მასიმილიანო ალეგრი სამი სრული სეზონის მანძილზეა ტურინის “იუვენტუსის” მწვრთნელი. ამ დროის მანძილზე მან სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ლეგენდარულმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ალეგრიზე და მის კოლექტივზე ისაუბრა.
“კარდიფში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვემ” პირველი ნახევარი მშვენივრად ჩაატარა. თუმცა, მეორე ტაიმში “ჩაიძირა”. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავთ. ასევე, ტურინულ გრანდში შეკრებილია ფეხბურთელთა შესანინშავი კოლექტივი. ეს ყველაფერი კი წარმატებული სვლის გარანტიას იძლევა. დარწმუნებული ვარ, ეს კლუბი მომავალში კიდევ უფრო დიდ მიზნებს მიაღწევს.”
“ნეაპოლიტანელებიც კარგად გამოიყურებნიან, თუმცა “იუვენტუსი” დომინირებს. ამაში მწვრთნელს დიდი წვლილი მიუძღვის,” – აცხადებს “ფერგი”.