“საბურთალოს” ახალგაზრდა მცველი ჯიმი ტაბიძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე “ფორტუნაში” ვარჯიშობს. გერმანიაში სატრანსფერო ფანჯარა 2 თებერვალს იხურება, შესაბამისად, ქართველ ფეხბურთელს ამ დრომდე აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დიუსელდორფული გუნდის მწვრთნელებს თავი მოაწონოს.
“გერმანიაში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო”, – ციტირებს 18 წლის მოთამაშის სიტყვებს ვებ-გვერდი derwesten-ი.
ასევე, ტაბიძის კომენტარი გამოქვეყნა ცნობილ გერმანულ გამოცემა Bild-ში: “ვარჯიში კარგად მიმდინარეობს, “ფორტუნა” კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, დიუსელდორფში დარჩენა მინდა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კლუბთან კონტრაქტი გავაფორმო.”
დარჩება თუ არა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი “ფორტუნაში”, ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.