“კოლხეთი” ზამთრის ჩემპიონია

დღეს საქართველოს ქალაქებში, პირველი ლიგის “ა” ჯგუფის პირველი წრის უკანასკენელი ტურის მატჩები გაიმართა.

ტყიბულში “მეშახტემ” “გაგრას” უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. მასპინძელთა მხრიდან გოლი  ლაშა ჯანგიძის ანგარიშზეა. ხოლო სტუმრების შემადგენლობაში, ერთწუთიანი ინტერვალით, თავი აბაიომი ოვონიკოკომ  და ნუგზარ ხოჯაშვილმა გამოიჩინეს.

თელავში ადგილობრივი “კახეთი” გათამაშების ლიდერს, ფოთის “კოლხეთს” მასპინძლობდა. ეს შეხვედრაც სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 1-3. “კოლხეთიდან” გოლები ჭედიამ, ქორჩილავამ და გულუამ გაიტანეს, რასაც ბოლო წუთზე ვარდუაშვილმა უპასუხა თერთმეტმეტრიანი საჯარმი დარტყმით.

ოზურგეთის “მერცხალმა”  მარნეულის “ალგეთი” მიიღო და ადუაშვილისა და ჯაყელის გოლებით შესძლო მოწინიააღმდეგის დამარცხება – 2-0.

წალენჯიხაში გამართული “სქურის” და “საპოვნელას” შეხვედრა კი შედეგიანი ფრით, 2-2 დასრულდა. ანგარიში მესამე წუთზე მასპინძელთა მხრიდან, დათა რაფავამ გახსნა. თუმცა, ორ წუთში იაკობ დეისაძემ აღადგინა წონასწორობა. შემდეგ სტუმრები წინაც გავიდნენ, გოლის ავტორი ლევან შავგულიძეა. საბოლოო ანგარიში კი, თეიმურაზ ფურთუხიამ დააფიქსირა – 2-2.

ხონში ადგილობრივმა “იმერეთმა” ხარაგაულის “ჩხერიმელა” მიიღო და 3-2 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან გოლები კილაძემ და ორჯერ ცაგარეიშვილმა შეაგდეს, რასაც მჭედლიშვილმა და კოსტავამ უპასუხეს სტუმრების შემადგენლობიდან.

“ადელი” – “შუქურა” კი ქობულეთში გაიმართა, და ნომინალური მასპინძლების გამანადგურებელი მარცხით დასრულდა – 0-6. ქობულეთელების შემადგენლობაში გოლები შეროზიამ, ჩელებაძემ (2) და კოპალიანმა (3) გაიტანეს.

პირველი წრის შემდეგ გათამაშებას ერთპიროვნულად ფოთის “კოლხეთი” ლიდერობს 28 ქულით. უმაღლესიდან გასული სეოზნის შედეგების მიხედვით გავარდნილი გუნდი, ქვეყნის რანგით უპირველეს ჩემპიონტაში დაბრუნების მთავარი პრეტენდენტია. მაგრამ, საგზურისათვის მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის. ფოთელებს უშუალო კონკურენტი, ქობულეთის “შუქურა” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

 

ბათუმელების მნიშნვნელოვანი გამარჯვება

პირველი ლიგის “ბ” ზონის გადადებულ შეხვედრაში ერთმანეთს “საბურთალო” და ბთუმის “დინამო” დაუპირისპირდნენ. მატჩი “ბენდელაზე” გაიმართა, რომლის სტადიონზე 300მდე გულშემატკივარი შეიკრიბა. მათ შორის ბათუმის “დინამოს” ფანებიც იყვნენ, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს საკუთარ გუნდს.

დინამოელები მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე მყოფ “სამტრედიას” ეწეოდნენ და შესაბამისად მატჩიც აქტიურად დაიწყეს. ბათუმელთა რიგებში გამოირჩეოდნენ თევდორაძე, ჩიმაკაძე და ჩირიკაშვილი. ამ უკანასკნელის დარტყმები ორჯერ ძელმაც კი მოიგერია. მატჩის ერთადერთი გოლი კი 31-ე წუთზე ვიხილეთ, როდესაც ამირან აბუსელიძემ დაასწრო ყველას და ძელიდან ასხლეტილი ბურთი ლაზარე კუპატაძის გადაგზავნა – 0-1.

მეორე ნახევარში ბათუმელებმა აშკარად ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს თამაში, თამაშის ტემპი დააგდეს და საკუთარ შანსს კონტრშეტევებზე ელოდებოდნენ. თუმცა, პირველი 10 წუთი საბურთალოს კარნახით მიმდინარეობდა. მასპინძლებმა რამოდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. აქტიური იყო ლორენცო ლარკი და გუნდის კაპიტანი ხარაიშვილი. მისი საჯარიმო დარტყმა ხარიხამ მოიგერია.

თუმცა შანსი ბათუმელებსაც ქონდათ. კონტრშეტევის დროს მეკარესთან პირისპირ თევდორაძე გადიოდა და ტაბიძემ ის აკრძალული ხერხით შეაჩერა. “დინამოელები” წითელს ითხოვნდნენ, მაგრამ ალექსანდრე კრიჭაშვილმა მას ყვითელი აკმარა.

საბოლოო ჯამში, ბათუმელებმა შეხვედრა დამსახურებულ გამარჯვებამდე მიიყვანეს და “სამტრედიასთან” ერთად უმაღლესის საგზურის მთავარ პრეტენდენტებად რჩებიან.

24.11.2013

თბილისი, ბენდელა. 300 მაყურებელი.

საბურთალო: კუპატაძე, კაკიაშვილი, ტაბიძე, მამუჩიშვილი, ხარაიშვილი (კაპ), ბარამიძე, ლარკი, ვიანე, წივილაშვილი, გოცირიძე.

სათადარიგოები:  გოშაძე, ბეროშვილი, ჭოხონელიძე, გვარაძე, რუხაძე, წოწონავა, მენთეშაშვილი.

მთ. მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

“დინამო” (ბათუმი): ალავიძე, ჟვანია, ტეტუნაშვილი, თოდუა, მახარაძე (კაპ), ვარშანიძე, მაკარიანი, თევდორაძ, ჩირიკაშვილი, ჩიმაკაძე, აბუსელიძე.

სათადარიგოები: ტაკიძე, ბაციკაძე, ჭკუასელი, ბერაძე, ალავიძე, ჭიღვარია, მანწკავა.

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

გოლი: აბუსელიძე 31′

2       კუთხურები        5

2 ყვითელი ბარათები 1

0  წითელი ბარათები  0