ახლა უკვე მეტი სათამაშო დრო მეძლევა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები” – ამბობს სერბი მცველი ბრიტანულ პრესასთან საუბრისას.

პელეგრინი: “აგუეროს “რეალში” გადასვლა არ სურს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი აცხადებს, რომ გუნდის 25 წლის თავდამსხმელს, სერხიო აგუეროს მადრიდის “რეალში” გადასვლა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელი “სამეფო კლუბისათვის” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

“სიმართლე გითხრათ, არაფერი გამიგია. არა მგონია, სერხიოს “სიტიდან” წასვლა და “რეალში” გადასვლა სურდეს, შესაბამისად, პრობლემებიც აღარ არსებობს”, – ამბობს პელეგრინი.

პელეგრინი: “ერთ გოლს კიდევ ვიმსახურებდით”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა გუნდის “ასტონ ვილასთან” მარცხზე ისაუბრა.

“ძალიან რთული მეტოქე გვყავდა, სტოკ სიტისა და ჰალ სიტის შემდეგ”.

“დღეს ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ტაბლოზე სხვა ანგარიში დაიწერა. ამისდა მიუხედავად, ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ”.

“ორჯერ შევძელით მატჩში წინ გასვლა, მაგრამ სამწუხაროდ ბირმინგემელებმა საბოლოოდ მაინც შეძლეს ანგარიშის შემოტრიალება”-განაცხადა პელეგრინიმ.

საბა საპანაძე