ანჩელოტიმ ალონსოსა და ლამის შემცვლელებზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, მიუნხენის “ბაიერნს” ორი ლიდერი, ჩაბი ალონსო და ფილიპ ლამი დატოვებენ, რომლებიც ამავდროულად საფეხბურთო კარიერასაც ასრულებენ.

“ფილიპ ლამისა და ჩაბი ალონსოს ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია. მათი ხასიათი, გამოცდილების დონე და შესაძლებლობები უნიკალურია.

მაგრამ, გუნდში საკმაოდ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი რჩება, ისეთები, როგორებიც არიან მანუელ ნოიერი, ტომას მიულერი და დავიდ ალაბა.

კიმიხის სახით გუნდში ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელიც მაქსიმალურად ეცდება ფილიპ ლამის შეცვლას, რაც საკმაოდ დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

მიუნხენის “ბაიერნი” გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

კარიერის მიწურულს, მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა, ფილიპ ლამმა საკუთარ კოლექციას კიდევ ერთი უჩვეულო ჯილდო შემატა.

ტომას მიულერთან ერთად, გერმანელ მცველს მიუნხენის “ბაიერნის” მიერ მიღწეული ბრწყინვალე შედეგის აღსანიშნავი სერთიფიკატი გადასცეს.

საქმე ისაა, რომ მიუნხენის “ბაიერნმა” “რეალთან” დამარცხებამდე ზედიზედ 16-ჯერ მოახერხა საშინაო თამაშის მოგება ჩემპიონთა ლიგაზე, რითიც “რეკორდმაისტერი” კიდევ ერთხელ შევიდა გინესის რეკორდების წიგნში.

“ასეთ ჯილდოებს არც ისე ხშირად იღებ ცხოვრებაში, ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩემთვის,” – აცხადებს ფილიპ ლამი.

მიულერს ფილიპ ლამის ხილვა სპორტული დირექტორის ამპულაში სურს

მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი ფორვარდი, ტომას მიულერი აღიარებს, რომ ფილიპ ლამი “რეკორდმაისტერში” დარჩენას საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც აპირებს.

“ფილიპისგან არასდროს გამიგონია სიტყვები: “მინდა სპორტული დირექტორი გავხდე”. მაგრამ ისედაც ძალიან კარგად ვიცი, რომ ის ამ საკითხზე ფიქრობს.

ის ყველას იცნობს, თანაც საკმაოდ დიდი ხანია. მან იცის, თუ რა როგორ ხდება კლუბში, რაც მის პრივილეგიებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ფილიპი სპორტული დირექტორის მოვალეობების შესრულებას შეძლებს. ის ძალიან სერიოზული ადამიანია და ყოველთვის წინსვლაზე ფიქრობს.”

ფილიპ ლამი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი, გერმანელი ფილიპ ლამი, რომელსაც პარასკევს 33 წელი შეუსრულდება, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.

“რა თქმა უნდა, სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებაზე ფიქრი მიღირს. ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ.” – განაცხადა ლამმა Sport Bild-თან საუბრისას.

“ცხრა თვის წინ განვაცხადე, რომ კარიერის დასრულების სავარაუდო თარიღად 2017 წელს მივიჩნევ. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

თუმცა, სეზონის დამთავრებამდე შვიდ თვეზე მეტია დარჩენილი და ამ დროში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩემი მომავალი იმაზე არაა დამოკიდებული, თუ რამდენ ტიტულს მოვიგებთ. ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ფორმაში იქნება ჩემი სხეული.”

ბირხოფი: „ლამი გერმანიის ნაკრებში არ დაბრუნდება“

გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მენეჯერი ოლივერ ბირხოფი ქვეყნის მთავარ გუნდში „ბაიერნის“ კაპიტნის ფილიპ ლამის დაბრუნებას გამორიცხავს.

„ცოტა ხნის წინ მას ვესაუბრე, თუმცა ჩვენი დიალოგის თემა სულ სხვა იყო. ასეა თუ ისე, მათ, ვინც მას იცნობს და მის განცხადებებს კითხულობს, იცის, რომ ლამი ნაკრებში არ დაბრუნდება. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“, – ციტირებს ბირხოფს Goal.com-ი.

ლამი: „ბაიერნი“ – „იუვენტუსი“ ნამდვილი საფეხბურთო კლასიკაა“

მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიანმა ფილიპ ლამმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრის შედეგი შეაჯამა.

„წინ ორი ტოპკლუბის ძალიან კარგი დუელი გველის. ეს ნამდვილი საფეხბურთო კლასიკაა. „იუვენტუსი“ გასული სეზონის გათამაშების ფინალში გავიდა, ასე რომ, წინ დიდი გამოცდა გველის. 1/4 ფინალში გასვლა გვსურს და მიზნის მისაღწევად ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ“, – ციტირებს ლამს უეფა-ს ოფიციალური საიტი.

ლამი: „ბაიერნმა“ თავისი პრობლემები კარგად მოაგვარა“

მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანმა ფილიპ ლამმა „ჰერტასთან“ ანაგრიშით 2:0 მოგებული მატჩი შეაფასა.

„მატჩის წინ რამდენიმე პრობლემა გვქონდა, რადგან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვვყავს, მათ შორის კი ისინიც არიან, ვისაც მეტოქის ნახევარზე თავისუფალი სივრცის პოვნა შეუძლია.

სწორედ ამიტომ გაგვიჭირდა, მაგრამ ამ პრობლემისგან თავის დაღწევის კარგი მეთოდი ვიპოვეთ. კონტრშეტევები ჩინებულად გამოივყენეთ. მსგავსი სიტუაციაებში მომენტები პასებიც უნდა შევქმნათ, ეს საკმაოდ ნორმალურად გამოგვივიდა“, – ციტირებს ლამს Goal.com.

ლამი კარიერას 2018 წელს დაასრულებს

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი 2018 წელს პროფესიონალური კარიერის დასრულებას აპირებს. იმ დროისთვის გერმანელი მცველი 34 წლის იქნება. შეგახსენებთ, რომ ლამმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

“ერთხელ ვთქვი, რომ არასდროს არ უნდა თქვა “არასდროს” და ეს ისე გაიგეს, თითქოს გადაწყვეტილების შეცვლას ვაპირებდი. ასე არ არის. უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ 2018 წელს კარიერას დავასრულებ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოვლენისთვის მოვემზადო”, – ლამის სიტყვები გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” გამოაქვეყნა.

 

დაბრუნდება თუ არა ფილიპ ლამი გერმანიის ნაკრებში?

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ფილიპ ლამი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ „ბუნდესტიმის“ ექს-კაპიტანმა საერთაშორისო კარიერის დასრულება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გადაწყვიტა, ტურნისია, რომელიც მისმა გუნდმა ტრიუმფით დაასრულა.

„ნაკრებში არ დავბრუნდები. მათ, ვინც მიცნობს, იციან, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ნაკრებიდან წასვლის საუკეთესო დროა.

ჩემი პირადი ცხოვრება პროფესიულ საქმეებზე უფრო მნიშვნელოვანია. ბავშვების დაბადება მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო გრანდიოზული მოვლენაა. როდესაც ბრაზილიის მუნდიალზე ვიყავი, ოჯახი მენატრებოდა. ახლა კი ცოლ-შვილთან მეტი დროის გატარების საშუალება მეძლევა. ყველაზე მეტად ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც საყვარელი ადამიანების გვერდით ვარ“, – განუცხადა ლამმა „France Football“-ს.

ლამი ფინალში გასვლას იმედოვნებდა

მიუნხენსის „ბაიერნის“ მცველმა ფილიპ ლამმა „ბარსელონასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩი შეაჯამა.

„დღეს ჩვენი ფანები ძალიან კარგად გვქომაგოდბენ. სასწაულის გვჯეროდა, მაგრამ სურვილის რეალობად ქცევა ვერ შევძელით. ამ მოთამაშეების 90 წუთის განმავლობაში გაჩერება ვერ გამოვიდა. დუელი არა დღეს, არამედ პირველ შეხვედრაში წავაგეთ“, – განაცხადა ლამმა.

ლამი იმედგაცრუებულია

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა, ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებულია, რადგან მისმა გუნდმა ვერ შეძლო ლეო მესის ჩაკეტვა.

“ბაიერნი” “კამპ ნოუზე” 3-0 დამარცხდა. ანგარიში 77-ე წუთზე გაიხსნა, ხოლო სამ წუთში “რეკორდმეისტერებმა” მეორე ბურთი მიიღეს საკუთარ კარში.

“არასამართლიანი შედეგია. ასეთ ანგარიშს არ ვიმსახურებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, “ბარსელონამ” ჩვენი შეცდომებით ისარგებლა და სამჯერ განხორციელებული კონტრ-შეტევა გოლით დაასრულა. შეიძლება წააგო 1-0, მაგრამ 3-0 ძალიან ბევრია”.

“რაც შეეხება ნოიერს, მასზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. რომ არა ის, არ ვიცით რა მოხდებოდა. მესის გოლებზე მანუ უძლური იყო,”-განაცხადა ლამმა.


ლამი “პორტუსთვის” მზადაა

“ბაიერნის” უნივერსალმა ფეხბურთელმა, ფილიპ ლამმა “პორტოსთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

“მზად ვარ, ვითამაშო ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. “ბაიერნი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ვალდებული ვართ, “პორტუს” ბარიერი დავძლიოთ. კარგია შვაინშტაიგერის დაბრუნებაც, რადგან ის ძალიან დიდი ძალაა ჩვენთვის. არ ვფიქრობ, რომ პორტუგალიელებს უპირატესობა ექნებათ, ჩვენი ტრავმირებულების გამო. გულშემატკივრების იმედი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, შრომით და ზუსტი თამაშით მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ,”-განაცხადა ლამმა.