პიკემ “რეალთან” შეხვედრაში ავტოგოლი გაიტანა (ვიდეო)

დღეს “კამპ ნოუზე” ესპანეთის სუპერთასის შეხვედრა იმართება: კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ.

მატჩში ანგარიში 50-ე წუთზე გაიხსნა, როცა “ბლაგურნას” მცველმა, ხერარდ პიკემ ავტოგოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

 

პიკე: “როცა ნეიმარზე ვთქვი, “ის რჩება”-მეთქი, ვიცოდი, რომ მიდიოდა”

რამდენიმე კვირის წინ ხერარდ პიკემ ნეიმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თავზე ეწერა: “ის რჩება”. იმ პოსტის დადებიდან მცირე ხანში ბრაზილიელმა “ბარსა” დატოვა.

აღნიშნულ ფოტოზე ესპანელმა მცველმა დღეს კომენტარი გააკეთა.

“არ ვფიქრობ, რომ მოტყუებული ვარ. ახლა ყველაფერი დასრულდა და ავხსნი, რატომ დავწერე ნეიმარზე, “ის მიდის”-მეთქი. რეალურად, ჩემს ყოფილ გუნდელს “ბარსას” დატოვების იდეა მესის ქორწილშიც კი ჰქონდა. ამის შესახებ მეც მითხრა. ხოლო, როცა აღნიშნული რამ დავპოსტე, 100%-ით ვიცოდი, რომ “ნეი” მიდიოდა. უბრალოდ, ეს ჩემი ბოლო დარტყმა იყო, რომ რამეს მიმეღწია. ამაზე ნეიმარი გაბრაზდა.”

“დარწმუნებული ვარ, მას წავსლის საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა. მან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო,” – აცხადებს პიკე.

ბართომეუ: “ეს პრობლემა თავად ჩავიმ, მესიმ და ინიესტამ შექმნეს”

ცოტა ხნის წინ კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ, ჩავიმ განაცხადა, რომ “ბლაუგრანა” თავის აკადემიას სათანადოდ არ იყენებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს არ აძლევს.

გუშინ ამაზე “ბარსას” პრეზიდენტმა”, ხოსე მარია ბართომეუმ ისაუბრა.

“პრობლემა ისეთი ფეხბურთელებია, როგორებიცაა ჩავის, მესი, ინიესტა და სხვები. რთულია, “ბარსელონაში” თავი დაიმკვიდრო, როცა იქ ნეიმარი, პიკე ბუსკეცი თუ სხვა მოთამაშეები გამოდიან. ჩავის განცხადება მესმის, თუმცა პრობლემა თავად ჩავია! სწორედ მან და მისმა სთანაგუდნელებმა შექმნეს ეს პრობლემა.”

“შესაძლოა, ახლა “ბარსელონას” აკადემიაში ახალი მესი თამაშოსბ, თუმცა მას მოუწევს კლუბი დატოვოს, რადგან უდიდესი კონკურენციის პრობებში თავის დამკვიდრება წარმოუდგენელია,” – აცხადებს ბართომეუ.

პიკე: “ბარსელონას” გულშემატკივრებს მოსაწყენი ერთგოლიანი მატჩების ყურება არ უნდათ”

კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობა უკვე შეიკრიბა და დაიწყო მზადება მომავალი სეზონისთვის.

გუშინ ჟურნალისტებთან ხერარდ პიკემ ისაუბრა.

“ჩვენთვის მხოლოდ მოგება არაა მთავარი. “ბარსას” ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი ლამაზი ფეხბურთის თამაშია. ამის გამკეთებლები კი გუნდში ნამდვილად არიან. გვინდა, რომ ნებისმიერ მატჩზე მოსულ გულშემატკივარს სპექტაკლი ვუჩვენოთ. ჩვენი აპსარეზობა არ უნდა იყოს მოსაწყენი. დაცვითი ფეხბურთის თამაში და 1-0 მოგება ფანებისთვის მომაბეზრებელი იქნება.”

“ვალვერდე გამოცდილი მწვრთნელია. იგი ლა ლიგაში ბევრ გუნდს ხელმძღვანელობდა და დიდი ცოდნა დაუგროვდა. ასევე, ერნესტო “ბარსელონას” ფეხბურთელიც იყო და მისი ფილოსოფია ნამდვილად ესმის. მას შეუძლია ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეზავება და საუკეთესო შედეგის მიღება!” – აცხადებს პიკე.

პიკე: “იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, დღევანდელ “რეალზე” ძლიერი უნდა იყო”

ხვალ კატალონიის “ბარსელონა” სამეფო თასის ფინალში “ალავესს” დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ, “ვისენტე კალდერონის” საპრესკონფერენციო დარბაზში “ბლაგურნას” ცენტრალურმა მცველმა, ხერხარდ პიკრემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მას ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც დაუსვეს კითხვა.

“ფინალს საუკეთესო კლუბი მოიგებს. უკვე იცით, რომ “იუვენტუსს” ვუგულშემატკივრებ. რაც არ უნდა მოხდეს, ეს ჩვენი გუნდის მიერ ამ სეზონში განვლილ გზაზე ვერანაირ გავლენას მოახდენს.”

“ვფიქრობ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოსაგებად იმაზე ძლიერი უნდა იყო, ვიდრე ახლა “რეალია”. მადრიდული გუნდის დონეზე თუ იქნები, გამარჯვების შანსი მცირეა,” – განაცხადა ხერხარდმა.

პიკე, დიდი ალბათობით, “ლას პალმასთან” არ იქნება

სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება კატალონიის “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის.

როგორც იცით, ხერარდ პიკეს ტრავმა აქვს და, მოსალოდნელი იყო, რომ მას მხოლოდ ამ კვირის პირველი ორი დღე არ უნდა ევარჯიშა. თუმცა, უკვე შაბათია და ესპანელი მცველი არცერთ ვარჯიშზე არ გარჯილა. წინ კი “ლა ლიგის” ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაშია. ისიც უნდა ითქვას, რომ ლუის ენრიკემ “ბარსელონა ბ”-დან მარლონ სანტოსს უხმო.

37-ე ტურის ამ მატჩი “ლას პალმასსა” და “ბარსას” შორის კვირას გაიმართება.

“რეალის” რომელი ფეხბურთელის მაისური აქვს სახლში ჟერარდ პიკეს?

ხამეს როდრიგესის მეუღლემ პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაამჟღავნა, რომლის მიხედვითაც, ჟერარდ პიკე სახლში “ბლანკოსის” მაისურს ინახავს.

“ერთხელ, “ბარსელონაში” ყოფნისას შაკირასა და მის შვილს შევხვდი. სალომე (ხამესის ქალიშვილი) ძალიან ბედნიერი იყო, რადგანაც ის მისი მეგაფანიამ ისევე როგორც მე! (იცინის).

შაკირამ კი მილანს უთხრა: “შეხედე, ის ხამესის ქალიშვილია!”, მილანმა კი განაცხადა: “მე ხამესის 10-ნომრიანი მაისური მაქვს,” – ციტირებს დანიელ ოსპინას სიტყვებს Don Juan.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დამთავრდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედიფნალი. საინტერესო რვა მატჩის შემდეგ, ნახევარფინალში “რეალი”, “მონაკო”, “იუვენტუსი” და “ატლეტიკო” გავიდნენ.

Goal.Com-ი 1/4 ფინალის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

ბიურკი, მატეუ, პიკე, სოკრატისი, პისჩეკი, ბენდერი, მასკერანო, ვიდალი, ოკაზაკი, სუარესი, მესი.

 

პიკე რონალდუს მიერ თამაშგარიდან გატანილ გოლს გამოეხმაურა (ფოტო)

კატალონიური “ბარსელონას” ესპანელმა მცველმა, ჟერარ პიკემ კვლავ უკბინა მადრიდის “რეალსა” და მის პორტუგალიელ ვარსკვლავს.

მადრიდის “რეალსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული მატჩის (4:2) მიმდინარეობისას, კერძოდ კი მას შემდეგ, რაც რონალდუმ თამაშგარიდან გაიტანა გოლი, მან სოციალურ ქსელში შემდეგნაირი პოსტი გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ: http://“რონალდუმ თამაშგარიდან გაიტანა, კაზემირო უნდა გაეგდოთ” (ფოტო)

როგორ მიულოცეს “ბარსელონას” ფეხბურთელებმა პიკეს დაბადების დღე (ვიდეო)

2 თებერვალს კატალონიის “ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე 30 წლის გახდა.

იუბილარ ფეხბურთელს დაბადების დღე ვარჯიშზე თანაგუნდელებმაც მიულოცეს. ვარჯიშის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში პიკეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინეს, რის შემდეგაც მან ოპერატორს თხოვა, რომ ეს კადრი ამოეჭერა

პიკე: ” მაშერანოს პენალტის დარტყმა შევთავაზეთ”

როგორც იცით, ხავიერ მაშერანოს ყველაზე სუსტი მხარე გოლების გატანაა (მეტოქის კარში), რისი გამოსწორებაც საკმაოდ მარტივი გზით შეიძლება – არგენტინელმა პენალტები უნდა დაარტყას.

ყველასათვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ “ბლაუგრანას” ფეხბურთელები 11-მეტრიანიდან არც ისე კარგად არტყამენ, ასე რომ ეს გამოსავალი მართლაც რომ კარგი უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშერანომ პენალტების შესრულებაზე უარი განაცხადა.

“მაშერანოს ვუთხარით, რომ პენალტის დარტყმა შეეძლო. თუმცა მან უარი განაცხადა, არ ვიცი თავის თავში არ იყო დარწმუნებული თუ არ უნდოდა.” – განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “რაიოსთან” მატჩში (1-5) პენალტი ლუის სუარესმა შეასრულა. თუმცა ურუგვაელმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან გოლის გატანა ვერ მოახერხა.

კასილასი პიკე-არვალოას კონფლიქტს გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი, რომელიც ახლა “პორტუს” ღირსებას იცავს, ჟერარ პიკესა და ალვარო არბელოას შორის მომხდარ უსიამოვნებას გამოეხმაურა.

“ჩემი გამოცდილებიდან, ვიტყვი, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება საჭირო არ არის და ყოველთვის უადგილოა. ფეხბურთში მეტოქის პატივისცემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.

ცუდია, როცა ასეთი რამ იმ ფეხბურთელებს შორის ხდება, რომლების ეროვნულ ნაკრებში ერთად თამაშობენ. იმედი მაქვს, პრობლემა მალე მოგვარდება”, – ციტირებს კასილასი სიტყვებს Goal.Com-ი.