“იუვენტუსმა” “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” განაცხადი დაასახელა

დღეს “იუვენტუსის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ავსტრალიაში წინასასეზონო ჩემპიონატზე – ” ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” იასპარეზებენ. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ჩამონათვალში არ არიან ბუფონი, ბონუჩი, პოგბა და ახალი შენაძენი, დანიელ ალვეში.

საბოლოო სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: აუდერო, დელ ფავერო, ნეტო, ლორია.

მცველები: ალექს სანდრო, ბენატია, ბლანკო, ლიროლა, რუგანი, სევერინი, კოჩოლა, პაროდი.

ნახევარმცველები: ასამოა, ერნანეში, კასტანოსი, ლემინა, მაჩეკი, მარონე, პერეირა, პიანიჩი, ვიტალე.

თავდამსხმელები: დიბალა, ჩერი, პადოვანი, როსეტი.

პაიე: “საკლუბო კარიერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე”

გასული სეზონი დიმიტრი პაიესთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ფრანგი ფეხბურთელი “პრემიერ ლიგაში” “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ერთ-ერთი ლიდერი იყო, შემდეგ კი “ევრო 2016”-ზე სასწაულები ჩაიდინა. რა თქმა უნდა, 29 წლის მოთამაშის ასეთი კარგი ასპარეზობა ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ევროპულ გრანდებს. მათ შორის მადრიდის “რეალი” აქტიურობდა ყველაზე მეტად. იყო საკმაოდ მომხიბლავი შეთავაზებები, მაგრამ თავად ფეხბურთელმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

“მივიღე რამდენიმე სერიოული წინადადება და მოვიხიბლე კიდეც, მაგრამ მე “ვესტ ჰემში” ვრჩები. მე მიყვარს ეს კლუბი და ძალიან მინდა, მალე მოვიდეს ის დღე, როცა “ოლიმპიურ სტადიონზე” გავალ და ჩემი გუნდის გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. კიდევ ერთხელ გავუმეორებ “ჩაქუჩების” ფანებს, ასი პროცენტით მათთან ვრჩები!” – განაცხადა ფრანგმა შემტევმა.

კარიკატურა: “რონალდოს ვნებანი”

“ევრო 2016”-ის ფინალში პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ დიმიტრი პაიესთან შეჯახების დროს ტრავმა მიიღო და, ფაქტობრივად, მთელი მატჩის გამოტოვება მოუხდა. “რონიმ” ძალიან განიცადა ეს ამბავი. საგულისხმოა, რომ ამ ყველაფერს კრიშტიანოს დამ “ჯვარცმა” უწოდა.

ნახსენებთან დაკავშირებით ომან მომანი საინტერესო კარიკატურას გვთავაზობს…

cartoon-passion-of-the-cristiano_epcbokf5t3dj1m9z862ll6gis

რაული: “პოგბა ის ფეხბურთელია, რომელსაც “რეალი” დიდი სიამოვნებით დაიმატებდა”

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, რაულმა პოლ პოგბა შეაქო და აღნიშნა, რომ “ბლანკოსის” ხელმძღვანელები მას დიდი სიამოვნებით დაიმატებდნენ გუნდში, რომ არა შემაფერხებელი ფაქტორები.

“პოგბა ის ფეხბურთელია, რომელსაც “რეალი” დიდი სიამოვნებით დაიმატებდა – ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი კლუბი.” – განუცხადა რაულმა As-ს.

“ფიზიკურად ის საკმაოდ კარგად გამოიყურება. პოგბა შესანიშნავი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი ბევრს მუშაობს გუნდისა და სათამაშო სტილის გაძლიერების საკითხებზე.

მაგრამ, არსებობს ისეთი შემაფერხებელი ფაქტორებიც, როგორიც მაგალითად მისი ფასია.” – დაამატა ესპანელმა ლეგენდამ.

პოგბამ რემსისა და ფელაინის მიბაძა (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ ფრანგმა ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ საკუთარ “ინსტაგრამზე” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მან ქერად შეიღება თმები.

აქვე გეტყვით, რომ ზუსტად  იგივე ფერის თმა აარონ რემსისა და მარუან ფელაინის აქვთ…

სახალისო კარიკატურა რონალდოს გამარჯვებასთან დაკავშირებით

გუშინ პორტუგალიის ნაკრებმა ედერის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა საფრანგეთის ეროვნული გუნდი და “ევროპის ჩემპიონის” ტიტულს დაეუფლა. პორტუგალიელთა ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ 2004 წლის ფინალი წააგო, მაგრამ ახლა შეძლო თასის აწევა.

ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში სახალისო კარიკატურა ვრცელდება…

cartoon ronaldo

პაიე:”იმ მომენტში, როდესაც რონალდო დავაშავე…”

ფინალის შემდეგ დიმტირი პაიემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეტა იმ მომენტზე, როდესაც მასსა და კრიშტიანო რონალდოს შორის შეჯახების შედეგად, ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან გასვლა მოუწია…

“ეს უბრალოდ ორთაბრძოლა იყო, რომელშიც მეც და რონალდოც თამამად შევედით. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ პორტუგალიელი დავაზიანე, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს შემთხვევით მოხდა და კრიშტიანოს ტრავმა ოდნავადაც არ მინდოდა.”

“არ ზის ჩემს ხასიათში, რომ სტადიონზე ცუდად და ასარსპორტულად მოვიქცე,” – განაცხადა დიმიტრი პაიემ.

ოთარ კაკაბაძე:”საფრანგეთი პორტუგალიასთან ფავორიტია”

“ევრო 2016”-ის ფინალის შესახებ Fanebi.Com-თან კომენტარი “ხიმნასტიკის” ქართველმა ლეგიონერმა, ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.

“ორივე გუნდმა ძალიან დიდი ბრძოლები გადაიტანა აქამდე მოსასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ფავორიტი მაინც “საფრანგეთია”. ეს ნაკრები პორტუგალიას ბევრ ასპექტში ჯობს. თანაც, ისინი მასპინძლები არიან. ვთვლი, რომ სწორედ ფრანგები იმსახურებენ გამარჯვებას. ფინალის სტატუსიდან გამომდინარე, ძალინა დაძაბული და საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს,” – განუცხადა Fanebi.Com-ს ქართველმა მარჯვენა მცველმა.

 

გიორგი ჭანტურია:”საფრანგეთს პორტუგალიაზე ბევრად უკეთესი ნაკრები ჰყავს”

Fanebi.Com-ი უკავშირდება ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს და მათ “ევრო 2016”-ის ფინალის შესახებ სთხოვს თავიანთი აზრის დაფიქსირებას. ამჯერად, ჩვენი საიტის რესპოდენტი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჭანტურიაა, რომელიც საინტერესოდ საუბრობს ნახსენებ დაპირისპირებაზე.

“პირდაპირ ვიტყვი, საფრანგეთს პორტუგალიაზე ბევრად უკეთესი ნაკრები ჰყავს და მინდა, რომ  ტურნირის დასკვნითი მატჩი სწორედ მათ მოიგონ. მასპინძლების ლიდერი, ანტუან გრიზმანი ამას ნამდვილად იმსახურებს.”

“რაც შეეხება მატჩის სცენარს, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს… ვფიქრობ, რომ დაძაბული შეხვედრა იქნება: თამაშის სადავეებს ფრანგები პირველივე წუთებიდან ჩაიგდებენ ხელში და პორტუგალია კონტრშეტევებზე თამაშს შეეცდება,” – განაცხადა “ურალის” 23 წლის შემტევმა.

ანრი:”მას შეუძლია, მსოფლიოში საუკეთესო იყოს”

საფრანგეთის ნაკრებისა და, ზოგადად, ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ მის თანამემამულე პოლ პოგბაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ მოთამაშეს აქვს ყველაფერი, რათაც შეუძლია, ფეხბურთში სხვა დანარჩენზე მაღლა იდგეს.

“პოგბა დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მიმაჩნია, რომ მას აქვს ყველა ის თვისება, რომელითაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გახდომა შეუძლია. უბრალოდ, მთავარია, რომ პოლმა თავისი შესაძლებლობების ირწმუნოს.”

“ყველაზე მეტად იცით რა მომწონს მასში? ის, რომ გუნდს რაც სჭირდება და მწვრთნელი რასაც სთხოვს, სწორედ იმას აკეთებს. მას ნებისმიერი სამუშაოს შესრულება უმაღლეს დონეზე შეუძლია.”

“ზოგჯერ ისე ჩანს, რომ პოგბა ნაკრებში ისეთივე ეფექტური არაა, როგორც “იუვენტუსში.” ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ  “ბებერი ქალბატონისგან” განსხვავებით, ეროვნულ გუნდში პოგბასა და ფორვარდის (ჟირუს) შორის გრიზმანი დგას. შესაბამისად, ხშირად სწორედ ანტუანი უზღუდავს სამოქმედო ასპარეზს პოლს.”

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ  იგი “პრემიერ ლიგაში” ითამაშებს. მას ნამდვილად აქვს ის თვისებები, რაც ამ ჩემპიონატისთვის სჭირდება ფეხბურთელს,” – განაცხადა ტიერი ანრიმ.

ბალოტელი:”მინდა, რომ “ევრო 2016″ საფრანგეთმა მოიგოს”

იტალიელმა ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა “ევროპის ჩემპიონატის” შესახებ და იმედი, გამოთქვა, რომ აღნიშნული ტურნირი მისი მეგობრის, პოლ პოგბასა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდება.

“ობიექტურად, რომ ვთქვათ გერმანელები ტურნირის მთავრი ფავორიტები არიან, მაგრამ  სუბიექტურად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ძალიან მინდა, რომ  “ევრო 2016″ მასპინძელმა საფრნაგეთმა მოიგოს.”

“2012 წელს ჩვენ სწორედ ნახევარფინალში შევხვდით გერმანიას. მიმაჩნია, რომ ის გუნდი 2016 წლისაზე ცოტათი უფრო ძლიერი იყო. ისინი უფრო კომპაქტურ და დალაგებულ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ წლევანდელი ნაკრებიც, რა თქმა უნდა, უმაღლესი დონისაა. იმედია, მათ დამარცხებას და, საბოლოო ჯამში, ტურნირის მოგებას ფრანგები მოახერხებენ,” – განაცხადა ბალოტელიმ.

იტალიელმა ფორვარდმა, ასევე, დიმიტრი პაიეზე  ისაუბრა:“ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ამ შეჯიბრებაზე პაიე თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ვფიქრობ, რომ სწორედ ის უნდა გახდეს “ევროპის ჩემპიონატის” საუკეთესო ფეხბურთელი.”

 

პერესი: “თუ პოგბას გადაბირება შესაძლებელი იქნება, იქნებ ვცადოთ კიდეც”

მადრიდის “რეალი” დაინტერესებული იქნება პოლ პოგბას გადაბირების შესაძლებლობით, თუ კი ფრანგი ფეხბურთელი ტურინული გრანდის დატოვებას გადაწყვეტს. ამ განცხადებას მადრიდული კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი აკეთებ.

“პოგბა დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ გუნდში 6 დიდებული ნახევარმცველი გვყავს, ამიტომაც ამაზე საუბარს არ ვაპირებ.

მიუხედავად იმისა, რომ მე ის მომწონს, რთულია შეთანხმების მიღწევა, განსაკუთრებით თუ კონტრაქტში არ არის სპეციალური პუნქტები. თუ პოგბას შეძენის შესაძლებლობა გვექნება, შესაძლოა ვცადოთ კიდეც.

ძალიან რთულია ფეხბურთელის ყიდვა. ამაზე ზიდანს დაველაპარაკები. ჩვენი მიზანია მომავალ წელს გაცილებით უკეთესი გუნდის ყოლა. გადაწყვეტილებას ის მიიღებს.”