“პსჟ”-მ “ლესტერი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს დილით ადრე, “ჩემპიონთა საერთაშორისო თასის” მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “პსჟ” ინგლისის მოქმედ ჩემპიონს, “ლესტერ სიტის” დაუპირისპირდა.

მთელმა თამაშმა პარიზელთა უპირატესობით ჩაიარა. 26-ე წუთზე ანგარიში ედინსონ კავანიმ გახსნა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. პირველი ნახევრის მიწურულს, 45-ე წუთზე იკონემ მუნიეს პასით ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ტაიმში რანიერის გუნდს კიდევ ორი გოლი გაუტანეს. 64-ე წუთზე ლუკას მოურამ მაქსველის პასით, ხოლო 90-ე წუთზე ედუარდმა კალეგარის პასით გაიტანეს და საბოლოოდ თავიანთ კლუბს 4:0 გაამარჯვებინეს.

ვენგერი: “ოთხეულში მოხვედრა “არსენალისთვის” საკმარისი არასდროსაა”

არსენ ვენგერმა აღიარა, რომ ლონდონური გრანდისთვის პრემიერ ლიგის ტოპ-ოთხეულში მოხვედრა საკმარისი არასდროს არის და რომ “მეთოფეთა” მიზანი მომავალ სეზონშიც ჩემპიონობა იქნება.

“ტოპ-ოთხეულში მოხვედრა ჩვენთვის საკმარისი არასდროსაა.

პირადად მე, მჯერა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რას გააკეთებ, ეს საკმარისი მაინც არ იქნება. აბსოლიტურად ყველაფერი უნდა გაიღო, რათა გუნდისგან საუკეთესო მიიღო.

მჯერა, რომ ვიცით, რისი გაკეთებაც მოგვიწევს, რადგანაც გასულ სეზონში მეორე ადგილზე გავედით, ჩვენს უკან კი კიდევ 18 გუნდი იყო.”

გიჟური სატრანსფერო ფანჯარა: გუნდების დანახარჯი უკვე 1.1 მილიარდს გასცდა!

ამ დროისათვის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ აქტიური გამოდგა. პრემიერ ლიგის, ბუნდესლიგის, სერია ა-ს, ლა ლიგისა და ლიგა 1-ის კლუბების დანახარჯმა უკვე 1.1 მილიარდიანი ნიშნულიც გადალახა.

ყველაზე მეტი ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს – ჟოზეს “მანჩესტერმა” და იურგენ კლოპის “ლივერპულმა” უკვე დახარჯეს 80-80 მილიონი. ლონდონურმა “არსენალმა” კი 45 მილიონი ევრო დახარჯა, მისი უმეტესი ნაწილი კი “გლადბახს” გადაუხადეს ჯაკას სანაცვლოდ.

შესაძლოა, “ბორუსია დორტმუნდმა” რამოდენიმე საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ ამ დანაკარგზე მათი რეაქცია დადებითად შეიძლება შევაფასოთ. კლუბმა 113 მილიონი ევრო გაიღო, რათა დაებრუნებინა მარიო გიოტცე და დაემატებინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ანდრე შურლე, მიკელ მერინო და მარკ ბარტრა.

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები გერმანიაში მაინც “ბაიერნის” ანგარიშზეა, რამეთუ რენატო სანჩესისა და მატს ჰუმელსის გადაბირება “რეკორდმაისტერს” 35 და 38 მილიონი ევრო დაუჯდა.

54

იტალიაში ამ კუთხით, “იუვენტუსი” დომინირებს. “ბებერმა ქალბატონის” ბანკიდან 90 მილიონი ევრო გავიდა გონსალო იგუაინის დასამატებლად. რასაც ემატება მირალემ პიანეჩისთვის გადახდილი 32 მილიონი ევრო.

“რეალმა” უკვე დახარჯა 30 მილიონი ევრო, რათა მათი აღზრდილი, ალვარო მორატა დაებრუნებინა “იუვენტუსიდან”. “ბარსელონა” კი გაცილებით უფრო აქტიური იყო – “ბლაუგრანამ” 75 მილიონი გადაიხადა ტრანსფერებში. “ატლეტიკო მადრიდმა” ზაფხულში 4 ფეხბურთელი დაიმატა, რაც 49 მილიონ ევროდ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჩემფიონშიპის “ნიუკასლმაც” საკმაოდ ბევრი დახარჯა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე – რაფა ბენიტესის გეგმების ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა – რაც მეტია ლა ლიგის 15 გუნდის მაჩვენებელზე.

ტორესი: ” ტოტენჰემი” აუცილებლად მოიგებს პრემიერ ლიგას”

მადრიდის “ატლეტიკოს” ესპანელი ფორვარდი, ფერნანდო ტორესი მაურისიო პოჩეტინოს მიერ “ტოტენჰემში” გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებს და თვლის, რომ ეს გუნდი მომავალში აუცილებლად გახდება ინგლისის ჩემპიონი.

“გასაოცარი კლუბია, გასაოცარი ფანებით. როდესაც ინგლისში ვთამაშობდი, “უაით ჰართ ლეინზე” ჩასვლა და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულად მიმაჩნდა.

პოჩეტინო გუნდში დიდებულ საქმეს აკეთებს. ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოცდილ ფეხბურთელებთან შერევას შედეგი აშკარად აქვს.

ისინი შესანიშნავად აკეთებენ თავიანთ საქმეს. გასულ სეზონში, ისინი ძალიან ახლოს იყვნენ პრემიერ ლიგის მოგებასთან. ისინი სწორ გზას ადგანან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ისინი მაინც გახდებიან ჩემპიონები.”

მერტესაკერი: “არსენალის” მეორე ადგილზე გასვლა სასწაულის ტოლფასი იყო”

ლონდონის “არსენალის” მცველი, პერ მერტესაკერი თვლის, რომ ლონდონურმა გრანდმა ნამდვილი სასწაული ჩაიდინა, როდესაც პრემიერ ლიგის გასული სეზონი მეორე ადგილზე დაამთავრა.

“იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები გასულ სეზონში, იღბალს უნდა დავაბრალოთ, მეორე ადგილზე რომ გავედით.

ბოლოსკენ ყველაფერი შევცვალეთ, თუმცა მეორე ადგილზე გასვლა მაინც სასწაულის ტოლფასი იყო.

ყველაზე იმედგამაცრუებელი კი იყო ის, რომ “ლესტერმა” ისარგებლა დიდი გუნდების ჩავარდნით, ჩვენ კი იგივეს გაკეთება ვერ მოვახერხეთ.

მომავალ სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. დიდი გუნდები კიდევ უფრო გაძლიერდნენ. ამჯერად, ჩვენთვის წარმატების მიღწევა არც ისე ადვილი იქნება.”

კარიკატურა: პოგბას “მანჩესტერში” გადასვლა აღარ სურს

გუშინ გაიმართა ამხანაგური შეხვედრა “მანჩესტერსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის, რომელიც ინგლისელთა განადგურებით, 1-4 დასრულდა. როგორც იცით, ბოლო დღეებში გავრცელდა ხმები, რომ პოგბამ უკვე მოაწერა კონტრაქტს ხელი და იგი “მანჩესტერის” ფეხბურთელია. ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში სახალისო კარიკატურა ვრცელდება.

cartoon-pogba-unimpressed_1l64gjiqnppsd1wl7mjyiew3ct

რუნის ვარჯიშზე 10 წამში ორჯერ გაუძვრინეს ბურთი ფეხებს შორის (ვიდეო)

საინტერესო ვიდეო ვრცელდება ინტერნეტში. როგორც ჩანს, ახალი სეზონისთვის უეინ რუნი ჯერ ფორმაში ვერ შევიდა. მას 10 წამში, არც მეტი, არც ნაკლები, 2-ჯერ გაუძვრინეს ბურთი ფეხებს შორის.

იხილეთ ვიდეო…

Goal.Com: “პოგბა “მანჩესტერის” ფეხბურთელია!”

რამდენიმე გამოცემის შემდეგ, ახლა უკვე Goal.Com-მაც დაადასტურა, რომ პოლ პოგბა მომავალ სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირესებას დაიცავს. ინგლისური ვებგვერდის თქმით ფრანგ მოთამაშეში 110 მილიონი ევრო გადაიხადეს “წითელმა ეშმაკებმა” და “იუვენტუსს” ბიუჯეტი სერიოზულად შეუვსეს.

თუ ეს ამბავი მართალი აღმოჩნდა, 23 წლის სპორტსმენი მოხსნის გარეთ ბეილის რეკორდს, რომელიც “ტოტნეჰემიდან” “რეალში” 100 მილიონ ევროდ გადავიდა. შესაბამისად,იგი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.

The Sport Bible: “დასრულდა! პოგბა “მანჩესტერის” ფეხბურთელია!”

დიდი ხნის განმავლობაში არ წყდებოდა მითქმამოთქმა პოლ პოგბას “იუვენტუსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის თაობაზე…

გავლენიანი გამოცემა, The Sport Bible იტყობინება, რომ დიდ ხნიანი მოლაპარეკების შემდეგ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას. მომავალ სეზონში 23 წლის მოთამაშე “წითელი ეშმაკების” მაისურს მოირგებს. ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება, მაგრამ დაახლოებით ფრანგის ფასი 100 მილიონ ფუნტს აღწევს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

“ვესტ ჰემმა” “მილანს” ბაკას სანაცვლოდ დიდი თანხა შესთავაზა

კარლოს ბაკამ გასულ სეზონში “მილანის” შემადგენლობაში 38 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და რამდენიმე გუნდის ინტერესის არეალში მოექცა. მათ შორისაა “ვესტ ჰემი”, რომლის ხელმძღვანელობა ამ ზაფხულზე კლუბის სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც “ჩაქუჩებმა” ბატჩუაი დაკარგეს (ბელგიელმა “ჩელსის” მიაშურა), მათი მთავარი მიზანი ახლა სწორედ კოლუმბიელი ფორვარდის შეძენა გახდა. ინგლისელები 29 წლის მოთამაშეში 26 მილიონ ფუნტს ჩამოდიან და, რაც მთავარია, ისინი კარლოს ბაკას გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ. აქვე გეტყვით, რომ იტალიურ გუნდში კარლოსის ანაზღაურება კვირაში 60 000 ფუნტია.

მოურინიო: “მოუთმენლად ველი “პრემიერ ლიგის” დაწყებას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან უნდა, “პრემიერ ლიგამ” სტარტი მალე აიღოს.

“ცუდია, რომ ეს დღე ხვალ არაა. მე უკვე გამოცდილი მწვრთნელი ვარ. დიდი ფეხბურთში ხანგრძლივი დროის მანძილზე ვმოღვაწეობ და წინასასეზონოდ ოდნავადაც არ ვნერვიულობ. ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გახვიდე “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერის” მწვრთნელის რანგში… ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება!”

“ამ მოედანზე მთელი 50 მეტრია გვირაბიდან გაზონამდე. წინა კლუბების სტადიონებზე ასე არ იყო. იქ პირდაპირ უერთდებოდა გვირაბი მოედანს. აქ კი არის ადგილი, სადაც შემიძლია მატჩიდან გამოყოლილი კარგი ან ცუდი რამეები ვიგრძნო. ეს მართლაც შესანიშნავი სტადიონია,” – განაცხადა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.

რომელი გუნდი დასახელდა “ევროპის ჩემპიონატის” ყველაზე ცუდ ნაკრებად?

გუშინ დასრულდა “ევრო 2016”. გამარჯვებული პორტუგალიის ეროვნული ნაკრები გახდა. გარდა საუკეთესო გუნდისა, გუშინ სხვა ბევრი საინეტერესოც გაირკვა: საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე, საუკეთესო 11 ფეხბურთელი და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ “ევროპის ჩემპიონატის” ყველაზე ცუდ გუნდად ინგლისის ეროვნული ნაკრები დასახელდა, რომელიც ჯგუფური ეტაპიდან გასვლისთანავე, მერვედფინალში ისლანდიასთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

cats