U21: საქართველომ და ფინეთმა ქულები გაიყვეს

დღეს 21-წლამდე ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთი მიიღო. დაძაბულ დაპირისპირებაში ანგარიში ბენჯამინ ბალმანმა გახსნა. ტურკუს “ინტერის” ფეხბურთელმა ეს მეცხრე წუთზე მოახერხა.

მეორე ნახევარში ქართველების ჯერი დადგა. 59-ე წუთზე გიორგი ბერიძემ ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე ბალმანმა კვლავ წინ გაიყვანა სკანდინავიელები, თუმცა სამ წუთში რომან ჭანტურიამ სხვაობა აღადგინა.

საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით, 2-2 დასრულდა. ჩვენი ნაკრები ერთი ქულით ბოლო ადგილზეა. ფინეთი სამით მეოთხეზე.

სერბეთი მეოთხედფინალში გავიდა

დღევანდელი დღის ევრობასკეტის მეორე მერვედფინალში სერბეთის ნაკრებმა ფინეთს 13 ქულით აჯობა.

გამარჯვებულთა მხრიდან საუკეთესო მიროსლავ რადულიცა იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. რაც შეეხება ფინებს, მათი მხრიდან 26 ქულით სალინი გამოირჩა.

სერბეთი – ფინეთი – 94:81 (23:24, 25:19, 23:21, 23:17)

სერბეთი: რადულიცა (27 ქ.), ბიელიცა (19 ქ. 14 მ.), ერცეგი (13 ქ. 6 მ. 4 პ.), ბოგდანოვიჩი (10 ქ.), თეოდოსიჩი (8 ქ. 9 პ.), სიმონოვიჩი (6 ქ.), კალინიჩი (5 ქ. 4 პ.), ნედოვიჩი (4 ქ. 5 პ.), მილოსავლევიჩი (2 ქ.), მარკოვიჩი (0 ქ. 5 პ.)

ფინეთი: სალინი (26 ქ.), უილსონი (15 ქ. 4 პ.), მერფი (12 ქ. 8 მ.), კოპონენი (11 ქ. 4 პ.), კოტი (7 ქ. 7 მ.), ჰაფი (6 ქ.), ლი (2 ქ.), ნუტინენი (2 ქ.)

მეოთხედფინალში სერბები ჩეხეთს შეხვდებიან, რომელმაც დღეს ხორვატია დაამარცხა.

ფინელები ნაკრების მომავალ მწვრთნელს ინტერნეტით ეძებენ

ფინეთის ფეხბურთის ასოციაციამ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვაკანსია გამოაცხადა.

3 აგვისტომდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი რეზიუმეს გაგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე, თან სასურველი ხელფასის მითითებით. მოთხოვნებიც მკაფიოა: კანდიდატი უნდა ფლობდეს უეფას პრო ლიცენზიას და ფინელი ფეხბურთელების პოტენციალზე წარმოდგენა უნდა ჰქონდეს.

ახალ მწვრთნელს ორ ან ოთხწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ. ის მუშაობას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდანვე შეუდგება.

მათთვის, ვისაც დამატებითი შეკითხვები გაუჩნდება, მითითებულია ასოციაციის პრეზიდენტის ელექტრონული მისამართი.

შეგახსენებთ, რომ ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიქსუ პაატელაინენი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გუნდი უნგრეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

 

ფინეთთან მატჩში დერიკ როუზმა დანკი ორი ხელით შეასრულა

ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ს ნაკრებისთვის უკეთესად ვერ დაიწყებოდა – მაიკ კშიშევსკის გუნდმა ფინეთი 59 ქულით გაანადგურა.

აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იმითაც იყო, რომ მოედანზე ოფიციალურ მატჩში „ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი დაბრუნდა. ჯამში „ხარების“ მოთამაშემ 12 ქულა დააგროვა და 3 გადაცემაც გააკეთა. თუმცა ყველაზე მეტად როუზმა მაყურებლებს თავი ჩინებული დანკით დაამახსოვრა.

ფინელი მეკარის ორიგინალური პენალტი

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ფინელი მეკარის მიერ ორიგინალურად შესრულებული პენალტია აღბეჭდილი.

შესანიშნავი მაკრატელა ფინეთიდან

27 აპრილს, ფინეთის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ ერთ-ერთ მატჩში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.

ფინელთა თავკაცი: „აქ მხოლოდ დაცვითი თამაშისთვის არ ჩამოვსულვართ“

ხვალ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტურის მატჩები გაიმართება. „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრები ფინეთს უმასპინძლებს და ჯგუფის მესამე ადგილზე გადანაცვლებას შეეცდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ფინელთა მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა განაცხადა, რომ მისი გუნდი თბილისში გოლის გატანას შეეცდება.

– რას ფიქრობთ საქართველოს ნაკრებზე?
– საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, მაღალი ხარისხის თამაშით გამოირჩევა. გუნდში საუკეთესო მეკარეა, რომელიც ხვალ ვერ ითამაშებს, თუმცა ვიცით, რომ სარეზერვო კარის დარაჯიც საკმაოდ მაღალი დონის გოლკიპერია. ნაკრებს ძლიერი დაცვა ჰყავს. გამოსარჩევია ნახევარდაცვის დისციპლინა. ნახევარმცველები ინდიციდუალურად კარგად თამაშობენ, დრიბლინგების განვითარებაც შეუძლიათ. ასე რომ, დაცვაში დიდი სიფრთხილით უნდა ვითამაშოთ.

– რა ტაქტიკით ითამაშებთ ხვალ?
– ჩემი ფილოსოფია მარტივია: ფეხბურთში არსებობს დაცვა და თავდასხმა. აქ მხოლოდ დაცვითი თამაშისთვის არ ჩამოვსულვართ. ჩვენ მხოლოდ სატურნირო ცხრილს არ ვუყურებთ. სათამაშოდ ასეთი რთულ ადგილზე დაცვიდან უნდა ვიმოქმედოთ. სასტარტო განაცხადს ვერ გეტყვით. დაცვითი ტაქტიკით ვითამაშებთ, თუმცა გოლი გასატანი გვქავს.

– ტაემუ პუკი გლაზგოს „სელტიკში“ გადავიდა. არის კიდევ ვინმე, რომელსაც ასეთი მაღალი დონის გუნდში თამაში შეუძლია?
– პუკი ახალგაზრდა, ენერგიული, ტექნიკური მოთამაშეა. შოტლანდიის პრემიერლიგა მისთვის საუკეთესოა. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო გააუმჯობესებს სათამაშო ხარისხს, რაც ჩვენთვისაც კარგი იქნება.

– საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს თუ უყურეთ. ექსპერტთა გარკვეული ნაწილის აზრით, საქართველოს ნაკრები მაღალი დონის გუნდებთან უფრო კარგად თამაშობს. რამდენად ეთანხმებით ამ აზრს?
– მსგავს გრანდებთან საქართველოს დონის გუნდები დაცვითი ტაქტიკით თამაშობენ. რთულია, ასეთი მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ დაცვაში შეუცდომლად ითამაშო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ეს წინა შეხვედრაში მოახერხა. ქართველები ისევ ითამაშებენ კარგი დაცვით, თუმცა უფრო მეტად შემოგვიტევენ.

მატჩი საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის, ხვალ, „დინამო არენაზე“, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 20 ლარია.

ბექა დოგრაშვილი