“ბენფიკაში” კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა

ლისაბონის “ბენფიკაში” კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა ვინაობა არ სახელდება. უცნობია, რამდენია მათ შორის ფეხბურთელი. კლუბში ელიან გადაწყვეტილებას, თუ როგორი იქნება მათი გრაფიკი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.

“ბენფიკა” პორტუგალიის ჩემპიონატის მე-14 ტურის თავზე სატურნირო ცხრილში “პორტუსთან” მეორე-მესამე პოზიციებს იყოფს. გუნდს უახლოესი შეხვედრა 20 იანვარს, “ბრაგას” წინააღმდეგ სათასო ტურნირზე აქვს ჩანიშნული.

ფერნანდუ სანტუშის კომენტარი ირანთან მატჩის შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიამ ირანთა ფრე გააგორა, ხუთი ქულა მოაგროვა და მეორე ადგილით მერვედფინალში გავიდა, სადაც ურუგვაის დაუპირისპირდება.

მატჩის შემდეგ ევროპის მოქმედი ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ახლა ყველაზე მთავარი რამ მერვედფინალზე ფიქრია. აუცილებელია, კარგად შევისწავლოთ ჩვენი მოწინააღმდეგე, ხოლო ამის შემდეგ კი, ფიზიკურად და მენტალურად მომზადებულნი გავიდეთ მოედანზე, მიუხედავად იმისა, ურუგვაია ჩვენი მეტოქე თუ მასპინძელი. ეს ორი სხვადასხვა სიტუაციაა. მასპინძლებს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ თამაშის დროს, მატჩის დროს. მათ ძალიან კარგად იასპარეზეს ჯგუფურ ეტაპზე. რაც შეეხება ურუგვაის, ის შესანიშნავი ნაკრებია, რომელსაც მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს. თუმცა, გვაქვს ჩვენი იარაღი და ვეცდებით მეტოქის დამარცხებას,” – ამბობს სანტუში.

ირანი – პორტუგალია: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ირანი პორტუგალიას დაუპირისპირდა და ფრე, 1-1 ითამაშა. ევროპელებმა ხუთი ქულა მოაგროვეს და მერვედფინალში მეორე ადგილით გავიდნენ.

საგულისხმოა, რომ Fifa.Com-ის ვერსიით აღნიშნული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რიკარდუ კუარეჟმა დასახელდა. პორტუგალიელთა შემტევმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა და სწორედ ამის საშუალებით მოიპოვა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ერთი ქულა.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალია მერვედფინალში ურუგვაის დაუპირისპირდება.

რიკარდუ კუარეჟმა: “ვიცით, რა სირთულეები გველის ურუგვაისთან”

მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ირანი პორტუგალიას დაუპირისპირდა და ფრე, 1-1 ითამაშა. მერვედფინალში ევროპელები გავიდნენ, რომელთა მხრიდან გოლით თავის გამოჩენა რიკარუ კუარეჟმამ მოახერხა. მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მშვენივრად გავართვით თავი დავალებას. მთავარია,ჩვენი გოლი გავიტანეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ახლა, მომავალი რამდენიმე დღის მანძილზე ძალებს აღვიდგენთ. ამ აზროვნებითა, მიდგომით უნდა განვაგრძოთ მუშაობა და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადოთ.

ვიცით ის სირთულეები, რომლებიც ურუგვაისთან შეხვედრაში გველის. ეს არის დიდი გუნდი დიდი ფეხბურთელებით. თუმცა, მთავარია, რომ შუალედში სწორი სამზადისი გავიაროთ და სათანადოდ შევხვდეთ მეტოქეს,” – ამბობს 34 წლის შემტევი.

ფაბრეგასი: “რონალდუს გოლები პენალტების, სტანდარტებისა და სხვისი შეცდომების ხარჯზე გააქვს”

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა, ცესკ ფაბრეგასმა, მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუს ასპარეზობა შეაფასა. როგორც იცით, რონალდუმ გახსნით მატჩში ესპანეთთან ჰეთ-ტრიკი შეასრულა, შემდეგ კი მაროკოს ნაკრებს გაუტანა ერთი გოლი.

“დღესდღეობით კრიშტიანუ ნაკრებში სხვა როლს ასრულებს – ის დროის მეტ ნაწილს თავდასხმაში, წინ ატარებს და მოედანზე ბევრს აღარ მოძრაობს.

ორი აზრი არაა, რომ კრიშტიანუ რონალდუ რუსეთსი მყოფი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია, რომელმაც ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო და გოლებიც გაიტანა. ახლა მას ოთხი გოლი აქვს გატანილი.

დიახ, კარგათ თამაშობს, მაგრამ უფრო კარგად თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მას გოლები სტანდარტული მდგომარეობიდან ან სხვისი შეცდომების ხარჯზე გააქვს. დე ხეას ის ბურთი უდნა აეღო.

რა თქმა უნდა, პორტუგალიის ნაკრები კარგ კომბინაციებს ათამაშებს და რონალდუს შრომაც უნდა დაფასდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მას გოლები სტანდარტებიდან, პენალტებიდან და შეცდომებიდან გააქვს,” – აცხადებს ფაბრეგასი.

ფერნანდუ სანტუში: “ვიმედოვნებ, რონალდუ კიდევ ერთ დიდ მატჩს ჩაატარებს”

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში პორტუგალია მოროკოს დაუპირისპირდება. ევროპელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ვიმედოვნებ, კრიშტიანუ ისევ იმავე დონეზე ითამაშებს და კიდევ ერთ დიდ შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენ შეგვიძლია ისეთი კარგი გუნდის დამარცხება, როგორიც მოროკოა. თუმცა, მარტო არავინ იგებს. ევროპის ჩემპიონები ვართ. პორტუგალიის მთავარი მიზანია, გააგრძელოს იმის კეთება, რამაც აქამდე მოგვიყვანა: დიდი ვალდებულების გრძნობა მინდორზე გასვლის დროს და მეტოქის პატივისცემა. გზა, რომლითაც გამარჯვებები მოვიპოვეთ, სწორედ ადამიანურობასა და ოპონენტის დაფასებას უკავშირდება. აუცილებელია, ვიყოთ კონკურენტუნარიანნი, ვიბრძოლოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. თუმცა, კლასი საჭიროა, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ხვალ, მთავარი მიზანი, თავიდანვე გოლის გატანა იქნება. ფოკუსირებულნი ვართ მხოლოდ გამარჯვებაზე,” – ამბობს პორტუგალიელთა დამრიგებელი.

ინიესტა ლოპეტეგის გაგდებაზე: “ეს უსიამოვნო იყო, თუმცა წარსულში დარჩა”

20 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ესპანეთი ირანს დაუპირისპირდება. “ფურია როხას” ასაკოვანმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ წინასამატჩოდ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ლოპეტეგის გაგდება? ეს იყო ის მომენტი, რომლის უკან მოტოვებაც გვსურს. ის ხანმოკლე პერიოდი არავისთვის იყო სასიამოვნო. ახლა კი მხოლოდ ჩვენს მიზანზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩვენ გვწამს, რომ მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებას. პორტუგალიის წინააღმდეგ შეხვედრა ადვილი არ იყო. თუმცა, იქ ვაჩვენეთ, რომ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ.

არ მსურს აქ გაჩერება. წინ სვლა მინდა. ირანი ადვილი მეტოქე არ იქნება, თუმცა, თუ მოვიგებთ, კარგ მდგომარეობაში ვიქნებით. დაცვაში მშვენიერ ბარიერს ვქმნით. უნდა დავიცვათ ბალანსი ყველა რგოლში. ეს ნებისმიერ გუნდს სჭირდება. გეტყვით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებიდან, რამდენიმე გვყავს. ჩვენი ოცონება მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთხელ მოგებაა. ეს რთულია, თუმცა ამისთვის აუცილებელია კონცენტრაცია მცირე ნაბიჯებზე – ამჯერად, ირანზე,” – ამბობს ინიესტა.

კასილასი: “პატარა შეცდომის გამო, დე ხეა ქარიშხალში არ უნდა მოვაქციოთ”

დავიდ დე ხეამ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, პორტუგალიის წინააღმდეგ შეცდმა დაუშვა: მან კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და გოლი გაუვიდა.

აღნიშნულ მომენტზე “ფურია როხას” ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა ისაუბრა.

“პატარა შეცდომის გამო, მისი ქარშხლაში მოქცევა არ შეიძლება. კრიშტიანუ მარცხენა ფეხით იდეალურად ურტყამს. მან სწრაფად დაარტყა და ბურთმა, შესაძლოა მიმართულებაც კი შეიცვალა. რონალდუმ საოცარი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა. მისი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო,” – ამბობს კასილასი.

სინიშა მიხაილოვიჩი “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელია

ფეხბურთის სერბი სპეციალისტი სინიშა მიხაილოვიჩი ლისაბონისის “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.

სინიშა მიხაილოვიჩმა “სპორტინგის” თავკაცის პოსტზე ჟორჟე ჟეზუში შეცვალა, რომელმაც გუნდი სეზონის ბოლოს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის სერბ სპეციალისტს საკლუბო დონეზე მთელი სამწვრთნელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული, სადაც სხვადასხვა დროის განმავლობაში “ბოლონიას”, “კატანიას”, “ფიორენტინას”, “სამპდორიას”, “მილანსა” და “ტორინოს” ედგა სათავეში.

 

კრიშტიანუ რონალდუმ რეკორდი დაამყარა

მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის შეხვედრაში პორტუგალიამ და ესპანეთმა უხვგოლიანი, სანახაობრივი შეხვედრა შესთავაზა სამყაროს და ფრე, 3:3 დააფიქსირა. ამ მატჩში გაიბრწყინა ნომინალურ მასპინძელთა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც “ფურია როხას” ჰეთრიკი შეუსრულა.

საგულისხმოა, რომ “რონიმ” ზედიზედ მერვე მთავარ სანაკრებო ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა. მან 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ორი გოლის გატანა შეძლო, ამას მოჰყვა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც კრიშტიანუმ ერთხელ აიღო მეტოქის კარი. ამდენივე გოლი გაიტანა 2008 და 2010 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. 2012 წელს სამჯერ დაამწუხრა მეტოქე საკუთარ კონტინენტზე. 2014 წელს, ბრაზილიაში ერთი გოლის შეგდება შეძლო. ორი წლის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამჯერ შეარხია ოპონენტის კარის ბადე. ხოლო, რუსეთში კი უკვე ჰეთრიკი შეუსრულა ესპანეთს.

ფერნანდუ სანტუშის პირველი კომენტარი ესპანეთთან მატჩის შემდეგ

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ესპანეთის ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (3:3) შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“საბოლოო ჯამში, შედეგი სამართლიანი გამოდგა. თამაში კარგად დავიწყეთ და გოლიც გავიტანეთ. ამის შემდეგ ესპანელებმა იმის კეთება დაიწყეს, რაც ყველაზე კარგად გამოსდით – ბურთის ფლობა. ჩვენ კი დაცვაში ჩავედით.

დაცვაში ყოფნის მიუხედავად, რამდენიმე სახიფათო კონტრიერიში გვქონდა და თავისუფლად შეიძლებოდა, ანგარიში 2:0 გამხდარიყო. ნაცვლად ამისა გოლი გავუშვით, მაგრამ მაინც შევძელით უპირატესობის დაბრუნება.

ძალიან საინტერესო და ლამაზი მატჩი იყო ორ ძლიერ გუნდს შორის. საბედნიეროდ, შედეგი სამართლიანი იყო,” – აცხადებს სანტუში.

ფერნანდო იეროს პირველი კომენტარი პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო იერომ, პორტუგალიასთან გამართული გახსნითი მატჩის (3:3) შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

“როდესაც მეტოქეს ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც კრიშტიანუა, რომელსაც ასეთი რამის გაკეთება შეუძლია… ყველაფრის მიუხედავად, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ.

გუნდი სწორად მოქმედებდა, როდესაც საჭირო იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას არ ვყოყმანობდით. მოედანზე მომხდარის მიუხედავად, საკუთარ თავში რწმენას არ ვკარგავთ.

რაც შეეხება დიეგო კოშტას, მან ძალიან კარგად ითამაშა, როგორც მთელმა გუნდმა. მე ყოველი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი ვარ,” – აცხადებს იერო Telecinco-ს ეთერში.