კატალონიის სპორტის მინისტრის თქმით შესაძლოა, “ბარსელონამ” პრემიერ ლიგაში ითამაშოს

კატალონიის სპორტის მინისტრი, ჟერარ ფეგუერასი პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, კატალონიური კლუბები შესაძლოა, სხვა ქვეყნის ჩემპიონატებშიც ვიხილოთ.

“კატალონიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემთხვევაში, კატალონიურ კლუბებს, რომლებიც ამ დროისთვის ლა ლიგაში ასპარეზობენ, უფლება ექნებათ აირჩიონ, თუ რომელ ჩემპიონატში გააგრძელებენ გამოსვლას – იქნება ეს ესპანეთის ჩემპიონატი, თუ მეზობელი ქვეყნების, იტალიის, საფრანგეთისა ან თუნდაც პრემიერ ლიგაში ითამაშებენ.

ესპანეთში დღესაც თამაშობენ სხვა ქვეყნის კლუბები: ანდორული კლუბები ფეხბურთისა და კალათბურთის ოფიციალურ ლიგებში იღებენ მონაწილეობას. “მონაკო” საფრანგეთში თამაშობს, უელსური კლუბები კი ინგლისში. არამგონია, უეფამ რაიმე პრეტენზია გამოთქვას ჩვენი კლუბების სხვა ჩემპიონატში გაწევრიანების თაობაზე,” – აცხადებს კატალონიის სპორტის მინისტრი.

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლური გუნდი

გასულ უქმეებზე ინგლსიის პრემეირ ლიგის მეექვსე ტურის შევხედრები გაიმართა. თავიანთი თამაშები მოიგეს მანჩესტერულმა გრანდებმა, ასევე ლონდონის “ჩელსიმ” და მერსესესაიდის “ლივერპულმა”. მათ არც ლონდონური “ტოტენჰემი” ჩამორჩა.

Goal.Com-ი აღნიშნული მატჩებიდან გამომდინარე, მეექვსე ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

მეთიუ რაიანი (“ბრაიტონი”), კაილ უოქერი (“მანჩესტერ სიტი”), სეზარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”), ფილ ჯონსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), სტივენ უორდი (“ბარნლი”), ლეროი სანე (“მანჩესტერ სიტი”), იდრისა გაიე (“ევერტონი”), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”), ფილიპე კოუნტინიო (“ლივერპული”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), ალვარო მორატა (“ჩელსი”).

იურგენ კლოპი “ლესტერთან” წაგების შემდეგ: “დაცვამ მშვენივრად იმუშავა”

გუშინ ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში “ლესტერ სიტიმ” მერსესაიდის “ლივერპული” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ იურგენ კლოპის შეგირდებმა ბოლო ოთხ შეხვედრაში ათი გოლი მიიღეს.

მიუხედავად აღნიშნულისა, მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპის თვლის რომ მას კარგი გუნდი ჰყავს.

“ახლა ნამდვილად არ ვიმყოფებით სახარბიელო სიტუაციაში, თუმცა ვფიქრობ, რომ მშვენიერ გუნდს ვწვრთნი. ამას ვგრძნობ, თუმცა ეს დღეს არ გამოჩნდა, რადგან სათასო დაპირისპირება იყო. გვინდოდა შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. არავის აინტერესებს, ვინ ჩაატარა უკეთესი პირველი ნახევარი. მთავარი ისაა, თუ ვინ გავიდა შემდეგ ეტაპზე. ეს კლუბი ჩვენ არ ვართ, რასაც რამდენიმე გასაგები მიზეზი აქვს.”

“ბევრ მომენტში თავი კარგად დავიცავით. მშვენივრად შევაჩერეთ რამდენიმე შეტევა, ასევე მეორე სართულზეც კარგად გამოვიყურებოდით. თუმცა, ბოლოს მაინც დავუშვით შეცდომები, რამაც ეს შედეგი გამოიწვია,” – აცხადებს იურგენი.

“კრისტალ პალასის” ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში

“კრისტალ პალასი” მიმდინარე სეზონში საშინლად გამოიყურება. “არწივების” პრობლემებს ვერც ფრანკ დე ბურის დათხოვნამ და მის ნაცვლად გუნდში როი ჰოჯსონის მოყვანამ უშველა.

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ექს-თავკაცმა “კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამაართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0-1).

შედეგად პრემიერ ლიგის 5 ტურის შემდეგ “პალასს” ხუთი წაგება უგროვდება ისე, რომ ერთი გოლიც არ აქვს გატანილი. ასეთი სტარტი ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის 129-წლიანი არსებობის მანძილზე არცერთ გუნდს არ ჰქონია.

სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზე მყოფი “კრისტალ პალასი” მომდევნო ტურში “მანჩესტერ სიტის” ეწვევა, შემდეგ კი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსისთვის” ეცდება ქულების წართმევას.

დე ბრუინი: “შეხვედრის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, კმაყოფილები ვართ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად “ფეინოორდს ანგარიშით, 4:0 სძლია.

მატჩის ჩემდეგ ჟურნალისტებს ინგლისელთა ნახევამცველი, კევინ დე ბრუინი ესაუბრა.

“როცა პირველ ტაიმში სამი გოლი გაგაქვს, შემდეგ მთელ შეხვედრას აკონტროლებ და ნაკლებად ფიქრობ წარუმატებლობაზე. ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, თუმცა არ მოვეშვით. მართალია, ბოლო ოცი წუთის მანძილზე ვპასიურობდით, თუმცა ეს წვიმისა და მინდვირს საფრის არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფნის ბარლიც იყო.”

“შვენიერი თამაში გამოვიდა. რასაც ვგეგმავდით, შევასრულეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგა ასე დავიწყეთ,” – აცხადებს ბელგიელი.

“მანჩესტერ სიტიმ” “ლივერპული” მიწასთან გაასწორა (ვიდეო)

დღეს პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში, “ეტიჰადზე” “მანჩესტერ სიტიმ” “ლივერპული” მიიღო.

მატჩის 24-ე წუთზე ანგარიშის გახსნა კუნ აგუერომ კევინ დე ბრუინის ულამაზესი პასის შემდეგ შეძლო. 37-ე წუთზე სადიო მანე გავიდა ედერსონთან პირისპირ, მან ბურთს ვერ მიასწრო, ბრაზილიელ მეკარესთან დასწრებაზე ითამაშა და მას ყბაში გაარტყა ფეხი. მანემ წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. პირველი ტაიმის მეექვსე დამატებით წუთზე ისევ ბელგიელის პასით გაბრიელ ჯესუსმა გაიტანა.

მეორე ნახევარში, ჟესუსმა ამჟამად აგუეროს ასისტით შეასრულა დუბლი. მან ეს 53-ე წუთზე გააკეთა. 77-ე წუთზე ლეროი სანემ ბენჟამენ მენდის საგოლე პასით ოთხამდე გაზარდა სხვაობა. შეხვედრის პირველ დამატებით წუთზე კი სანემ მეხუთე გოლიც გაიტანა.

“სიტიმ” “ლივერპული” ანგარიშით, 5:0 გაანადგურა და სამი ქულა მოიპოვა. იგი ამჟამად ათი ქულით პირველ პოზიციაზეა. ხოლო, მერსესაიდელებს შვიდი ქულა აქვთ და მეხუთე საფეხურს იკავებენ.

ინგლისის ნაკრებმა სლოვაკეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფის ცენტრალური მატჩი ინგლისში, “უემბლიზე” გაიმართა, სადაც “სამი ლომი” იან კოზაკის მიერ გაწვრთნილ სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ მატჩის გამარჯვებული ტურის შემდეგ პირველ ადგილზე გადაინაცვლებდა, მოედანზე ორივე გუნდი ძალიან მოტივირებული და ფოკუსირებული გამოვიდა.

მატჩში ანგარიში მალევე, მესამე წუთზე გაიხსნა. თავი სლოვაკთა შემტევმა, ლობოტკამ გამოიჩინა, რასაც ერიკ დაიერმა 37-ე წუთზე უპასუხა მარკუს რეშფორდის პასის წყალობით. 59-ე წუთზე კი “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა თავადვე შესძლო თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.


ინგლისის ნაკრები: ჯო ჰარტი; ბერტრანდი, ფილ ჯონსი, კეჰილი, უოკერი; დაიერი, ჰენდერსონი; დელე ალი; რეშფორდი (უელბეკი 84′), ჰარი კეინი, ოქსლეიდ-ჩემბერლინი (სტერლინგი 83′)

მთავარი მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

სლოვაკეთის ნაკრები: დუბრავკა; პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ჰუბოჩანი; შკრინიარი, ლობოტკა; ვაისი (რუშნაკი 78′), ჰამშიკი (დუდა 79′), მაკი; ნემეცი (დურისი 59′)

მთავარი მწვრთნელი: იან კოზაკი


ჟირუს გოლი საიუბილეო აღმოჩნდა

დღეს ინგლისის პრემიერ ლიგამ აიღო სტარტი. ლონდონში, “ემირეითს სთეიდიუმზე” ერთმანეთს ადგილობრივი “არსენალი” და “ლესტერ სიტი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და, საბოლოოდ “მეთოფეთა” გამარჯვებით, 4-3 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ფრანგი 67-ე წუთზე ჰოლდინგის ნაცვლად გავიდა მოედანზე და 18 წუთში თავური დარტყმით თავისი გუნდის მეოთხე, სამი ქულის მომტანი გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელის მიერ გატანილი ეს ბურთი მისთვის საშინაო არენაზე (“ემირეითს სთეიდიუმზე”) რიგით 50-ე აღმოჩნდა. მან ყველა ტურნირზე ერთად მოახერხა 50 გოლის გატანა.

ვენგერი სანჩესის კლუბში დარჩენაზე: “სუპეროპტიმისტი არ ვარ!”

ალექსის სანჩესი ლონდონის “არსენალის” უდავო ლიდერია. ჩილელი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და გასაკვირი არაა, რომ მას ბევრი ტიტულის მოგება სურს. ამას “მეთოფეებთან” ერთად ვერ ახერხებს. სანჩესს ლონდონურ კლუბთან ერთწლიანი კონტრატქიღა აკავშირებს, შემდეგ კი არავინ იცის, რა მოხდება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ალექსისის მიერ “არსენალის” შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა.

“ახლო მომავლის მანძილზე ის ჩვენი გუნდის ფეხბურთელად დარჩება. გავახანგძრლივებთ თუ არა მასთან კონტრაქტს? შესაძლოა, მომავალ ზაფხულში ეს მოვახერხოთ, ან – ვერა. ფაქტია, რომ ამ  მომენტში ეს შეუძლებელია. ვერ ვიქნები სუპეროპტიმისტი და ზუსტად არ შემიძლია თქმა, რომ სანჩესი ჩვენთან ამ სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩება. მთავარი მიზანია, ის არცერთ ფასად არ გავყიდოთ,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია! (ვიდეო)

დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა: მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა ესპანელებმა პირველი ტაიმის შუა ფაზაში უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალე გოლში აისახა: კარვახალის ჩაწოდების შემდეგ კაზემირომ ვარდნაში მოახერხა დარტყმა და ანგარიშის გახსნა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ბეილი-ისკოს ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 62-ე წუთზე მატიჩმა შორიდან ძლიერად დაარტყა, ნავასმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ლუკაკუმ ივარგა და ბელგიელმა ერთი ბურთი გაქვითა.

ამის შემდეგ ინგლისელები ცდილობდნენ გათანაბრებას, “რეალსაც” ჰქონდა მომენტები, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა: მადრიდის “რეალმა” მეოთხედ მოიგო ევროპის სუპერთასი!

როგორი სქემით ითამაშებს “მანჩესტერ იუნაიტედი” შემდეგ სეზონში? (ფოტო)

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუანაიტედის” აქტიურობამ შედეგი გამოიღო: მან სამი ვარსკვლავი დაიმატა. პირველი მათგანი ვიქტორ ნილსონ ლინდელოფია. იგი ლისაბონის “ბენფიკადან” შეუერთდა ინგლისურ კლუბს. ასევე, “წითელი ეშმაკი” გახდა ნემანია მატიჩი. სერბმა ლონდონური კარიერა დაასრულა და “ჩელსიდან” მანჩესტერში გადმობარგდა. ხოლო, ყველაზე დიდი და, რაც მთავარია, ახალი ძალა რომელუ ლუკაკუა. ბელგიელი თავდამასხმელი კლუბში ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩაანაცვლებს.

ნახსენები სამი მოთამაშის შეძენის შემდეგ, ინგლისურ გამოცემათა უმარვლესობის აზრით, “იუნაიტედი” ასეთი სქემით ითამაშებს:

დე ხეა, შოუ, ლინდელოფი, ბაილი, ვალენსია, პოგბა, მატიჩი, ერერა, მარსიალი, ლუკაკუ, მხითარიანი.

 

კარიკატურა: დიდი ომი მბაპესთვის!

“მონაკოს” ახალგაზრდა ტალანტით, კილიან მბაპეთი ბევრი გრანდია დაინტერსებული. მის შეძენას, განსაკუთრებით, “მანჩესტერ სიტი” და მადრიდის “რეალი” ცდილობენ.

ომარ მომანი აღნიშნულ თემაზე ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.