იოახიმ ლიოვს თურქეთში იწვევენ

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს შემოთავაზება თურქეთის სუპერლიგიდან აქვს. ავტორიტეტული ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ 61 წლის გერმანელ სპეციალისტს “ფენერბაჰჩე” ეპატიჟება.

თურქები ლიოვს კონტრაქტის 2024 წლამდე გაფორმებას სთავაზობენ და მისგან პასუხს უახლოეს პერიოდში ელიან.

შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვი 2006-დან 2021 წლამდე გერმანიის ნაკრებს თავკაცობდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი, კონფედერაციის თასი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო.

თურქული ბოიკოტი: “ბეშიქთაშმა” თასის ნახევარფინალში “ფენერბაჰჩესთან” არ ითამაშა

“ბეშიქთაშმა” თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა და “ფენერბაჰჩესთან” თასის ნახევარფინალურ ეტაპზე სათამაშოდ არ გამოცხადდა.

როგორც იცით, 19 აპრილს ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი (პირველი – 2:2) 57-ე წუთზე ჩაიშალა, როდესაც “ბეშიქთაშის” მთავარ მწვრთნელს თავში მძიმე საგანი მოარტყეს. შენოლუ გუნეშს ხუთი ნაკერი დაადეს თავზე და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

რაც შეეხება სასჯელს, “ფენერბაჰჩე” თურქეთის სადიციპლინო კომიტეტმა 210 000 ევროთი დააჯარიმა, “ბეშიქთაში” კი – 10 000-ით. მატჩი 3 მაისს უნდა გაგრძელებულიყო 57-ე წუთიდან, როდესაც ანგარიში 0-0 იყო.

თუმცა, “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელებს ეს არ აწყობდათ და პროტესტი ბოიკოტის გზით გამოხატეს. თავის მხრივ, ფინალში გასული “ფენერბაჰჩე” “ბელედიესთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება.

ნანი “ლა ლიგაში” ითამაშებს!

ბოლო დღეების განმავლობაში დიდი მითქმამოთქმა მიდიოდა ლუიშ ნანის “ფენერბაჰჩედან” “ვალენსიაში” ტრასფერთან დაკავშირებით.

საბოლოოდ, ირკვევა, რომ ვალენსიელებმა თურქებთან მიაღწიეს შეთანხმებას. პორტუგალიელი ფეხბურთელი 8.5 მილიონ ევროდ გადავიდა ესპანურ გუნდში და მასთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ნანი აქამდე, “სპორტინგში” (2005-2007, 2014-15), “მანჩესტერ იუნაიტედსა” (2007-2014) და “ფენერბაჰჩეში” თამაშობდა.

ოფიციალურად: ჯანერ ერკინი „ინტერის“ ფეხბურთელია

„ფენერბაჰჩეს“ მცველი ჯანერ ერკინი ოფიციალურად „ინტერის“ მოთამაშე გახდა. ფეხბურთელმა მილანურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეთანხმება ძალაში პირველი ივლისიდან შევა.

სუპერლიგის განვლილი სეზონის 13 მატჩში ერკინმა 2 საგოლე პასი მიითვალა.

ოფიციალურად: ემენიკე პრემიერ ლიგაში ითამაშებს

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ემანუელ ემენიკე სეზონის ბოლომდე  “ჩაქუჩების” სახელით იასპარეზებს.

აქვე გეტყვით, რომ მათ მიერ გაფორმებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, ინგლისურ კლუბს სეზონის ბოლოს 28 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს.

“ძალიან, ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. “ვესტ ჰემს” ყოველთვის ვადევნებდი თვალს და ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს დიდებული კლუბი იყო.” – განაცხადა “ფენერბახჩეს” საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა.

ვან პერსი: „ბარსელონას“ ან „ჩელსის“ წინადადება არ მიმიღია“

გამოცდილი ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ, რომელიც ამჟამად „ფენერბაჰჩეში“ თამაშობს, „ჩელსიში“ ან „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერი უარყო.

„ახლა ჩემს „ჩელსიში“ ან „ბარსელონაზე“ ტრანსფერზე ბევრი საუბარია, მაგრამ ამ კლუბებისგან წინადადებები არ მიმიღია და ამ მომენტისთვის მხოლოდ „ფენერბაჰჩეში“ თამაშზე ვფიქრობ“, – ციტირებს ვან პერსის „turkish-football“-ი.

ტერი, შესაძლოა, სათამაშოდ თურქეთში აგდავიდეს

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქული „ფენერბაჰჩე“ „ჩელსის“ კაპიტნით ჯონ ტერით დაინტერესდა.

ვეტერანს ლონდონელებთან კონტრაქტი შემდეგ ზაფხულს ეწურება.

შესაძლო ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ ბოლო დროს ჟოზე მოურინიო ტერის სათადარიგოთა სკამზე ტოვებს. ამიტომაც, 34 წლის ფეხბურთელის ლონდონიდან წასვლა გამორიცხული სულაც არ არის.

ვან პერსი „ფენერბაჰჩეში“ სათადარიგოთა სკამზე დარჩენით უკმაყოფილოა

„ფენერბაჰჩეს“ თავდამსხმელი რობინ ვან პერსი „ბურსასპორთან“ თურქეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩენით უკმაყოფილო დარჩა. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ შეხვედრაში ფეხბურთელი მეოდანზე 77-ე წუთზე გამოვიდა და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა – „ფენერმა“ ანგარიშით 2:1 მოიგო.

„სიმართე რომ გითხრათ, მიმდინარე მოვლენებით არც ისე კმაყოფილი ვარ. მატჩის სათადარიგოთა სკამიდან დაწყება არ მესიამოვნა. თამაშისთვის მზად ვარ, თავს ჩინებულად ვგრძნობ და 90 წუთი მოედანზე ყოფნა შემიძლია. ერთადერთი, რაც ჩემ სათადარიგოთა სკამზე ყოფნას ამართლებს, ისაა, რომ მოედანზე გამოსვლის შემდეგ გოლი სწრაფად გავიტანე და გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

იხილეთ ასევე: ვან პერსი თავისი გუნდის მთავარი მწვრთნელის წინააღმდეგ (ვიდეო)

„ფენერბაჰჩეს“ ფეხბურთელებს მანქანის ტარების დროს ესროლეს (სურათი)

„ფენერბაჰჩეს“ მოთამაშე მეხმეტ ტოპალი თანაგუნდელ იურგენ მერტთან ერთად სიკვდილს გადაურჩა.

სამშაბათს, როდესაც ფეხბურთელები ვარჯიშდან მანქანით ბრუნდებოდნენ, უცნობმა პირებმა მათ მანქანას ესროლეს. საბოლოოდ, ფეხბურთელები მხოლოდ მანქანის ძლიერი მინების დახმარებით გადარჩნენ.

სათქმელია, რომ წელს „ფენერბაჰჩეს“ ფეხბურთელებზე ეს პირველი თავდასხმა არაა. აპრილში „რიზესპორთან“ ანგარიშით 1:5 წაგებული მატჩის შემდეგ გუნდის ტრაბზონში მიმავალ ავტობუსს ესროლეს.

untitled

ვან პერსი სამ წელიწადში რეკორდულ ხელფასს მიიღებს

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა „დეილის ტარი“ იტყობინება, თავდამსხმელი რობინ ვან პერსი, რომელმაც „ფენერბაჰჩესთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ამ პერიოდში თურქულ კლუბში, ხელფასის სახით, ჯამში 47,4 მილიონ ფუნტს მიიღებს.
სათქმელია, რომ მხოლოდ შეთანხმების გაფორმებისთვის ჰოლანდიელს 4 მილიონი ფუნტი გადაერიცხა.

ვან პერსი ვან გაალს აკრიტიკებს: „მან შანსი არ მომცა“

ვან პერსი: „მივხვდი, რომ „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლის დრო დადგა“

„ფენერბაჰჩეს“ ახალწვეულმა რობინ ვან პერსიმ თავისი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„აღიარების დრო დადგა – „ოლდ ტრაფორდზე“ ჩემი დრო დასასრულს მიაუხლოვდა. ნელ-ნელა ამას შევეჩვიე. ყველაფერი ერთ დღეში არ გადაწყდა. ეს ფეხბურთია, ასე რომ, ამ სიტუაციას შევეგუები, ასე ხდება ხოლმე. ჩემი მხრიდან მძიმე გრძნობები არ ყოფილა. ეს ფეხბურთისა და ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

აქ ჩამოსვლის წინ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ვესაუბრე. დავრწმუნდი, რომ კლუბში ძალიან მაფასებდნენ.

ასევე მადლობას „მანჩესტერ იუნაიტედის“ დირექტორს ედ ვუდვორდს ვუხდი, რომელმაც თავისი ჯენტმლემენობა დაამტკივა“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

შეგახსენებთ, რომ „ფენერს“ ვან პერსის ტრანსფერი ოცი მილიონი ევრო დაუჯდა.

„ფენერბაჰჩემ“ ვან პერსის ტრანსფერი დაადასტურა

„ფენერბაჰჩემ“ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელის რობინ ვან პერსის ტრანსფერი დაადასტურა.

„რობინ ვან პერსი, კეთილი იყოს შენი მობრძანება „ფენერბაჰჩეში“, – წერია „ფენერბაჰჩეს“ ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე კონტრაქტის შესახებ მხარეებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.

vp