ბეკენბაუერი 70 წლისაა

ფრანც ბეკენბაუერს დღეს 70 წელი შეუსრულდა. უეფამ ადამიანს, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ევროპული ფეხბურთის ცენტრში იყო, იუბილე მიულოცა. 50 წლის განმავლობაში ბეკენბაუერი გერმანული ფეხბურთის მწვერვალზეა და ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ტყუილად არ ითვლება.

მცველმა კარიერა 1983 წელს დაასრულა. მის აქტივში მსოფლიო ჩემპიონატის ხუთი ოქროს, გერმანიის თასის ოთხი, ევროპის ჩემპიონთა სამი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების თითო-თითო ოქროს მედალია. ის იმ ორ ადამიანს შორისაა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში მოუგია.

ბეკენბაუერმა ბლატერის გამკრიტიკებელი უეფა გააკრიტიკა

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა კაპიტანმა ფრანც ბეკენბაუერმა კრიტიკული განცხადება გააკეთა უეფას მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, ფიფას ახალარჩეულ პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს აკრიტიკებს.

“ბლატერი ძლიერი პიროვნებაა, დიდი რეპუტაციით სარგებლობს. უეფამ საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ვერ შეძლო და მხარი ნაკლებად ცნობილ აზიელს დაუჭირა. რამის შეცვლა რომ მსურდეს, ალტერნატივას თავადვე წამოვაყენებდი”, – ბეკენბაუერის სიტყვები ინტერნეტპორტალ t-online.de-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეპ ბლატერმა ერთადერთი კონკურენტი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი დაამარცხა.

 

ბეკენბაუერმა „ბაიერნის“ სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა.

„ვფიქრობ, კლუბმა ტრანსფერების დროს შეცდომები დაუშვა. რა საჭირო იყო ჟერდან შაჩირის გაყიდვა? არ მესმის, „აუგსბურგში“ იჯარით პიერ ჰეიბიერგი რატომ გაუშვეს. ეს ფეხბურთელები შეცვლაზე კარგად შედიოდნენ და გუნდს სეზონის მეორე ნახევარში ძალიან დაეხმარებოდნენ.

თუმცა, არავინ ელოდა, რომ „ბაიერნს“ ამდენი ტრავმირებული ეყოლებოდა. ჩვენ ის შემადგენლობა არ გვყავდა, რომელიც „ბარსელონას“ ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა“, – თვლის ბეკენბაუერი.



ბეკენბაუერი: „ბაიერნს“ კლოპი არ სურს“

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპისადმი ინტერესი უარყო.

„იმედია, კლოპი ბუნდესლიგაში დარჩება. „ბაიერნის“ გარდა, მასთან კონტრაქტის გაფორმებას ნებისმიერი გუნდი ისურვებს. ჩვენ ხოსეპ გვარდიოპლას სახით ჩინებული თავკაცი გვყავს.

კლოპს ნებისმიერი კლუბი მოიწვევს. იურგენი გერმანიას სჭირდება, რადგან ის კარგი ადამიანი და შესანიშნავი მწვრთნელია“, – განაცხადა ბეკენბაუერმა.

ბეკენბაუერი: „რიბერი და ბოატენგი „ბაიერნს“ სახელს უფუჭებენ“

ფრანც ბეკენბაუერი ფრანკ რიბერისა და ჯერომ ბოატენგის ქმედებებით უკმაყოფილოა. მისი აზრით, ორივე ფეხბურთელმა მოედანზე ემოციების გამოვლინებისგან თავი უნდა შეიკავოს.

„რიბერის წინააღმდეგ უხეშად ხშირად თამაშობენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან თავი არ უნდა შეიკავოს. არ აქვს მნიშვნელობა, მას ხშირად პროვოცირებენ თუ არა. მეტოქეებმა უკვე იციან, რომ ფრანკი ასეთ მომენტებზე ყოველთვის რეაგირებს. იგივე ბოატენგსაც ეხება. მათთან ამ საკითხზე საუბარი აუცილებელია, რადგან ასეთი ქმებედებებით ისინი „ბაიერნს“ ზიანს აყენებენ“, – განაცხადა ბეკენბაუერმა.

ბეკენბაუერი: „თავიდანვე მივხვდი, რომ 2022 წლის მუნდიალი ჩატარება ზამთარსაა საჭირო“

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ფრანც ბეკენბაუერის თქმით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ზამთარში ჩატარება კარგი იდეაა.

„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ყატარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად გამოცხადდა, მივხვდი, რომ ეს ტურნირი ზამთარში უნდა ჩატარდეს. დიახ, ემირი დაგვპირდა, რომ სტადიონებზე გათბობის სისტემა იმუშავებს, თუმცა რა საჭიროა რამის მოფიქრება, თუ იქ თბილი ტემპერატურა ზამთარშიც იქნება?“, – განაცხადა მსოფლიოს 1974 და 1990 წლების ჩემპიონმა.

ბეკენბაუერი: “ეს უსამართლობაა”

მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა “ოქროს ბურთის” შედეგებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

“სრულიად მოსალოდნელი შედეგებია. მეკარეებისთვის ყოველთვის უფრო რთულია ინდივიდუალური ჯილდოს მოგება. გულოშემატკივრებს გოლები მოსწონს და არა ის, თუ როგორ იგერიებს კიპერი ბურთებს. ვფიქრობ, ეს არასამართლიანი მიდგომაა. 2013 წელს ფრანკ რიბერიმ ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო, რონალდუ კი ტიტულის გარეშე დარჩა, მაგრამ გამოკითხვაში ხმა მაინც პორტუგალიელს მისცეს. როგორც ჩანს, გუნდურ მიღწევებს ისეთი მნიშვნელობა აღარ ექცევა”, – ბეკენბაუერის სიტყვები “ევროსპორტის” პოლონურმა ბიურომ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთი” კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა, რომელმაც ხმათა 37.66 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი გავიდა (15.76%), მესამე კი მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი (15.72%) გახლავთ.

 

ბეკენბაუერი: “ფეხბურთში არბიტრებს საფრენი აპარატები ჩაანაცვლებს”

მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი თვლის, რომ მომავალში საფეხბურთო მატჩებს არბიტრების ნაცვლად საფრენი აპარატები განსჯიან.

“ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ. აშკარაა, რომ გოლის ფიქსაციის ტექნოლოგიის დამკვიდრებით ყველაფერი არ დასრულებულა. ადრე თუ გვიან მსაჯები აღარ დაგვჭირდება. მოედანზე მიმდინარე მოვლენებს საფრენი აპარატები დააკვირდებიან.

გულწრფელად ვამბობ, რომ ასეთი წარმომიდგენია მომავლის ფეხბურთი. მე მაშინ ცოცხალი აღარ ვიქნები, ამიტომ ამ მოვლენასთან ბრძოლა სხვა ადამიანებს მოუწევთ.

ამის განხილვა ფიფაში არ მომხდარა. ეს უბრალოდ ჩემი პირადი აზრია”, – ციტირებს ბეკენბაუერის სიტყვებს Sky90.

 

ბეკენბაუერმა რონალდუ და მესი ერთმანეთს შეადარა

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაუერმა მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” ლიდერები — კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა.

“რთული სათქმელია, რომელია მათ შორის უკეთესი. ორივე ეს ფეხბურთელი ერთ დონეზეა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მესიმ ზედიზედ ოთხჯერ მოიგო “ოქროს ბურთი”, რომელიც პლანეტის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა”, – ციტირებს ბეკენბაუერის სიტყვებს პორტუგალიური გამოცემა А Bola.

 

ბეკენბაუერი: “კრუიფის სატრანსფერო ფასი მილიარდი იქნებოდა”

“მიუნხენის ბაიერნის”, გერმანული ფეხბურთისა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი მიიჩნევს, რომ არანაკლებ ლეგენდარული ჰოლანდიელი, იოჰან კრუიფი დღევანდელი სტანდარტების გათვალისწინებით მილიარდი ეღირებოდა.

“ისეთი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები, როგორებიც ბეილი და რონალდუ არიან დაახლოებით 100 მილიონს უდრის. კრუიფის სატრანსფერო ფასი დღევანდელ სატრანსფერო ბაზარზე მილიარდი იქნებოდა”

ასევე ბეკენბაუერი მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ისტორიულად უფრო დიდებული კლუბია ვიდრე “მიუნხენის ბაიერნი”

“ბარსელონა” – ლიდერია მსოფლიოში, თუნდაც მისი ტრადიციებით. მათ უკვე ყავდათ ლეგენარული შემადგენლობები 30-იან და 40-იან წლებში, მაშინ როდესაც, 1965 წელსაც კი არ იყო “ბაიერნი” ბუნდესლიგაში” – განაცხადა ბეკენბაუერმა BILD-თან ინტერვიუში

ბეკენბაუერმა ლამი გააკრიტიკა

“ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერს ფილიპ ლამის ნაკრებიდან წასვლა გაუგებარ ნაბიჯად მიაჩნია. მისი აზირთ, ლამს კიდევ დიდხანს შეეძლო ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა.

“ლამის გადაწყეტილება ჩემთვის გაუგებარია. ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა. დარწმუნეული ვარ, ლამი ნაკრებში რამდენიმე წელს კიდევ თავისუფლად ითამაშებდა და ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსაც დაამყარებდა. ფეხბურთელს ასეთი მიზნები უნდა ჰქონდეს” – განაცხადა ბეკენბაუერმა.

ვინ უკაპიტნებს დედამიწელებს უცხოპლანეტელების წინააღმდეგ?

ცოტა ხნის წინათ გაუწყებდით, რომ ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაუერმა საზოგადოებას ვიდეომიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ის უცხოპლანეტელების დედამიწაზე ჩამოსვლასა და მათთან ფეხბურთის თამაშზე საუბრობდა. ბეკენბაუერის თქმით, თუ უცხოპლანეტელები დედამიწელებს მოუგებენ, ჩვენი პლანეტა განადგურდება, ასე რომ მხოლოდ ფეხბურთელებს შეუძლიათ ჩვენი ხსნა. ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, ზოგმა თქვა, ბეკენბაუერი გაგიჟდაო, ზოგმაც, ეს სარეკლამო კამპანიააო. მომდევნო ვიდეოს გავრცელებამ საიდუმლოს ფარდა ახადა: ეს ცნობილი ელექტრონული კომპანიის სარეკლამო რგოლია.

ახალ ვიდეოში ცნობილი ხდება, თუ ვინ უკაპიტნებს დედამიწელებს უცხოპლანეტელების წინააღმდეგ.

გთავაზობთ ვიდეომასალას.