ფალკაო: “მთელი სეზონი მონაკოსა და ფრანგული ფეხბურთისთვის ვიბრძოდით”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსმა” “მონაკო” საკუთარ მოედანზეც დაამარცხა, ანგარიშით, 2-1 და ფინალში გავიდა.

დაპირისპირების შემდეგ მონაკოლების კაპიტანმა, რადამელ ფალკაომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ისინი შესანიშნავად თამაშობდნენ: თავიანთ შანსებს მაქსიმალურად იყენებდნენ. როცა ჩვენ გვქონდა გატანის შესაძლებელობები, ხშირად სათანადოდ ვერ ვმოქმედებდით. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა.”

“მთელი სეზონის მანძილზე ვიბრძოდით და ვცდილობდით, რაც შეიძლება წინ წავსულიყავით. ვცდილობდით, წარმატება მოგვეტანა მონაკოსა და ფრანგული ფეხბურთისთვის. ვიმედოვნებთ, მომავალი სეზონი უკეთესი იქნება,” – განაცხადა კოლუმბიელმა.

რომელია ევროპის ყველაზე შედეგიანი გუნდი?

გთავაზობთ ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის (ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი) იმ გუნდების ჩამონათვალს, რომლებთაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი.


7. “ნაპოლი” – 70 გოლი (55 – სერია ა + 11 ჩ. ლიგა + 4 იტალიის თასი) 31 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

რომ არა “ბოლონიასთან” მოგებული მატჩი, ანგარიშით 7:1, არავინ იცის, მოხვდებოდა თუ არა მაურისიო სარის გუნდი ჩვენ შვიდეულში. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელტა ბელგიელ ვინგერს, დრის მერტენს უკვე დაუგროვდა 20 გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში.


6. “მანჩესტერ სიტი” – 77 გოლი (49 – პრ. ლიგა + 18 – ჩ. ლიგა + 8 – ინგლისის თასი + 2 – ლიგის თასი) 35 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

გაახალგაზრდავებულ “სიტის” 77 გოლი აქვს გატანილი. “ქალაქელები” ახლა ჩვენი სიის მე-6 პოზიციას კი იკავებენ, მაგრამ არავინ იცის, რომელ ადგილზე იქნებოდნენ ისინი, გაბრიელ ჟეზუსი დასაწყისიდანვე რომ ჰყოლოდათ.


5. “პსჟ” – 82 გოლი (45 – ლიგა 1 + 13 – ჩ. ლიგა + 11- საფრ. თასი + 9- ლიგის თასი + 4- სუპერთასი) 35 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

ზლატანის წასვლის შემდეგ, “პარის სენ-ჟერმენის” სადავეები ხელში ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ ჩაიგდო. მართალია კავანი ნამდვილად დაფრინავს, მაგრამ გატანილი 82 გოლი საკმარისი ჯერ არ არის.


4. “არსენალი” – 83 გოლი (52 – პრ. ლიგა +18 – ჩ. ლიგა + 7 ინგლისის თასი + 6 – ლიგის თასი) 35 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

“არსენალი” მეოთხეზეა, სიტყვები – ზედმეტი.


3. “რეალი” – 98 გოლი (51 – ლა ლიგა; 16- ჩ. ლიგა; 22 თასი; 6- საკლუბო ჩემპ.; 3- ევრ. სუპერთასი) 34 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

მადრიდული “რეალი” ამ ცხრილის არა, მაგრამ ლა ლიგის სატურნირო დაფის მწვერვალზე ნამდვილად არის. “თეთრებს” ზუსტად იმდენი გააქვთ, რამდენიც სჭირდებათ. ეს რიცხვი ამ დროისთვის 98-ს შეადგენს.


2. “მონაკო” – 100 გოლი (68 – ლიგა 1; 16 – ჩ. ლიგა; 7 – საფრანგეთის თასი; 9- ლიგის თასი) 38 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

წლევანდელ სეზონში განსაკუთრებულად აქტიურობს ფრანგული “მონაკო”, მსგავსად მათი “ჩამოწერილი” ფორვარდის, რადამელ ფალკაოსა. ამ დროისთვის, მათ ანგარიშზე 100 გატანილი გოლია.


1. “ბარსელონა” – 100 გოლი (55 – ლა ლიგა; 20 – ჩ. ლიგა; 20 – სამეფო თასი; 5 – ესპანეთის სუპერთასი) 36 მატჩში


diego-costa-antonio-conte-southampton-chelsea-premier-league-10302016_1ilsgrghlnq9c1kaz3aejatw90

მართალია, ეს მათი საუკეთესო სეზონი არ არის, მაგრამ ამ სიას მაინც ლუის ენრიკეს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” გუნდი ლიდერობს 100 გატანილი გოლით.


ჩემპიონთა ლიგა: ფალკაომ უგოლო სერია შეწყვიტა

2 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში “მონაკომ” მოსკოვის “ცეესკას” უმასპინძლა. მონაკოელებმა, საბოლოოდ, შეხვედრა, ანგარიშით, 3:0 მოიგეს. მე-13 წუთზე ანგარიში ჟერმანმა გახსნა. ამის შემდეგ კი დუბლი შეასრულა რადამელ ფალკაომ  (29 და 41 წთ.-ები).

აღსანიშნავია, რომ ფალკაომ, გატანილი პირველი გოლით, დაასრულა 6 წლიანი უგოლო სერია ჩემპიონთა ლიგაზე.

გეტყვით, რომ “მონაკოს” კაპიტანმა აქამდე, ბოლოს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გოლის გატანა “პორტოს” მაისურით 2010 წლის 17 თებერვალს შეძლო “არსენალის” კარში. მაშინ ის შეხვედრა პორტუგალიურმა კლუბმა, ანგარიშით, 2-1 მოიგო.

ფალკაომ კარიერა დაასრულა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფუტსალის ლეგენდარულმა მოთამაშემ, ალესანდრო როსა ვიეირამ, იგივე ფალკაომ, კარიერა დაასრულა.

ფალკაოს ბოლო მატჩი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში დღეს შედგა. მან მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ირანის წინააღმდეგ ითამაშა და ჰეთრიკიც შეასრულა, თუმცა სამხრეთამერიკელები მაინც გამოეთიშნენ ტურნირს.

39 წლის სპორტსმენი 1989 წლიდან 2016 წლამდე 15 სხვადასხვა გუნდში თამაშობდა. ფუტსასლის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშემ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 18 წელი გაატარა.

“ჩელსი” ადასტურებს: კლუბს სამი ფეხბურთელი დატოვებს

ლონდონური “ჩელსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კლუბს რადამელ ფალკაო, ალეშანდრე პატო და მარკო ამელია დატოვებს.

როგორც იცით, “არისტოკრატებმა” კოლუმბიელი ფალკაო და ბრაზილიელი პატო არენდით აიყვანეს და ისინი ამ არენდის გახანგრძლივებას არ აპირებენ. ისინი შესაბამისად “მონაკოსა” და “კორინთიანსს” დაუბრუნდებიან. რაც შეეხება მეკარე ამელიას, ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.

ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ფალკაომ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.

ალეშანდრე პატო კი “სტემფორდ ბრიჯზე” იანვარში გამოჩნდა. მან 2 მატჩში მოირგო “ჩელსის” მაისური და ერთი გოლიც გაიტანა, ამასთანავე ბრაზილიელმა ერთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ამელიას კი გასულ სეზონში არც ერთი მატჩი არ უთამაშია “ჩელსის” მაისურით.

ფალკაო: “ჩელსიში” დარჩენის გამო ორ ჩინურ კლუბს ვუთხარი უარი”

რადამელ ფალკაომ, რომელიც ამჟამად ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავს, აღიარა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას მისი გადაბირების სურვილი ორმა ჩინურმა კლუბმა გამოთქვა.

“მართალია, რომ ორი განსხვავებული ჩინური კლუბისგან მივიღე შემოთავაზება. მაგრამ მე ინგლისში დარჩენა ვამჯობინე, რათა ჩემი თავისთვის კიდევ ერთი შანსი მიმეცა.

ჩინეთში წასვლა ყველაზე ადვილი გადაწყვეტილება იქნებოდა, რამეთუ წინადადებები მართლაც რომ დიდებული იყო. თუმცა აქ დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა გადავწყვიტე.”

შეგახსენებთ, რომ ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგის ეგიდით შაბათს “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდება, თუმცა ამ მატჩში ფალკაო “არისტოკრატების” დახმარებას ვერ შეძლებს – კოლუბმიელი ფორვარდი ტრავმირებულია.

როგორი იქნებოდა “პორტუს” შემადგენლობა, კლუბს რომ ვარსკვლავები არ გაეშვა

მეკარე – ვიტორ ბაია

1

მარჯვენა მცველი – დანილო

Porto's Brazilian defender Danilo celebrates after scoring during the Portuguese league football match FC Porto vs Nacional at the Dragao Stadium in Porto, on November 1, 2014.  AFP PHOTO / MIGUEL RIOPA        (Photo credit should read MIGUEL RIOPA/AFP/Getty Images)

ცენტრალური მცველი – პეპე

3

ცენტრალური მცველი – ბრუნო ალვეში

4

მარცხენა მცველი – ალექს სანდრო

5

ცენტრალური ნახევარმცველი – ლუჩო გონსალესი

PORTUGAL SOCCER FIRST LEAGUE
PORTUGAL SOCCER FIRST LEAGUE

ცენტრალური ნახევარმცველი – ჟოაუ მოუტინიო

7

ცენტრალური ნახევარმცველი – ხამეს როდრიგესი

8

მარჯვენა თავდამსხმელი – ჰალკი

9

მარცხენა თავდამსხმელი – ჯექსონ მარტინესი

10

ცენტრალური თავდამსხმელი – ფალკაო

11

cats

რადამელ ფალკაოს საჯარიმო “უოლსოლთან” მატჩში (ვიდეო)

23 სექტემბერს, ინგლისში, “უოლსოლსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში, რადამელ ფალკაომ საჯარიმო ძალიან ცუდად შეასრულა.

რა უქნეს რადამელ ფალკაოს დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

22 ივნისს, კოპა ამერიკის გათამაშებაში კოლუმბიის ნაკრები პერუს დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, რადამელ ფალკაოს მეტოქე გუნდის ფეხბურთელის ხელი მოხვდა.

ხამესისა და ფალკაოს შეხვედრა პატარა ფანთან (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ შეხვდნენ ხამეს როდრიგესი და რადამელ ფალკაო კოლუმბიის ნაკრების პატარა გულშემატკივარს.

10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი პრემიერ ლიგაში (2014-15)

საფეხბურთო პორტალმა 101GreatGoals-მა პრემიერ ლიგის გასული სეზონის ათი ყველაზე ცუდი ტრანსფერი დაასახელა.

ფუტსალის ლეგენდამ მეტოქეს წარმოუდგენელი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ფუტსალის ბრაზილიელმა ლეგენდამ, ფალკაომ ერთ-ერთ მატჩში კიდევ ერთი გასაოცარი გოლი გაიტანა.