ლონდონის ”ჩელსის” ყოფილმა და ამავდროულად ლეგენდალურმა ფეხბურთელმა, ფრენკ ლამპარდმა, ”მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში სადებიუტო გოლი, სწორედ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.
ჭდე: ფრენკ ლამპარდი
მოურინიო შოკირებულია
ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ლამპარდის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა მისთვის შოკი იყო.
“სტეფორდ ბრიჯზე” გატარებული 13 სეზონის შემდეგ, ლამპარდმა ზაფხულში გუნდი დატოვა. ფრანკმა “ნიუ იორკ სიტისთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა, შემდეგ კი იჯარის წესით “სიტის” შეუერთდა.
დიდი ალბათობით 36 წლის ნახევარმცველი პარასკევს, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას მიიღებს და მოურინიოს “სიურპრიზს” გაუკეთებს. თუმცა პორტუგალიელი მწვრთნელი ლამპარდის არჩევანს პატივს სცემს.
“მაშინაც არ დავიჯერებდი მის წასვლას, თუ ვინმე ამას 5 წლის წინ მეტყოდა. მე არ ველოდი, რომ “ნიუ იორკ სიტიში” გადასვლის შემდეგ, იგი იჯარით “სიტიში” გადავიდოდა.”
“მიუხედავად ამისა, ეს არის მისი ცხოვრება. ფრენკის გადაწყვეტილებას დიდ პატივს ვცემ.”-განაცხადა მოურინიომ
ფრენკ ლამპარდის საუკეთესო 11-ეული
“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა, ფრენკ ლამპარდმა შეადგინა საუკეთესო 11-ეული და შეიყვანა ისინი, ვისთან ერთად ან ვის წინააღმდეგაც უთამაშნია.
იხილეთ ვიდეო:
ლამპარდი ჩელსის წინააღმდეგ ითამაშებს
“მანჩესტერ სიტიში” გადასულ ფრენკ ლამპარდს “ჩელსის” წინააღმდეგ თამაშის უფლება ექნება. იყო საუბრები, თითქოს, ნახევარმცველი ყოფილ გუნდს არ დაუპირისპირდებოდა, თუმცა პელეგრინიმ ამ საკითხის განხილვის გადატანა გადაწყვიტა.
ბრიტანული პრესის ცნობით 36 წლის ლამპარდს არანაირი პრივილეგიები არ აქვს და პელეგრინის “ჩელსისთან” მისი გამოყენება შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ლამპრადი “ჩელსის” ღირსებას 13 წელი იცავდა, “სიტიში” კი იჯარის წესით თამაშობს.
ლამპარდი: “რომ შემოეთავაზებინათ, “ჩელსიში” დავრჩებოდი”
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსიში” დარჩენის წინააღმდეგ თავად არ ყოფილა.
“ჩემთვის თუნდაც ერთწლიანი კონტრაქტი რომ შემოეთავაზებინათ, “ჩელსიში” დავრჩებოდი. ამ შემთხვევაში, კლუბის დატოვების არავითარი მიზეზი არ მექნებოდა. გიჟი ვიქნებოდი, “ჩელსის” შემოთავაზებას რომ არ დავთანხმებულიყავი. რა თქმა უნდა, მსურდა, რომ რეგულარულად მეთამაშა, თუმცა სულელი არ ვარ და თავადაც ვხვდები ყველაფერს.
ჟოზე მოურინიოსთან საუბარი მქონდა. მასთანაც და “ჩელსისთანაც” კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია. არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა ასე”, – ციტირებს ლამპარდის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა “სანი”.
ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” ღირსებას 2001-დან 2014 წლამდე იცავდა. იგი კლუბის საუკეთესო ბომბარდირია: 648 მატჩში 211 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო ქვეყნის თასი, თითო-თითოჯერ დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ტიტულები.
უეფა ლამპარდის ტრანსფერით დაინტერესდა
უეფა ფრენკ ლამპარდის “მანჩესტერ სიტიში” გასხვისებით დაინტერესდა.
ბრიტანული პრესის ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობა “ქალაქელებს” აღნიშნული ტრანსფერის სრულ დოკუმენტაციას სთხოვს.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ლამპარდი ექვსთვიანი იჯარით “ნიუ-იორკ სიტისგან” ინათხოვრა, რომელიც მისი შვილობილი კლუბია. ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თქვა კიდეც, რომ ამ გზით “ქალაქელებს” შესაძლოა ფინანსური ფეარ-პლეის წესი დაერღვიათ.
ოფიციალურად: ფრენკ ლამპარდი “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა
“მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდი იჯარის წესით კლუბის ღირსებას დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ 36 წლის ნახევარმცველი ამერიკულ “ნიუ იორკ სიტის” შეუერთდა, თუმცა ის ექვსი თვით ინგლისში დაბრუნდა, რის შემდეგაც კვლავაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოუწევს გადაბარგება.
“მანჩესტერ სიტიში” გადმოსვლა ძალიან სასიხარულოა. საშუალება მომეცემა, უმაღლეს დონეზე ვივარჯიშო და ვითამაშო”, – ამბობს ლამპარდი.
ვენგერი “მანჩესტერ სიტის” ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევაში ადანაშაულებს
ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შეშფოთებას გამოთქვამს ფრენკ ლამპარდის “მანჩესტერ სიტიში” შესაძლო გადასვლის გამო. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, ამ გზით კლუბის ხელმძღვანელობამ შესაძლოა ფინანსური ფეარ-პლეის წესი დაარღვიოს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ლამპარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ნიუ-იორკ სიტის” შეუერთდა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, MLS-ის ახალი სეზონის დაწყებამდე შესაძლოა, 36 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა იჯარის წესით “მელბურნ სიტის” ან “მანჩესტერ სიტის” მიაშუროს. აღსანიშნავია, რომ სამივე დასახელებულ კლუბს მფლობელთა ერთი ჯგუფი მართავს, რაც ვენგერის აღშფოთებას იწვევს.
“ეს სიურპრიზია. როგორც ჩანს, “სიტის” სახელით არსებული ეს კლუბები მთავარ კლუბს, “მანჩესტერ სიტის” მოამარაგებენ. მსმენია იმის შესახებ, რომ მათ მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი კიდევ ხუთი კლუბის შეძენა სურთ. ფინანსურ ფეარ-პლეის საკმარისად კარგად არ ვიცნობ, თუმცა გეტყვით, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ეს ფრანშიზა (“ნიუ-იორკ სიტი”) 100 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ კლუბში გადასულ მოთამაშეებს მომდევნო წლამდე MLS-ში თამაში არ შეეძლებათ, თუმცა მათ იჯარის წესით სხვა კლუბებში გადაბარგების უფლება ეძლევათ. არის თუ არა ეს ფინანური ფეარ-პლეისთვის თავის არიდება? არ ვიცი. ჩვენ თანხას ჩვენი კლუბისთვის ვხარჯავთ და ამით მოხარულები ვართ. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სხვა კლუბები შევიძინოთ”, – ვენგერის სიტყვებს Yahoo ციტირებს.
პელეგრინიმ ლამპარდის იჯარა დაადასტურა
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ იანვრამდე ფრენკ ლამაპრდი იჯარით „მნაჩესტერ სიტიში“ ითამაშებს.
„იანვრამდე ფრენკი ჩვენი ფეხბურთელი იქნება. იგი შემადგენლობიოს ნაწილი იქნება და სხვებთან ერთად ძირითადში მოსახვედრად იბრძოლებს.
ლამპარდმა ჩვენი გუნდი კარგად იცის. მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ტრანსფერია“, – განაცხადა „ქალაქელთა“ თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ.
აღსანიშნავია, რომ ლამპარდმა „სიტის“ სამწვრთნელო შტაბს „ჩელსისთან“ მატჩში შემადნელობის მიღმა დატოვება სთხოვა.
ლამპარდი იჯარით „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს?
ცნობილი ბრიტანული გამოცემა „The Guardian“-სი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის ფრენკ ლამპარდის „ნიუ-იორკ სიტიში“ დებიუტი, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გაიწელოს, რადგან მისი იჯარით აყვანის სურვილი „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობას აქვს.
ამავე დროს „The Guardian“-ის ჟურნალისტთათვის „სიტის“ მხრიდან ინტერესი მოულოდნელია, რადგან „ჩელსის“ ხელმძღვანელები არ ვარაუდობდნენ, რომ ლამპარდი უმაღლეს დონეზე თამაშის გაგრძელებას შეძლებდა, მაშინ, როდესაც მანჩესტერელებს სხვა აზრი აქვთ.
გამოცემა ასევე იმაზეც წერს, რომ ამ ნაბიჯით „მანჩესტერ სიტი“, რომლის შემადგენლობაში უამრავი ლეგიონერი ირიცხება, გუნდის შემადგენლობის ინგლისელი ფეხბურთელით გაძლიერებას აპირებს.
და ბოლოს, ფრენკის სამშობლოში დაბრუნებამ, შეიძლება, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის როი ჰოჯსონის ყურადღება მიიქციოს და მან ლამპარდს კვლავ საკუთარი გუნდის რიგებში უხმოს.
ოფიციალურად: ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა
ვეტერანი ინგლისელი ნახევარმცველი ფრანკ ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა.
როგორც მოგეხსენებათ, ამ ახალი ამერიკული კლუბის ფორმირება სულ ახლახან დაიწყო და ლამპარდი გუნდის მეოთხე ფეხბურთელი გახლავთ. მანამდე „ნიუ-იორკ სიტიმ“ დავიდ ვილია, ჯებ ბოროვსკი და ჯოშ საუნდერსი დაიმატა.
ლამპარდმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანამ ახალი ჩემპიოანტი დაიწყება, 36 წლის ინგლისელი ფეხბურთელი იჯარის წესით ავსტრალიურ „მელბურნში“ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ წინა 13 სეზონი ლამპარდმა ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა და 211 გატანილი გოლით გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
„ჩელსის“ რიგებში ლამპარდმა სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს, ოთხჯერ დაისაკუთრა ინგლისის თასი, ორჯერ კი — ლიგის თასი. ფეხბურთელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 106 მატჩი აქვს ჩატარებული.
„ნიუ-იორკ სიტიმ“, შესაძლოა, დღეს ლამპარდის ტრანსფერი დაადასტუროს
„ნიუ-იორკ სიტის“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ დღეს თბილისის დროით 18:30 საათზე მნიშვნელოვან განცხადებას გაავრცელებს.
დიდი ალბათობით, აღნიშნული განცხადება მორიგი ვარსკვლავის დამატებას შეეხება. სავარაუდოდ, კლუბი ინგლისელი ვეტერანის ფრენკ ლამპარდის ტრანსფერს დაადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულს „ნიუ-იორკ სიტიმ“ დავიდ ვილიასთან კონტრაქტის გაფორმება მოასწრო.